ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

კაცი,რომელიც მგლებთან ცხოვრობდა.

როგორც ყველა ბავშვი, მეც მგლების მიმართ შიშით გავიზარდე, ეს მანამ გრძელდებოდა, სანამ ცოტა წამოვიზრდებოდი და ამ არსებებს ზოოპარკში ვნახავდი. ამ დროს კი სრულიად მოულოდნელად გავაანალიზე, რომ გალიაში გამომწყვდეული ეს ცხოველი ძალიან შორს იყო იმ მითიური არსებისაგან, რომელიც მე წიგნებში ან ფილმში მენახა.
ნორფოლკის ერთ პატარა სოფელში გავიზარდე, თავიდანვე დაინტერესებული ვიყავი ბუნებითა და გარეული ცხოველებით. ზრდასთან ერთად, გავაცნობიერე, რომ მათთან მუშაობა მინდოდა. 20 წლის ასაკში წავიკითხე ამერიკელ ბიოლოგზე, ლევი ჰოლტზე, რომელიც მგელთა კვლევის ცენტრში მუშაობდა და გავიფიქრე ეს სწორედ ისაა, რაც მე მინდამეთქი. გავყიდე ყველაფერი რაც მებადა და თვითმფრინავით სამგზავრო ფული ასე შევაგროვე. როცა სასურველ ადგილას აღმოვჩნდი ბიოლოგებმა შემასწავლეს ყველაფერი, რაც მესაჭიროებოდა. გავიგე,როგორ უნდა მეკონტროლებინა მგლები და შემეგროვებინა ინფორმაცია მათზე მათივე დახმარებით.
თუმცა ბიოლოგებიც და სხვა მეცნიერებიც თვლიდნენ,რომ ეს საკმაოდ სახიფათო საქმე გახლდათ. მაგრამ მე მალევე მოვინდომე უფრო ახლოს გავცნობოდი ჩემთვის ერთობ საინტერესო არსებებს, რათა მათს ქცევებს რეალურად დავკვირვებოდი. არ მასვენებდა ფიქრი : ,,შეეძლო კი ადამიანს გამხდარიყო მგლების ოჯახის წევრი?” თუ ამას შევძლებდი, მე ხომ წარმოუდგენლად დიდი მოცულობის ინფორმაციის შეგროვებას შევძლებდი.

ცენტრში 2 წლიანი მუშაობის შემდგომ კი ველურ ტყეში წავედი. როდესაც პირველად მგელთან ახლოს აღმოვჩნდი, ის დაახლოებით ჩემგან 30 მეტრში იდგა, მთელი შიში რაც აქამდე მქონდა, მყისვე პატივისცემაში გადამეზარდა. დავსახლდი მათ ბუნაგთან ახლოს, ერთ მშვენიერ დღეს კი ერთი ჯგუფი ჩემს მიმართ ნდობით განიმსჭვალა. დღე და ღამ მათთან ვიყავი, იმათმაც ჩამთვალეს ალბათ რიგით წევრად. ვჭამდი იმას, რასაც ისინი მიირთმევდნენ, უმეტესად ირმის ან დომბას უმ ხორცს, ასევე ხილსა და კენკრას. არასოდეს გავმხდარვარ ავად და ჩემმა ორგანიზმმა ადვილად შეითვისა ახალი ,,დიეტა”. ახლანდელი გადმოსახედიდან ადვილია მივიხედო უკან და ვთქვა, რა საზიზღრობას ვჭამდითქო, მაგრამ როცა მთელი კვირის განმავლობაში მშიერი ხარ, დამიჯერეთ ის საჭმელი ძალიან მადისაღმძვრელია.

ნადირობა არ შემეძლო, მაგრამ ხროვაში მაინს სასარგებლო ვიყავი, სანამ უფროსები სანადიროდ იყვნენ წასულები, მე უმცროს მგლებთან ვრჩებოდი, თან თვალს ვადევნებდი მათ ქცევებს, თან ყურადღებას ვაქცევდი რაიმე საფრთხე ხომ არ ემუქრებოდათ.
ასე გავატარე 1 წელი, ამ დროის განმავლობაში ადამიანებთან კონტაქტი არ მქონია.

როცა ძველ ცხოვრებას ვიხსენებ, არ ვიცი მაშინ ეს როგორ გავბედე, არ ვიცოდი რას გავაკეთებდი, როგორ მივაწვდენდი ხმას ადამიანებს, თუკი საფრთხეში აღმოვჩნდებოდი. ყველაზე მეტად კი ორჯერ შემეშინდა. ერთხელ როცა ნადავლის ჭამისას შეცდომით ხორცის სხვა ნაწილი ავიღე. მგლებს იერარქიის მიხედვით განაწილებული აქვთ, ვინ რა ნაწილი უნდა ჭამოს, მე კი ეს წესი დავარღვიე და ერთ-ერთი მათგანი მყისვე გადმოხტა ჩემსკენ, მთელი ჩემი სახე თავის პირში მოაქცია და ხმამაღლა ღრენა დაიწყო. მე მაშინ მივხვდი თუ რამდენად დაუცველი ვიყავი და აქამდე როგორ თავშეკავებულად იქცეოდნენ ისინი ჩემს მიმართ.

მეორედ კი, ნაკადულზე წყლის დასალევად ვიყავი, როცა ერთი მგელი გადმომიხტა და საშინლად მეღრინებოდა, მაშინ ვიფიქრე, მორჩა, ჩემი უკანასკნელი დღე დადგა-მეთქი, ერთი საათის შემდგომ ის დაწყნარდა, სახე ამილოკა და ერთად ჩავედით წყლის დასალევად. ნაკადულთან დათვების ნაკვალევი ვნახე და მივხვდი,რომ მეგობარმა მგელმა თავისი საქციელით დამიცვა და ქვევით არ ჩამიშვა, სადაც უცხო ცხოველები იყვნენ.

საბოლოოდ მე დავტოვე ისინი, დავბრუნდი საზოგადოებაში, რადგანაც წონა საკმაოდ დავკარგე და იმდენად ღონემიხდილი და გამხდარი ვიყავი, რომ მივხვდი სიცოცხლეს ძალიან შევიმოკლებდი, თუკი ასეთ გარემოში გავაგრძელებდი ცხოვრებას. როცა დავბრუნდი, ხალხისთვის ეს შოკისმომგვრელი მოვლენა აღმოჩნდა, მაგრამ ვიცი,რომ ის ცოდნა, რაც შევიძინე, ძალიან დამეხმარება. ახლა ერთ-ერთ ცენტრში ვმუშაობ, რომელიც ველურ და დატყვევებულ მგლებს ეხმარება. მინდა ადამიანებს გავაგებინო, რომ მგლები გაწონასწორებული და საიმედო არსებები არიან.



წყარო: http://ucnauri.com/167762/
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: giohunt1982 (14.01.2013)
ნანახია: 1978 | ტეგები: რომელიც, ცხოვრობდა., მგლებთან, კაცი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика