ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

”ვული” ე. სეტონ-თომფსონი
პატარა ყვითელ ქოფაკს ვულის ეძახდნენ. რასაკვირველია, აუცილებე-
ლი არ არის, ყვითელ ქოფაკს სრულიად ყვითელი ბალანი ჰქონდეს. ქოფაკე-
ბი არ შეადგენენ ძაღლების ერთ გარკვეულ ჯიშს. არც ბუნებას გაუმეტებია
187მათთვის მაინცდამაინც გულუხვად ყვითელი საღებავი. ყოველი ქოფაკი
აერთიანებს ძაღლების ყველა ჯიშს. ასე რომ, ქოფაკი წარმოადგენს ყველა
ძაღლის კავშირს. თუმცა არც ერთ ჯიშს კი არ მიეკუთვნება. ამავე დროს თი-
თოეული ქოფაკი უფრო ძველი და უკეთესი ჯიშისაა, ვიდრე მისი რომელი-
მე არისტოკრატიული თანამოძმე. ვინაიდან ის ბუნების ცდაა, აღადგინოს
პირველყოფილი ტურა, ძაღლების მთელი მოდგმის წინაპარი. 
მართლაც, ტურის მეცნიერული სახელწოდება «ჩანის აურეუს» «ყვითელ
ძაღლს» ნიშნავს და სხვას არაფერს. ბევრი საერთო დამახასიათებელი თვი-
სება აქვს ამ ცხოველსა და ქოფაკს. ეს მდაბიო ძაღლი მეტად გონიერი, აქტი-
ური და გამბედავია. გაცილებით უკეთ არის შეგუებული სიცოცხლისათვის
ბრძოლას, ვიდრე მისი სხვარომელიმე «სუფთა სისხლის» თანამოძმე. 
სცადეთ და უკაცრიელ კუნძულზე დატოვეთ მწევარი, ბულდოგი და
ქოფაკი. რომელი მათგანი დაგხვდებათ ნახევარი წლის შემდეგ ცოცხალი
და საღსალამათი? ეჭვი არ არის, თქვენგან ათვალისწუნებული ქოფაკი. ის
არ არის მწევარივით ფეხმარდი, მაგრამ არც ფილტვებისა და კანის ავად-
მყოფობა დაჰყვება დაბადებით. ძალითა და თავზეხელაღებული გამბედაო-
ბით, რასაკვირველია, ბულდოგს ვერ შეედრება. მაგრამ მას ისეთი რამ აქვს, 
რაც ათასჯერ უფრო ძვირფასია _ გონიერება. ჯანმრთელობა და გონიერება
ის თვისებებია, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ სიცოცხლისათვის
ბრძოლაში. ამიტომ, როცა ძაღლებს ადამიანის მფარველობა მოაკლდებათ
ხოლმე, ქოფაკების გარდა, ყველანი იხოცებიან. 
ზოგიერთი ქოფაკი ძალიანა ჰგავს ტურას _ მასავით წვეტიანი, პარტყუ-
ნა ყურები აქვს. უფრთხილდით ასეთ ძაღლს! ასეთი ძაღლი ეშმაკი და გამ-
ბედავია და მგელივით იკბინება. მას თან დაჰყვება უცნაური სიველურე, რა-
მაც მკაცრი მოპყრობის, ანდა დიდი ხნის შიმშილის ზეგავლენით შეიძლება
უსაშინლესი გამცემლობა ჩაადენინოს. მიუხედავად იმ მშვენიერი თვისებე-
ბისა, რაც დამახასიათებელია ძაღლების მოდგმისათვის და რაც ძაღლისად-
მი ადამიანის სიყვარულის საფუძველს შეადგენს. 
შორს, შოტლანდიის მთებში, _ ჩივიოტში დაიბადა პატარა ვული. ლეკ-
ვებიდან ორი ამოარჩიეს: მისი ძმა იმიტომ, რომ იმ უბნის საუკეთესო ძაღ-
ლსა ჰგავდა. და ვული იმიტომ, რომ ყვითელი, ფუმფულა და ყველაზე ლა-
მაზი იყო. 
ადრინდელი პატარაობა ვულიმ გამოცდილი შოტლანდიური ქოფაკისა
და მოხუცი მწყემსის საზოგადოებაში გაატარა. ქოფაკმა შეასწავლა თავისი
ხელობა. მოხუციც ჭკუით თითქმის არ ჩამოუვარდებოდა მათ. ორი წელი
რომ შეუსრულდა, ვული უკვე სავსებით მოზრდილი ძაღლი იყო და კარგად
შეისწავლა ცხვრები. თავისი ფარის თითოეულ ბატკანს იცნობდა და პატ-
რონი, მოხუცი მწყემსი რობინი, ისე ენდობოდა მის მოსაზრებულობასა და
გონიერებას, ხშირად მთელ ღამეებს დუქანში ათენებდა. გაბურძგნილ სუ-
ლელ ცხვრებს კი ვულის ანაბარა ტოვებდა მთებში. ვულიმ გონივრული აღ-
ზრდა მიიღო, თვითონაც ძალიან ნიჭიერი ლეკვი იყო და ბრწყინვალე მომა-
ვალი ელოდა. 
188ვულის ოდნავაც არ სძულდა თავცარიელი რობინი. მიუხედავად თავი-
სი უარყოფითი მხარეებისა და ლოთობისა, ვულის იშვიათად ექცეოდა სას-
ტიკად. ძაღლსაც ძალიან უყვარდა თავისი პატრონი. ქვეყნის ყველაზე დი-
დებულ და ბრძენ კაცშიც კი არგაცვლიდა. 
ვულის ვერ წარმოედგინა, თუ რობინზე დიდებული კაცი შეიძლებოდა
ვინმე ყოფილიყო, მაშინ, როცა რობინის გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებ-
ლობას კვირაში ხუთ შილინგად განაგებდა ერთი არცთუ მაინცა და მაინც
შეძლებული მეწარმე-მესაქონლე, იმ ფარის ნამდვილი პატრონი, რომელსაც
ვული დარაჯობდა. 
თავისთავად ეს მეწარმე არარაობა იყო იქაურ მემამულეებთან შედარე-
ბითაც კი. და როცა ამ კაცის ბრძანებით რობინმა იორკშირში ბაზრობაზე წა-
ასხა სამას სამოცდათოთხმეტი ცხვარი, მთელ ამ სამას სამოცდათხუთმეტ
ცოცხალ არსებაში ყველაზე საინტერესო და გონიერი ვული იყო. 
ნორთუმბერლანდში მოგზაურობამ მშვიდობიანად ჩაიარა. მდინარე ტა-
ინზე ცხვარი ბორანით გადაიყვანეს და მშვიდობიანად გადასხეს ახრჩოლე-
ბულ ქალაქ საუთ-შილდზში. ის-ის იყო ქალაქში შევიდნენ, რომ ვეებერთე-
ლა ფაბრიკის მილებმა შავი ბოლის ბოლქვები ამოანთხიეს. ჩამობნელდა. 
ბოლი საავდრო ღრუბელივით დაეკიდა ქუჩების თავზე. ცხვრებმა იფიქრეს, 
ქარიშხალი მოახლოვდაო. შეეშინდათ, დაფრთხნენ და, მიუხედავად დარა-
ჯების ყოველგვარი ცდისა. სამას სამოცდათოთხმეტი მიმართულებით გაი-
ფანტნენ ქალაქში. 
რობინი აღშფოთდა. რასაკვირველია, იმ ზომამდე, რა ზომამდეც შეეძ-
ლო აღშფოთება მის პატარა სულს. გამოყეყეჩებული მისჩერებოდა გაქცეულ
ცხვრებს. მერე კი უბრძანა: 
_ ვული, ერთი თავი მოუყარე მაგათ! 
ამ გონებრივი გარჯის შემდეგ რობინს აღარაფერზე შეუწუხებია თავი. 
ჩიბუხი გააბოლა, ჩამოჯდა და დაწყებული წინდის ქსოვა გააგრძელა. 
ვული ისე ეთაყვანებოდა რობინს, როგორც ღმერთს. მაშინვე გავარდა
სამას სამოცდათოთხმეტი მიმართულებით და რობინს თავისი წინდა ჯერ
კიდევ არ დაემთავრებინა, რომ დაეწია და ბორანთან წამოსკუპულ ჯიხურ-
თან მოუყარა თავი სამას სამოცდათოთხმეტ ლტოლვილს. ბოლოს და ბო-
ლოს ისევ ვულიმ მისცა ნიშანი, რომ ყველა ადგილზე იყო. მოხუცმა მწყემ-
სმა დაიწყო თვლა: 370, 371, 372, 373... 
_ ვული, _ საყვედურით მიუბრუნდა ის ძაღლს, _ აქ ყველა არ არის! ერ-
თი აკლია. კიდევ მოძებნე! 
ვული სირცხვილისაგან კინაღამ დაიწვა და გაიქცა ქალაქში დაკარგული
ცხვრის საძებნელად. 
მალე ვიღაც პატარა ბიჭმა მიუთითა რობინს თავის შეცდომაზე: სამას
სამოცდათოთხმეტივე ცხვარი ადგილზე იყო. მოხუცი სახტად დარჩა. რო-
გორ მოქცეულიყო? ნაბრძანები ჰქონდა, დროით ჩასულიყო იორკშირში, მე-
ორე მხრივ, იცოდა, რომ სიამაყე ნებას არ მისცემდა ვულის უცხვროდ დაბ-
რუნებულიყო. უმალ სხვის ცხვარს მოიპარავდა, ვიდრე ხელცარიელი მოვი-
დოდა. 
189ამდაგვარი ამბავი ადრეც მოხდა რამდენჯერმე და უსიამოვნებას ვერ ას-
ცდნენ. 
რობინი ძალიან შეფიქრიანდა. რა ექნა? შეეშინდა, ღმერთი არ გამიწყრეს
და კვირაში ხუთი შილინგი არ დავკარგოო. მართალია, ვული შესანიშნავი
ძაღლი იყო და მისი დაკარგვა ძალიან ენანებოდა. მაგრამ პატრონის ბრძანე-
ბის შეუსრულებლობა არ იქნებოდა. გარდა ამისა, ვულის რომ სხვისი ცხვა-
რი მოეპარაფარის შესავსებად, რა უნდა ექნარობინს აქ, უცხო მხარეში? 
ამისთანა ფიქრებმა რობინი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ გადაწყვიტა ვუ-
ლის დატოვება და გზის გაგრძელება. მშვიდობიანად დაამთავრა თუ არა
მან ეს მოგზაურობა, არავინ იცის. კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერე-
სებს. 
ამასობაში ვულიმ შემოირბინა მთელი ქუჩები. ამაოდ ეძებდა დაკარ-
გულ ცხვარს. მთელი დღე ძებნაში გაატარა, საღამოხანს კი მშიერი და დაღ-
ლილი დამნაშავესავით მიიძურწა ბორანთან და დაინახა, რომ არც პატრონი
და არც ცხვარი იქ აღარიყო. 
ვული ისე შეწუხდა, შეგეცოდებოდათ. საწყალობელი წკმუტუნით დარ-
ბოდა წინ და უკან. მერე ბორნით მეორე ნაპირზე გადავიდა და ყველა კუნ-
ჭული შემოირბინა, რობინს ეძებდა. ვერსად რომ ვერ ნახა, ისევ საუთ-შილ-
დზში დაბრუნდა და ახლა იქ ეძება მთელი ღამე. მომდევნო დღეც რობინის
ძებნაში გაატარა და რამდენჯერმე გადავიდ-გადმოვიდა ბორნით გაღმა-გა-
მოღმა მხარეს. ათვალიერებდა და ყნოსავდა ყველას, ვინც კი ბორანთან მი-
ვიდოდა. ჩამოირბინა ახლომახლო დუქნები და ერთი თვალის გადავლე-
ბით ჩამოათვალიერა, ჩემი პატრონი სადმე აქ ხომ არ არისო. ასე მოიქცა შემ-
დეგ დღესაც. ყნოსავდა ყველას, ვინც კი ბორანთან მივიდოდა. 
ბორანი დღეში ორმოცდაათ რეისს აკეთებდა და თითო გადაყვანაზე სა-
შუალოდ ასი კაცი გადაჰყავდა. მაგრამ ვული ყოველ მოსვლაზე ჩამოსას-
ვლელთან იდგა და მიწაზე გადმოდგმულ ყოველ წყვილ ფეხს ყნოსავდა. იმ
დღეს მან ხუთი ათასზე მეტი წყვილი ფეხი, ანუ ათი ათას ფეხზე მეტი გა-
მოიკვლია. ასე გაგრძელდა მეორე დღესაც, მესამე დღესაც და მთელ კვირას. 
ძაღლი ერთი წუთითაც არ ტოვებდა თავის პოსტს. ჭამაც აღარ ახსოვდა. 
მაგრამ შიმშილმა და დაღლილობამ თავისი ქნა, ძალიან გახდა და გაავდა. 
ასე რომ, ოდნავი ცდაც კი _ ხელი შეეშალათ ყოველდღიურ საქმიანობაში _ 
ფეხების ყნოსვაში _ სიბრაზისაგან გონებას აკარგვინებდა. 
დღე დღეს მისდევდა, კვირა კვრას. ვული კი უცდიდა თავის პატრონს. 
თვალები გზისკენ აწყდებოდა. მაგრამ რობინი არა და არ ბრუნდებოდა. მე-
ბორნეები პატივისცემით გაიმსჭვალნენ მისი ერთგულებისადმი. თავდა-
პირველად ძაღლი ზიზღით უარყოფდა შეთავაზებულ საჭმელსა და თავშე-
საფარს. არავინ იცოდა, რით ირჩენდა თავს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, შიმ-
შილმა აიძულა, მიეღო მოწყალება. მთელ ქვეყანაზე გამძვინვარებული ვუ-
ლი ერთგული დარჩა თავისი პატრონისა. 
ვული მე თოთხმეტი თვის შემდეგ გავიცანი. ისევ ერთგულად დარა-
ჯობდა ბორანთან, მაგრამ უკვე მოეხედა და მოსუქებულიყო. მისი ჭკვიანი
დრუნჩი, მოელვარე თვალები და წაწვეტებული ყურები ძალაუნებურად იქ-
ცევდნენ ყურადღებას. როგორც კი დარწმუნდა, რომ ჩემი ფეხები ის ფეხები
190არ იყო, რომელიც მას სჭირდებოდა, მაშინვე დაკარგა ჩემდამი ყოველგვარი
ინტერესი. რამდენს არ ვეცადე მომდევნო ცხრა თვის მანძილზე გამება მას-
თან მეგობრობა, არაფერი გამოვიდა. მისთვის მეც ისეთივე გამვლელი ვიყა-
ვი, როგორც სხვები, არც მეტი, არც ნაკლები. ასე გაატარა ამ ერთგულმა ძაღ-
ლმა ბორანთან მთელი ორი წელი. განა ვული იმიტომ არ ბრუნდებოდა
მშობლიურ მთებში, რომ დაკარგვისა ეშინოდა ანდა მანძილი ეშორებოდა. _ 
არა, ის იმიტომ არ შორდებოდა ბორანს, რომ დარწმუნებული იყო, მის პატ-
რონს, ღვთიურ რობინს, ასე სურდა. უნდოდა იქ დარჩენილიყო. ჰოდა, ისიც
დარჩა. 
მაგრამ ვული ყოველთვის გადადიოდა ბორნით მეორე ნაპირზე, როცა
ასეთირამ საქმისათვის საჭიროდ მიაჩნდა. ძაღლის გადაყვანა, ჩვეულებრივ, 
ერთი პენი ღირდა. და, როცა ვულიმ ბოლოს და ბოლოს თავი მიანება გა-
დასვლა-გადმოსვლას, მებორნეებმა იანგარიშეს, რომ მას რამდენიმე ასეუ-
ლი გირვანქა ემართა კომპანიისა. 
ვულის არ გაუშვია არც ერთი მგზავრი, რომ არ დაეყნოსა. მთლიანად
თუ ავიღებთ, ექვს მილიონამდეფეხი მაინც გამოიკვლია ამ საკვირველმა ექ-
სპერტმა. მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. ვული მაინც ერთგული დარჩა. თუმ-
ცა, ცხადია, ამდენმა მოლოდინმა ხასიათი გაუფუჭა. 
რობინის ამბისა ვერაფერი გავიგეთ. მაგრამ ერთხელ ბორანთან ერთი
მეჯოგე ჩავიდა. ვული ჩვეულებისამებრ ყნოსავდა გამვლელებს და უეცრად
შეხტა, ბალანი ყალყზე დაუდგა და აცახცახდა. მერე ჩუმად დაიღრინა და
მეჯოგეს მიაჩერდა. 
მებორნეები ვერმიხვდნენ, რა მოხდა. და ერთ-ერთმა მეჯოგეს დაუძახა: 
_ შენ, ეი, ჩვენს ძაღლს არაფერი დაუშავო! 
_ ვინრა უნდა დაუშავოს, სულელო. თვითონ არაფერი დამიშავოს! 
შემდგომი ახსნა-განმარტება საჭირო აღარ გამხდარა, ყველაფერი მალე
გაირკვა. ვულის სრულიად შეეცვალა საქციელი, ფოლორცულად მიელაქუ-
ცა უცნობს და მოჰყვა კუდის ქიცინს, რაც ერთხელაც არ გაუკეთებია მთელი
ამ წლების მანძილზე. 
თურმე მეჯოგე დორლი იცნობდა რობინს. მას მოხუცის მოქსოვილი და
ნახმარი შარფი და სამკლაურები ეკეთა. ვულიმ იცნო პატრონის სუნი და
რადგან იმედი გადაუწყდა, რომ როდისმე კიდევ ნახავდა მას, დატოვა თა-
ვისი ბოსელი და გადაწყვიტა სამკლაურების პატრონს გაჰყოლოდა. 
დორლი ძალიან კმაყოფილი დარჩა და სიამოვნებით წაიყვანა ვული
დერბიშირის მთებში, სადაც ვული დაუბრუნდა თავის ადრინდელ მოვალე-
ობას _ ფარის დარაჯობას. 
II 
მონსალდელი დერბიშირის ერთი ყველაზე ცნობილი ვაკეა. ამ მხარის
ერთადერთ სამიკიტნოს «ღორი და სასტვენი» ერქვა. ხოლო მისი პატრონი
ჩასუქებული საზრიანი იორკშირელი ჯო გრეტორექსი იყო. ბუნებამ იგი
დაუსურლებელი მიწების პიონერად გააჩინა. ცხოვრებამ კი მიკიტნად აქ-
ცია, მაგრამ თანდაყოლილმა მისწრაფებამ აიძულა... თუმცა ამას არა აქვს
191დიდი მნიშვნელობა! საკმარისია ითქვას, რომ ამ მხარეში ხშირი იყო უკანო-
ნო ნადირობა. 
ვაკის აღმოსავლეთ ფერდობზე, სწორედ ჯოს დუქნის თავზე ცხოვრობ-
და ახლა ვული. ამ გარემოებამაც ითამაშა თავისი როლი, როცა მონსალ-
დელში ჩასვლა გადაწყვიტე. დორლის, ვულის ახალ პატრონს, ვაკეზე პატა-
რა მიწა ჰქონდა, ცხვარი კი ბლომად ჰყავდა იალაღზე. ვული მათაც ისე
ფხიზლად დარაჯობდა, როგორც თავის ძველ ფარას. გარშემო უვლიდა, 
თვალს არ აშორებდა, საღამოს კი ფარეხში ერეკებოდა. უკარება, პირქუში
ძაღლი იყო და წარამარა იღრინებოდა უცხოების დანახვაზე. მაგრამ ფარას
ისე ყურადღებით იცავდა, რომ დორლის მთელი წლის მანძილზე, ერთი
ბატკანი რა არის, ისიც არ დაუკარგავს. თუმცა მეზობელ ფერმერებს, ჩვეუ-
ლებისამებრ, ძლიერ დიდ ზარალს აყენებდნენ არწივები და მელიები. 
ამ ადგილებში მეძებრებით მელიებზე ნადირობა ჭირდა. ფრიალო
კლდეები, ქვის მაღალი ხერგილები და უფსკრულები მონადირეებს ხელს
უშლიდნენ ცხენდაცხენ მიჰყოლოდნენ ძაღლების ხროვას. ხოლო კლდეებში
მელიებს იმდენი საიმედო სამალავი ჰქონდათ, რომ კაცი გაკვირდებოდა, 
რატომ კიდევ უფრო არგამრავლდნენ ისინი მონსალდელში. 
ეს კია, 1881 წლამდე მელიებზე არავის დაუჩივლია. მაგრამ ბოლო დროს
ნოყიერი საძოვრების მახლობლად ისე ჩასახლდა ერთი ბებერი ცბიერი მე-
ლა, როგორც თაგვი ყველის შუაგულში. ის მასხარად იგდებდა მონადირეე-
ბის მეძებრებსაც დაფერმერების ძაღლებსაც. 
ვინ მოთვლის, ნადირობის დროს რამდენჯერ ასდევნებიან მეძებრები ამ
მელას. მაგრამ ის ყოველთვის ეშმაკის ნახვრეტს შეაფარებდა ხოლმე თავს. 
ამ ხეობაში, სადაც კლდეები მთელ მილზე ნაპრალებითაა დასერილი, მელა
სრულიად უვნებელი იყო. იქაური ფერმერები მალე მივიდნენ იმ დასკვნამ-
დე, რომ მელას ტყუილად არ შეყვარებია ეშმაკის ნახვრეტი. ხოლო როცა
ერთ-ერთი მწევარი, რომელმაც ხეობის შესასვლელში კინაღამ სტაცა პირი
მელას, ერთი კვირის თავზე გაცოფდა, უკვე აღარავის ეჭვი არ ეპარებოდა, 
რომ მელა თვით ეშმაკისღვიძლი და იყო. 
ამასობაში მელა მეტისმეტად გაბედულად ესხმოდა თავს ფარეხებს და
იტაცებდა ბატკნებს. ხშირად მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, მაგრამ ყოველ-
თვის ახერხებდა თავის დაღწევას, როგორც ბევრ მელას სჩვევია ხოლმე. სი-
ბერეში, ბოლოს და ბოლოს, მაინც საქონლის ხოცვა დაიწყო «ხოცვის ხე-
ლოვნების სიყვარულით». 
ფერმერმა დიგბიმ ერთ ღამეში ათი ბატკანი დაკარგა. მეორე ღამეს კე-
როლმა დაკარგა შვიდი. შემდეგ მღვდლის საიხვე გამოაცარიელეს. ერთი
სიტყვით, იშვიათი იყო ისეთი ღამე, რომ ვინმეს არ დაეჩივლა, ფრინველი, 
ცხვარი ანდა სულაც ხბო დავკარგეო. 
ყველა ეს მკვლელობა ბრალდებოდა ეშმაკის ნახვრეტის ბინადარმელას: 
ამ მელასი მარტო ის იცოდნენ, რომ ძალზე დიდი იყო, ვინაიდან ზორბა ნა-
ფეხურებს ტოვებდა. ვერც ერთმა მონადირემ ვერ მოახერხა კარგად შეეთვა-
ლიერებინა მხეცი. მეძებართა ხროვის საუკეთესო ძალები _ ტენდერი და
ბული მის ნაკვალევს რომ წააწყდებოდნენ, ხმას არ იღებდნენ და არაფრით
არ უნდოდათ, კვალს გაჰყოლოდნენ. 
192როცა ხმა დაირხა, მელა ცოფიანიაო, ადგილობრივი ნადირობის უფ-
როსმა მონსალდელში ფეხი ამოიკვეთა, ხოლო ფერმერებმა ჯოს მეთაურო-
ბით, თავი მოიყარეს და გადაწყვიტეს, როგორც კი თოვლს ჩამოყრიდა, არა-
ვითარი წესისათვის ყური არ ეთხოვებინათ და წყეულ მელას საერთო ძა-
ლით გასწორებოდნენ. 
თოვლი არ მოდიოდა და წითური ავაზაკი ძველებურად დაპარპაშებდა. 
მიუხედავად იმისა, რომ ცოფიანი იყო, ფრთხილად და ეშმაკურად მუშაობ-
და. ორი ღამე ზედიზედ არასოდეს ეწვეოდა ერთსა და იმავე ფერმას. არასო-
დეს შეჭამდა იმ ადგილას არაფერს, სადაც მკვლელობას ჩაიდენდა და წას-
ვლისას არასოდეს ტოვებდა კვალს. ჩვეულებრივ, მისი ნაკვალევი გზასა-
ვალთან, გამხმარბალახზე შეწყდებოდა ხოლმე, რომ არავინ მიჰყოლოდა. 
მე კი ვნახე ერთხელ ის ვერანა. გვიან ღამით ბეკუელიდან მონსალდელ-
ში ვბრუნდებოდი. ქარიშხალი მძვინვარებდა, სტედის ფარეხს რომ ჩავუარე. 
უეცრად იელვა და წუთით კაშკაშა სინათლეზე ისეთი სურათი დავინახე, 
სამუდამოდ დამამახსოვრდა. გზის პირას, ჩემგან ოც ნაბიჯზე, ვეებერთელა
მელა იჯდა უკანა თათებზე და ბოროტად მომჩერებოდა. თან საეჭვოდ
ილოკავდა დრუნჩს. მეტი არაფერი დამინახავს და ალბათ ეს შემთხვევაც
დამავიწყდებოდა, ანდა ვიფიქრებდი, მომელანდა-მეთქი, მეორე დილას ამ
ფარეხში ოცდასამი მოკლული ბატკანი და ცხვარირომ არენახათ. 
მარტო ერთ კაცს ვერაფერი დააკლო მტაცებელმა. ეს კაცი დორლი გახ-
ლდათ. მართალია, ის სულ რაღაც ერთ მილზე ცხოვრობდა ეშმაკის ნახვრე-
ტიდან, მაგრამ მელია მაინც პირს არ აკარებდა მის ცხვრებს. ერთგულმა ვუ-
ლიმ დაამტკიცა, რომ მთელი იმ უბნის ძაღლებად ღირდა. ყოველ საღამოს
უკლებლივ მოერეკებოდა შინ ფარას. ერთი ცხვარიც არ დაკლებია. ჯანი გა-
ვარდნოდა, რამდენიც უნდოდა ეწანწალა ცოფიან მელას დორლის ფერმის
გარშემო. _ მამაცი, ჭკვიანი, მკვირცხლი ვული ღირსეული მეტოქე იყო და
თავისი პატრონის ფარას ხომ ცივ ნიავს არ აკარებდა. თვითონაც მთელი და
უვნებელი დადიოდა. 
ვულის ყველა პატივს სცემდა და ყველას საყვარელი ძაღლი იქნებოდა, 
მისი ჭირვეული ხასიათი რომ არა. მხიარული ზნისა არასოდეს ყოფილა, 
მაგრამ ახლა თანდათან უფრო პირქუში გახდა. ძაღლს თითქოს შეუყვარდა
დორლი და მისი უფროსი ქალიშვილი, ლამაზი, მხიარული გოგონა გულ-
და. გულდა დიასახლისობდა ოჯახში და ძაღლსაც ის აჭმევდა. ოჯახის სხვა
წევრებს კიდევ როგორღაც იტანდა, მთელი დანარჩენი სამყარო კი _ ხალხიც
და ძაღლებიც _ სძულდა. 
ერთხელ დორლის სახლის უკან უდაბურ ადგილას ბილიკს მივყვებო-
დი. ვული შესასვლელთან იწვა. რომ მივუახლოვდი, წამოდგა, თითქოს არც
დავუნახივარ. ბილიკზე გამოვიდა და ჩემგან ათიოდე ნაბიჯზე გარდიგარ-
დმო დადგა. გაუნძრევლად იდგა და დაჟინებით გაიყურებოდა სადღაც
შორს. მარტო მისი ოდნავ აყალყული კეფა მიუთითებდა, რომ ცოცხალი
ძაღლი იყო და არა ქანდაკება. არც მაშინ განძრეულა, როცა გავუსწორდი. ხა-
თაბალის თავი არ მქონდა. გვერდი ავუარე და გზა განვაგრძე. ვული გამო-
ცოცხლდა, მაგრამ ძველებურად ავის მომასწავებლად დუმდა. ოციოდე ნა-
ბიჯი გაირბინა და ისევ გადამიდგა გზაზე. ერთხელ კიდევ გავუსწორდი. 
193ისევ გადავედი ბილიკიდან და ცხვირწინ ჩავუარე. კრინტი არ დაუძრავს, 
ისე მეცა მარცხენა ფეხის ქუსლში. მინდოდა მეორე ფეხი ჩამეცხო, მაგრამ
აიცილა. რადგან ჯოხი არა მქონდა, დავწვდი დიდ ქვას და ვესროლე. 
ქვა ბარძაყში მოხვდა და არხში ჩააგდო. ვულიმ ბრაზიანად დაიღრინა, 
მაგრამ არხიდან რომ ამოფოფხდა, აღარ შემოუტევია, კოჭლობით გამცილ-
და. 
ხომ ასეთი მძვინვარე და პირქუში იყო ვული მთელი ქვეყნის მიმართ, 
ის ძალიან ალერსიანად ექცეოდა დორლის ცხვრებს, უფრთხილდებოდა. 
ათას რამეს ჰყვებოდნენ ვულის გმირობაზე: როგორგადაარჩინა მან უეჭველ
სიკვდილს ორმოში თუ ჭაობში ჩაცვენილი ბატკნები, როგორ ფხიზლად და-
რაჯობდა არწივებს და ვაჟკაცურად იგერიებდა მათ. 
III 
მონსალდელის ფერმები ისევ ძველებურად უხდიდნენ ხარკს ცოფიან
მელას ყოველღამე, როცა ბოლოს და ბოლოს თოვლიც დადო. საცოდავ
ქვრივ ჯელტს ხელიდან გამოაცალა მთელი ფარა _ ოცი ცხვარი და მეორე
დღეს, ინათა თუ არა, მთელი სოფელი დასაზვერად გაეფინა. თოვლზე იპო-
ვეს მოზრდილი ნაფეხურები, ეჭვი არ იყო, მრისხანე მკვლელისა. და თოფ-
მომარჯვებული მხარბეჭიანიფერმერები დაადგნენ მელიის კვალს. 
თავდაპირველად კვალი გარკვევით ჩანდა თოვლზე, მაგრამ მდინარეს-
თან მელას ჩვეული ეშმაკობა ეხმარა _ წყალთან ჩასულიყო, დაჰყოლოდა
დინებას და გაუყინავ სწრაფ ნაკადში ჩამხტარიყო. მეორე ნაპირზე არავითა-
რი კვალი არ ჩანდა, მხოლოდ დიდი ხნის ძებნის შემდეგ მიაგნეს მონადი-
რეებმა იმ ადგილს, სადაც მელა წყლიდან გამოსულიყო. აქედან კვალმა ისი-
ნი ქვის მაღალ კედელთან მიიყვანა. იქ თოვლი არ იდო. მაგრამ ჯიუტ მონა-
დირეებს ძებნაზე ხელის აღება არ უნდოდათ. როცა კვალმა გადაჭრა ქვის
კედელსა და დიდ გზას შორის გაწოლილი ზოლი, მონადირეთა აზრი გაი-
ყო: ერთნი ამტკიცებდნენ, კვალი ზემოთ მიუყვებაო გზას, მეორენი კი, პი-
რიქით, ქვემოთ ჩადისო. მაგრამ ჯომ შეარიგა მოკამათეები და კარგა ხნის
ძებნის შემდეგ მონადირეები წააწყდნენ იმავე კვალს, თუმცა ზოგის აზრით, 
ეს უფრო დიდი ზომისა იყო. ამ კვალმა ისინი მიიყვანა ბაკთან, რომლის
მდგმურებიც უვნებელნი და საღ-სალამათნი იყვნენ. იქიდან ეშმაკი მხეცი
ვიღაც გამვლელის ნაფეხურებს გაჰყოლოდა, შარაგზაზე გასულიყო და პირ-
დაპირ დორლისფერმაში მისულიყო. 
იმ დღეს თოვლის გამო ცხვარი გარეთ არგაერეკათ. ვული თავისუფალი
იყო, ფიცრებზე იწვა და მზეზე თბებოდა. მონადირეები რომ სახლს მიუახ-
ლოვდნენ, ბრაზიანად დაიღრინა და ცხვრებს მიაშურა. 
ჯო გრეტორექსი უკან გაჰყვა. მის ნაფეხურებს რომ დახედა, გაქვავდა, 
მერე გაქცეულ ძაღლზე მიაშვირა თითი და შესძახა: 
_ ხალხო, ჩვენ გვეგონა, რომ მელიის კვალს მივყვებოდით, ქვრივის
ცხვრები კი ამას არგამოუფატრავს? 
ზოგმა კვერი დაუკრა ჯოს. სხვებმა გაიხსენეს, გზაზე კვალირომ აერიათ
და წინადადება წამოაყენეს, დავბრუნდეთ უკან და ყველაფერი რიგიანად
გავარკვიოთო. 
194ამ დროს სახლიდან გამოვიდა თავად დორლი. 
_ ტომ, _ უთხრა ჯო გრეტორექსმა, _ შენმა ძაღლმა წუხელ ოცი ცხვარი
გამოუფატრა ქვრივ ჯელტს. მე მგონია, ეგ ამისთანარამეს პირველად არ უნ-
და აკეთებდეს. 
_ რას ამბობ, კაცო, _ შეეპასუხა ტომ დორლი, _ ხომ არ გადარეულხარ! 
ვულიზე კარგი დარაჯი ჩემს ცხვრებს ჯერ არა ჰყოლიათ. ისე უყვარს
ცხვრები, როგორცღვიძლი შვილები. 
_ მოდი და დაიჯერე! ჩვენი თვალით მაინც არ გვენახა, რაც მაგან თავის
«შვილებს» უყო ქვრივ ჯელტთან, _ თქვა ჯომ. 
ტყუილად უყვებოდნენ დორლის იმდილანდელ ამბებს. ამაოდ ცდი-
ლობდნენ მის დარწმუნებას. დორლის არაფრის გაგონება არ უნდოდა და
ირწმუნებოდა, ყველაფერი იმიტომ მოიგონეთ, რომ ვული წამართვათ, შუ-
რი გალაპარაკებთო. 
_ ვული ყოველღამე სამზარეულოში იძინებს, _ ამბობდა ის, _ და იქიდან
მხოლოდ ცხვრების საყარაულოდ ვუშვებთ. ძაღლი მთელი წელი ცხვრებ-
თან ცხოვრობს და ამ ხნის მანძილზე ერთი სულიც არ დაგვკარგვია. გესმის, 
ადამიანო? 
ტომ დორლი ძალიან აღელდა, რადგან მთელი ეს ამბავი მხოლოდ ვუ-
ლის სიცოცხლისა და პატიოსანი სახელის ხელყოფის სურვილით ახსნა. ჯო
და მისი მომხრეებიც გაცხარდნენ და, ვინ იცის, საქმე რით დამთავრდებო-
და, ლაპარაკში გულდარომ არჩარეულიყო. 
_ მამა, _ უთხრა გოგონამ დორლის, _ მოდი, ამაღამ სამზარეულოში
დავწვები. თუ ვული გაიპარება, ხომ დავინახავ. თუ ღამე შინ დარჩება, ხო-
ლო მეზობლებს ცხვრებს ისევ დაუხოცავს რამე, მაშასადამე, ვული არაფერ
შუაში არიქნება. 
მართლაც ასე მოიქცა გულდა. სამზარეულოში გრძელ სკამზე დაწვა, ვუ-
ლიმ კი, ჩვეულებისამებრ, სამზარეულო მაგიდის ქვეშ მოიკალათა. რამდე-
ნიმე ხნის შემდეგ ვული აწრიალდა, შეტრიალ-შემოტრიალდა თავის ჩულ-
ზე. ერთი-ორჯერწამოდგა, გაიზმორა. გულდას გადახედა და ისევ დაწვა. 
ღამის ორი საათისთვის ვულის, ეტყობა, უკვე აღარ შეეძლო წინააღმდე-
გობა გაეწია რომელიღაც აუხსნელი შინაგანი სურვილისათვის. ნელა წა-
მოდგა, ჯერ დაბალ ფანჯარას შეხედა, მერე უძრავად მწოლიარე ახალგაზ-
რდა ქალს. გულდა ღრმად და მშვიდად სუნთქავდა, ვითომ ეძინა. ვული მი-
უახლოვდა, დაყნოსა და სახეში შეუბერა. მაგრამ გოგონა არ განძრეულა. მა-
შინ ძაღლმა ნელა წაკრა ცხვირი, ყურები დაცქვიტა, თავი გვერდზე მიიღო
და ყურადღებით დააცქერდა მშვიდ სახეზე. 
გულდა არ განძრეულა. მაშინ ვული ჩუმად მიიპარა ფანჯარასთან, მსუ-
ბუქი ჩარჩოს ტიხარს ცხვირი მიაჭირა და ფანჯარა იმხელაზე შეაღო, რომ
ქვეშ თითი შეეცურებინა. მერე ჩარჩო ცხვირით ასწია და გარეთ გაძვრა. ჩარ-
ჩოს რომ ძირს უშვებდა, ზურგითა და კუდით ისე მარჯვედ ეკავა, რომ მა-
შინვე მიხვდებოდით, ამ საქმეს ის პირველად არ აკეთებდა. ფანჯრის გა-
დაღმა ვული მაშინვე სიბნელეში გაუჩინარდა. 
უსაზღვროდ გაოცებული გულდა შეუმჩნევლად უთვალთვალებდა
ძაღლს. ცოტაც მოიცადა და რომ დარწმუნდა, ნამდვილად გაიქცაო, წამოდ-
195გა. უნდოდა, მაშინვე დაეძახა მამისათვის, მაგრამ იფიქრა, მოვიცდი, ვნახავ, 
რას იზამსო. ის ჩააშტერდაღამის სიბნელეს, მაგრამ ვული არსად ჩანდა. 
გულდამ ღუმელს შეშა შეუკეთა და ისევ დაწვა სკამზე. ასე იწვა ის ერთ
საათზე მეტხანს თვალმოუხუჭავად და ყურს უგდებდა საათის წიკწიკს. 
ოდნავ გაფაჩუნებაზეც კი შიშით კრთოდა. 
გოგონა გაოგნებული ფიქრობდა ძაღლზე: ნუთუ მართლა ვულიმ დაგ-
ლიჯა ქვრივის ცხვრები? 
კიდევ უფრო სახტად დარჩა, როცა გაიხსენა, რა მზრუნველობითა და
ალერსით ექცეოდა ვული მათ საკუთარცხვრებს. 
ერთი საათიც გავიდა. 
გულდამ ფანჯრის გადაღმიდან შრიალი გაიგონა და გულმა ბაგაბუგი
დაუწყო. 
ისევ აიწია ფანჯარა, მერე დაიხურა და ერთ წუთში ვული უკვე სამზა-
რეულოში იყო. 
ცეცხლის მოციმციმე შუქზე გულდამ შეამჩნია, რომ ძაღლს თვალები
რაღაც უცნაურად, ველურად უელავდა, დრუნჩი და ქათქათა მკერდიც კი
სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. ქოშინებდა, მაგრამ ცდილობდა სუნთქვა
შეეკავებინა. გოგონას დააცქერდა. გულდა არ განძრეულა. მაშინ დამშვიდე-
ბული თავის ადგილას დაწვა და დაიწყო დრუნჩისა და თათების ლოკვა, 
თან ჩუმად იღრინებოდა, თითქოს ცხელ გულზერაღაც ამბავს იხსენებსო. 
გულდას უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ჯო გრეტორექსი მართალი
იყო. უეცრად ახალი აზრი მოუვიდა თავში. ის ახლაღა მიხვდა, რომ მონ-
სალდელის უცნაური, მოჯადოებული მელა აქ, მის თვალწინ იყო! 
გოგონაფეხზე წამოხტა, ვულის თვალებში ჩახედა და წამოიძახა: 
_ ვული! ვული! მაშ, ყველაფერი მართალია?!. ოჰ, ვული, რა მრისხანე
მხეცი ყოფილხარ!.. 
მეხის გავარდნასავით გაისმა გოგონას ხმა სამზარეულოში. ვული თოფ-
ნაკრავივით გაქანდა უკან. მან განწირული მზერა ესროლა დახურულ ფან-
ჯარას, თვალები დააკვესა და ბალანი ყალყზე დაუდგა, მაგრამ მაშინვე ია-
ტაკზე გაერთხა და გოგონასაკენ გახოხდა, თითქოს შებრალებასა სთხოვსო. 
ის ნელ-ნელა მიხოხავდა ქალიშვილისაკენ, გეგონება ფეხების ალოკვა
უნდაო, მაგრამ ფეხებთან რომ მიუახლოვდა, კრინტი არ დაუძრავს, გამ-
ძვინვარებულმა ისე ისკუპა და შეეცადა ყელში სცემოდა გულდას. 
გულდამ ყელზე ხელის აფარებაღა მოასწრო, ვულის გრძელი ღოჯები
მაჯაში ჩაესო და ძვლამდე გააღწია. 
_ მიშველეთ! მიშველეთ!.. მამა! მამა!.. - დაიყვირა მან. 
ვული მსუბუქი იყო და გოგონამ წუთით მოახერხა მისი უკუგდება. მაგ-
რამ ძაღლის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა ზედმეტი იყო. ის მიხვდა, 
რომ წააგო და ამ წაგებისათვის სიცოცხლე უნდა გაეღო ან მას, ან გოგონას. 
_ მამა! მამა! _ ეძახდა გულდა მამას. ყვითელი გამძვინვარებული მხეცი
კი ცდილობდა, ყელი გამოეღადრა გოგონასათვის, კბენდა და კბილებით
გლეჯდა მის შიშველ ხელებს, რომლებსაც, ვინ მოსთვლის, რამდენჯერ გა-
მოუკვებიათ ის... 
196ამაოდ ცდილობდა გოგონა, მოეშორებინა ძაღლი თავიდან. თქმა არ უნ-
და, გამძვინვარებული მხეცი მალე ჩააფრინდებოდა ყელში კბილებით, რომ
იმ წუთას სამზარეულოში მამა არშემოვარდნილიყო. 
ვული, ისე, რომ არ დაურღვევია ავისმომასწავებელი დუმილი, ახლა
პირდაპირმამას ეცა. 
ის გაშმაგებით გლეჯდა და ღრღიდა დორლის ხელებს, ვიდრე ნაჯახის
მომაკვდინებელმა დარტყმამ ფილაქანზე არ დაანარცხა. სასიკვდილოდ გან-
წირული ძაღლი ხროტინებდა, იკლაკნებოდა და მაინც ცდილობდა წამომ-
დგარიყო, რომ გაეგრძელებინა უიმედო ბრძოლა. 
ნაჯახის ახალმა ელვისებურმა დარტყმამ თავის ქალა გაუხეთქა და კე-
რის ქვებზე მიასხმევინა ტვინი. იმ კერისა, რომელსაც ის ასე დიდხანს და
ერთგულად ემსახურებოდა. ვული _ ჭკვიანი, მრისხანე, ერთგული, ვერაგი
_ აკანკალდა, გაიზმორა და სამუდამოდ მიწყნარდა... 


წყარო: http://dspace.nplg.gov.ge/
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (04.04.2013)
ნანახია: 1757 | ტეგები: ”ვული” | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика