ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

პირველყოფილი საზოგადოებები

პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ეტაპები მსოფლიოსა და საქართველოში.

ისტორია უძველესი, წინაისტორიული ხანის პერიოდიზაციისათვის იყენებს არქეოლოგების მიერ მიღებულ ტერმინოლოგიას, რომელიც ემყარება ადამიანის მიერ იარაღის დასამზადებლად გამოყენებულ ძირითად მასალას, კერძოდ – ქვის ხანა, ბრინჯაოს ხანა, რკინის ხანა.

დავიწყოთ ქვის ხანით
ქვის ხანა, თავის მხრივ, იყოფა სამა – ძველი ქვის ხანა, პალეოლითი; შუა ქვის ხანა მეზოლითი და ახალი ქვის ხანა ნეოლითი.
ადამიანის არსებობის უდიდესი პერიოდია ძველი ქვის ხანა, პალეოლითი, რომელიც ქვის საკმაოდ პრიმიული იარაღით ხასიათდება. უხეშად დამუშავებულ ქვას დაუმუშავებლისგან სპეციალისტის თვალი თუ გაარჩევს. ქვის დამუშავების ტექნიკის მიხედვით გამოყოფენ ქვედა, შუა და ზემო პალეოლითს.
ქვედა და შუა პალეოლითი ადამიანის ძველი სახეობების არსებობის ხანაა. ზედა პალეოლითში კი "გონიერი ადამიანი” გამოდის ასპარესზე.
პალეოლითი მოიცავს კაცობრიობის ისტორიის 99%-ს, დროის მონაკვეთს ადამიანის გაჩენიდან და დაახლ. 20-12 ათასი წლის წინ სხვადასხვა რეგიონში იცვლება მეზოლითით, შუა ქვის ხანით, რომელიც რამდენიმე ათასი წელი გაგრძელდა.
მომდევნო პერიოდი ნეოლითი (ახალი ქვის ხანა) ფორმალურად ხასიათდება ქვის დამუშავების ახალი ტექნიკით, ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გაპრიალება, მისთვის სასურველი, საკმაოდ დახვეწილი ფორმის მიცემა. ამ ნიშნით არქეოლოგი შეუცდობლად მიაკუთვნებს თავის აღმოჩენას ნეოლითს. მაგრამ ამ პერიოდში მოხდა სხვა უმნიშვნელოვანესი, რევოლუციური ძვრები ადამიანის ცხოვრებაში.

"ნეოლითური რევოლუცია”
ნეოლითური რევოლუცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტეხილი კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანი ნადირობასა და შემგროვებლობას საკუთარი საკვების წარმოებითა (მიწისმოქმედება, მესაქონლეობა) და ბინადარი ცხოვრებით ანაცვლებს. სხვადასხვა მცენარისა და ცხოველის მოშინაურების კვალი მეცნიერებს მსოფლიოს მრავალ კუთხეში აღმოუჩენიათ. ახლო აღმოსავლეთში მდებარეობდა ყველაზე ძველი (დაახლ. 10 000 წლის წინანდელი) და მნიშვნელოვანი კერა, რომელიც ნაყოფიერი ნახევარმთვარის სახელითაა ცნობილი.
მიუხედავად სახელისა "რევოლუცია”, რაც ჩვენს ცნობიერებაში სწრაფ და რადიკალურ ცვლილებასთან არის დაკავშირებული, ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი იყო და ათასწლეულებს მოიცავდა.
თავად სახელი "ნეოლითური რევოლუცია” გორდონ ჩაილდმა გამოიყენა გასული საუკუნის 20-იან წლებში ახლო აღმოსავლეთის აგროკულტურული(სამიწათმოქმედო) რევოლუციის აღსანიშნავად.
მაინც რამ აიძულა ადამიანი პლანეტის სხვადასხვა წერტილში საკვების მოპოვებიდან მის წარმოებაზე გადასულიყო? ამ კითხვაზე მეცნიერებს არ აქვთ ერთი პასუხი.თავად გორდონ ჩაილდი ემხრობოდა "ოაზისის თეორიას”, რომლის თანახმადაც მშრალი კლიმატის დასადგურებამ გამოიწვია ადამიანებისა და ცხოველების დიდი კონცენტრაცია სიცოცხლის მომცემი წყაროების გარშემო, სადაც მოხდა კიდეც ცხოველებისა და მეცნიერების მოშინაურება. დღეს ნეოლითის ხანაში ამგვარი კლიმარუი ცვლილებები თითქოს არ დასტურდება. თუმცაკლიმატი ამა თუ იმ ფორმით სეიძლება ამ რევოლუციის გამომწვევი ფაქტორი ყოფილიყო. შესაძლოა, გამწყინვარების შემდგომ დიდი ცხოველების გაწყვედამ აუზულა ადამიანი, საკვების ახალი წყარო Eძებნა. კლიმატის ჩვლილებასთან დაკავშირებული დღევანდელი შიში ფონზე გაჩნდა აზრი, რომ ნეოლითის ხანაში სტაბილურმა კლიმატმა განაპირობა მიწათმოქმედების გაჩენა.

საქართველოს ტერიტორიაეც ნეოლითის ხანაში ხდება გადასვლა მწარმოებლურ მეურნეობაზე. დასავლეთ საქართველოში ადრეულ ნეოლითში ვითარდება მესაქონლეობა, არქეოლოგიურ მასალასი საქარტველოს სხვადასხვა რეგიონში ჩნდება მარცვლეული კულტურების – ფეტვის, ხორბლის, ქერის, აგრეთვე ყურძნის წარმოების ნიშნები.

წყარო: 11 კლასის ისტორიის წიგნი, გამომცემლობა ბაკურ სულაკაურის


წყარო: http://ucnauri.com
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: IRAKLIG (21.03.2013)
ნანახია: 7739 | ტეგები: საზოგადოებები, პირველყოფილი | რეიტინგი: 1.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика