ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები კანონმდებლობაზე [23]
ჩემი აზრით ეს კანონები და წესები ყველა მონადირეს წაკითხული მაინც უნდა ჰქონდეს.

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სამონადირეო კანონმდებლობაზე » სტატიები კანონმდებლობაზე    

საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

შ ი ნ ა ა რ ს ი
მუხლი 1. დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები
მუხლი 2. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა
მუხლი 3. დაცული ტერიტორიების კატეგორიები
მუხლი 4. სახელმწიფო ნაკრძალი
მუხლი 5. ეროვნული პარკი
მუხლი 6. ბუნების ძეგლი
მუხლი 7. აღკვეთილი
მუხლი 8. დაცული ლანდშაფტი
მუხლი 9. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია
მუხლი 10.ბიოსფერული რეზერვატი
მუხლი 11.მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი
მუხლი 12.საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე
მუხლი 13.დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა
მუხლი 14.დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება
მუხლი 15.დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა
მუხლი 16.დაცული ტერიტორიების დამხმარე (ბუფერული) ზონა
მუხლი 17.დაცული ტერიტორიების კადასტრი
მუხლი 18.დაცული ტერიტორიების მართვა
მუხლი 19.დაფინანსება
მუხლი 20.საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე
მუხლი 21.საუწყებათაშორისო მმართველობის ადგილობრივ ორგანოებთან
თანამშრომლობა
მუხლი 22.მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან
თანამშრომლობა
მუხლი 23.პასუხისმგებლობა "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ"
საქართველოს კანონის დარღვევისათვის

გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი ტ ე რ მ ი ნ ე ბ ი

ანთროპოგენური ზემოქმედება - ადამიანის, საზოგადოების მხრიდან სასიცოცხლო გარემოზე გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი შემოქმედება, რასაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება.
აღკვეთილი - შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას - ჰაბიტატების /სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat /Species Managment Area).
ბიოგეოგრაფიული ერთეულები - ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები.
ბიომი - ბიოგეგრაფიული დარაიონების ერთეული.
ბუნების ძეგლი - შეესატყვისება ბუნების დაცვის სერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას - ბუნების ძეგლი. (Natural Monument).
დამახასიათებელი პეიზაჟი - სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი და ისტორიული კულტურული ლანდშაფტების ტიპების ვიზუალური იერსახე.
დაცული ლანდშაფტი - შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას - დაცული ლანდშაფტი ( Protected Lahdscape).
დაცული ტერიტორია - ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია და (ან) აკვატორია,რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე. დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი - ბიოსთფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების,ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები.
დაცული ტერიტორიების სისტემა - დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიებისაგან აგებული ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა.
ეროვნული პარკი - შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას - ეროვნული პარკი (National Park).
ვიზიტორი - დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი.
თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტულური გარემო - მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებით და რაციონელური სამეურნეო გამოყენებით.
ისტორიულ-კულტულური ლანშაფტი - ანთროპოლოგიური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი, რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კუდტულური ღირებულებით. მანიპულაციები - მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახელბების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა.
მენეჯმენტის გეგმა - ტერიტორიის ფუნქციონალურ-გეგმარებითი ორგანიზაციისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული, დოკუმენტი.
მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია - შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას - რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area)
ტერიტორიული დაგეგმარება - სახელმწიფოს ქონების ტერიტორიის დაგეგმარება სხვადასხვა ტერიტორიულ რანგში და სხვადასხვა დეტალიზაციით: განსახლების გენერალური სქემებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაიონული დაგეგმარების სქემებითა და პროექტებით რეგიონალურ დონეზე, გენერალური სქემებითა და მენეჯმენტის გეგმებით სპეციალური მნიშვნელობის ტერიტორიებისა და ზონებისათვის და გენერალური გეგმებით დასახელებებისა და დასახელებების ჯგუფებისათვის და სხვა. ჰარმონიული ლანდშაფტი - ლანდშაფტი,რომელშიც ბუნებრივი და ანთროპოგენული კომპენენტები და ელემენტები ფუნქციონალურად გაწონასწორებულია და მიღწეულია მათი მაღალესთეტიკური შერწყმა.
დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ემსახურება თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების მომავალი თაობებისათვის შენარჩუნებას, ადამიანის სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობის პირობების დაცვას და საზოგადოების ცივილიზებული განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი საფუძვლების შექმნას.
დაცული ტერიტორიები საქართველოში იქმნება უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის - უნიკალური, იშვიათი და დამახასიათებელი ეკოსისტემების, მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების დასაცავად და აღსადგენად, მათი სამეცნიერო, საგანმანათლებლო, რეკრეაციული და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი მეურნეობის განვითარების მიზნით გამოყენების უზრუეველსაყოფასდ.

მუხლი 1. დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები
საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, თითოეული დაცული ტერიტორიის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზნებია:
ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;
ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;
გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;
დ) უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;
ე) ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;
ვ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;
ზ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;
თ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;
ი) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;
კ) სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება. (06.06.2003 N 2368)

მუხლი 2. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა
1. დაცული ტერიტორიების კანონმდებლობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის დებულებას და მოიცავს ამ კანონს და მის შესაბამისად მიღებულ სხვა სამართლებრივ აქტებს.
2. ურთიერთობები, რომელიც წარმოიშობა მიწის, ტყის, წყლისა და დაცული ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების, აგრეთვე ისტორიისა და კულტურის ძეგლების გამოყენებასთან დაკავშირებით, მოწსრიგდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
3. ქონებრივი ურთიერთობები დაცული ტერიტორიის გამოყენებისა და დაცვის დარგში რეგულირდება სამოქალაქო კანონმდებლობით.

მუხლი 3. დაცული ტერიტორიების კატეგორიები
1. დაცული ტერიტორიების კატეგორიებია: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.
2. საქართველოში დასაშვებია არსებობდეს დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელში ჩართული კატეგორიები - ბიოსფერული რეზერვარტი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია.

მუხლი 4. სახელმწიფო ნაკრძალი
1. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება დაარსდეს ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების დინამიური და ხელუხლებელ მდგომარეობაში შენარჩუნებისა და მათზე უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგის მიზნით.
2. სახელმწიფთო ნაკრძალისათვის უნდა შერიჩეს ისეთი სიდიდის და მდგომარეობის სახელმწიფო ტერიტორია და (ან) აკვატორია, რომელიც უზრუნვეკლყოფს ბუნების ობიექტებისა და პროცესების შენარჩუნებას ადამიანისაგან სპეციალური მოვლისა და აღდგენის გარეშე.
3. სახელმწიფო ნაკრძალი შეიძლება შედიოდეს რომელიმე დაცული ტერიტორიის (ბიოსფურული რეზერვატი, მსოფლიო მემეკდირეობის უბანი, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორია) შემადგენლობაში და (ან) მოიცავდეს თავის თავში რომელიმე მათგანს (ბუნების ძეგლი).

მუხლი 5. ეროვნული პარკი
1. ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი და ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად სასიცოცხლო და რეკრეაციული საქმიანობისათვის.
2. ეროვნული პარკისათვის შეიძლება შეირჩეს შედარებით დიდი ბუნებრივი სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, სადაც წარმოდგენილია უნიკალური, იშვიათი ან საფრთხის წინაშე მყოფი ერთი ან რამდენიმე დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული ეკოსისტემა, ბიოცენოზი და საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობა. (06.06.2003 N 2368)
3. ეროვნულ პარკში შეიძლება მოეწყოს შემდეგი ძირითადი ზონები:
ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ბუნების მართვავდი დაცვის ზონა;
გ) ვიზიტორთა ზონა;
დ) აღდგენის ზონა;
ე) ისტორიულ-კულტურული ზონა;
ვ) ადმინისტრაციის ზონა;
ზ) ტრადიციული გამოყენების ზონა;
ბუნების მკაცრი დაცვის ზონა ეწოდება ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნების, არამუნიციპალური მეცნიერების კვლევის და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
ბუნების მართვადი დაცვის ზონა ეწოდება სასიცოცხლო გარემოს დაცვის, მოვლა- პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის,ტურიზმი სადა საგანმანათლებლო საქმიანობისათვის.
ვიზიტორთა ზონა ეწოდება ბუნების დაცვის, რეკრეაციისა და საგანმანათლებლო
საქმიანობისათვის.
აღდგენის ზონა ეწოდება ანთროპოლოგიური ჩარევით დაზიანებული ბუნების ობიექტების და ტერიტორიების დაცვა-აღდგენისათვის.
ისტორიულ-კულტურული ზონა ეწოდება ბუნებრივი გარემოს, ისტორიულ-კულტურული ობიექტებისა და (ან) არქიტექტურული ძეგლების დაცვა-აღდგენის, რეკრეაციის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის (ზონა არ მოიცავს დასახლებებს).
ადმინისტრაციის ზონა ეწყობა ეროვნული პარკის ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განსათავსებლად.
ტრადიციული გამოყენების ზონა ეწყობა ბუნების დაცვის და განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციულად გამოყენებასათან დაკვშირებული სამეურნეო საქმია ნობისათვის. ზონაში დაიშვება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებით და ბუნებრივი პროდუქტულობით ლიმიტირებული თიბვა, ძოვება, საშეშე მერქნის მოპოვება და სხვა. დაუშვებელია ხვნა-თესვა და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობების განთავსება.
4. ეროვნული პარკი შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, მსოფლიოს მემკვიდრეობის უბანი) და (ან) თვითონ ითავსებდეს ბიოსფერული რეზერვატის,მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიის კატეგორიას.

მუხლი 6. ბუნების ძეგლი
1. ბუნების ძეგლი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის,შედარებით მცირე უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიებისა და იშვიათი ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული წარმონაქმნების დასაცავად.
2. ბუნების ძეგლი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის შედარებით მცირე ტერიტორიას,სადაც იშვიათი, უნიკალური და მაღალი ესთეტიკური მახასიათებლების მქონე კომპაქტური ეკოსისტემები, ცალკეული გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური წარმონაქმნები, მცენარეთა ცალკეული ეგზემპლიარები, ცოცხალ ორგანიზმთა ნამარხი ობიექტებია წარმოდგენილი.
3. ბუნების ძეგლი შეიძლება შედიოდეს ნებისმიერი დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.

მუხლი 7. აღკვეთილი
1. აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისხიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.
2. აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და, ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი. (06.06.2003 N 2368)
3. აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.
4. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია აღკვეთილში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

მუხლი 8. დაცული ლანდშაფტი
1. დაცული ლანდშაფტი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე,მაღალი ესთეტიკური ღირებულებით გამორჩეული, როგორც ბუნებრივი, ასევე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთქმედების შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნების, რეკრაციულ-ტურისტული, და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
2. დაცული ლანდშაფტი საჭიროებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ფართო სახმელეთო ტერიტორიას და (ან) აკვატორიას, სადაც თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტი გამოიჩევა მაღალი ისტორიული და ესთეტიკური ღირებულებით.
3. დაცული ლანდშაფტი შეიძლება შედიოდეს სხვა დაცული ტერიტორიის (ბიოსფერული რეზერვატი, მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი) შემადგენლობაში ან მოიცავდეს დაცულ ტერიტორიას (ბუნების ძეგლი).
შესაძლებელია დაცული ლანდშაფტში მოეწყოს სხვადასხვა ზონა.

მუხლი 9. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია
1. მარავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იქმნება გარემოს დაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ორგანიზებული და განახლებადი ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე ორიენტირებული სამეურნეო საქმიანობისათვის.
2. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია საჭიროებს ხმელეთის შედარებით დიდ ფართობს და (ან) აკვატორიას, რომელიც წარმოადგენს წყლის აკუმულაციის, ტყეებისა და საძოვრების პროდუქტიულობას, ნადირობის, თევზჭერისა და ნადირ-ფრინველის გავრცელებას, აგრეთვე, ტურიზმისათვის საჭირო ბუნებრივ საფუძვლებს. დასაშვებია, იგი იყოს ნაწილობრივ სახეცვლილი და მოიცავდეს დასახელებებსაც. ტერიტორიაზე არ უნდა ხდებობეს ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური ბუნებრივი წარმონაქმნები.
3. განახლებადი ბუნებრივი რესურსების მუდმივობისა და გარანტირებული მოხმარების უზრუნველსაყოფად შეიძლება ბუნების დაცვისა და მრავალმხრივი გამოყენების სხვადასხვა დასაშვები შეფარდების მქონე ზონების გამოყოფა.

მუხლი 10. ბიოსფერული რეზერვატი
1. ბიოსფერული რეზერვატი იქმნება ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და ბიოლოგიური მრავალფეროვანი დინამიურ და თვითრეგულირებად მდგომარეობაში დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შეარჩუნების, გარემოს გლობარული მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის, რეკრეციული და საგანმანათლებლო საქმიანოისათვის.
2. ბიოსფერული რეზერვატი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც მოცემულია საერთაშორისო ღირებულების მქონე ერთი ან რამდენიმე ბუნებრივი და ბუნებრივ-ანთროპოგენული ობიექტი. ესენია:
ბიომენის წარმომადგენლობითი ბუნებრივი ნიმუშები;
განსაკუთრებული ბუნებრივი წარმონაქმნების მომცველი გამორჩეული მნიშვნელობის მქონე ტერიტორიები;
მოცემულ ბიომენში ტრადიციული მიწათსარგებლობის ისტორიულ პროცესში წარმოქმნილი ჰარმონიული ლანდშაფტების ნიმუშები;
ისეთი სახეცვლილი და დეგრადირებული ლანდშაფტები, რომელთა ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენა ჯერ კიდევ შესაძლებელია.
შერჩეული ტერიტორია ბიოსფერულ რეზერვატად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს "ადამიანი და ბიოსფეროს" იუნესკოს პროგრამის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭო.
3. ბიოსფერული რეზერვატი შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ძირითადი ზონებისა გან:
ა) ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;
ბ) ბუნების მართვადი დაცვის (მანიპულაციების) ანუ ბუფერული ზონა;
გ) აღდგენის ზონა;
დ) ტრადიციულ კულტურული ლანდშაფტის ზონა.
ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ მეცნიერული არამანიპულაციური დაკვირვება.
ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დასაშვებია კვლევა-ძიების, გარემოს დაცვისა და აღდგენითი საქმიანობა.
აღდგენის ზონაში დასაშვებია ანთროპოგენიზაციის შედეგად დაზინებული ტერიტორიების დაცვა და აღდგენა.
ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონაში დასაშვებია განახლებადი ბუნებრივი რესურსების ტრადიციული სამეურნეო გამოყენება.
4. ბიოსფერული რეზერვატის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორიის კატეგორიის ჩართვა (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).

მუხლი 11. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი
1. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი იქმნება უნივერსალური მნიშვნელობის ბუნებრივი და ბუნებრივ-კულტურული ტერიტორიებისა და წარმონაქმნების დასაცავად საერთაშორისო მნიშვნელობის მეცნიერული კვლევის, საგანმანათლებლო და მონიტორინგული საქმიანობისათვის.
2. მსოფლიო მემკვიდრეობის უბანი საჭიროებს ტერიტორიას, რომელზეც წარმოდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ბუნებრივი ან ბუნებრივ-კულტურული ფასეულობები, კერძლდ:
ა) ბუნებრივ გარემოში განლაგებული დედამიწის ისტორიის სხვადასხვა საფეხურის ამსახველი ნიმუშები;
ბ) გეოლოგიური და ბიოლოგიური პროცესების, აგრეთვე, ადამიანისა და გარემოს ისტრიული ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი გარემოს მაგალითები;
გ) უნიკალური და იშვიათი ბუნებრივი ფენომენები, ფორმაციები, წარმონაქმნები ან გამორჩეული ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიები;
დ) საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების პოპულაციები და მათი საარსებო გარემო; (06.06.2003 N 2368)
ე) ადამიანის შემოქმედებითი გენიის გამოვლენის იშვიათი, უნიკალური და განსაკუთრებით მაღალმხატვრული ნაწარმოებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშებს მსოფლიოს კულტურის ისტორიის ამა თუ იმ პერიოდის ქალაქგეგმარების, ლანდშაფტური არქიტექტურის, ხუროთმოძღვრებისა და მასთან დაკავშირებული სახვითი ხელოვნების განვითარებაში და (ან) წარმოადგენენ ბუნებისა და კულტურის ჰარმონიული ერთიანობის მაგალითებს.
შერჩეული ობიექტის მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დამტკიცდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ასეთად აღიარებს და მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის კომიტეტი.
3. მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ფარგლებში შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე დაცული ტერიტორის კატეგორიის, (სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი) ჩაირთვა, აგრეთვე, თავად მისი ჩართვა სხვა დაცულ ტერიტორიაში (ბიოსფერული რეზერვატი, სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი).

მუხლი 12. საკუთრება დაცულ ტერიტორიებზე
1. დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიხედვით.
2. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და აღკვეთილის ტერიტორიები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიების ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, გამონაკლის შემთხვევებში აღკვეთილის ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სახელმწიფო საკუთრებაა აგრეთვე ჩამოთვლილ ტერიტორიებზე მომთაბარე გარეული ცხოველებიც.
21. ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.)
3. დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე, მასზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, ბუნებრივ-კულტურულ და ისტორიულ-კულტურულ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ ობიექტებზე სახელმწიფო საკუთრებასთან ერთად დაშვებულია საკუთრების სხვა ფორმებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის ანუ ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები წარმოადგენს მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებას. ამ ზონაში დაუშვებელია ბუნებრივი რესურსების სარგებლობაში გადაცემა.
ბიოსფერული რეზერვატის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსები მომთაბარე ცოცხალი ორგანიზმების ჩათვლით წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
ბიოსფერული რეზერვატის აღდგენისა და ტრადიციულ-კულტურული ლანდშაფტის ზონებში ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე არსებული ბიოსფერული ბუნებრივი რესურსების, ბუნებრივ-კულტურული და ისტორიულ-კულტურული ობიექტები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, დაიშვება, აგრეთვე, საკუთრების სხვა ფორმები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ტერიტორიისა და ამ ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების საკუთრების ფორმები განისაზღვრება იმ დაცული ტერიტორიების კატეგორიების საკუთრების ფორმით, რომელთა საფუძველზეც ისინი ჩამოყალიბდა.

მუხლი 13. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა საქართველოს განვითარების სტრატეგიის ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება როგორც ტერიტორიის დადეგმარების (ლანდშაფტის დაგეგმარების) სახელმწიფო სისტემის სხვადასხვა (ეროვნული, რეგიონული) საფეხურს, ასევე, დარგობრივი დაგეგმვის (ბუნების დაცვა, გარემოს შენარჩუნება, მეცნიერება, განათლება, ჯანდაცვა, ტურიზმი, რეკრეცია, სატყეო მეურნეობა, სანადირო მეურნეობა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნება, ტრანსპორტი, მშენებლობა, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა და სხვა) მრავალ პროგრამას.
2. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვა განსაზღვრრვს გეგმარებით რეგიონებს, დასაცავ ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ კომპლექსებსა და ობიექტებს, ადგენს დაცული ტერიტორიების რეკომენდებულ კატეგორიებს, საზღვრებს, ზონებს, აკრძალვასა და დაშვებულ საქმიანობას, აყალიბებს დაცული ტერიტორიების დაარსების პრიორიტეტებსა და ეტაპებს.
3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო). (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 14. დაცული ტერიტორიების შექმნა, განვითარება და გაუქმება
1. საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფორმებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.
2. საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა) დაცული ტერიტორიების დროებით და სამუდამოდ გაუქმებას, ტერიტორიულ შემცირებას და დაცვითი კატეგორიის დაქვეითებას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარდგინებით ახდენს საქართველოს პარლამენტი. (27.04.2007. N4683)
3. ცალკეულ რთულ შემთხვევაში დაზუსტებული ტერიტორიული საზღვრებისა და ზონების დაცვის , მოვლა-პარტონობისა და მართვის დეტალური პროგრამების (დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა) შემუშავებამდე, ე.ი. მუდმივი კატეგორიის განსაზღვამდე, დაარსდება დაცული ტერიტორიის დროებითი კატეგორია, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 15. დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა
1. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის პირველი ეტაპი (სისტემის დაგეგმვა ეროვნულ და რეგიონულ დონეებზე) თითოეული დაცული ტერიტორიისათვის ვითარდება სავალდებულო მენეჯმენტის გეგმის საშუალებით.
2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზაციას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის დაარსებისას და გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის დაარსების უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც არის დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვის აუცილებლობა) – დაარსებიდან 3 წლის ვადაში. (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

3. მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე ადგენს ტერიტორიის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.
4. მენეჯმენტის გეგმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (ამავე წესით მტკიცდება განახლებული მენეჯმენტის გეგმაც). (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 16. დაცული ტერიტორიის დამხმარე (ბუფერული) ზონა
1. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, აღკვეთილის,დაცული ლანდშაფტის გარშემო საჭიროების მიხედვით, ხოლო ბიოსფერულ რეზერვატში სავალდებულოდ იქნება დამხმარე (ბუფერული) ზონები.
2. დამხმარე ზონა იქმნება მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის კატეგორიის გამოყენებით და გამიზნულია ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ბალანსირებული საქმიანობის ხელშემწყობი და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების გასატარებლად. საჭიროების შემთხვევაში ზონის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და დაშვებული საქმიანობის განვითარება განისაზღვრება სპეციალური პროგრამით, რომელსაც ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. (27.04.2007. N4683)

მუხლი 17. დაცული ტერიტორიების კადასტრი
1. დაცული ტერიტორიების კადასტრში აღირიცხება შესაბამისი ტერიტორიები და ბუნებრივი რესურსები, მათი გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, ცნობები სტატუსისა და რეჟიმის შესახებ, ა.შ.
2. დაცული ტერიტორიების კადასტრსა და მისი წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. (27.04.2007. N4683)

მუხლი 18. დაცული ტერიტორიების მართვა
1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
2. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო.
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:
ა) სახელმწიფო კონტროლი დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე;
ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;
გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;
დ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზირება დაცული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც დაშვებულია სამეურნეო საქმიანობა;
ე) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის კოორდინირება; ვ) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება; თ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა;
ი) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.
4. დაცული ტერიტორიების სააგენტო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) მართოს სახელმწიფო ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები, აღკვეთილები, ბიოსფერული რეზერვატები, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნები და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიები;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად მართოს დაცული ლანდშაფტები და გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონა;
გ) გააკონტროლოს მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები;
დ) გაატაროს დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებები;
ე) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;
ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს;
ზ) მოახდინოს მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
თ) სრულყოს მართვის მექანიზმები და აამაღლოს პერსონალის კვალიფიკაცია;
ი) მოამზადოს რეგულარული მოხსენებები დაცული ტერიტორიების მდგომარეობის შესახებ;
კ) მოახდინოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და ითანამშრომლოს ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ფონდებთან;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა) ორგანიზება;
მ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის პროგრამებში;
ნ) ითანამშრომლოს შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ო) ითანამშრომლოს საზოგადოების ფართო ფენებთან;
პ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ჟ) განახორციელოს ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.
5. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს ტერიტორიული ადმინისტრაციების მეშვეობით. ადმინისტრაციასთან შეიძლება შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დაცული ტერიტორიის კატეგორიისა და თავისი დებულების შესაბამისად განახორციელოს:
ა) დაცული ტერიტორიებისა და მათზე წარმოდგენილი ეკოსისტემების, ფლორისა და ფაუნის სახეობებისა და მათი გავრცელების არეალების დაცვა და აღდგენა;
ბ) ცხოველთა და მცენარეთა განადგურების, მიტაცებისა და დაზიანების აღკვეთა;
გ) ფლორისა და ფაუნის უცხო სახეობათა გავრცელების აღკვეთა;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოსახლეობის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან თანამშრომლობა;
ე) ტერიტორიის (დაცულ ტერიტორიაზე და ბუფერულ ზონაში), ბუნებრივი რესურსების გამოყენების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ვიზიტორთა კონტროლი;
ვ) უკანონოდ შემოჭრილ პირთა და სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სატრანსპორტო საშუალებების დაკავება;
ზ) დაცულ ტერიტორიებზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა და შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის გადაცემა;
თ) დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა ეკოტურისტული მომსახურების უზრუნველყოფა;
ი) დაცული ტერიტორიის შესაბამისი მენეჯმენტის გეგმის შესრულება;
კ) დაცული ტერიტორიების მდგრადი გამოყენება;
ლ) დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის შექმნა;
მ) ამ კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და თავისი დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები. (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 181. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობა და
წარმომადგენლობა
1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) წინაშე;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტი შესრულებისთვის და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;
ვ) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
ი) წელიწადში ერთხელ წარუდგენს მინისტრს ტექნიკურ და ფინანსურ ანგარიშებს;
კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ლ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
მ) ასრულებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და სააგენტოს დებულებით. (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 19. დაფინანსება
1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი;
ე) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, ტურისტული, სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
3. დაცული ტერიტორიების სააგენტომ მაკონტროლებელი ორგანოების თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილების მიღება საკუთარ ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. დაცული ტერიტორიების გასხვისება აკრძალულია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)


მუხლი 20. საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე
1.დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა განისაზღვრება დაცული ტერიტორიების კატეგორიების მიხედვით, საერთაშორისო შეთანხმებებისა და კონვეციების შესაბამისად.
2. დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზაცია ხდება : ტერიტორიის შიგნით რეგულირებით;
ტერიტორიის გარეთ რეგულირებით;
დროებითი რეგულირებით.
3. საქმიანობის რეგულირების წესი დეტალურად განისაზღვრება დაცული ტერიტორიის ინდივიდულური დებულებითა და მენეჯმენტის გეგმით.
4. დაცული ტერიტორიის შიგნით იკრძალება:
ა) ბუნებრივი ეკოსისტემების რღვევა და სხვა სახის შეცვლა;
ბ) ექსპლუატაციის ან სხვა მიზნით რომელიმე ბუნებრივი რესურსის განადგურება (ამოწყვეტა), ამოღება (დატყვევება), რღვევა, დაზიანება (დახეიბრება), შეშფოთება;
გ) გარემოს დაბინძურების მიზეზით ბუნებრივი ეკოსისტემების და სახეობების დაზიანება;
დ) ცოცხალ ორგანიზმთა უცხო და ეგზოტიკური სახეობების შემოყვანა და გავრცელება;
ე) ტერიტორიაზე ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერეებების შეტანა; და მენეჯმენტის გეგმით დაუშვებელი საქმიანობა.
5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:
ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;
ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერიციული საქმიანობა, შენობები,გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა,ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;
გ) ვიზიტორთა ქცევა, დაცვითი რეჟიმის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დღე-ღამის განმავლობაში;
დ) მცენარეებისა და ცხოველების შეგროვება, დაჭერა და მათი გატანა (გაყვანა) ტერიტორიის გარეთ;
ე) უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველების გარეკვა, იზოლირება, განადგურება;
6. დაცული ტერიტორიის შიგნით კონტროლდება:
ა) ყველა სახის დაშვებული სამეცნიერო საქმიანობა;
ბ) ყველა სახის დაშვებული საგანმანათლებლო საქმიანობა;
გ) ყველა სახის დაშვებული სამეურნეო საქმიანობა;
დ) ტურისტულ-რეკრეაციული საქმიანობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება: დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა ნაკადის თანაბარი განაწილება;
ვიზიტორთა ინეტერესების მიხედვით შერჩეული ტერიტორების წინასწარი რეგისტრაცია;
ვიზიტორთა დაშვების დროისა და ხანგრძლივობის შესაბამისობა დაცული ტერიტორიების მიზნებთან;
თითოეულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა დაშვებული ლიმიტის შესაბამისობა ვიზიტორთა რაოდენობასთან.
ე) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის საფრთხე.
7) დაცული ტერიტორია დროებითი რეგულირებით კონტროლდება:
ა) კატეგორიის დაკანონებამდე და მენეჯმენტის პირველი გეგმის დამტკიცებამდე;
ბ) სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებების დროს (საგანგებო წესები განისაზღვრება ნორამატიული აქტებით).
8. დაცული ტერიტორიის გარეთ კონტროლდება:
ა) ეკოსისტემებისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობა ბუფერულ ზონაში;
ბ) ბუფერული ზონასთან შეხებაში მყოფი განვითარების პროგრამები და ცალკეული მნიშველოვანი სამეურნეო და სამშენებლო პროექტები (გარემოზე მავნე ზემოქმედების შეფასების მიზნით);
გ) დაცული ტერიორიისათვის საზიანო გარეშე საქმიანობის პრევენტული ღონისძიებები (აღმკვეთი ჯარიმის დაწესება);
დ) დაცული ტერიტორიისათვის მავნე საქმიანობით მიყენებული ზარალის კომპენსაცია.

მუხლი 21. სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა
1. დაცული ტერიტორიების სააგენტო დაგეგმვის, პროექტების განხორციელებისა და მართვის პროცესში მჭიდროდ თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
2. საუწყებათაშორისო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობისათვის იქმნება ცალკეული დაცული ტერიტორიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს მინისტრი.
3. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს უფლება-მოვალეობანი, მუშაობის წესი და რეგლამენტი განისაზღვრება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულებით.
4. დაცული ტერიტორიების სააგენტო სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მეშვეობით თანამშრომლობს სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან:
ა) დაცული ლანდშაფტების, გამონაკლის შემთხვევებში – აღკვეთილების, ეროვნული პარკების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების ცალკეული ზონის მართვისა და კონტროლის საქმეში;
ბ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების (ბუფერული ზონების) რეგულირებისა და კონტროლის საქმეში. (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 22. მოსახლეობასთან და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან
თანამშრომლობა
მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ:
ა) დაცული ტერიტორიების დაარსების, განვითარების, შემცირებისა და გაუქმების გადაწყვეტილებების, მენეჯმენტის გეგმების, ადმინისტრაციების დებულებებისა და სხვა დოკუმენტების განხილვისა და შესწორების პროცესში;
ბ) დაცული ტერიტორიებისა და ბუფერული ზონების მოვლა-პატრონობისა და მართვის საქმიანობაში. (27.04.2007. N4683)

მუხლი 23. პასუხისმგებლობა "დაცული ტერიტორიების სისტემის
შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი
1. 2008 წლის 1 მაისამდე გამოიცეს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები:
ა) „დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობების განხორციელების წესის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე";
ბ) „დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".
2. 2008 წლის 1 თებერვლამდე გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები:
ა) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ";
ბ) „დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ".18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

მუხლი 25. დასკვნითი დებულებანი
2008 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:
ა) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის N337 განკარგულება „კოლხეთის ეროვნული პარკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ";
ბ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის N62 განკარგულება „თუშეთის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ";
გ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის N61 განკარგულება „ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ";
დ) საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის N60 განკარგულება „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნისა და შემადგენლობის დამტკიცების შესახებ";
ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის N368 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლხეთის ეროვნული პარკის და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ";
ვ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის N367 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ";
ზ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 მაისის N369 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ";
თ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის N158 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე". (18.12.2007. N5629 ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან)

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,
1996 წლის 7 მარტი.
N 136 - IIს


წყარო:
კატეგორია: სტატიები კანონმდებლობაზე | დაამატა: მონადირე (25.12.2011)
ნანახია: 2638 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика