ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ტყის შვილები

ტყის შვილები

- თინო! თინო! - იძახდა ბებერი რცხილას კენწეროზე შემომჯდარი საბა ჩხიკვი.

- რა გინდა, რა! - ამოსძახა ხმელი ფოთლების ქექვით გართულმა თინომ.

- გაიხედე ერთი, გაიხედე!

- რა არის, სად უნდა გავიხედო, კაცო?

- გზაზე გაიხედე-მეთქი, გზაზე.

- იი, მოიგონებ ხოლმე რაღა თითო რამესა...

თინო ჩხიკვმა უხალისოდ მოიქნია ფრთები. აფრინდა და თავისი მეუღლის გვერდით ჩამოჯდა.

- აბა, რა არის, რასა ხედავ ისეთსა?

საბამ გზისკენ ანიშნა და სიცილი წასკდა.

- ხი-ხი-ხი...

გზაზე თოფმომარჯვებული ბიჭი მოდიოდა და მედიდურად იყურებოდა აქეთ-იქით.

- ეგ ვიღას დანარჩენია, ქა! - გაიკვირვა თინომ.

- ვერა სცნობ? იჩოა.

- ვისი იჩო?

- გაბიდაურებისა.

- უყურებ მაგ ცინგლიანს, მაგასაც რომ თოფი აუღია! აი, მეხი კი დავაყარე მაგის წარუკა დედასა, აჰა! იმ კარგი მამის თოფი მაგას როგორ ჩაუგდო ხელში?

- ე, იძახი, რაღა! ერთი ჩვენი ბარტყები გვიჯერებენ ხოლმე და მეორეც ეგ დაუჯერებდა თავის დედასა! მერე, რა ქვის ნატეხია, რომ იცოდე!

- დახე, როგორ მოდის! დახე, მაგ ცინგლიანსა, - ისევ გაწიწმატდა თინო და საბას მიუბრუნდა: - რას იღრიჭები, კაცო, სასაცილო რა არის! ამ აღმართის თავში, კუნელზე, შაშვები სხედან, შევატყობინოთ, ემანდ რამე არ ავნოს მაგ უხეირომ.

- თვალი არავის გამოსთხაროს! - დაცინვით გაიღრიჭა საბა, მაგრამ თინო აფრინდა, ქმარს წამოუფარფატა, წყრომით დასჩხავლა: - ადე, მეზობლები არიან, სირცხვილიაო, - და საბაც, მეტი რა გზა ჰქონდა, გაჰყვა ფრთების ნელ-ნელა ქნევით, მთქნარებით, დამცინავი ღიმილით.

- მეზობლებო, არ გესმით, მეზობლებო?! - ჩასძახა თინო ჩხიკვმა შაშვებს.

- რა გნებავთ, ნათლიდედ, რა! - ამოეპასუხა კუნლის ტოტებიდან ქვრივი შაშვი თებრო.

- ცოტა ფრთხილად იყავით, ქვემოდან მონადირე მოდის...

- ვინ მონადირე, ქა, ამ შუადღისით, ვინა?

- ვინა და, გაბიდაურების პატარა ბიჭი, იჩო.

კუნლის ბუჩქიდან სამი შაშვი ამოფრინდა და იმათაც გზისკენ დაიწყეს ყელყელი და მზერა:

- აი, იჩო მაგასა და ნაცილის გამოვარდნა, აჰა! ეგ ისეთი მავნე რამ ყმაწვილია, ჯერ შურდულით არ გვაძლევდა მოსვენებას და თოფით ხომ მთლად ამოგვჟუჟავს დედაბუდიანად! შვილო, მალხაზო, გადაფრინდი აი მანდ, მლაშე წყალთან, ობოლი ბაჭია სძოვს და უთხარი, გაერიდოს, სიფრთხილეს თავი არა სტკივა-თქო.

- მაგ ბიჭს ჩვენზე მეტად ეშინია თავისი თოფისა! - ჩაიდუდღუნა საბა ჩხიკვმა.

- რას ბრძანებთ, ნათლიმამ, არ იცით, რეები არიან ახლანდელი ყმაწვილები? - ზრდილობიანად შეუბრუნა სიტყვა თებრო შაშვმა და მერე შვილს შეუტია: - რასა ზიხარ, ბიჭო, შეატყობინე იმ საწყალ ბაჭიას, სანამ გვიან არ არის.

ბაჭიამ გაიგო თუ არა, მონადირე მოდისო, არაფერი უთქვამს, გაიწყო სიფრიფანა ყურები მხრებზე და გავარდა თავ-პირის მტვრევით სერ-სერ. ჩხიკვმა და შაშვებმა კი ცოტა ტყის სიღრმისაკენ გადაინაცვლეს და ახლა იქიდან ადევნებდნენ თვალს დიდი ამბით მომავალ იჩოს.

მოდიოდა იჩო და როგორ მოდიოდა! თოფი მომარჯვებული ეჭირა, თითქოს იქადნებოდა, აბა, მოვდივარ და ვაი ხესა და ქვასაო.

- აი, რა ვუთხრა მაგის დედას! - ბრაზობდა თებრო შაშვი, - ნეტავ რა ქილა-ქოცოებს დაავსებს ჩვენი ქონ-ხორცითა! ერთი ჭკუის მასწავლებელი უნდა იყოს ვინმე, რომა...

- ვიღა დარჩა, შენ შემოგევლოს ჩემი თავი, ამ ჩვენს ტყეებში ეგეთი! თევდორე დათვი იყო ხოლმე ჩვენი ქომაგი და ისიც შარშან გამოასალმა წუთისოფელს მზესშესაწყვეტმა ბრუციანმა ესტატემ.

- იმის ბიჭისათვის რომ გვეთხოვნა, აშლაპუნესთვის? - ფრთხილად ჩაურთო სიტყვა მალხაზა შაშვმა, რომელიც უკვე დაბრუნებულიყო და მორიდებით შესცქეროდა უფროსებს.

- ის რის შემძლეა, შვილო, აუღია თავი და დღე და ღამე მუცლის ამოსაყორავად დადის. შემძლეც რომ იყოს, იმის გზას ვინ მიაგნებს.

- დილას მე ვნახე. ამ სერს გადავალთ თუ არა, დაბლა, პანტებს ბერტყავდა. ეგ ბიჭიც სწორედ იქით მიდის.

უფროსებმა ერთმანეთს გადახედეს.

- თქვენ რას გვირჩევდით, ნათლიმამ?

- დაანებეთ თავი იმ დოღრიალა აშლაპუნესაც და მაგ ყმაწვილსაც. პატარა ბიჭია, გაუშვით, გაიხაროს. ჩვენ მოვერიდოთ და ეგა ივლის, ივლის, დაიღლება, ერთი ორჯერ გააბახუნებს თოფს ჰაერში და წავა შინ, - თქვა საბა ჩხიკვმა.

- რას ამბობ, კაცო, რას! - გაუწყრა თინო ჩხიკვი. - ეგ ისე დაბრუნდება შინ, რომ რამე არ მოინარიკლოს? წავიდეთ და, თუკი აქ ახლოა, ვთხოვოთ იმ სახელოვან მამის შვილსა. მართლა ისე ხომ არ იქნება, რომ არაფერი შეეძლოს. ტანადობით მამაზე დიდია თითქმის.

აფრინდნენ ჩხიკვები და შაშვები და წავიდნენ.

მიფრინავდნენ ტყე-ტყე, აღმა-დაღმა და თან მთელი ტყის გასაგონად იძახდნენ:

- მონადირე! მონადირე მოდის, მოერიდეთ!

- თქვენ სადღა მიფრინავთო, - ეკითხებოდნენ ქვემოდან, ტყის სიღრმიდან ქედნები, კაკბები და კოდალები.

- თევდორე დათვის შვილთან, იქნებ ეგ ბიჭი დააშინოს, თორემ მაგან თუ ხელი გაიჩვია, მერე აღარავის დაგვედგომება აქ.

- დაიცათ, ჩვენც მოვდივართო, - და მიჰყვებოდნენ, მიჩხაოდნენ, მიწრიპინებდნენ ქედნები, კაკბები, კოდალები.

ყველა რაღაცას ჩიოდა, ყველა რაღაცა რჩევას იძლეოდა, მხოლოდ საბა ჩხიკვი არ იღებდა ხმას და დამცინავი ღიმილით ხან ერთს გადახედავდა, ხან მეორეს, ხან მესამეს...

აშლაპუნე დათვი პანტით ისე გამძღარიყო, რომ კუჭი სტკიოდა. ჩამჯდარიყო ერთ ფუტურო მუხასთან, წამოეშვირა ვეება მუცელი, წინა თათებით იზელდა, ფშვინავდა და რაღაც ლექსს ბუტბუტებდა:

„აუსვი და დაუსვი,

ჩავარდება გულსაო".

შემოეხვივნენ ფრინველები და დაუწყეს ხვეწნა-მუდარა. დათვმა ყურებში თითები დაიცო და თვალები დახუჭა: - ერთმა თქვას, რა გინდათ, ყველა რომ ერთად ყაყანებთ, რა გავიგოო.

მაშინ თინო ჩხიკვი წადგა წინ და გულზე ფრთა შემოიფათქუნა.

- გვიშველე, იმ შენი კარგი მამის სახელის დღეგრძელობამ. გვიქენი სიკეთე და, აი, თოფიანი ბიჭი რომ მოდის გზაზე, ის შეგვიშინე. შეგვიშინე, თორემ გაგვჟუჟავს, მთლად ამოგვჟლეტსო.

- დამშვიდდით, დაწყნარდით! - ჩაიდუდუნა დათვმა და წამოდგა, - აბა, მაჩვენეთ, სად არის ის ბიჭიო.

- აგერ, გზიდან გადმოუხვია და ახლა ბილიკს მოჰყვება.

დათვი მუხაზე აბობღდა, წინა თათით მოიჩრდილა და ბილიკს გახედა.

- ხოო... ეგ არის?! თქვენ ცოტა იქით გადადით, მე ვასწავლი მაგას ჭკუასა.

დათვი მუხიდან ჩამოვიდა და აღმართს შეუყვა. მიდის აღმართ-აღმართ, მიიბღოტება. ზოგ ფრინველს ჰგონია, ეგ არის, მოგვატყუა და მიიპარებაო... მაგრამ დათვი შედგა, კლდის თავზე ჩამოჯდა, თვალები მოიჩრდილა.

დაბლა, ბილიკზე კი, ისევ ისე მედიდურად მოდის იჩო ბიჭი, ყოველ ბუჩქს ათვალიერებს, ხან რას მოუღერებს თოფს და ხან რას. სადაცაა, დათვსაც გაუპირდაპირდება.

გაუპირდაპირდებაო და, დათვი მოიკუნტა, დაგორდა, თითქოს კლდე მოიმძვლაო, წამოვიდა გრიალით, ლაწა-ლუწით, ზედ იჩოს ფეხებთან გაიშალა ვეება ბოღჩასავით, წამოტოტდა და...

- ბაა! - დაიღრიალა შემზარავად.

იჩოს თოფი ხელიდან გაეშვა, ვაიმე დედაო, და მოუსვა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.

- დამიდექ, დამიდექ, თუ ბიჭი ხარ! - მიჰბუხუნებდა დათვი და, ვითომ მისდევდა, ფეხებს ერთ ადგილზე ატყაპუნებდა.

- ხა-ხა-ხა! - ახარხარდა ტყე, - ხა-ხა-ხა...

მერე, თავქუდმოგლეჯილი იჩო რომ სერს გადაეფარა, დათვსაც გაეღიმა. იჩოს თოფი აიღო, დაათვალიერა, - ფუიო, - შემოჰკრა ხეს და ორად გადაამტვრია. კონდახი ერთ მხარეს გადააგდო, ლულა - მეორე მხარეს, ფრინველებს თათი დაუქნია, - კარგად იყავითო, - და წავიდა თავისი გზით, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეშვენის, ქებას თავი აარიდა.

გახარებული ფრინველები კი მაინც დიდხანს მისდევდნენ და აქებდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ. დათვი ხანდახან თუ შეჩერდებოდა, ახედავდა ფრინველებს, გამოაჩენდა თავის თეთრ კბილებს, გაეღიმებოდა კეთილად და მერე თავის ქნევით, თათების ლარტყალურტყით მიდიოდა, მიძუნძულებდა... მხოლოდ საბა ჩხიკვი იჯდა ერთ ადგილას, მარტოდმარტო, და ცხვირში დუდღუნებდა:

- უკვირთ მაგათაც რაღა! დიდი ვაჟკაცობაა თითისოდენა ბალღის შეშინება! აბა, მაგისი მამა რომ მოკლა ბრუციანმა ესტატემ, ის შეაშინოს! აბა, ლევანა მონადირე შეაშინოს. დიდი ამბავია, თითისოდენა ბალღი თუ შეაშინა!.. თინო, თინო!.. დაბრუნდები თუ არა, თინო! თინო!



წყარო: http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=83
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: butatino (05.03.2013) | ავტორი: butatino E
ნანახია: 1876 | ტეგები: ტყის შვილები | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика