ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

მონადირის დასჯის ფორმები და მოტივები კავკასიის ხალხთა მითოსში


მონადირის დასჯის ფორმები და მოტივები კავკასიის ხალხთა მითოსში

კავკასიის მაღალმთიანეთში მცხოვრებმა ხალხებმა საუკუნეების განმავლობაში გამოიმუშავეს მკაცრად განსაზღვრული სამონადირეო წესები, რომლებიც მითოლოგიურ რწმენაწარმოდგენებთან იყო დაკავშირებული.
კავკასიელებს, მსოფლიოს სხვა ხალხთა მსგავსად, მიაჩნდათ, რომ ნადირს ჰყავდა თავისი პატრონი, რომელიც ქალის ან მამაკაცის სახით წარმოედგინათ. მონადირეს, რასაკვირველია, ურთიერთობა ჰქონდა ნადირთპატრონთან. იღბლიანი, ანუ "ყისმათიანი” მონადირეები ტრადიციით დადგენილ წესებს იცავდნენ და მათი ცხოვრებაც ტრაგიკული მოვლენებისგან დაზღვეული იყო. ასეთი მონადირეები კი ძალზე ცოტანი იყვნენ. უფრო ხშირად კი მონადირე, როგორც მიწიერი არსება, ვერ იცავდა ტაბუს და ნადირთპატრონის მსხვერპლი ხდებოდა. სწორედ ასეთი მონადირეების ტრაგიკულ ბედზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება წინამდებარე ნაშრომში.
პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, თუ რა სახის ურთიერთობა ჰქონდა მონადირეს ნადირთპატრონთან.
ქალი ნადირთპატრონი თავისი ჯადოსნური სილამაზით ატყვევებდა მონადირეს და აიძულებდა, რომ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა დაემყარებინა. სამაგიეროდ ნადირთპატრონი უხვად ასაჩუქრებდა ნანადირევით. ნადირთპატრონთან ინტიმური ურთიერთობის ამბავი მონადირეს საიდუმლოდ უნდა შეენახა. დაფარულის გამჟღავნების ან ღალატის შემთხვევაში ნადირთპატრონი სასტიკად იძიებდა შურს. ასე დაემართა სვან მონადირე ბეთქილს, რომელმაც ქალღმერთ დალის მიერ ნაჩუქარი მძივი თავის სატრფოს (ვარიანტით: რძალს) თამარს აჩუქა. დალიმ კლდიდან გადაჩეხა ბეთქილი (სვანური პოეზია : 281).
ქალღმერთი დალი არა მარტო ღალატის, არამედ თავიდანვე სიყვარულზე უარის თქმის შემთხვევაშიც კი სჯის მონადირეს. გადმოცემით მეფისამ მგელს გამოსტაცა დალის შვილი. დალიმ შეუთვალა: "თუ უნდა, ცოლად წამიყვანოს, ანდა წიფობის თვეში ცხრა ჯიხვს მივცემო, ან დღეში თითო ერსკენს (პატარა თხაა)”. მონადირემ სამივე საჩუქარზე უარი თქვა: "რაც სიკეთე გამიკეთე, უკან ნუ დამიბრუნებო”, – შეუთვალა დალიმ და მინდორში ჯიხვების ჯოგი დაახვედრა. მეფისამ ოქროსრქიანი ჯიხვი მოკლა (ჯიხვს მარჯვენა ბეჭზე მზე ჰქონდა, მარცხენაზე – მთვარე). "უცებ მინდორი კლდედ იქცა. მონადირე ამ კლდიდან გადაიჩეხა და მოკვდა” (ცანავა 1992 : 80).
სხვა ვარიანტის მიხედვით, მეფისამ ოქროსრქიან ჯიხვს დაუმიზნა ისარი, ჯიხვის რქამ ისარი აისხლიტა და "მონადირეს შიგ შუბლში შეუბრუნა” (ცანავა 1992 : 53).
ამ სამი გადმოცემის მიხედვით, ორჯერ კლდიდან გადაჩეხვით ისჯება მონადირე, მესამედ კი საკუთარი ისრის მსხვერპლი ხდება. სამივე შემთხვევაში მონადირის დამღუპველი დალია.
მეგრულ გადმოცემებში დალის ცვლის ტყაშმაფა. იგი ირმის სახით გამოეცხადა ჯვარში მცხოვრებ მონადირეს და ტყეში შეიტყუა. მათ შორის ინტიმური ურთიერთობა დამყარდა. მონადირეს იღბალი მიეცა. ბოლოს ცოლმა დააცდენინა მონადირეს იღბლიანობის მიზეზი. მონადირეს იღბალი დაეკარგა, მაგრამ ერთ დღეს კვლავ გამოეცხადნენ ირმები და შორს გაიტყუეს. "ის იყო, ყვირას მწვერვალს მიაღწიეს, რომ ერთერთმა ირემმა ადამიანის ხმით შესძახა: შეჩერდი, აღარ ისროლო, შენი აღსასრულის დღე დადგა. თქვი, როგორი სიკვდილი გირჩევნიაო”.
მიხვდა მონადირე, ვინც გამოეცხადა ირმის სახით. მოაგონდა თავის დანაშაულიც და იფიქრა: ჩემს მძორს აქ ნადირი შეჭამსო, ხედ ვიქცე, მწყემსები გამოივლიან და დამწვავენო, და ისევ ქვად ქცევა არჩია. მართლაც იმავე წუთს ქვად იქცა მონადირე და მისი ორი ძაღლი” (ცანავა 1992 : 54).
მაშასადამე, გამოიკვეთა დასჯის სამი ფორმა: 1. კლდიდან გადაჩეხვა; 2. საკუთარი ისრით სიკვდილი; 3. გაქვავება.
სამონადირეო მითებში უფრო ხშირია კლდიდან გადავარდნის შემთხვევები. კლდიდან ვარდება ქართული ბალადის გმირი ჯარჯი, ივანე ქვაციხისელი და სხვა მრავალი. კლდეზე სამუდამოდ რჩება როშკის ჭიუხებში ასული სინდიურისძე. გადაჩეხვა და კლდეზე დარჩენა ერთი და იგივე სასჯელია.
კლდიდან გადმოვარდა ყარაჩაულბალყარული ბალადის პერსონაჟი ბიინოგერი, რომელსაც აფსათის ასული სამფეხა ირმის სახით მოეჩვენა და მონადირე დაწყევლა:
"აქედან ცოცხალი ნუმც დაბრუნებულხარ,
რაკი არ მაძლევ მოსვენებას,
ჭამდი და სვამდი, ვერ გაძეხი შენ ჩვენი ხორცით”.
                (ყარაჩაული : 12).
არსებობს მონადირის დასჯის სხვა ფორმებიც. ჩეჩნებს სწამთ, რომ "თუ მონადირემ სამოცდასამი ნადირი მოკლა და თოფის კონდახი არ დაწვა, ნადირთმფარველები თავიანთი ფოლადის მკერდით ორ ნაწილად აპობენ მონადირეს” (ჩეჩნური ფოლკლორი : 71).
მსგავსი შეხედულება არსებობს ინგუშებშიც. ერთმა მოხერხებულმა მონადირემ ალმასის (ტყის კაცის) მოსატყუებლად ხის კუნძს ნაბადი შემოახვია, თვითონ კი მაღალ ხეზე აძვრა და დაელოდა. ხევიდან ამოსულ ალმასს ნაბადში შეხვეული კუნძი მძინარე მონადირე ეგონა, დაეძგერა ფოლადის მკერდზე ცულისებრი წანაზარდით და კუნძში ჩაერჭო. მონადირემ კი თოფი დაახალა და სასიკვდილოდ დაჭრა (ინგუშური ფოლკლორი : 47).
მონადირის დასჯის ფორმებია აგრეთვე ჭკუიდან შეშლა, შვილის სიკვდილი ან ოჯახის ამოწყვეტა. ამიტომ ამბობენ: "მონადირის ოჯახს ბოლო არა აქვსო”.
მამაკაცის სახით წარმოდგენილი ნადირთპატრონი ძმად ეფიცება მონადირეს. მონადირე სულს აძლევს ოჩოპინტრეს (ქართული გადმოცემები), ხოლო ეს უკანასკნელი ნადირობაში უმართავს ხელს. თუ ძმადგაფიცვის საიდუმლო გამჟღავნდა, ნადირთპატრონი კლდიდან გადაჩეხავს მონადირეს.
მეგრული გადმოცემების მიხედვით, გვაძი შელიას გამოეცხადა პირტიტველა ბიჭი, მესეფების სასახლეში წაიყვანა, თან გააფრთხილა: "ეს ამბავი (რაც შეგემთხვა), არ თქვა, თორემ მოკვდებიო”. "ეს ამბავი გვაძის სიბერემდე არ უთქვამსო. ბოლოს თქვა და იმავე წუთს მოკვდაო” (ცანავა 1992 : 86).
სიყვარულის, ძმადნაფიცობისა თუ სხვა საიდუმლოს გამჟღავნების გარდა მონადირის დაღუპვის მიზეზი შეიძლება გახდეს წმინდა ნადირის (ირმის, შვლის, ჯიხვის, არჩვის) განუზომელი რაოდენობით ხოცვა ან ჩვეულებრივი ნადირის მოკვლა წმინდა ადგილას (ეკლესიის ან ჯვარხატის ტერიტორიაზე), აგრეთვე ნადირობის წინ შესასრულებელი რიტუალების უგულვებელყოფა.
კავკასიის მთიელებში სამონადირეო წესებისა და მათთან დაკავშირებული ზეპირსიტყვიერი სიუჟეტების დიდი მსგავსება შეინიშნება. ეს მსგავსება კი ამ ხალხების მრავალსაუკუნოვანმა მეზობლურმა ურთიერთობამ განაპირობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1.            ინგუშური ფოლკლორი: ინგუშური ფოლკლორი, "კავკასიური სახლის” გამოცემა, თბ., 2001;
2.            სვანური პოეზია: სვანური პოეზია, I, სიმღერები შეკრიბეს და ქართულად თარგმნეს ა. შანიძემ, ვ. თოფურიამ, მ. გუჯეჯიანმა, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, თბ., 1939;
3.            ყარაჩაული: ყარაჩაულბალყარული ფოლკლორი, "კავკასიური სახლის” გამოცემა, თბ., 1995;
4.            ჩეჩნური ფოლკლორი: ჩეჩნური ფოლკლორი, "კავკასიური სახლის” გამოცემა, თბ., 1996;
5.            ცანავა 1992 : აპოლონ ცანავა, ქართული მითოლოგია, გამომცემლობა "მერანი”, თბ., 1992.


The forms and reasons for punishing a hunter in the mythos of the Caucasian peoples

For centuries, the dwellers of the high mountains of the Caucasus have cultivated clearly defined habits associated with mythological beliefs and imaginations.
The Caucasians, like other peoples of the world, thought that wild animals had their masters, either a man, or a woman as they had imagined, and the hunter certainly should have had some relations with the animal master. Lucky or ‘fortunate’ hunters used to observe the rules established by traditions and thus, their lives were insured against tragic events. Such hunters were very few in number. More commonly, a hunter, as an earthly being, failed to observe the taboo and fell victim to the animal master. We are going to concentrate on the tragic fates of such hunters in our work.
First of all, we have to find out the kind of relationship a hunter had with an animal master.
A female animal master, with her magic beauty, won a hunter’s heart and made him establish liaison with her, generously favoring him with the game in return. The hunter had to keep the story of his intimacy with an animal master in secret. If the hunter revealed the secret or was unfaithful to the animal master, the latter would have revenged the hunter severely. This happened to a Svani hunter Betkil, who presented the beads given by goddess Dali to Tamar, his beloved (sister-in-law, according to some sources). Dali threw Betkil over the cliff (Svani poetry : 281).
The goddess Dali punishes a hunter not for his unfaithfulness only, but also for ignoring her love. As they say, Mepisa took away Dali’s child from the wolf. Dali let him know: ‘If he wants, he can marry me, or I will give him nine Caucasian goats in the month of October or one small goat every day.’ The hunter refused every present of Dali. ‘What I have done to you, don’t give it back to me!’ – notified Dali to him and had a herd of Caucasian goats in the field for him. Mepisa killed one goat (the goat had a sun on its right rib and a moon on its left rib). ‘Suddenly, the field turned into the rock, the hunter was thrown over the rock and died.’ (Tsanava, 1992 : 80).
Another variant suggests that Mepisa took aim of a golden-antler Caucasian goat with his bow. The goat’s antler rebounded the arrow ‘returning it to the hunter in his forehead.’ (Tsanava 1992 : 53).
According to these three legends, a hunter is punished by falling off the rock in two cases and by becoming a victim of his own arrow in the third case. In all three cases, the killer of the hunter is Dali.
In Megrelian legends, Dali is substituted for Tkashmapa. She appeared to the hunter living in jvari (earthly place of worship of a deity) as a deer and decoyed him into the forest. Intimacy was established between her and the hunter. The hunter was given luck. At last, his wife was sly enough to make him betray the secret of his luckiness. The hunter lost his luck, but one day, the deer appeared to him and decoyed him far away. ‘As soon as he reached Kvira peak, one of the deer called him in a human voice: ‘Stop and don’t shoot! This is the day of your death. Say what your choice of death is!’
The hunter realized who the deer was. He recalled his fault and thought – if I die here, my dead body will be eaten by wild animals; if I turn into a tree, shepherds will walk nearby and burn me down. So, it’s better to become a stone. ‘In a minute, he and his two dogs turned into stones.’ (Tsanava, 1992 : 54).
So, there can be three forms of punishment identified: (1) falling off the cliff; (2) death with one’s own arrow and (3) turning to stone.
The cases of falling off the rock are more common in the hunting myths. A hero of a Georgian ballad Jarji also falls off the rock. The same happens to Ivane Kvatsikheli and many others. Asuli Sindiurisdze forever stays on the rock, in Roshki ridges. Falling off the rock and staying in rocks is the same form of punishment.
Biinoger, a character of Karachai-Balkar ballad fell off the rock when the daughter of Apsati appeared to him as a three-legged deer cursing the hunter:

‘Let you not come out alive from here,
As you do not leave me alone,
You ate and drank, but you were never satisfied with our meat.’
(Karachauli : 12).

There are also other forms to punish a hunter. The Chechens believe that if a hunter kills sixty-three beats without burning his butt, the animal masters tear the hunter with their steel breast into two’ (Chechen folklore : 71).
A similar opinion is spread among the Ingushs. One dexterous hunter, aiming at decoying Almaz (a forest man) turned a felt cloak around a log, climbed up the tree and waited. Almaz, who came from the ravine took the log for a sleeping hunter, attacked it with an axe-like prominence on his steel breast and got stuck in the log. The hunter shoot at him with his gun wounding him lethally (Iangush folklore : 47).
The forms of punishing a hunter are also going crazy, death of a hunter’s child or dying out of his whole family. So, they say, ‘A hunter’s family is endless.’
A male animal master fraternizes with a hunter. The hunter gives his soul to Ochopintre (according to Georgian legends), and the latter helps him in hunting. If the secret of fraternization is revealed, the animal master will throw the hunter over the cliff.
According to Megrelian legends, a beardless youth appeared to Gvadzi Shelia, took him to the palace of Mesepebi and warned him: "Never tell anyone your story (the one happened to you with me); otherwise, you will die.’ "Gvadzi never told his story to anyone until his old age. As soon as he told it, he died.’ (Tsanava 1992 : 86).
Besides love, fraternization or secret betrayal, the reason for a hunter’s death may become endless killing of sacred animals (deer, roe, Caucasian goat, chamois) or killing an ordinary animal on a sacred place (on the territory of a church or khati (chapel, place of worship) as well as ignoring the rituals before hunting.
The hunting habits and folk stories associated with them of the dwellers of the Caucasian mountains show great similarity what is the result of many-century-long neighboring relationship between these peoples.

Reference

1.      Ingush folklore: Ingush folklore, edition of "Caucasian House”, Tbilisi, 2001.
2.      Svani poetry: Svani poetry, I. The songs were collected and translated into Georgian by A. Shanidze, V. Topuria, M. Gujejiani. Publishing House of the Georgian branch of the Academy of Sciences of the USSR, Tbilisi, 1939.
3.      Karachai:    Karachai-Balkar folklore, edition of "Caucasian House”, Tbilisi, 1995.
4.      Chechen folklore: Chechen folklore, edition of "Caucasian House”, Tbilisi, 1996.
5.      Tsanava 1992: Apolon Tsanava, Georgian mythology, edition of ‘Merani’, Tbilisi, 1992.

Формы и мотивы наказания охотника в мифологии кавказских народов

Народы высокогорного Кавказа на протяжении веков вырაботалы строго определенные правила, которые были связаны с мифологическими представленями и верой. Властелина зверей кавказцы представляли в женском или мужском облике. Охотник, конечно, общался с влестелином зверей.
Властительница зверей предлагала охотнику интимную связь и щедро одаривала его добычой. Охотнику подобало держать такой случай в тайне. Ежеме охотник разглашал тайну или изменял в любвы властительнице зверей, она его строго наказывала: сбрасывала со скалы, делала жертвой его же собственного оружия, сводила с ума или окаменяла.
Властитель зверей в мужском образе братился с охотникам. Охотник отдавал ему свою душу а тот помагал ему во время охоты. Если охотник не сохранял тайну их братания, властитель зверей сбрасивал его со скалы.
Формой наказания охотника могла быть также смерть ребёнка или истребление всей семьи.
Причиной наказания охотника могло стать убиение большого количества священных зверей (оленя, косули, тура), или обычное убиение зверей в святом месте (например, вблизи церкви).


წყარო: http://tmakhauriessays.blogspot.com/2012/06/blog-post_5989.html
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (21.11.2012)
ნანახია: 2389 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика