ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ჩინკი .ე. სეტონ-თომფსონი
ჩინკი უკვე იმხელა ლეკვი იყო, რომ თავი დიდ ძაღლად მოჰქონდა, მაგ-
რამ ჯერ კიდევ არ ჰგავდა დიდ ძაღლს, ის არ იყო ანჩხლი, შესახედაობაც კი
არა ჰქონდა ხეირიანი, არც ღონით გამოირჩეოდა, არც სისწრაფით, ერთი
ყველაზე ცელქი, ხმაურიანი, გულკეთილი და სულელი ლეკვი იყო იმ ლეკ-
ვთა შორის, რომელთაც ოდესმე თავისი პატრონის წუღები უღრღნიათ. მისი
პატრონი ბილ ობრი, მოხუცი მთიელი, იმხანად გარნეტის მთის ძირში, იე-
ლოუსტონის პარკში ცხოვრობდა. ეს ზედმიწევნით მყუდრო კუთხე კარგა
მანძილზე იყო ჩამოშორებული მოგზაურთა საყვარელი გზებიდან. ის ადგი-
ლიც, სადაც ბილმა თავისი კარავი დასცა, შეიძლებოდა ერთ-ერთ ყველაზე
მივარდნილ ადამიანურ სამყოფად მიგეჩნიათ, თუ არა ეს ბანჯგვლიანი, და-
უდეგარი ლეკვი. 
ჩინკს ვერასოდეს ნახავდით მშვიდად თუნდაც ხუთ წუთს. ის ხალისით
ასრულებდა ყველაფერს, რასაც უბრძანებდნენ. ერთთავად იმის ცდაში იყო, 
რაც შეიძლება სულელური და გაუგონარი ოინები ჩაედინა, ხოლო, როცა
ჩვეულებრივი და იოლი საქმის გაკეთებას უბრძანებდნენ, აუცილებლად გა-
აფუჭებდა ყველაფერს რაიმე გამოხდომით. ერთხელ, მაგალითად, მთელი
დილა იმაზე დახარჯა, რომ ამაოდ ცდილობდა შემხტარიყო მაღალ სწორ
ფიჭვზე, რომლის ტოტებშიც ციყვი დაინახა. 
რამდენიმე კვირის მანძილზე ჩინკის სანუკვარი ოცნება იყო, დაეჭირა
ჩანთოსანი ვირთაგვა. 
ჩანთოსანი ვირთაგვები ბლომად ცხოვრობდნენ ბილის კარვის ირ-
გვლივ. ამ პატარა ცხოველებს სჩვევიათ უკანა თათებზე დაჯდომა, წელში
გასწორება და წინა თათების გულზე მჭიდროდ დაკრეფა, რის გამოც შორი-
დან შეიძლება მიწიდან ამოშვერილ პალოებად მიიჩნიოთ. მოგზაურებს ღა-
მით ხშირად ეშლებათ ხოლმე, ვირთაგვა პალო ჰგონიათ და ზედ ცხენის გა-
მობმას ლამობენ. შეცდომა მაშინ გამჟღავნდება ხოლმე, როცა ვირთაგვა სა-
საცილო წრიპინით გაქრება მიწაში. 
ჩინკმა ხეობაში მისვლის დღიდანვე გადაწყვიტა უსიკვდილოდ დაეჭი-
რა ასეთი ვირთაგვა. როგორც სჩვეოდა, მაშინვე ათასი სისულელე ჩაიდინა. 
ვირთაგვამდე ჯერ კიდევ მეოთხედი მილი იყო, მშვენიერი ნაბული რომ გა-
აკეთა, შემდეგ ასიოდე ნაბიჯი კოლბოხებზე მუცლით იხოხა, მაგრამ მალე
207იმ ზომამდე აღეგზნო, რომ ვეღარ მოითმინა, წამოხტა და პირდაპირ გაეშუ-
რა თავის სოროზე ჩვეულებრივ პოზაში წამომჯდარი ვირთაგვასაკენ. წუ-
თის შემდეგ ჩინკი გაიქცა, ბოლოს ერთხელაც გააკეთა თავისი შეუდარებე-
ლი ნაბული, მიივიწყა ყოველგვარი სიფრთხილე და ყეფითა და ხტუნვა-
ხტუნვით გაექანა მტრისაკენ. ვირთაგვა უკანასკნელ მომენტამდე გაუნძრევ-
ლად იჯდა, შემდეგ უეცრად დაიწრიპინა და სოროში ჩაყვინთა, თან უკანა
თათებით მთელი მუჭა სილა პირდაპირ დაღებულ ხახაში შეაყარა ჩინკს. 
დღე დღეს მისდევდა ამგვარ უნაყოფო ცდაში, მაგრამ ჩინკი გულს არ
იტეხდა, დარწმუნებული იყო, რომ ამდენი მცდელობით, ბოლოს თავისას
მიაღწევდა. 
ერთ მშვენიერ დღეს, მას შემდეგ, რაც ჩინკმა ერთი ჩვეულებრივი ვირ-
თაგვას წინ ისევ გააკეთა თავისი არაჩვეულებრივად ოსტატური ნაბული, 
მერე მიყოლებით ჩაატარა ყველა სულელურიფინტი და ყველაფერი ეს დაა-
ბოლოვა მძვინვარე შეტევით, მან მართლაც იგდო ხელთ თავისი მსხვერ-
პლი. მაგრამ ამჯერად ისე მოხდა, რომ მის კბილებში ვირთაგვას ნაცვლად
ხის უბრალო პალო აღმოჩნდა. 
ძაღლი მშვენივრად ხვდება, როდის გაასულელებენ ხოლმე. ვისაც ამაში
ეჭვი ეპარება, უნდა ენახა ჩინკი, ლეკვი მთელი დღე კრავივით დარცხვენი-
ლი იყო და კარვის უკან იმალებოდა, რომ პატრონს არ მოხვედროდა თვალ-
ში. 
ჩინკი ბუნებით არა მარტო ფიცხი, საკმაოდ ჟინიანიც იყო და ამ მარცხს
დიდხანს არ გაუნელებია მისთვის გული. ვერაფერი დააკარგვინებდა სიმ-
ხნევეს. უნდოდა სულ ემოძრავა, სულ რაღაცა ეკეთებინა. ყოველი გავლილი
ფურგონი, ყოველი მხედარი, ყოველი საბალახოდ გამოსული ძროხა მისი
დევნის ობიექტი იყო; კატა, კატას ხომ ნუღარიტყვით, როგორც კი უახლოე-
სი სადარაჯოდან შემოხეტებულ კატას მოჰკრავდა თვალს, მისი პატრონე-
ბის _ დარაჯების _ წინაშე თავის წმიდათაწმიდა მოვალეობად თვლიდა, 
რაც შეიძლება მალე გაედენა ის შინ. მზად იყო, თუნდაც დღეში ოცჯერ გაქ-
ცეულიყო გახვრეტილი შლიაპის მოსატანად, რომელსაც ბილი, ჩვეულებ-
რივ, კელების ბუდეში მოისროდა ხოლმე და უბრძანებდა: «მოიტანეო!» 
კარგა დრო დასჭირდა ლეკვს, ვიდრე ამდენი უსიამოვნება ჭკუას ასწავ-
ლიდა და სიფიცხეს გაუნელებდა. ჩინკს უცბად არ შეუთვისებია, რომ ფურ-
გონებს გრძელი შოლტები და დიდი ავი ძაღლებიც ახლავს, რომ ცხენებს
ფეხებზე რაღაც კბილებისმაგვარი აქვთ, რომ ძროხებს თავი აღჭურვილი
აქვთ მაგარი კეტებით, რომ კატა არც ისე უწყინარია, როგორც ერთი შეხედ-
ვით ჩანს, და, ბოლოს, კელები და პეპლები ერთი და იგივე სულაც არ არის. 
დიახ, ამის გასაგებად დრო იყო საჭირო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ჩინკმა
ყველაფერი ისწავლა, რაც ყველა ძაღლს უნდა სცოდნოდა, და მის არსებაში
თანდათან იწყო გაღივება ძაღლური ჯანსაღი აზრის, მართალია, ჯერ სრუ-
ლიად პატარა, მაგრამ ცოცხალმა მარცვალმა. 
II 
ყველა სისულელე, რასაც ჩინკი სჩადიოდა, ბოლოს ერთი საკვირველი
სისულელით დამთავრდა. ეს იყო კოიოტის ამბავი. ამ კოიოტს იქვე, ჩვენი
208ბანაკის ახლოს, ჰქონდა ბინა, და, ეტყობა, მშვენივრად ესმოდა, ისე როგორც
სხვათა შორის იელოუსტონის პარკის სხვა ველურბინადართაც, რომ კანონი
იცავდა და აქ თოფის სროლა და ნადირობა აკრძალული იყო. ის პარკის
სწორედ იმ ნაწილში ცხოვრობდა, სადაც საყარაულო პოსტი იდგა და ჯა-
რისკაცებიფხიზლად ადევნებდნენ თვალს კანონის დაცვას. 
თავის ხელშეუხებლობაში დარწმუნებული კოიოტი ყოველღამე დაეხე-
ტებოდა ბანაკის ირგვლივ და დაეძებდა გადაყრილ ნარჩენებს. ნაკვალევს
რომ დავხედე, მივხვდი, რომ რამდენჯერმე შემოევლო ბანაკისთვის, მაგრამ
ახლოს მოსვლა ვერ გაებედა. შემდეგ ხშირად გვესმოდა, როგორ გაკიოდა
მხეცი, ჩავიდოდა თუ არა მზე, ანდა დილაადრიან, ირიჟრაჟებდა თუ არა. 
ყოველ დილას, გამოვიდოდი თუ არა, რომ მენახა, რა ცხოველები მოვიდნენ
იმ ღამით ჩვენს ნაგვის ვედროსთან, აშკარად ვხედავდი მის ნაკვალევს. მერე
და მერე ისე გათამამდა, რომ შიგადაშიგ დღისითაც მოდიოდა ბანაკთან, თა-
ვიდან შიშით, გაუბედავად, შემდეგ კი უფრო თამამად. ბოლოს არამცთუ
ყოველღამე გვესტუმრებოდა ხოლმე, დღისითაც ერთთავად ბანაკის ახლო-
მახლო დაწანწალებდა და რაიმე კბილქვეშ შესაგდებს ეძებდა. ხანდახან
დღისით, მზისით, ყველას თვალწინ სადმე მოშორებით კოლბოხის გვერ-
დით ჩაყუნცდებოდა. 
ერთ დილას, როცა კოიოტი ამგვარად იჯდა ბანაკიდან ორმოცდაათიო-
დე ნაბიჯზე, ერთ-ერთმა ჩვენგანმა ხუმრობით უთხრა ჩინკს: «ჩინკ, ხედავ
იმ კოიოტს? წადი და გააგდე!» 
ჩინკი მუდამ ასრულებდა ყველაფერს, რასაც კი ეუბნებოდნენ. ახლაც
თავის გამოჩენა მოუნდა და კისრისტეხით გამოუდგა კოიოტს, რომელმაც
იქიდან მოცოცხა. 
მართლაც დიდებული შეჯიბრი იყო სირბილში მეოთხედი მილის მან-
ძილზე; მაგრამ უეცრად კოიოტი მოტრიალდა და დაუწყო ლოდინი თავის
მდევარს. ჩინკმა მაშინვე მოისაზრა, რომ მისი საქმე ცუდად იყო და ბანაკი-
საკენ მოუსვა. მაგრამ კოიოტი უფრო სწრაფად გარბოდა. მალე წაეწია
ლეკვს, ჯერ ერთ გვერდში წაკბინა, მერე _ მეორეში, მთელი მისი იერი
სრულ კმაყოფილებას გამოხატავდა. 
ჩინკი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მოქროდა წკავწკავითა და ღრიალით, 
ასე სდია მისმა მტანჯველმა შეუსვენებლივ, ზედ ბანაკამდე. მრცხვენია, რომ
ვამბობ, მაგრამ ჩვენც კოიოტთან ერთად დავცინოდით საცოდავ ძაღლს. ასე
რომ, ჩინკი ვერ ეღირსა ჩვენს თანაგრძნობას. ერთხელ კიდევ განმეორდა ამ-
გვარი ცდა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით, და ჩინკმა გადაწყვიტა დაენე-
ბებინა თავი კოიოტისათვის. 
ჩინკმა კი გადაწყვიტა დაენებებინა თავი კოიოტისათვის, მაგრამ კოიო-
ტი აღარ ეშვებოდა ასეთ სასიამოვნო გართობას. ახლა ის ცისმარე დღე სრუ-
ლიად თავისუფლად დაყიალებდა ბანაკის მახლობლად, რადგან მშვენივ-
რად იცოდა, რომ ვერავინ გაბედავდა თოფის სროლას. მართლაც, ჩვენი თო-
ფების საკეტები დაბეჭდილი ჰქონდა სახელმწიფო აგენტს, ირგვლივ კი
ყველგან დაცვა იდგა. 
თითქოს კოიოტს სხვა საქმე არა ჰქონდა, სულ ჩინკის მოლოდინში იყო, 
შემთხვევას არ გაუშვებდა, რომ არ ეწამებინა. ლეკვმა იცოდა, ასიოდე ნაბი-
209ჯითაც რომ დასცილებოდა ბანაკს მარტოკა, კოიოტი მაშინე იქ გაჩნდებოდა, 
დაუწყებდა კბენას და მანამ არ მოეშვენოდა, სანამ უკანვე არ შეაგდებდა
პატრონის კარავში. 
დღე დღეს მისდევდა ამგვარ ტანჯვაში, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, ჩინ-
კის ცხოვრება სრულ წამებად არ იქცა. ის ვეღარ ბედავდა ორმოცდაათიოდე
ნაბიჯზე მოშორებოდა კარავს. მაშინაც კი, როცა ჩვენთან ერთად წამოვიდო-
და ხოლმე შემოგარენის შემოსავლელად, ეს თავხედი და ბოროტი კოიოტი
ფეხდაფეხ დასდევდა და შემთხვევას არ უშვებდა, რომ მასხარად არ აეგდო
საბრალო ჩინკი და არჩაეშხამებინა გასეირნების მთელი სიამოვნება. 
ბილ ობრიმ თავისი კარავი ჩვენგან ორ მილზე, მდინარის სათავისკენ
გადასწია. კოიოტიც ამავე მანძილზე გადასახლდა მდინარის აღმა. როგორც
ყველა მტაცებელს სჩვევია, რაკი წინააღმდეგობას არ წააწყდა, ისიც თანდა-
თან გათავხედდა და ჩინკი მუდმივი ძრწოლის ქვეშ ჰყავდა, რაც მის პატ-
რონს სიცილად არ ჰყოფნიდა. ჩვენგან თავისი გამოცალკევება ობრიმ იმით
ახსნა, ვითომ კარგ საბალახო ადგილს ეძებდა ცხენისთვის, მაგრამ მალე გა-
მოირკვა, თურმე მარტო დარჩენა იმიტომ უნდოდა, სადღაც ნაშოვნი არყის
გადაყლურწვაში არავინ ჩაზიარებოდა. რაკი ბილს ერთმა ბოთლმა ვერაფე-
რი უყო, მეორე დღეს შეკაზმა ცხენი. «ჩინკ, კარავს უყარაულეო!» _ დაუბარა
და ჭენებით გაუდგა გზას მთების გადაღმა უახლოესი სამიკიტნოსაკენ. ჩინ-
კი მორჩილად დარჩა სადარაჯოდ. მოიკუნტა და კარვის შესასვლელში ჩაწ-
ვა. 
III 
მიუხედავად იმისა, რომ ჩინკს ჯერ კიდევ ლეკვის ახირებული ხასიათი
ჰქონდა, ის მაინც ეზოს ძაღლი იყო და პატრონმა იცოდა, თავს არ დაზოგავ-
და დარიგიანად შეასრულებდა თავის მოვალეობას. 
ნაშუადღევს ვიღაც მთიელმა ჩაიარა ცხენით, ჩვეულებისამებრ, კარვის
შორიახლოს გაჩერდა და დაიძახა: 
_ ჰეი, ბილ! გესმის, ბილ! 
მაგრამ პასუხი რომ ვერ მიიღო, კარვისკენ გაემართა. ჩინკი საკადრისად
შეხვდა მოსულს: ბალანი ყალყზე დაუდგა და დიდი ძაღლივით დაიღრინა. 
მთიელი მიხვდა, რაშიც იყო საქმე და თავისი გზით წავიდა. 
მოსაღამოვდა. პატრონი ისევ არ ჩანდა, ჩინკს კი ძალიან მოშივდა. კა-
რავში ტომარა იდო, ხოლო ტომარაში ცოტაოდენი ლორი. მაგრამ პატრონმა
უბრძანა ჩინკს, ედარაჯა მისი ქონებისათვის და ჩინკი უმალ შიმშილით
მოკვდებოდა, ვიდრე ტომარას მიეკარებოდა. 
ბოლოს შიმშილით გაწამებულმა ჩინკმა გაბედა მიეტოვებინა თავისი სა-
გუშაგო და იმ იმედით, იქნებ თაგვი დავიჭირო ან რამე საჭმელი ვიპოვოო, 
დაიწყო სუნსული კარვის შორიახლოს. მაგრამ მოულოდნელად იმ საზიზ-
ღარმა კოიოტმა ისევ შეუტია და აიძულა უკან, კარვისკენ გაქცეულიყო. 
უცებ ჩინკი მთლიანად გარდაიქმნა. ეტყობა, თავისი მოვალეობა გაახ-
სენდა და ამან შემატა ძალა. ასე გადააქცევს ხოლმე კნუტის დაჩხავლება დე-
და კატას მძვინვარე ძუ ვეფხვად. ჩინკი ჯერ კიდევ ლეკვი იყო, მოსულელო
და ქოთქოთა, მაგრამ მასში ცოცხლობდა მემკვიდრეობით მიღებული მტკი-
210ცე ხასიათი, რომელიც წლების მანძილზე თანდათან უნდა განვითარებუ-
ლიყო. როცა კოიოტი შეეცადა, კარავში შეჰყოლოდა, _ მისი პატრონის კა-
რავში _ ჩინკი პატარა დემონივით გამეხებული დაუდგა მტერს პირისპირ. 
კოიოტმა უკან დაიხია. ის ბოროტად იღრინებოდა და ლეკვს ნაკუწ-ნა-
კუწ დაფლეთით ემუქრებოდა, მაგრამ კარავში შესვლა მაინც ვერგაბედა. 
და დაიწყო ნამდვილი ალყა. კოიოტი ყოველ წუთს მოდიოდა, გადი-გა-
მოდიოდა კარვის ირგვლივ, უკანა თათებით ფხოჭნიდა მიწას, თითქოს
ამით უნდა თავისი ზიზღი და სიძულვილი გამოხატოსო და მერე უცებ ისევ
კარვის შესასვლელისაკენ დაიძვრებოდა, ხოლო საბრალო ჩინკი, შიშისაგან
ცოცხალ-მკვდარი ჩინკი, მამაცად იცავდა ჩაბარებულ ქონებას. 
მთელი ამ ხნის მანძილზე არაფერი უჭამია. დღის განმავლობაში ორჯერ
მოახერხა იქვე, გვერდით, ნაკადულთან მირბენა და წყურვილის მოკვლა, 
მაგრამ საჭმელსაც ასე უცებ ხომ ვერ იშოვიდა. მას შეეძლო, გაეღრღნა კარავ-
ში დატოვებული ტომარა და შეეჭამა შებოლილი ხორცი, მაგრამ ვერ ბედავ-
და ანაბარის პირის ხლებას. ბოლოს ჩინკს შეეძლო დრო მოეხელთებინა, და-
ეტოვებინა თავისი საგუშაგო და გადმოერბინა ჩვენს ბანაკში, სადაც მას, რა-
საკვირველია, კარგად დაანაყრებდნენ. 
მაგრამ არა, მას უნდა გაემართლებინა პატრონის ნდობა, რადაც უნდა
დასჯდომოდა! 
მტრის შემოტევებმა გამოაწრთო ჩინკი, ის ნამდვილი ერთგული მოდა-
რაჯე ძაღლი დადგა, მზად იყო, თუკი საჭირო იქნებოდა, თავის სადარაჯო-
ზე მომკვდარიყო, მაშინ, როცა მისი პატრონი სადღაც ცხრა მთას იქით ლო-
თობდა. 
ოთხი შავბნელი დღე და ოთხი ღამე გაატარა ამ პატარა გმირმა ძაღლმა
ისე, რომ თითქმის ფეხი არ მოუცვლია ადგილიდან და შეუპოვრად იცავდა
კარავსა და პატრონის ქონებას კოიოტისაგან, რომელიც გამუდმებით შიშის
ზარს ჰგვრიდა. 
მეხუთე დღეს ბებერი ობრი გამოფხიზლდა და გაახსენდა, რომ სხვაგან
იყო, რომ მთებში თავისი ბანაკი ლეკვის ანაბარა მიატოვა. ის უკვე დაღალა
გაუთავებელმა ლოთობამ, ამიტომ მაშინვე შეკაზმა ცხენი და დაადგა შინი-
საკენ მიმავალ გზას. შუა გზაზე დაბინდულ გონებაში გაუელვა აზრმა, რომ
ჩინკი სრულიად მშიერ-მწყურვალი დააგდო. 
«ნუთუ იმ პატარა არამზადამ მთელი ჩემი ლორი შესანსლა?» _ გაიფიქრა
შეშფოთებულმა და შინისაკენ გაუჩქარა. მთის თხემამდე რომ მივიდა, საი-
დანაც მისი კარავი მოჩანდა, თავდაპირველად მოეჩვენა, რომ ყველაფერი
ძველებურად რიგზე იყო, თავის ადგილას, მაგრამ ანაზდად დაინახა: იქ, 
კარვის შესასვლელში დრუნჩიდრუნჩმიშვერილი პირისპირ იდგნენ დიდი
ანჩხლი კოიოტი და საცოდავი პატარა ჩინკი, იდგნენ ბალანაშლილნი და
ერთმანეთს უღრენდნენ. 
_ ოჰ, ეშმაკმა ნუ იცის ჩემი თავი! _ წამოიძახა ობრიმ დარცხვენით. _ ეს
წყეული კოიოტი სულ დამავიწყდა! საბრალო ჩინკი, რა ვაი-ვაგლახში ჩა-
ვარდებოდა! საკვირველია, ან კი ნაფლეთებად როგორარაქცია კოიოტმა ამ-
დენ ხანს და კარავიც ზედ არმიაყოლა. 
211212
დიახ, მამაცი ჩინკი შესაძლოა უკანასკნელად უმკლავდებოდა მტრის შე-
მოტევას. შიშისა და შიმშილისაგან ფეხები უკანკალებდა, მაგრამ ჯერ კიდევ
საომრად აქოჩრილი იდგა და მზად იყო უყოყმანოდ მომკვდარიყო, თავისი
პოსტი კი დაეცვა. 
ბილ ობრისთვის ერთი შეხედვითაც კი ყველაფერი ნათელი გახდა. კა-
რავთან რომ მიაჭენა ცხენი და ლორის ნაჭერი ხელუხლებელი ნახა, მიხვდა, 
ჩინკს მისი გამგზავრების დღიდან არაფერი ეჭამა. შიშისა და დაღლილობი-
საგან აცახცახებული ლეკვი მიცოცდა პატრონთან, სახეში შეხედა და დაუწ-
ყო ხელების ლოკვა, თითქოს უნდოდა ეთქვა: «ყველაფერი ისე გავაკეთე, 
პატრონო, როგორც მიბრძანეო». ეს უკვე მეტისმეტი იყო, ბებერ ობრის თვა-
ლები ცრემლით ჰქონდა სავსე, როცა ფაციფუცით ულაგებდა საჭმელს პატა-
რა გმირს. 
მერე მიუბრუნდა ლეკვს და უთხრა: 
_ ჩინკ, მეგობარო, მე შენ ცუდად მოგექეცი, შენ კი სიკეთით გადამიხა-
დე. პირობას გაძლევ, რომ თუ კიდევ მომინდა გასეირნება, აღარასოდეს
დაგტოვებ შინ მარტოს. არაყს შენ არა სვამ, ძმაო, და არ ვიცი პირდაპირ, 
რით გაგახარო. მოდი ერთი შენი ყველაზე დიდი მტრისაგან გიხსნი! 
მან ჩამოხსნა კარვის შუა ბოძზე დაკიდებული სავაზნე კოლოფიანი
ძვირფასი კარაბინი, თავისი სიამაყე. არც დაფიქრებულა, რა შედეგი მოჰყვე-
ბოდა მის საქციელს, ისე მოაძრო თოფს სახელმწიფო ბეჭედი და ეზოში გა-
ვიდა. 
კოიოტი ჩვეულებისამებრ, იქვე, შორიახლოს იჯდა და დამცინავი დე-
მონური ღიმილით კრეჭდა კბილებს. მაგრამ იგრიალა თოფმა და ჩინკის
ტანჯვაც დასრულდა. 
მოცვივდნენ ყარაულები და ნახეს, რომ პარკის დაცვის კანონი დაერ-
ღვიათ, რომ ბებერ ობრის მოეკლა ნაკრძალის ერთ-ერთი ველური ბინადა-
რი. მოხუცს კარაბინი წაართვეს და მოსპეს, თვითონ კი ოთხფეხა მეგობარ-
თან ერთად სამარცხვინოდ გააძევეს პარკიდან და ციხეში ჩასმით დაემუქ-
რნენ თუ უკან მობრუნებას განიზრახავდა. 
მაგრამ ბილ ობრი არაფერს ნანობდა. 
_ ძალიან კარგი, _ ჩაილაპარა მან, _ თქვენრაც გინდათ, ისა თქვით, მე კი
მადლი მივაგე ჩემს მეგობარს ერთგულებისათვის.


წყარო: http://www.nplg.gov.ge
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (02.04.2013)
ნანახია: 1620 | ტეგები: ჩინკი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 16
    სტუმარი: 16
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика