ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » აღკვეთილები    

აჯამეთის დაცული ტერიტორია
აჯამეთის დაცული ტერიტორია


     აჯამეთის აღკვეთილი თბილისიდან 265 კმ-ის, ხოლო ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ბაღდათის რაიონში, რიონის ვაკეზე და შედგება აჯამეთის, ვარციხის და სვირის უბნებისგან. აღკვეთილის საერთო ფართობი 4848 ჰექტარია, რომლის 4738 ჰექტარი ტყითაა დაფარული. აღკვეთილის ტერიტორია აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრზეა გადაჭიმული, მისი საშუალო სიგანე 3კმ, ყველაზე ფართო ადგილას 5 კმ-ია. აღკვეთილის ტერიტორია აგებულია მიოცენის, ოლიგოცენის და ეოცენის ასაკის ნალექებით. აგრეთვე, აღკვეთილში გვხვდება ტბიურ-ალუვიური წარმოშობის მეოთხეული ასაკის მკვრივი და ბლანტი თიხები.
დღევანდელი სახით აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების იმერეთის მუხის და ძელქვის შენარჩუნება იყო. 
      აჯამეთის ტყის უნიკალურობა იმათი მდგომარეობს, რომ კოლხეთის დაბლობზე ეს თითქმის ერთადერთი ადგილია, სადაც სუბტროპიკული შერეული ტყე თავისი პირვანდელი სახითაა შემორჩენილი. აჯამეთის ტყე გამოირჩევა პირვანდელი სახით შემორჩენილი იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომებით. ზოგიერთი ხის ასაკი 250 წელზე მეტია, ხოლო ასწლიანი მუხები აქ საკმაოდ ხშირად გვხვდება. მუხნარს აქ 4723 ჰა უკავია, რცხილნარებს – 93 ჰა, ჯაგრცხილას – 23 ჰა. დენდროფლორა 60 სახეობითაა წარმოდგენილი. აღკვეთილში გვხვდება ჯაგრცხილა, ნეკერჩხალი. ქვეტყე თხელია და შქერით, ზღმარტლით, ასკილით და კუნელით არის წარმოდგენილი. 
       აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე გვხვდება საქართველოს „წითელი ნუსხის” შემდეგი სახეობები: პასტუხოვის სურო, დათვისთხილა, თელა, თელამუში,ლაფანი, კაკალი და სხვა. მესამეული პერიოდის იშვიათი რელიქტებია - იმერეთის მუხა  და ძელქვა.
        ცხოველებით და ფრინველების აჯამეთის აღკვეთილი შედარებით ღარიბია. ძუძუმწოვრებიდან ნაკრძალში გვხვდება კურდღელი, მელა, ტურა, ციყვი, დედოფალა, ძილგუდა და მაჩვი. აჯამეთის მკვიდრი ყველაზე დიდი ცხოველი შველია. აღკვეთილში საქართველოს "წითელი ნუსხის” შემდეგი ცხოველებია გავრცელებული: მცირე მეღამურა, კავკასიური ციყვი, ძილგუდა, ღნავი და კავკასიური წავი.
აჯამეთის აღკვეთილში ფრინველთა სამოცზე მეტი სახეობაა რეგისტრირებული. აქედან მუხნარში მხოლოდ ოცდაერთი ბუდობს, დანარჩენი აჯამეთში ან გადაფრენის პერიოდში ჩნდება ან იზამთრებს.
ამფიბიებიდან აქ გვხვდება ტრიტონის ერთი სახეობა, ტბის ბაყაყი, ჩვეულებრივი და მწვანე გომბეშოები, რეპტილიებიდან – ჩვეულებრივი და წყლის ანკარა.
        უნიკალური ტყეების გარდა აჯამეთის დაცული ტერიტორიის გარემო ისტორიული ძეგლებითაცაა ცნობილი. კილომეტრნახევარზე მდებარეობს დაბა ვარციხე, რომელიც ანტიკური ქალაქის როდოპოლისის ნანგრევებზეა აშენებული. მეექვსე საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით, როდოპოლისი ძალიან ლამაზი ქალაქი ყოფილა. ნაქალაქარიდან 4 კილომეტრში, გეგუთში მეთერთმეტე საუკუნეში აგებული ქართველ მეფეთა ზამთრის სანადირო სასახლის ნანგრევებია. უძველესი ქალაქია ქუთაისიც. ხოლო გელათის სამონასტრო კომპლექსი (მეთორემეტე საუკუნე) და ბაგრატის ტაძარი (მეთერთმეტე საუკუნე) იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის უბნების სიაშია შესული.


          აჯამეთს და მის შემოგარენს საკმაოდ კარგი ტურისტული პოტენციალი გააჩნია. კულტურული და არქეოლოგიური ტურების გარდა აქ შესაძლებელია წარმატებით განხორციელდეს სამანქანო-სათავგადასავლო ტურები, საირმის და ზეკარის უღელტეხილის მიმართულებით. შესაძლებელია აგრეთვე, საცხენოსნო, ფოტო, ვიდეო და ეკოლოგიური ტურების ჩატარება, ფრინველებზე დაკვირვების ტურები. აჯამეთის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული სასტუმროები მშენებლობის პროცესშია. საოჯახო სასტუმროების ქსელი კარგად არის განვითარებული მახლობელ ქუთაისში, სადაც წინასწარი დაჯავშნით უზრუნველყოფილია კვება და კომფორტული ღამის გასათევი.


წყარო: http://www.dpa.gov.ge
კატეგორია: აღკვეთილები | დაამატა: Admin (15.12.2011)
ნანახია: 7873 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика