ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » ნაკრძალები    

ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი

ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი აფხაზეთში მდებარეობს. ფსხუ-გუმისთის ნაკრძალის საერთო ფართობი 40 819 ჰექტარია და ის სამი დამოუკიდებელი უბნისგან – გუმისთის (13400 ჰა), ფსხუსა (27334 ჰა) და სკრუჩის (85 ჰა) ნაკრძალებისგან შედგება. ნაკრძალი აფხაზეთში არსებული ხელუხლებელი წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყეების ბიომრავალფეროვნებისა და ჭარბტენიანი ტყის მონაკვეთების დაცვის მიზნით შეიქმნა. გუმისთისა და ფსხუს ნაკრძალები ძირითადად კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებზეა განლაგებული, ხოლო მცირე ზომის სკრუჩის ნაკრძალი შავი ზღვის ვაკის ზონაში იმყოფება და იქ შემორჩენილ მესამეული პერიოდის ტყეებს მოიცავს. მთლიანად ფსხუ-გუ მისთის ნაკრძალის სიმაღლე ზღვის დონიდან 300-დან 2840 მეტრამდე მერყეობს.
ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ფაუნა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანია. მდინარეებში 4 სახეობის თევზი ცხოვრობს. ამფიბებიდან გვხვდება ორი სახეობის ტრიტონი, მურა და მწვანე გომბეშოები, ვასაკა, ტბის და მცირეაზიული ბაყაყები. ნაკრძალში ბინადრობს 5 სახეობის ხვლიკი და ორი სახეობის – ჩვეულებრივი და წყლის ანკარები. ესკულაპის მცურავი ტყის ქვემო
სარტყლის მკვიდრია. კავკასიური გველგესლა ნაკრძალში თითქმის ყველგან გვხვდება და მისი გავრცელების არეალი ალპურ ს

არტყლამდე აღწევს. საინტერესოა, რომ ფსხუ-გუმისთის ნაკრძალში 13 სახეობის ღამურა ცხოვრობს.
მდიდარია ნაკრძალის ორ ნი ტოფაუნა. აქ ბუდობენ ისეთი იშვიათი მტაცებელი ფრინველები, როგორებიცაა: მთის არწივი და ბატკანძერი. სხვა მტაცებლებიდან ნაკრძალის მკვიდრები არიან: მარჯანი, ძერა, კაკაჩა, ქორი და მიმინო. ფრინველთა სეზონური მიგრაციის დროს ნაკრძალის ტერიტორიაზე ისეთი იშვიათი მტაცებლების ნახვა შეიძლება, როგორებიცაა: შაკი და გველიჭამია არწივი. სუბალპური და ალპური ზონების საზღვარზე, არყნარებში და დეკის ბუჩქნარებში ბუდობს კავკასიური როჭო – იშვიათი და საინტერესო ფრინველი. ნაკრძალში ასევე ბუდობს მწყერი, ტყის ბუ, წყრომი, რამდენიმე სახეობის კოდალა, გუგული, ოფოფი, მერცხალი, ბოლოქანქარა, ჭინჭრაქა, შაშვი, ჩხართვი და სხვა მრავალი ფრინველი. მსხვილი მტაცებლებიდან ტყეებში დათვი, ფოცხვერი, მაჩვი და ტყის კატა ბინადრობენ. არსებობს ინფორმაცია 1980 წელს ბზიფის ქედზე ალპურ სარტყელში წინააზიური ლეოპარდის (ჯიქის) ნახვის შესახებ. ჩრდილო კავკასიიდან ფსხუ-გუმისთის ნაკრძალში სეზონურად შემოდიან ირმები. აქაურ ტყეებში ბევრია შველიც. მთებში კი ბინადრობენ არჩვები და დასავლეთ-კავკასიური ჯიხვები, რომლებიც ზამთრობით სუბალპურ სარტყლამდე ჩამოდიან.
ნაკრძალის სიახლოვეს მდებარე მთიანი სოფლები ეთნოლოგიურად ძალიან საინტერესოა. ადგილობრივმა მთიელებმა შემოინახეს ხალხური ლექსები და ორხმიანი სიმღერები, რომლებიც ხალხური საკრავების აჭარპანისა და აფხიაცას თანხლებით სრულდება. საინტერესოა, რომ აჭარპანი მხოლოდ გუმისთის ხეობის სოფლებში გვხვდება. ეს მწყემსების საკრავი იყო და მას აფხაზი მთიელები მაგიურ ძალასაც მიაწერდნენ.

  მრავალფეროვანი ფლორისა და ფაუნის მქონე ფსხუ-გუმისთის ნაკრძალი კარგი ტურისტული პოტენციალის მქონეა. სამწუხაროდ, ფსხუ-გუმისთის სიახლოვეს, ისევე როგორც მთელს აფხაზეთში, ტურისტული ინფრასტრუქტურა, კარგად არ არის განვითარებული. არასტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გამო შეფერხებულია სასტუმროებისა და რესტორნების მშენებლობა, თუმცა არსებობს კერძო სექტორის საოჯახო სასტუმროები, რომელთა დაჯავშნა დღესდღეისობით საქართველოს მხრიდან შეუძლებელია.

                        



წყარო: http://molashqre.com/?p=1658&lang=ge
კატეგორია: ნაკრძალები | დაამატა: giohunt1982 (22.03.2013)
ნანახია: 5331 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика