ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები
საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, გადაეცემა პირს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებების გამო. 
წარმოგიდგენთ საქართველოში არსებული სახელმწიფო ჯილდოებს.


ეროვნული გმირის ორდენი



საქართველოს ეროვნული გმირის წოდება არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო წოდება,
რომელიც ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული
ქმედებებისათვის. საქართველოს ეროვნული გმირის წოდების მინიჭებასთან ერთად
პირს გადაეცემა ეროვნული გმირის ორდენი.

წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი



წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი ენიჭება პირს საქართველოსთვის
მოპოვებულ გამარჯვებებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

დავით აღმაშენებლის ორდენი



დავით აღმაშენებლის ორდენით ჯილდოვდებიან სამოქალაქო, სამხედრო და სასულიერო პირნი, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწენი ქართველი ერის წინაშე უდიდესი ღვაწლის, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და აღორძინების, საზოგადოების კონსოლიდაციის, დემოკრატიის დამკვიდრების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი



ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისათვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის.

ოქროს საწმისის ორდენი



ოქროს საწმისის ორდენით ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.

ვახტანგ გორგასლის ორდენი – I ხარისხის



ვახტანგ გორგასლის ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლებში გამოიჩინეს გმირული თავდადება და მამაცობა, უნარიანი ხელმძღვანელობით უზრუნველყვეს სამხედრო ნაწილებისა და ქვეგანაყოფების წარმატება, შეიმუშავეს და განახორციელეს საბრძოლო ოპერაციები.I ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან ერისა და სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თავდადებისა და თავგანწირვისათვის.

ვახტანგ გორგასლის ორდენი – II ხარისხის



II ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამხედრო ხელმძღვანელობის საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისათვის.

ვახტანგ გორგასლის ორდენიი – III ხარისხის



III ხარისხის ორდენით ჯილდოვდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი საბრძოლო მომზადებისათვის.

ღირსების ორდენი



ღირსების ორდენით ჯილდოვდებიან მოქალაქეები დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში – მმართველობის, თავდაცვის, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში – შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის.

მედალი მხედრული მამაცობისათვის



მედლით „მხედრული მამაცობისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.

მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის



მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის" ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სამშობლოს დაცვისა და ერთიანობის უზრუნველყოფაში განსაკუთრებული პირადი დამსახურებისათვის.

ღირსების მედალი



ღირსების მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის.

წყარო : http://president.gov.ge




წყარო: http://წყარო : http://president.gov.ge
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: avtandil (11.03.2013)
ნანახია: 3623 | ტეგები: საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика