ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

ფრინველი ბუ
ბუისებრი ფრინველთა რიგი ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოშია 7: რუხი ბუ, ზარნაშო, წყრომი, ოლოლი (ანუ ყურებიანი ბუ), ჭაობის ბუ, ბუკიოტი, ბუკნაჭოტი. ბუსნაირთა ნამარხი ფორმები ცნობილია ეოცენიდან, თანამედროვე გვარების წარმომადგენლები ნაპოვნია ოლიგოცენში. ბუსნაირთა ბუმბული რბილია, დამატებით ღეპეპს არ შეიცავს, უკაკვო სხივები წაგრძელებულია, რითაც აიხსნება ბუმბულოვანი საფარველის სირბილე და უხმაურო ფრენა. ზომით დედალი ჭარბობს მამალს. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. "სახის დისკოს”, რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს. ბუსნაირებს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, თითქმის ბრჭყალებამდე შებუმბლული ოთხთითიანი (მეოთხე თითს შეუძლია უკან მობრუნება) ფეხები, დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი (შეუძლია თავის შემობრუნება 270°), მეტად მახვილი სმენა აქვთ. კისერი 14 მალისაგან შედგება, გულმკერდის მალები თავისუფლად ბოლოვდება და "მკერდის” ძვალს არ ქმნის. ტროპი კარგადაა გამოხატული. აქვთ მოქმედი ბრმა ნაწლავი, კარგად განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ბგერას გამოსცემენ. ჩიჩახვი არა აქვთ. უმრავლესობა მეღამურ ცხოვრებას ეწევა. მობინადრე ფრინველია. ბუდობენ ხეთა ფუღუროებში, გამოქვაბულებში, სოროებში. დებენ საშუალოდ 4-5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 1 თვემდე. იკვებებიან მღრღნელებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ. უძველესი დროიდან მოყოლებული ბუს ხალხი უბედურების მომტანად თვლიდა. ძველ რომში კი დღისით ნანახი ბუ საშინელების მომტანი იყო მისი მნახველი დაიჭერდა მას და დაწვავდა ფერფლს კი ხალხის წინ გაფანტავდნენ. ბრიტანეთში კი ბუს ბრძენ ფრინველად აღიქვავენ მას ეძახიან "ბებერ ბრძენ ფრინველს”, როგორც ჩანს მისი არასახარბიელო პოპულარობა მისი თვისებებიდანაა გამომდინარე იგი ღამე დაფრინავს და ძალიან საწყალად ჭყივის. ძველად ველსში ხახლი ძალიან ცრუმორწმუნეები იყვნენ მათ სჯეროდათ, რომ თუ სასაფლაოდან რომელიც ღრმა ტყეში იყო დაიჩხავლებდა ბუ მაშინ რომელიმე გაუთხოვარი გოგო იმ ღამეს ქალიშვილობას დაკარგავდა. ცრუ რწმენები ძველ დროს დღისით ბუს ნახვა ცუდის ნიშანია. (ცრუ რწმენა შოტლანდიაში) ბავშვი, რომ გავკურნოთ ყივანახველისგან უნდა მოვუმზადოთ ბუს ხორცისგან ბულიაონი. (იორკშირი) ვინც ჩახედავს ბუს ბუდეში მთელი ცხოვრება იქნება დაწყევლილი და უბედური. (ჩეშირი) თუ ბუ ჭყივის ესეიგი ვიღაც გოგო დაკარგავს ქალიშვილობას. (უელსი)


წყარო: http://wikipedia.org
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: giorgi (17.10.2011) | ავტორი: giorgi W
ნანახია: 14930 | ტეგები: ფრინველი ბუ | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 23
    სტუმარი: 23
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика