ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

საინტერესო ფაქტები კოსმონავტიკის შესახებ

• ძაღლ ლაიკას კოსმოსში გაშვებისას წინასწარ დარწმუნებული იყვნენ , რომ ის დაიღუპებოდა. ამის გამო, ქალების ჯგუფმა მისისიპის შტატიდან გაეროში გააგზავნა საპროტესტო წერილი. ისინი აპროტესტებდნენ საბჭოთა კავშირში ცხოველების მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და იქვე აყენებდნენ წინადადებას: თუ მეცნიერების განვითარებისათვის მაინცდამაინც საჭიროა ცოცხალი არსებების გაშვება კოსმოსში , ბოლოს და ბოლოს ამისათვის ჩვენს ქალაქში უამრავი ზანგია -წერდნენ ქალები (!).

• როგორც ცნობილია, პირველი ცხოველები, რომლებიც კოსმოსში გაფრინდნენ, იყვნენ ძაღლები. ხოლო მთვარეზე გაფრენისას პირველობა ეკუთვნის კუს. 1968 წელს საბჭოთა ხომალდ ზონდ-5-ში , რომელიც მთვარეზე გაფრინდა მოათავსეს კუები. ეს იმით იყო ნაკარნახევი, რომ კუებს არ ჭირდებათ დიდი რაოდენობით ჟანგბადი. მათ შეუძლიათ კვირანახევარი არაფერი არ ჭამონ და დიდი ხანი შეუძლიათ იყონ თითქოსდა ლეთარგიულ ძილში.

• ყველა ამერიკული ხომალდებიდან, რომლებიც მიფრინავდნენ მთვარეზე, სერიოზული ავარია მოხდა მხოლოდ აპოლონ-13-ზე და ეს მოხდა 13 აპრილს.

• 1984 წელს საბჭოთა კავშირში შეიმუშავეს არამომაკვდინებელი მოქმედების ლაზერული პისტოლეტი. ის კოსმონავტებს თავდაცვისათვის უნდა გამოეყენებინათ. მას შეეძლო მწყობრიდან გამოეყვანა ოპტიკური სისტემის მგრძნობიარე ელემენტები, მათ შორის ადამიანის თვალიც. ჩვეულებრივ იარაღთან განსხვავებით, მისი უპირატესობა მდგომარეობდა უწონობის პირობებში უკანდარტყმის არარსებობაში.

• საბჭოთა კოსმონავტი ძაღლის სტრელკას ლეკვს დაარქვეს პუშინკა და ხრუშოვმა ის აჩუქა პრეზიდენტ კენედის ქალიშვილს კაროლინას. პუშინკამ რომანი გააბა პრეზიდენტის ძაღლთან, სახელად ჩარლთან და მას ეყოლა 4 ლეკვი, რომელთაც კენედიმ დაარქვა პუპნიკები (სიტყვების pup и sputnik -შერწყმის შედეგად).

• 1950-იან წლებში, როცა გადაწყდა ყაზახეთის სტეპებში კოსმოდრომის აშენება, მოწინააღმდეგის დაბნეულობაში შეყვანის მიზნით ააშენეს კიდევ ერთი კოსმოდრომი- ხისაგან, კარაგანდინსკის ოლქში, სოფელ ბაიკონურში.

• მთვარეზე დგას ძეგლი, ეს არის ალუმინისაგან გაკეთებული ფიგურა, სკაფანდრში და იგი მიეძღვნა ყველა დაღუპულ კოსმონავტს. ფიგურის გვერდით დაფაზე ჩამოთვლილია 14 კოსმონავტის სახელი. ძეგლი დადგა აპოლონ-15-ის ეკიპაჟმა, 1971 წელს.

• მიუხედავად იმისა , რომ ამერიკელი კოსმონავტები მთვარეზე ყოფნისას, ხომალდზე დაბრუნების წინ გულმოდგინედ წმენდნენ თავიანთ სკაფანდრებს, მათზე მაინც რჩებოდა ცოტაოდენი მთვარის მტვერი. ხომალდში ასტრონავტებმა დაადგინეს, რომ მთვარის მტვერს აქვს დენთის სუნი.

• როდესაც ნასა ემზადებოდა მთვარეზე გაფრენისათვის, არც ერთმა სადაზღვევო კომპანიამ არ ისურვა კოსმონავტების სიცოცხლის დაზღვევა, ვინაიდან რისკი იყო ძალიან დიდი. რათა აენაზღაურებინა ხარჯები ასტრონავტების ოჯახებისათვის მათი შესაძლო დაღუპვის შემთხვევაში , ნასა უშვებდა სპეციალურ ბარათებს, რომლებზეც ეკიპაჟის წევრები ხელს აწერდნენ პირდაპირ გაფრენის წინ. თუ რომელიმე ასტრონავტი დაიღუპებოდა, მათი ოჯახის წევრები შეძლებდნენ გაეყიდათ ბარათები კოლექციონერებისათვის დიდ ფასად. თუმცა ყველა მთვარეზე გაფრენა დაწყებული აპოლონ-11-დან აპოლონ-16-მდე დამთავრდა მსხვერპლის გარეშე.

• დიდი ხანი არსებობდა მითი იმის შესახებ, რომ ერთადერთი ადამიანის ხელით შექმნილი ობიექტი, რომელიც მოჩანს კოსმოსიდან არის ჩინეთის კედელი. თუმცა მისი დანახვა ძნელია. რაც შეეხება სხვა ობიექტებს კოსმოსიდან კარგად ჩანს ეგვიპტის პირამიდები. კოსმონავტის ყურადღებიანი თვალი აგრეთვე შეამჩნევს დიდ ქალაქებს, მაგისტრალებს და აეროპორტს.

• 1999 წელს ნასას აპარატი – Mars Climate Orbiter მიუახლოვდა მარსს, მაგრამ გათვალისწინებული 140-ის ნაცვლად ის პლანეტას მიუახლოვდა 57 კმ სიმაღლეზე და ის ატმოსფეროში უბრალოდ დაიწვა. მოგვიანებით დადგინდა ავარიის მიზეზი: სპეციალისტების ერთმა ჯგუფმა გამოთვლებისას გამოიყენა ბრიტანული საზომი ერთეული (ფუნტი), ხოლო მეორემ მეტრიკული (ნიუტონის).

• საბჭოთა და რუს კოსმონავტებს აქვთ ტრადიცია – გაფრენის წინ უყურებენ ფილმს- ” უდაბნოს თეთრი მზე” (Белое солнце пустыни). თუმცა ამ ტრადიციას თავისი ლოგიკური საფუძველიც გააჩნია. ამ ფილმს აჩვენებდნენ კოსმონავტებს, როგორც ოპერატორული სამუშაოს ეტალონს. ამ მაგალითზე მათ უხსნიდნენ, თუ როგორ იმუშაონ კამერასთან სწორად.

• გავრცელებული აზრია, რომ ნასამ გაიღო მილიონები ისეთი საწერი კალამის შესაქმნელად, რომლითაც შეიძლებოდა კოსმოსში წერა, ხოლო რუსები იყენებდნენ უბრალო ფანქარს. სინამდვილეში ამერიკელებიც პირველად იყენებდნენ ფანქარს, ოღონდ მექანიკურს ან ფლომასტერებს. მათი ნაკლი იმაში მდგომარეობდა, რომ გატეხვის შემთხვევაში ფანქრის პატარა ნაწილაკებს შეიძლებოდა ევნო კოსმონავტებისათვის. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში პოლ ფიშერმა შექმნა ისეთი ავტოკალამი, რომელსაც შეეძლო დაეწერა ნებისმიერ პირობებში და შესთავაზა ის ნასას თითო 6 დოლარად. შემდგომ ის შეიძინეს საბჭოთა კოსმოსურმა სააგენტოებმაც.

• 1979 წელს გაეროში მიღებული იქნა შეთანხმება, რომელიც ახმოვანებს პრინციპს მთვარის და სხვა ციური სხეულების, გარდა დედამიწისა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნით გამოყენების შესახებ და რომელიმე სახელმწიფოს მხრიდან, რაიმე ციურ სხეულზე თავისი სუვერენიტეტის გავრცელების დაუშვებლობის შესახებ . შეთანხმება რატიფიცირებული იქნა მხოლოდ 13 ქვეყნის მიერ, თუმცა მათ შორის არ არის არცერთი სახელმწიფო, რომელსაც გააჩნია საკუთარი კოსმოსური პროგრამა.

• კოსმონავტიკის ერის დასაწყისში, ვერავის წარმოედგინა, თუ როგორ იმოქმედებდა ის ადამიანის ჯანმრთელობაზე, კონკრეტულად ხომ არ გაგიჟდებოდა ადამიანი. ამიტომაც ხომალდის მართვის ავტომატიური რეჟიმიდან მექანიკურ რეჟიმზე გადაყვანისას გათვალისწინებული იყო დაცვის მეთოდი, რომელიც სპეციალური ციფრული კოდის შეყვანას ითვალისწინებდა, რომელიც მდებარეობდა დაბეჭდილ კონვერტში. ივარაუდებოდა, რომ შეურაცხადობის მდგომარეობაში გაგარინი ვერ გახსნიდა კონვერტს და ვერ გაიგებდა კოდს. თუმცა ზუსტად გაფრენის დაწყების წინ მას კოდი მაინც უთხრეს.



წყარო: http://ucnauri.com
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: xarata (19.04.2012) | ავტორი: xarata
ნანახია: 1864 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 27
    სტუმარი: 27
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика