ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ვაჟა ჩუბინი და მონადირე
ნადირობისა და თოფ-იარაღის სიყვარულითაც ვაჟა ფშაველა ნამდვილი მთიელი იყო. ფშავის თითოეული თემი (თორმეტიდან) რაღაც ერთი მთავარი თვისებით იყო გამორჩეული. გოგოლაურები ლექს-კაფიით იყვნენ გამორჩეული, ქისტაურები-სილამაზით, მათურელნი-სიმამაცით, ჭიჩოელნი-სიბრიყვით, ჩარგლელნი ნადირობით, თოფის სროლით. ვაჟა ამ მხრივაც გამოემსგავსა თავის წინაპრებს, თუმცა ვაჟა მთელი ფშავის, ყველა თემის საუკეთესო თვისებების გამაერთიანებელი იყო, ფშაველთა ყველა ნიშან-თვისებამ მასში მოიყარა თავი.  ბუნების მესაიდუმლე იყო ვაჟა, ბუნებაზე უსაზღვროდ შეყვარებული. ბუნების განცდა კი იმაზე მძაფრი არ შეიძლება იყოს ნადირობის დროს , რომ არის. ეს მძაფრი განცდა სჭირდებოდა ვაჟას, ბუნების სიღრმისეული წვდომა და ამიტომაც გადმოჰქონდა ასე ლამაზდ და დამაჯერებლად ქაღალდზე. ბევრი მისი შედევრი სწორედ ნადირობისას მიღებულ შთაბეჭდილებებზეა აღმოცენებული. რად ღირს თუნდაც მისი "შვლის ნუკრის ნაამბობი" რომლის საფუძველიც ასევე პირადი შემთხვევა ყოფილა. როგორც მისი მეზობლები გადმოგვცემენ, ასეთი შემთხვევა პირადად ვაჟას ჰქონია: შვლისთვის უსროლია ისე, რომ ვერ გაურჩევია წვრილიანებში დედალი იყო თუ მამალი. დედალ შველს არც თვითონ ესროდა და არც სხვას ასროლინებდა. ახლოს რომ მისულა და უნახავს შველი დედალი იყო, ძუძუებიც ნაწოვი ჰქონია, ძალზე შეწუხებულა . სადღაც მაყვლიანებში დამალული ნუკრიც აღარ უძებნია. მას შემდეგ ვაჟას შვლისათვის თოფი აღარ უსროლიაო.                                                                                                   დათვზე ნადირობა განსაკუთრებით ჰყვარებია ვაჟას. ეს ალბათ იმიტომ, რომ დათვზე ნადირობისას უფრო მეტია სიმძაფრე და აზარტი, უფრო მეტად დათვთან შეტაკებისას მჟღავნდება ვაჟკაცობა, შეუპოვრობა. თურმე თითო გასროლით ხოცავდა დათვებს; იმისი თოფი რომ გავარდებოდა იმედი იყო დათვი ვერ წავიდოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უშიშარი იყო ვაჟა, ნადირის გამოჩენაზე არ აკანკალდებოდა და არც თვალი არ აუხამხამდებოდა.   ფშავის გარდა ვაჟა ხშირად კახეთის მდიდარ ტყეებშიც ნადირობდა. მისი და მართა ყვარელში იყო გათხოვილი და იმასთან სტუმრად ჩასვლისას შემთხვევას არ გაუშვებდა, იქურებთან ერთად ტყეებში არ გაევლო.   ერთხელ ძმები ვაჟა და ბაჩანა ჩასულან სტუმრად და-სიძესთან და სანადიროდაც გაუვლიათ. ამ ნადირობის ამბავს მართას უფროსი ვაჟი მიხა ასე გადმოგვცემს: ვაჟას "წილში'' ბოლოზე სიარული შეხვდა , ბაჩანას-შუაში და სიძეს-თავში. ყველანი მიდიან წინდახედულად, აუჩქარებლივ, მონადირულად. დიდი მანძილი არ გაუვლიათ, რომ ზევით სიძის თოფი გავარდა. ცოტა ხანში მოჰყვა ბაჩანას თოფის ხმა, ეს ცოტა ზევით და წინ იყო. ვაჟა წინ გაიქცა მის წინ პატარა ტაფობი გადაიშალა. ზემოდან ფეხის ხმა მოესმა, დაინახა, რომ რაც ძალი და ღონე აქვს , მისკენ დათვი მორბის. ვაჟა მოემზადა, გაუსწორდა თუ არა გავარდა მისი თოფიც, დათვმა ერთი შეჰღრილა და დაგორდა. ცოტა ხნის შემდეგ ბაჩანაც გამოჩნდა, ის დათვს კვალდაკვალ მოსდევდა დაინახა რა დათვი მკვდარი გდია დაიძახა: ჩემი უნდა ჰქონდეს მოხვედრილიო. მივიდნენ ნახეს დათვს ერთი სჭირდა, ისიც შიგ იღლიაში, ნასროლი ვაჟას ეკუთვნოდა. დაუმასრავეს სიძეს (ცარიელი ვაზნით დაუსტვინეს) გაატყავეს დათვი, ტყავი სიძემ აიკიდა და ისევ წინ გაემართნენ. ვაჟა ახლა შუაში მოექცა, კარგა მანძილი გაიარეს და დანიშნულ ქედამდის სადაც საბოლოოდ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, ბევრი აღარ უკლდათ. ყოველ ნაბიჯზე დათვებისა და ღორების ნაჩიჩქნი და ნათხარი იყო...  ყოველ წვრილმანს ათვალიერებდ, ყოველი ამობრუნებული ხე, წამოყუდებული ხის ძირი იქცევდა მის ყურადღებას, ნიავიც არ იძვროდა, რამდენჯერ გამოიძრო ქუდიდან ბეწვი და გაშინჯა მიმართულება ქარისა, ბეწვი სწორედ ეცემოდა... არა ნიავის მხრით საშიში არ არის, გაიფიქრა, მარტო ფეხის ხმას უნდა ვუფრთხილდე...   ამ ფიქრებში გადაადგა პატარა ტაფობს, შესდგა, ათვალიერებს. წაიწია წინ. ერთ ხმელ ტოტს თავისდაუნებურად დაადგა ფეხი.  ტოტი გატყდა, ოდნავ ახმაურდა, უცებ შეასწრო თვალი, რომ გაწოლილი ხის ქვეშიდან დათვი წამოდგა, გასაპარავად ემზადებოდა, მაგრამ ვაჟამ არ აცალა: იგრიალა თოფმა და დათვი მიწაზე დაეცა, ღრიალებს , ნატყვიარს სწვდა პირით და იჯენჯავს. გავარდა მეორეც - დათვი ჩაიკეცა. გამარჯვება ისევ ვაჟას დარჩა.                                                         ფშაველ-ხევსურთა ხატობა-დღეობებში ანდა მკვდართ დღეს ყაბახის დადგმა იციან. ნიშანს დადგამენ ორასი-სამასი მეტრის მანძილზე და ყველა ესვრის "ვისაც თავი აქვს ცდისა". ჯილდოდ დაწესებულია ან ძროხა ან ცხვარი, ან მიცვალებულის რაიმე ნივთი ან ფული. ნიშანს ვინც მოარტყამს , დათქმული ჯილდოც მას რჩება.   თიანელი რევაზ გოჯიაშვილი  ვაჟას შეუდარებელ სროლაზე და ყაბახზე გამარჯვებასთან დაკავშირებულ ერთ ეპიზოდს იხსენებს: ერთხელ სოფელ ჩაბანოში, იოსებ ტერელაშვილის ღაბახი დაიდგეს. ერთი კვირის განმავლობაში მთელი მაზრის ჩაფრები და გამოჩენილი მსროლელები მოდიოდნენ, მაგრამ ვერას გზით ვერ მოარტყეს ნიშანში. ამ დროს თიანეთს ჩამოვიდა ვაჟა და როგორც ნათლიმამას მესტუმრა. მოსვლისთანავე შევძახე: ვაჟავ ასე და ასეა საქმე წამოდი, ესროლე და მასახელე კაცი თქო. ვაჟა დამთანხმდა. შევსხედით ცხენებზე და წავედით ღაბახთან. ბევრი მსროლელი და მაყურებელი დაგვიხვდა. ვაჟა გადმოხტა ცხენიდან, მოიზომა თოფი, ესროლა ერთი და ნიშანიც გადმოვარდა. ყველას გაუკვირდა ეს ამბავი. მეორე დღეს საჩუქრად კარგი ჭედილა მოართვეს.                                                                                             ასე ბევრჯერ აუღია ყაბახი ვაჟას ფშავში და ხევსურეთში. ერთხელ ხახმატშიც გაუოცებია ხევსურნი. აფხუშოობას, ჩარგლის თემის მთავარ სალოცავში, კი ვინ მოსთვლის, რამდენჯერ უსახელებია თავი ''აინალს''. ერთი ბოლო დროინდელი ყაბახის აღებას კი ვაჟას მეუღლე თამარი გადმოგვცემს: ხატობაში, აფხუშოობას ყაბახი(ფშაურად ღაბახი) იცოდნენ. ყაბახს მრგვალი პურის ხმიადს ვეძახდით. ხმიადს შუაგულში მრგვალად გამოჭრილი(ჭიქის პირზე შემოჭრილი) პატარა ქაღალდი აკრავს. სწორედ ამ ქაღალდს უნდა მოარტყას მსროლელმა ტყვია. აი ამ ყაბახს ესროდნენ, მეხატე მამაკაცები თოფს. ეს ხატობა იმართება სამი დღით. თითქმის ყოველ დღეს იდგმებოდა ყაბახი, ზოგს მკვდრის პატრონი სდგამდა, ზოგი შესაწირს იძლეოდა გამარჯვებულის სასარგებლოდ. ამ შესაწირს შეადგენდა წინდა-საფუხარი ან ფული(3მანეთიდან 25 მანეთამდე), ჩოხა -ახალუხი, ქამარ-ხანჯალი, ან სხვა რამ ნივთი. ხანდახან კურეტიც იცოდნენ. მეთოფეთაგან ვინც უკეთესად ესროდა და მოარტყამდა ყაბახს, იმას დარჩებოდა ყაბახში დადგმული ნივთი და ფული. თოფოსნობა იმართებოდა საჯარე ბინებიდან ცოტა მოშორებით. მსროლელებსა და ნიშანს შორის მანძილი უნდა ყოფილიყო ორასი- სამასი მეტრი. მახსოვს ერთხელ კაი ხანი გაგრძელდა ყაბახზე სროლა. ვერავინ ვერ მოარტყა, სთხოვეს ლუკას ჩასულიყო სასროლ გორაზე და ესროლა. ლუკა ადგილიდან არ დაძრულა თუმცა მანძილი უფრო შორი რჩებოდა, მოითხოვა თოფი და მწვანეზე გადამჯდარმა, სუფრის გვერდიდან ესროლა ყაბახს, ყაბახი დაგორდა. ყარაულმა დაგორებული ხმიადი დაიჭირა, აიტაცა მაღლა ხელში და დაიძახა: გაუმარჯოს. ხმიადს ქაღალდზე ეტყობოდა ნატყვიარი და ყაბახი აღებული იყო. სუფრის გარშემო მსხდომმა ხანში შესულმა ფშავლებმა შესძახეს ლუკას: ყოჩაღ ლუკავ.                                                                                         ბოლო დროს სანადიროდ აღარ დადიოდა. მარტო მტრედებზე გაივლიდა ნახნავებში ანდა კურდღელზე ნადირობდა ჯეჯილობისას... ლუკას საკუთარი საყუჩი ქონდა სახლის ახლოს, სულა-კურდღელათ ციხის კაკალთან, ამ კაკალზე სხდებოდნენ მტრედები დილა-საღამოს,  ლუკაც ამ დროს უსაფრდებოდა თავის საფანტიანი თოფით, მტრედებს რომ არ შეენიშნათ საფარს ფოთლები ქონდა გაკეთებული საზარეში, ეს საზარე ახლაც არის, ოთხ სვეტზეა აშენებული და თავზე ქვის სახურავი აქვს თაღებზე გადაყვანილი.   საარაყე ქვაბს რომ შემოსდგამდნენ, ვაჟა თავის სასაფანტე თოფს აიღებდა -კურდღლის შესაწვავი ცეცხლიაო და ჭიჭახევს აუყვებოდა ხოდია და საძერიათ ველტყიანებისკენ. არ გავიდოდა დიდი ხანი და, სად ნახულობდა ისე გეზად თითქოს გალიაში ჰყოლოდეს დამწყვდეულიო , ერთს ან ორ კურდღელს მოიტანდა. იცოდა ნადირ-ფრინველის ალღო და ზნე და ამიტომ ემარჯვებოდა ნადირობა. წამომხტარ კურდღელს ოღომც კი თვალი მოეკრა და არ ააცდენდა. თევზაობაც უყვარდა ვაჟას,  ბავშობიდან მიჩვეული იყო ანკესით თევზაობას და შემდგომშიც უფრო ხშირად ანკესითვე იჭერდა კალმახს.     საკალმახოდ კი ჩარგლურას გარდა არაგვს გადაღმა კაწალხეურაზეც დაიარებოდა.  ბადით არაგვზე იჭერდა ფიჩხულსა და მურწას. ბადის სროლა კარგი იცოდა.  წყალდიდობა, წყალმურღვობის დროს კი ორაგულს დაეძებდა მორევებში თხილის წკეპლით. აღმოაჩენდა, ფრთხილად მოუგანებდა, გვერდში გრძელ ჯოხზე დამაგრებულ წვერბასრ ჩანგალს გამოჰკრავდა და გამოითრევდა-მოჩანგლავდა.


წყარო:
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (30.10.2012) | ავტორი: გიგი ხორნაული
ნანახია: 2000 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика