ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

კაწალხევში ნადირობა
                                 (ხვთისო საფარაშვილის ნაამბობი)          
                         
          კაწალხევში დამპატიჟეს მეგობრებმა, დათვებზე სანადიროდ წავიდეთო. კვირა დილით უნდა წავსულიყავით ტყეში. იმ ღამეს მასპინძლები არ მომეშვნენ და სასმელი დამალევინეს. საერთოდ, ძალიან ხათრიანი კაცი ვარ და ის მღუპავს. დალევით კი დავლიე, მაგრამ მეორე დღეს , დილით, რომ გამეღვიძა , ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი მასპინძლები ღამიანად წამოიშალნენ, მეც დამიძახეს: აბა ადექიო, თავი მოვირჩინოთ თითო ჭიქა დავლიოთ და წავიდეთო. ჩემთვის ვფიქრობ: კაცი ვკვდები ამ ოხერი სასმელისგან, რა თავის მორჩენა, ნეტა წუხელაც არ დამელია, დღეს ცუდად მაინც არ ვიქნებოდი-მეთქი. რას ვიზამდი, ავდექი, ვერც პურს მივეკარე, ვერც სასმელს. ვგრძნობ, რომ ტყეშიც ვერ ვივლი, მაგრამ მაინც წავედი. მივდივარ და გული ამოვარდნაზე მაქვს. ბიჭები იცინიან, მხიარულობენ, მე კი ლამის მოვკვდე თავისა და გულის ტკივილისგან. შუა ტყეში მონადირეები ორ ჯგუფად გავნაწილდით, მარჯვნივ მრეკავები წავიდნენ, მარცხნივ კი გზის შემკრავები წავედით.   ბიჭებს ვუთხარი: აღარ შემიძლია სიარული, მივალთ თუ არა პირველ შესაკრავში, მე იქ დამტოვეთ, თქვენ კი ზემოთ ადით-მეთქი.    ასე ვიზამთ მითხრეს ბიჭებმა. ცოტა გაუძელი, მალე მივალთ და პირველ შესაკრავში შენ დაგტოვებთ, როგორც იქნა მივედით პირველ შესაკრავში, ბიჭებმა მითხრეს: აქ გაჩერდი, აირჩიე ადგილი, დამფრთხალი დათვი ან ნადირი ამ ადგილზე გამოივლის. მართალია, ავად ხარ მაგრამ შენი იმედი უფრო გვაქვს, კარგად მყოფებს ბევრს გვაჯობებ.   მე კი ჩემთვის ვფიქრობ ნეტა რას მაქებთ, დათვი კი არა სპილო  რომ მომადგეს იმას ვერ მოვარტყამ ტყვიას. ხელები მიკანკალებს, თვალებიდან ვეღარ ვხედავ, ძალა აღარ მაქვს, წადით მომშორდით, რომ მარტო დავრჩე და დავწვე, რაც მომივა, მომივა-მეთქი.     პატარა ბილიკი გამოდიოდა ტყეზე, იმ ბილიკზე დავჯექი. შორიახლო წყარო დიოდა, დროდადრო იმ წყაროსთან მივდიოდი და ვსვამდი. ეგების მომაბრუნოს, ცოტა კარგად გავხდე-მეთქი, მაგრამ არც იმ წყარომ მიშველა. პირით იქეთკენ ვიწექი სადაც ნადირს ველოდი.                                                 მრეკავების ხმაური მომიახლოვდა, ამოვიხედავდი, დავათვალიერებდი ტყეს, ხომ არაფერი მოდის-მეთქი და ისევ დავწვებოდი.    შუადღე მოახლოვებული იყო. მრეკავები აღარ გამოვიდნენ ჩემთან, როგორც ჩანს მთებისკენ გაუხვიეს და მაღლა წავიდნენ. ვწევარ, რაღაც ფეხის ხმაური მომესმა, ოღონდ იქიდან კი არა საიდანაც ნადირს ველოდი, არამედ ზურგიდან, იქიდან არც დათვს ველოდებოდი, არც მრეკავები იყვნენ იქით წასული.   ისე ცუდად ვიყავი, რომ უკან ვერ მოვიხედე, ვიფიქრე ალბათ მრეკავები გადმოვიდნენ ზევიდან და ახლა ქვემოთ მოდიან, რომ ერთად შევიკრიბოთ და ახალი მოსარეკი  გავაკეთოთ-მეთქი.   ფეხის ხმა უფრო მოახლოვდა, ვიგრძენი, რომ ეს კაცის ფეხის ხმას არ გავდა, როგორც იქნა შემოვტრიალდი და რას ვხედავ: ზემოდან რამდენიმე მეტრზე ორი დათვი ჩამომადგა. შევატრიალე თავი, დათვებმა დამინახეს და შეჩერდნენ, ვეღარც უკან გაიქცნენ, ვეღარც წინ წამოვიდნენ. ჩევნ შორის მანძილი დიდი არ იყო, ვიფიქრე მოდი ამ ორიდან უფრო დიდი რომელიც არის, იმას დავახლი ტყვიას შუბლში და მეორეც ვეღარ გამექცევა-მეთქი. სანამ თოფს დავსხლეტდი, დიდი დათვი ჩემ წინ გადმოხტა, მე უკან გავხტი, მივატრიალე თოფი და ლულა თითქმის ზედ მივადე, ვეღარ დავუმიზნე ისე ვესროლე, მაგრამ გამიცდა. ახლაც მიკვირს როგორ ავაცილე ასე ახლოდან, მაგრამ ასეთ დროს კაცი იბნევა. უცბად ცხვირიდან სისიხლი წამსკდა. არ ვიცი შიშზე თუ რის გამო, თქრიალით ჩამომდიოდა. მთელი ტანსაცმელი დამესვარა და ხელს მიშლიდა სროლაში.   ამასობაში ერთი დათვი აღმა გაიქცა ცერად,   წყაროსკენ, მეორე კი ქვემოთ. ქვემოთ, რომ გაიქცა, ჯერ იმ დათვს ვესროლე. ნადირმა დაიღრიალა და გადავარდა. მერე ზემოთკენ, რომ გაიქცა იმას ვესროლე. ადგილზე ამოტრიალდა და გულაღმა დარჩა. ამ დათვს თავში, ოდნავ წინ დავუმიზნე და კისერში მოხვედროდა. ქვემოთ გაქცეული აღარ მინახავს, აღარ გადამიხედავს სად მქონდა იმის თავი.   მოვიდნენ ამხანაგები, მნახეს, რომ სისხლითა ვარ მოსვრილი. შეშინებულები მეუბნებოდნენ: რა იყო დათვმა ხომ არ დაგგლიჯა, რატომ ხარ სისხლში გაბასრული და  უფერულიო. არა სისხლი წამსკდა ცხვირიდან და სისხლიანი იმიტომ ვარ მეთქი ვუპასუხე.   რა ქენი, რას ესროლე??  დათვებს ვესროლე, ორივე მოვკალი, აგერ, ერთი ზევით აგდია გულაღმა,  მეორე კი ქვემოთ დაგორდა, ალბათ ხევში გდია აღარ მინახავს-მეთქი.   აბა მეორც ვნახოთო- მითხრეს ამხანაგებმა. წავედით, გადავიხედეთ ხევში, სადაც მოკლული დათვი უნდა გდებულიყო, მაგრამ იქ არაფერი დაგვხვდა, დათვი დაჭრილ-იყო სისხლი მაგრად გასდიოდა, მაგრამ მაინც წასულიყო.    ბიჭებმა სთქვეს კვალზე გავყვეთ, შორს ვერ წავიდოდაო.     საღამოვდებოდა , დროც აღარ იყო და ბიჭები აღარ გავუშვი დაჭრილი დათვის მოსაძებნად.   შეიძლება მძიმედ არც იყოს დაჭრილი და იმის დევნა ჩვენ ხელს არ მოგვცემს. თან მალე დაღამდება, ამ მოკლული დათვის გატყავებას და წაღებასაც ძლივს მოვასწრებთ-მეთქი.


წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (08.11.2012) | ავტორი: ჟურნალი ”ნადირობა” 2011 n10
ნანახია: 1502 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика