ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

თუთიყუშის საკვების მინერალური შემადგენლობა

თუთიყუშის კვების რაციონში დიდ როლს ასრულებს მთელი რიგი მაკრო, მიკრო, და ულტრამიკრო ელემენტები. მინერალური საკვების გარეშე ცოცხალი ორგანიზმი სხვა საკვები ნივთიერებების საკმაო შემცველობის დროსაც კი იღუპება.

კალციუმი

ყველაზე მეტად თუთიყუში განიცდის კალციუმის უკმარისობას. კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის და კვერცხის ნაჭუჭის წარმოქმნაში. აუცილებელია სისხლში, საჭიროა სტრესების ადვილად გადასატანად. კვერცხმდებელი დედალის კვერცხი კალციუმის უკმარისობისას თხელი კანის ან განუვითარებელ ნაჭუჭიანია, ზოგჯერ მთლად უნაჭუჭო. ფრინველს ურბილდება ძვალი, რადგან კალციუმის ნაკლებობა კომპენსირდება თვით ჩიტის ძვლის ხარჯზე.

კალციუმის უმთავრეს წყაროს გალიაში მყოფი თუთიყუშისათვის ქათმის დანაყილი (წინასწარ კარგად გამოხარშული) ნაჭუჭია, დაფხვნილი ზღვის მოლუსკების ნიჟარები, ძველი ჩამქრალი კირი (ბათქაში), მდინარის ქვიშა.

ფოსფორი

ფოსფორი არა ნაკლებ საჭიროა თუთიყუშისათვის, ვიდრე კალციუმი. ორგანიზმში მყოფი ფოსფორის 87% მოდის ძვლოვან ქსოვილებზე, 10% კუნთოვან და ნერვულებზე. ის არის ნივთიერებათან ცვლის რეგულატორი. მისი უკმარისობა ორგანოზმში იწვევს ბრჭყალების გარბილებას, რაქიტს და ა.შ. საკვებში ფოსფორის სიმცირისას მას უმატებენ ცხიმგაცლილი ძვლის ფხვნილს ან კალციუმის გლიცეროფოსფატს.

ნატრიუმი

ნატრიუმო შედის ორგანიზმის თხევად ნაწილში ანდა საჭმლის მომნელებელ წვენებში. ის არეგულირებს საჭმლის მონელებას და სისხლის წნევას. ახალგაზრდა თუთიყუშინატრიუმის უკმარისობისას ცუდად იზრდება შესაძლოა დაემართოს პარალიჩი. ქლორთან ერთად ნატრიუმი თუთიყუშებს სუფრის მარილის სახით მიეცემა.

ქლორი

ქლორი კუჭის წვენის შემადგენელი ნაწილია. ის არის თირკმელის, ფილტვის ელენთის, კანის, ხრტილის ქსოვილებში. აგრეთვე შედის სისხლის შემადგენლობაში.

საჭიროა კიდევ ერთხელ ღინიშნოს, რომ სუფრის მარილი თუთჲყუშს უნდა მიეცეს მეტად მცირე რაოდენობით, არა უმეტეს საკვების 1%-სა, წინაარმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჩიტის დაღუპვა. ამრიგად, გალიაში ქვამარილი გალიაში მუდმივად არაა რეკომენდებული.

მაგნიუმი

მაგნიუმი კალციუმთან და ფოსფორთან ერთად მონაწილეობს ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების ფორმირებაში, ის ანეიტრალებს შარდოვანას და მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე.

კალიუმი

კალიუმი შედის უჯრედებში, სისხლის წითელ ბურთულებში, ძვლებში, ხრტილებში და კუნთოვან ქსოვილებში.

გოგირდი

გოგირდი არის ფრთებში, ბრჭყალებში, ნისკარტში. ორგანიზმში ხვდება მაღალხარისხოვანი ცილებით, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, სისტინს, მეტიონინს. ბუმბულის ცვლის დროს ჩიტებისათვის განსაკუთრებით აუცილებელია გოგირდშემცველი ნივთიერებები და ამინომჟავები.

წყალი

წყალი რომელსაც ვაძლევთ თუთიყუშს უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, არ შეიცავდეს მავნე მინერალებს, პირდაპირ ონკანიდან წყლის მიცემა სასტიკად აკრძალულია. წყალი ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაინც უნდა იყოს დამდგარი კარგად დაფარებულ ჭურჭელში. წყლის შეცვლა თუთიყუშისათვის საჭიროა ყოველდღე, ზაფხულის პერიოდში კი ორჯერაც. ზოგი მოყვარული კვირაში ორჯერ-სამჯერ ჩიტს აძლევს გაზმოცილებულ მინერალურ წყალს, რითაც ამარაგებს მას მთელი რიგი სხვადასხვა მინერალური დანამატებით.

მოსალოდნელია წყლის შეცვლამ (ეს უმთავრესად ეხება სხვა რეგიონებიდან ჩამოტანილ ჩიტრბს) გამოიწვიოს ორგანიზმის ფუნქციონირების დარღვევა. თუ ეს მოხდა, სასმელ წყალს უნდა შეერიოს გვირილას ან ჩაის ნახარში რამდანიმე კვირის განმავლობაში, ვიდრე არ აღდგება ნაწლავების ნორმალური ფუნქციონირება.

მიკრო-და ულტრამიკროელემენტები

მიკრო და ულტრამიკრო ელემენტები ორგანიზმს ესაჭიროება პროცენტის მეათასედ და მემილიონედ რაოდენობით. მათ სიაში შედის:

  • მანგანუმი,
  • თუთია,
  • რკინა,
  • იოდი,
  • სპილენძი,
  • სელენი,
  • მოლიბდენი და სხვა.

ვინაიდან ამ ელემენტების შემცველობა ორგანიზმში მეტად მცირე დოზებშია, და ისინი თუთიყუშებს მიეწოდებათსხვადასხვა საკვების სახით, საჭმლის რაციონში მათი დამატებითი შეყვანის რეკომენდაციებს არ ვიძლევით.

ცხოველური წარმიშობის საკვები დანამატები

ზევით აღნიშნული ქათმის კვერცხის საკვებად მომზადების წესი:

მოხარშული და გამხმარი ქათმის კვერცხის ნაჭუჭი მიეცემათ თუთიყუშებს დაფხვნილი სახით. ნაჭუჭი შეიცავს 90% ნახშირმჟავა კალციუმს, 1,5% ნახშირმჟავა მაგნიუმს,1% კალციუმის ფოსფატს და 4-7%ორგანულ ნივთიერებებს.

გარდა კვერცხისა დამისი ნაჭუჭისა, მიზანშეწონილია თუთიყუშისათვის გამომწვარი(დანახშირებული)საქონლის ძვლების მიცემა და რბილ საჭმელებში(ფაფეულობა,დალბობილი პური) ძვლისა და თევზის ფქვილის შერევა.

სხვა არა მთავარ , მაგრამ სასურველი ცხოველური წარმოშობის დანამატების შესახებ(ფქვილის ჭია, აკვარიუმის თევზების საკვები, რძე) ლაპარაკი იყო წინა ქვეთავებში



წყარო: http://ali.ge
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: dudu-duda (26.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 4793 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика