ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

არწივი
საქართველოში გავრცელებულია მთის არწივი, ის ჩვენი ბუნების სიამაყეა, არ მოიძებნება ადამიანი, ვინც არ მოხიბლულა მისი ამაყი და შიშისმომგვრელი შესახედაობით.ჩვენი ბუნების მგოსანს- ვაჟას- არწივი ძალიან ყვარებია. ფრინველთა მეფე პოეტს ძალას, ენერგიას და ბრძოლის ჟინსმატებდა. ერთ-ერთ თავის ლექსში მგოსანი ამბობს:„ნუცა მსმენია სიკვდილი და ნუმც მინახავს ლომისა!ნუმც მინახია არწივი შნო აღარ ჰქონდეს ომისა!ლომს ტახტი უდგა მხეცებში, არწივს-ფრინველთა შორისა."მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ნადირობის დროს თავად დაუჭრია არწივი და მისი წვალებისთვის რომ უცქერია, შებრალებია.საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყივანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი. წარსულში მთის არწივი ცნობილი იყო როგორც დამჭერი ფრინველი. უმთავრესად შუა აზიაში, არწივებით კურდღლებზე და მელიებზე ნადირობდნენ. საერთო დახასიათება:არწივის სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2 - 2,5 მ-მდე. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 12 სწახეობა. გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე.  იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი  სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს, მაგრამ მთის არწივის ნადავლს ძირითადად საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველ-ფრინველი შეადგენს. ის ნადირობს შურთხზე, როჭოზე, კაკაბზე, გნოლზე, კურდღელზე, მელაზ. იტაცებს ბატკნებს. ჯიხვის, არჩვის, ნიამორის თიკნებს: ზოგჯერ მოზრდილ ცხოველებსაც ესხმის თავს. განსაკუთრებით ემტერება გადამფრენ ფრინველებს - წეროებსა და ბატებს.მთის არწივი მხოლოდ მაღალ მთებში ბინადრობს. ჩვენთან მხოლოდ კავკასიონზე თუ შეხვდებით. საბუდრად მიუდგომელ კლდიან ადგილებს ირჩევს. ბუდე დიდი ზომისაა - დიამეტრი 2-3 მეტრია, რომლის ძირითადად ნაწილს მსხვილი ტოტებისაგან აგებენ, დანარჩენს წვრილი ტოტებითა და ყლორტებით, რომელიც შიგნიდან აგებენ ბუმბულს, ბეწვს და ხმელ ბალახებს.გამრავლება:გამრავლებას იწყებენ 4-5 წლის ასაკში. წყვილები მუდმივია და არსებობს ერთ-ერთი პარტნიორის დაღუპვამდე.. არწივი თავის საუფლოს არ სცილდება. სადაც იბადება, მთელ სიცოცხლეს იქვე ატარებს იქვე კვდება. დაწყვილება იწყება თებერვალში. თითოეულ წყვილს 2-4ვ ბუდე აქვს და მათში რიგ-რიგობით ბუდობენ, მრავალი წლის მანძილზე. მარტ-აპრილში დებს 1-დან 3-მდე მოზრდილ თეთრ მუქ ლაქებიან კვერცხს. კრუხად მხოლოდ დედალი ზის 40-45 დღე, მართვეები (თუმცა ბუდიდან გადმოფრენამდე ხშირად მხოლოდ ერთი მართვე აღწევს). შებუმბვლას მაისში იწყებენ და ივნისის ბოლოს ამთავრებენ. ფრენას 80 დღის ასაკში ცდილობენ.


წყარო: http://hunters.ge/gareuli-frinvelebi/181-arwivi.html
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: გიომონადირე (28.03.2012) W
ნანახია: 1925 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика