ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

თოლიასნაირნი
თოლიასნაირნი  ფრინველების ქვერიგი მეჭვავიასნაირთა რიგისა (წინათ დამოუკიდებელ რიგად თვლიდნენ). აერთიანებს 89 სახეობის ფრინველს, რომელთა სხეულის ზომა სხვადასხვანაირია (პატარა თევზოყლაპიას სხეულის სიგრეა 20 სმ, წონა 50-60 გრამი, ხოლო პოლარული თოლიისა - 75 სმ და 2,5 კგ). აქვთ პატარა თავი, სხვადასხვა ფორმის ნისკარტი, გამჭოლი ნესტოები, გძელი, მეტნაკლებად შევიწროებული ფრთები, რაც ხელს უწყობს წყლის ზედაპირთან მარჯვედ ფრენაში. ფეხებზე ოთხ-ოთხი თითი აქვთ, სამ წინა თითს შორის აპკია; უკანა თითი სუსტადაა განვითარებული, ზოგჯერ უბრჭყალოა. გალო დაფარულია მსხვილი რქოვანი ფარებით. ზრდასრული ფრინველების სხეულის შეუბუმბლავი ნაწილები შეფერილია შავად, ვარდისფრად და წითლად. ბუმბული მჭიდრო, ხშირი და წყალგაუმტარია. პირველ წყებაში 11 მომქნევი ბუმბულია (მ.შ. პირველი ძლიერ რედუცირებულია); საჭის ბუმბულის რაოდენობაა 12, ბოლო სწორად მოჭრილი, ჩანგლისებური ან სოლისებურია. სხეულს სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა შეფერილობა აქვს. წვრილ თოლიასნაირთა საბოლოო შეფერვა სრულდება 23 წლის, ხოლო დიდებისა 4 წლის ასაკში, ამასთან წელიწადში 2-ჯერ ხდება განგური და 2-ჯერ სეზონური შებუმბვლა (საგაზაფხულო არასრულია). ყურთუკი განვითარებულია როგორც პტერილებზე, ისე აპტერიებზე. გულმკერდის მალები ოპისტოცელურია (უკანა მხრიდან შეზნექილი). მრავალი სახეობა დიდ კოლონიებს ქმნის. ბუდეს იკეთებენ მარჩხობებში, კლდეებსა და ლერწმის ბარდებში, ზოგიერთები კი წყალზე აცურებენ, ან ხეზე და ბუჩქზე იშენებენ. დედალი დებს 14 ჭრელ კვერცხს. მართვები შებუმბლული იჩეკებიან, გამოჩეკის შემდეგ მალე ტოვებენ ბუდეს, მაგრამ შორს არ მიდიან. ფრენის დაწყებამდე მათ მშობლები კვებავენ. კრუხობს და მართვეებს კვებავს ორივე მშობელი. თოლიასნაირთა საკვებია თევზები, კიბოსნაირები, მოლუსკები, კანეკლიანები, მწერები, მღრღნელები, ზოგჯერ ლეში, კენკრა. ნადავლს უთვალთვალებენ შორიდან, შემდეგ თავს დააცხრებიან და ნისკარტით იტაცებენ (ზოგი წყალშიც ჩაეშვება ხოლმე). თოლიასნაირნი იყოფიან 3 ოჯახად. ზღვაურასებრნი , რინქოპიდისებრნი  და თოლიასებრნი  საქართველოში გვხვდება თოლიასნაირთა 15 სახეობა (აქედან 4 ბუდობს, 11 მიმომფრენია); მობუდარია ვერცხლისფერი თოლია, ვეჟანი თოლია, ჩვეულებრივი (ანუ ტბის) თოლია და მდინარის თევზიყლაპია.


წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: გიომონადირე (17.04.2012) W
ნანახია: 1979 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика