ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

რაზედ იცინოდნენ ყვავილები?

გამართა მამამ ანკესები.


დიდი -გრძელი ტარით, გრძელი ძაფით, ლურჯი ტივტივით - თავისთვის. მეორე, თავის ანკესზე ცოტა პატარა_ცოტა მოკლე ტარით, ცოტა მოკლე ძაფით, წითელი ტივტივით_ლევანისთვის. მესამე, მთლად პატარა, მთლად მოკლე ტარით, მოკლე ძაფით, ორფერი ტივტივით პატარა მალხაზისთვის.

ადგნენ სამივენი, წაიღეს ბარი, გათხარეს მიწა, ორი ასანთის კოლოფი გაავსეს ჭიაყელებით. გადაიკიდა მამამ მონადირის ჩანთა, ჩადო შიგ პური და ქაღალდში გახვეული ყველის ნაჭერი, ჩაყარა დილაადრიან დაკრეფილი ბალიც. აიღო ვედროც, თევზს რომ დავიჭერთ, ვედროში ჩავსხამთ, ცოცხლებს ამოვიყვანთ შინაო! მოუყრუეს დედის ცაცხანს ყური,_სად მიდიხართ, ამ სიცხეში მზის ქვეშ შეიძლება ახლა დგომაო! _თავები დახარეს, ვითომაც ცოტა მაინც გვერიდებაო, და მწკრივად დაადგნენ გზას.

წინ მამა მიდიოდა თავისი გრძელი ანკესით. ვედროც მას მიჰქონდა.

მიჭრაჭუნებდა ცარიელი ვედრო. მამას მალხაზი მისდევდა, პატარა მალხაზი, პატარა ანკესით, პატარა ჩრდილით. ბოლოს მიდიოდა ლევანი, თავისი საშუალო ზომის ანკესიტ, საშუალო ზომის ჩრდილით.

გავიდნენ ყვავილოვან ველზე. მიცურავდა ამაყად ყვავილებზე დიდი ჩრდილი, პატარა ჩრდილი, საშუალო ზომის ჩრდილი. აფრინდებოდნენ და დაფარფატებდნენ ფერად_ფერადი პეპლები. მამა თითქოს ვერც კი ხედავდა პეპლებს, ლევანი შეჰღიმოდა, პტარა მალხაზი კი ანკესის ტარსაც უქნევდა,_ იქნებ რომელიმეს მოვარტყაო და ჩამოვაგდოო.

მამა იმასაც კი ვერ ამჩნევდა, წინ რომ მხიარული ხტუნვა_ხტუნვით მიუძღოდნენ კალიები.

გავიდნენ რიყეზე. იქ უკვე ისმოდა მდინარის ხმა, თანაც რაღაც წყლის ფრინველსთ ძახილიც. იქ უფრო ხმამაღლა აჭრაჭუნდა ვედრო. მივიდნენ მდინარესთანაც მოდგაფდგაფებდა, მოჩქაფჩქაფებდა წყალი. მოძებნა მამამ მდორე ადგილი, ვედრო ძირს დადგა. ააგო ჭიაყელა თავის ანკესზე, ააგო ლევანმაც, აუგო მამამ მალხაზსაც. გადაუშვეს მდორეში ანკესები.

ტივტივებდნენ ტივტივები, ლურჯი_მამასი, წითელი_ლევანისი, ორფერი_მალხაზისა:ნახევრად ლურჯი, ნახევრად წითელი. იტივტივებენ, იტივტივებენ და ჩავლენ მდორის ბოლოში. ისევ დაიწყებდნენ თავიდან, ისევ იტივტივებდნენ ტივტივები, ისევ ჩავლენ ბოლოში.მზე კი აცხუნებს, თევზები კი ტანს არ ჰკრავენ, მოწყენა ეპარებათ მეთევზეებს თვალებში.

-სხვა მდორე მოვნახოთ, _მამამ.

წავიდნენ, მონახეს სხვა მდორე. სხვა ჭიაყელები გაუკეთეს ანკესებს, გადაუშვეს წყალში. იქაც_ტივტივებდნენ ტივტივები; იტივტივებენ, იტივტივებენ და გავლენ ბოლოში. ერთხელ გავლენ ბოლოში, მეორედ, მეხუთედ. წავიდნენ იქიდანაც, ახლა სხვა მდორესთან მივიდნენ.

იქაც_იტივტივებენ ტივტივები, იტივტივებენ და გავლენ ბოლოში. მზე კი უკვე არამარტო ქაჩალ კაცს დასწვავდა თავს. ისევ წავიდნენ სხვა მდორესაკენ, იქ უკვე შლამში ჰქონდათ ჩარჭობილი ანკესის ტარები, ლევანი და მალხაზი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ გადააცდენდა ბლის კურკას წყალს. მამა გულხელდაკრეფილი იდგა საგონებელში ჩავარდნილი სარდალივით. ბანაობაც არ შეიძლებოდა, ისეთი მკვრივი და ცივი იყო წყალი...

და ძალიან, ძალიან რომ დაცხა, ერთხელაც გამოჩნდნენ გამწკრივებულები ყვავილოვან ველზე. ახლა ყველაზე წინ პატარა მალხაზი მიდიოდა, ხანდახან გარბოდა კიდეც.

სირბილში მიწისაკენ იყო დახრილი და ცდილობდა, რომელიმე კალიისათვის მაინც ეტაცა ხელი, სკუპ-სკუპით რომ მიუძღოდნენ წინ. მალხაზს მიჰყვებოდა ლევანი, ლევანს_მამა. მალხაზსაც მოწყენილი თვალები ჰქონდა, ჰქონდა ლევანსაც, მამასაც.

მოწყენით მიჭრაჭუნებდა ცარიელი ვედრო.

მოწყენილობა არ ეტყობოდათ მხოლოდ მათ სასაცილოდ დამოკლებულ ჩრდილებს. ისინი დილანდელი სიმშვიდით და სიამაყით მიცურავდნენ ყვავილებზე.

ყვავილები კიდევ, იცინოდნენ. ზოგი ყვავილი ბჟირდებოდა სიცილით...

რაზედ იცინოდნენ ყვავილები?

_არაო, არ ვიტყვითო, _ჯიუტად აქანებდნენ აქეთ-იქით თავს.


_ნუ იტყვით და ნუო!_ჭრაჭუნით მიუგო ვედრომ.


წყარო: http://lib.ge/book.php?author=352&book=10188
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: დათო_მონადირე (05.03.2013) W
ნანახია: 2615 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика