ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

”ქალის საიდუმლო” ჯ.ლონდონი 1ნაწილი
_ შენ რაღაც ცოლის თხოვას აღარ ჩქარობ, _ შენიშნა შორტიმ, როდესაც
რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ საუბარი განაახლა. 
სმოკს პასუხი არ გაუცია. მატყლის საბნის კიდეზე იჯდა და თოვლში
ზურგზე გადაწვენილ აწკავწკავებულ ძაღლს თათებს უსინჯავდა. შორტიმ
ჯოხის წვერზე ჩამოცმული ოხშივამოკიდებული მოკასინი ცეცხლს
მოუნაცვლა და მეგობარს სახეში ჩააშტერდა. 
_ ერთი ჩრდილოეთის ციალს შეხედე, _ განაგრძო მან, _ რა ცვალებადია, 
გაუტანელი ქალივით, თავში რომ ცხრა ქარი უტრიალებს. თუ ქალი სულელი
არ არის, ქარაფწუტა მაინც უნდა იყოს. მერედა როგორ ჰგვანან ველანი კატებს, 
პატარებიცა და დიდებიც, ლამაზებიცა და მახინჯებიც. მაგრამ თუ კაცებს
შეუჩნდნენ და შეიყვარეს, მაშინ გაავებულ აფთრებსა და დამშეულ ლომებს
დაემგვანებიან ხოლმე. 
ისევ შეწყდა შორტის მონოლოგი. სმოკმა თავში ჩაჰკრა ხელი ძაღლს, როცა
მან კბენა დაუპირა, და ისევ მის დაჟეჟილ და გასისხლინებულ თათებს დაუწყო
კირკიტი. 
_ ფუჰ! _ ხელახლა გააბა შორტიმ, _ რომ მოვინდომო, განა მართლა ვერ
ვითხოვ ცოლს? იქნებ ძალითაც შემოეჩეჩებინათ ბალი, დროზე რომ არ
მეშველა თავისთათვის. სმოკ, აღარ მკითხავ, რამ გადაგარჩინა-თქო? რამ და
ქარივით სირბილმა. მაინტერესებდა, რომელი კაბიანი დამეწეოდა. 
სმოკმა ძაღლი გაუშვა და ცეცხლთან მიფიცხკბულ ჯოხებზე წამოგებულ
თავის მოკასინებს მიუბრუნდა. 
_ ხვალ მთელი დღე მოკასინები უნდა ეკეროთ ძაღლებისთვის, _ გადაჭრით
თქვა მან, _ თორემ მთლად დაეჟეჟათ ფეხები. 
_ გზა მაინც უნდა განვაგრძოთ, _ შეუბრუნა სიტყვა შორტიმ, _ უკან
დასაბრუნებლად არც საჭმელი გვეყოფა. თუ ამ დღეებში ირმებს ან თეთრ
ინდიელებს არ გადავეყარეთ, მაშინ ძაღლებს დავუწყებთ ჭამას და მათ
დაჟეჟილ ფეხებსაც ჩავახრამუნებთ. ნეტავ თეთრი ინდიელები ვინმეს თუ
უნახავს? ან რანაირი თეთრი უნდა იყოს ინდიელი? მაშინ მოდი და
შავკანიანებსაც თეთრი დაუძახე. სმოკ, ხვალ აუცილებლად უნდა დავიძრათ, 
შენც კარგად იცი, ამ კვირაში კურდღლის კვალი რა არის, ისც არ გვინახავს, 
არა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, თავი უნდა დავაღწიოთ ამ დაწყევლილ
მხარეს. ისეთ ადგილზე მაინც გავიდეთ, ხორცი იშოვებოდეს. 
_ ერთი დღე რომ დავასვენოთ, ძაღლები უკეთესად ივლიან, _ უთხრა
სმოკმა, _ რომ მოიცალო, ერთი სადმე გორაკზე გადი და მოათვალიერე
აქაურობა. საცაა ალბათ იმ სწორ ვაეზე გავალთ, ლა პერლმა რომ მიგვასწავლა; 
ხომ გახსოვს. _ უჰ, ლა პერლი, თვითონ არ მოგვიყვა, რომ ამ ადგილებში ათი წლის წინ
ყოფილა და შიმშილს ისე გაუოგნებია, თვითონაც არ იცოდა, რას უყურებდა
თურმე. არ გახსოვს, მთის წვერზე უზარმაზარი დროშები ფრიალებდაო, რომ
ჰყვებოდა? ახლა ხომ მიხვდი, რა ჭკუაზეც იყო. თვითონვე არა თქვა, არც ერთი
თეთრი ინდიელი არ მინახავსო. ეგ ამბები ენტონმა მოჩმახაო. თანაც ნუ
დაგავიწყდება, რომ ენტონი ორი წლის წინ გაუდგა საიქიოს გზას, სანამ ჩვენ
ალიასკაში მოვიდოდით. მე მაინც წავალ და მოვათვალიერებ აქაურობას. რა
იცი, იქნება ცხენ-ირემიც მოვათრიოთ საიდანმე, რას იტყვი, არ დავიძინოთ
ახლა? 
II 
მთელი ის დილა სმოკი ქოხში ძაღლის მოკასინების კერვასა და
მოსართავების შეკეთებას მოუნდა. შუადღისას ხორცი შეწვა, თავისი ულუფა
შეჭამა და შორტის დაბრუნებას დაელოდა. ერთი საათის შემდეგ
თხილამურები დაიმაგრა და მეგობრის კვალს გაჰყვა. გზა მდინარის კალაპოტს
აღმა ვიწროებს მიუყვებოდა და ცხენ-ირმების საძოვარ ტრიალ მინდორზე
გადიოდა. მაგრამ შემოდგომას აქეთ, პირველი თოვლის მერე, ერთი არ
უნახავთ ამ ადგილებში. შორტის თხილამურების კვალი მინდორს სჭრიდა და
პატარა გორაკს მიჰყვებოდა. სმოკი ქედზე შეჩერდა. 
„ნეტავ რამდენ მგზავრს მოუქციეს მხარი ჩემამდე ამ მრისხანე მთებმა, _ 
ფიქრობდჟა სმოკი, _ მართალია, ლა პერლს უკან არ დაუხევია, მაგრამ მან
აღმოსავლეთიდან გადმოჰკვეთა „სალი კლდეების" კალთები
სმოკს შუაღამემდე ენთო უზარმაზარი ცეცხლი, რომ შორტის გზა გამოეგნო. 
დილით, როგორც კი ინათა, ბანაკი აშალა, ძაღლები შეაბა და კვალს გაუყვა. 
ვიწროებში მეწინავე ძაღლმა ყურები ცქვიტა და აწკმუტუნდა. ცოტა ხნის
შემდეგ სმოკი მისკენ მომავალ ექვს ინდიელს გადააწყდა. ისინი უმარხილოდ, 
მსუბუქად მოდიოდნენ. ზურგზე სალაშქრო ჩანთები ეკიდათ. ისე სწრაფად
შემოერტყნენ გარს, სმოკი სახტად დარჩა. აშკარა იყო, მას დაეძებდნენ. ისიც
მალე გამოირკვა, რომ ისინი არც ერთ იმ ენაზე არ ლაპარაკობდნენ, რომლის
თითო სიტყვა მაინც გაეგებოდა სმოკს და არც თეთრი ინდიელები იყვნენ, 
თუმცა იუკონის აუზის ინდიელებზე უფრო მაღლები და ღონივრები ჩანდნენ. 
ხუთი მათგანი ჰუფონის ყურის კომპანიის ძველებური გრძელტარიანი
მუშკეტით ისო შეიარაღებული. მექვსეს კი მისთვის კარგად ნაცნობი
ვინჩესტერი ეჭირა ხელში. 
ინდიელებს ბევრი არ ულაპარაკიათ, ისე დააპატიმრეს სმოკი. უიარაღო
სმოკს ისღა დარჩენოდა, რომ დამორჩილებოდა. მარხილზე დადებული
ტვირთი ინდიელებმა ჩანთებში დაინაწილეს, სმოკს კი ფუთა აჰკიდეს, 
რომელშიც მისი და შორტის ბეწვის საბნები იყო გამოკრული. მერე ძაღლები
გამოხსნეს, ხოლო როცა სმოკმა პროტესტი განაცხადა, ერთ-ერთმა ინდიელმამინიშნებით მიახვედრა, რომ წინ სამარხილო გზა არ იყო. სმოკს აღარაფერი
უთქვამს, მარხილი მდინარის პირას თოვლში ჩაფლა და ინდიელებს მძიმე
ნაბიჯით გაჰყვა. 
პირველი ღამე იმ ადგილას გაათიეს, სადაც რამდენიმე დღით ადრე, 
ეტყობოდა, სხვებიც მდგარიყვნენ. ინდილებმა აქ ორაგულის შაშხი და ხორცის
ნაჭრები ნახეს და თავიანთ ჩანთებში გადაუძახეს. ამ ადგილიდან
თხილამურების მრავალი კვალი მიდიოდა. სმოკი მიხვდა, რომ ისინი შორტის
დამტყვევებელს ეკუთვნოდა. სანამ შებინდებოდა, სმოკმა შორტის
თხილამურების კვალიც გაარჩია. იგი ინდიელთა თხილამურებზე უფრო
წვრილი იყო. ხოლო, როცა ინდიელებს მიუთითა კვალზე, მათ თავი დაუქნიეს
და ჩრდილოეთისაკენ გაიშვირეს ხელი. 
შუადღისას მთის გაყინული ნაკადის ფართო კალაპოტს დაჰყვნენ, ჩაუარეს
თოვლში ჩამარხულ წნორებსა და გაშიშვლებულ ვერხვებს, გადმოსჭრეს ხშირი
ჭალები და ერთ დიდ ბანაკს მიადგნენ, ხუთასამდე ნაცეცხლარი შეამჩნია, და
მიხვდა, რომ ამ ბანაკში ათასობით კაცი უნდა მდგარიყო. ბანაკიდან უამრავი
ახალთახალი ნაკვალევი გადიოდა, თოვლი ისე დატკეპნილიყო, რომ სმოკმა
და მისმა მეგზურებმა თხილამურები მოიხსნეს მოკასინების ამარა უფრო
სწრაფად განაგრძეს გზა. მგლის ადა ჯიქის ნაფეხურებიც ბევრი ხვდებოდათ, 
რაც იმას მიანიშნებდა კაცს, რომ ეს კარგი სანადირო ადგილი იყო. უცებ ერთმა
ინდიელმა აღტაცებისაგან წამოიყვირა და თოვლში გაშლილ ტრიალ
მინდორზე მიუთითა, რომელიც ირმების გაპრიალებული თავის ქალებით იყო
მოფენილი. გათელილი და აჩიჩქნილი თოვლი ისეთ შთაბეჭდილებას
ტოვებდა, თითქოს აქ დიდი ბრძოლა მომხდარიყოს. სმოკი მიხვდა, რომ
უკანასკნელი თოვლის შემდეგ მონადირეებს აურაცხელი ნადირი დაეხოცათ. 
უკვე ბინდი იდგა, მაგრამ არავინ მომზადებულა ღამის გასათევად. 
წყვდიადი ძალას იკრებდა, ინდიელები კი მტკიცედ მიიწევდნენ წინ. 
უწესრიგოდ მიმობნეულ კარძებს რომ მიუახლოვდნენ, 
ყურთასმენისწამღები ღრიანცელი ზღვის ტალღასავით შემოეგება მათ. მერე ეს
ყვირილისა და მისალმებების, შეკითხვებისა და პასუხების, დაცინვისა და
შეხუმრების ტალღა მოსულთ თან აედევნა. აღმუვლებული ქოფაკები რისხვით
ეძგერნენ სმოკის უცხო ძაღლებს, მათ ღავღავს ინდიელთა ქალების
დამტუქსავი შეძახილი, ბავშვების სიცილი და ხითხითი, ჩვილების კნავილი
და ავადმყოფთა კვნესა შეუერთდა. ეს იყო იმ ველური და პირველყოფილი
ხალხის ჯოჯოხეთური გუგუნი, რომელმაც არიცოდა, რა იყო ნერვები. 
მეგზურებმა კეტებითა და თოფის კონდახებით მოიგერიეს ქოფაკები, 
ხოლო სმოკის ძაღლებს, რომლებიც ასე შეაშინა აურაცხელი მტრის გამოჩენამ, 
მრისხანედ აეშალათ ბეწვი, იღრინებოდნენ და თავინთ მფარველ ინდიელებს
ფეხებზე ეკვროდნენ. 
ახალმოსულები დატკეპნილ თოვლზე დანთებულ ცეცლთან შეჩერდნენ. იქ
შორტი და ორი ახალგაზრდა ინდიელი ჩაცუცქულიყვნენ და ირმის ხორცის
გრძლად აქნილ ნაჭრებს წვავდნენ. ნაძვის ტოტებზე ტყავებში გახვეული სამიდაინახეს, ინდიელები წამოჯდნენ. შორტიმ მეგობარს გადმოხედა, მაგრამ
ახალგაზრდა ინდიელის მსგავსად, წარბიც არ შეუხრია. თითქოსდა
არაფერიაო, ისევ ხორცს მიუბრუნდა. 
_ რა დაგემართა? _ გაბრაზდა სმოკი, _ ენა ხომ არჩაგივარდა? 
შორტის ჩვეულიღიმილით დაეღრიჯა სახე. 
_ არა, _ მიუგო მან, _ მეც ინდიელი ვარ. ვცდილობ ინდიელებივით
გულგრილი გავხდე. როდის დაგიჭირეს? 
_ შენი წამოსვლიდან მეორე დღეს. 
_ ჰმ, _ ჩაიცინა შორტიმ და თვალები ძველებურად აუკიაფდა. _ ჩემი საქმე
კარგად მიდის, უარესს ვერც ინატრებ. აქ ყველა უცოლშვილო ვართ, _ მან
ხელი გაშალა, რომ სმოკისათვის ეჩვენებიან კოცონებსა და თოვლზე გაფენილი
ნაძვის ტოტების საწოლების, ირმის ტყავის ვიგვამებისა, ნაძვის დაწნული
ტოტებისა და ტირიფის წკნელების ქარსაფარების დიდებულება. _ აი, თვითონ
უცოლოებიც, _ მან ახალგაზრდა ინდიელებზე მიუთითა, მერე რამდენიმე
ხორხისმიერი სიტყვა წარმოთქვა და ამით ინდიელებს თვალებსა და ბაგეებზე
ღიმილი მოჰგვარა. _ შენი მოსვლა აქ ძალიან გაუხარდათ, სმოკ, დაჯექი, 
მოკასინები გაიშრე, მე კი ამასობაში საჭმელსაც მოგიმზადებ. ხომ კარგად
ვლაპარაკობ ამათ ენაზე. სმოკ, არც შენ გაწყენს მისი სწავლა, როგორც ჩანს, 
კარგა ხანს, მოგიწევს აქ ყოფნა. აქ ერთი თეთრკანიანიც არის, ირლანდიელია. 
ექვსი წლის წინათ მოიყვანეს თურმე, „მონების დიდ ტბასთან" დაუჭერიათ. 
დენი მაკ-კენს ეძახიან. ოჯახს მოჰკიდებია და უკვე ორი შვილიცა ჰყავს. მაგრამ
თუ შემთხვევა მიეცა, სიამოვნებით აითესება. ცეცლს ხომ ხედავ იქ ცხოვრობს. 
_ ყური მიგდე, სმოკ, მგონი მაგრად გავებით და ასე ადვილად თავს ვერ
დავიძვრეთ. ესენი, რომ იტყვიან, მართლა წმინდა წყლის ველური ინდიელები
არიან. თვითონ არ არიან თეთრკანიანები, მაგრამ ბელადი თეთრი ჰკავთ. ისე
ლაპარაკობს, თითქოს პირში ცხელი ფაფა ჰქონდეს. პირწავარდნილი
შოტლანდიელია. თუ ვცდები, მაშინ შოტლანდიელებიც შოტლანდიელები არ
ჰყოფილან. ამ ბრბოს მთავარი ბელადიცა და ღმერთიც თვითონ არის. მისი
სიტყვა კანონია. დენი მაკ-კენი ექვსი წელია გაქცევას აპირებს. დენი კარგი
ბიჭია, რომ იცოდე, მაგრამ მაინც ვერაფერი მოუხერხებია. აქედან გასასვლელი
გზაც კარგად იცის, ერთხელ, ნადირობისა დროს დაუმახსოვრებია. ჩვენ რომ
მოგვიყვანეს, იმის დასავლეთით არის თურმე. იმედნი გამბედაობა არ ყოფნის, 
რომ მარტო გაიქცეს. მაგრამ სამივე ერთად რაღაცას მოვახერხებთ. წვერიანი
მაგარი ვაჟკაცია, მაგრამ სრულ ჭკუაზე არ უნდა იყოს. 
_ წვერიანი ვინღაა? _ დაეკითხა სმოკი და მოლოდინში ცხელი ხორცის ჭამა
წამით შეწყვიტა. 
_ ვინ არის და ამათი ბელადია, _ შოტლანდიელი-მეთქი, რომ გეუბნები, 
დაჩაჩანაკებულა უკვე. ახლა ალბათ სძინავს, ხვალ გნახავს და უბრალოდ
დაგიმტკიცებს, რომ მის სამფლობელოში შენ მხოლოდ საცოდავი ლიფსიტა
ხარ. ყველაფერი მას ეკუთვნის. ეს აზრი მაგ გოგრაში უნდა შეუშვა. ეს
ადგილები არც არავის გამოუკვლევია და არც არავინ იცის, მისი ბატონ-პატრონი თვითონ არის. იმედი გქონდეს, რომ ამას არაფრით დაგავიწყებს. აქ
ალბათ ოცი ათასი კვადრატული მილის სანადირო ადგილია, და სულ მისია. 
აი, სწორედ ეგ არის თეთრი ინდიელი და კიდევ მისი ქალიშვილი... ჰმ! რას
მიყურებ? მოიცადე, შენი თვალით ნახავ, კარგი გოგო კი არის, მამასავით, ესე
იგი წვერიანივით, თეთრია. ირმებს აღარ იტყვი? ჩემი თვალით ვნახე. ჯოგში
ერთი ათასი მსუქანი ირემი მაინც იქნებ. მარტო ათასი ათასამდე მგელი და
ლელიანის კატა დასდევს უკან. დაუძლურებულებს იტაცებენ და ნამუსრევსაც
კარგად შეექცევიან. ნამუსრევი ბევრი გვრჩება. ჯოგი აღმოსავლეთისაკენ
მიდის და ჩვენც დღე-დღეზე დავიძვრებით. ხარ-ირემებს ვჭამთ და რასაც ვერ
ვერევით, ვშაშხავთ, გაზაფხულისთვის ვიმარაგებთ, სანამ თევზის ჭერის დრო
დადგებოდეს. დამიჯერე, სმოკ, რამდენიც წევრიანს ორაგულებისა და ირმების
გაეგება, იმის ნახევარიც არავის ეცოდინება მთელ ქვეყანაზე. 
III 
_ აი, წვერიანიც. ისე მოდის, თითქოს რაღაცა აწუხებსო, _ წასჩურჩულა
შორტიმ, მარხილის ბანჯგვლიან ძაღლს გადასწვდა და მის ბეწვზე ქონიანი
ხელები შეიწმინდა. 
დილა იყო. ცეცხლის პირას ჩაცუცქული უცოლოები მადიანად
შეექცეოდნენ შემწვარი ირმის ხორცს. სმოკმა თავი ასწია და პატარა გამხდარ
კაცს მოჰკრა თვალი. ტანზე ტყავი ეცვა ველურივით, მაგრამ ნამდვილი
თეთრკანიანი იყო. იგი უოცონისაკენ წამოვიდა, უკან თორმეტიოდე ინდიელი
გამოჰყვა. სმოკმა ძვალი გადაკვნიტა, ცხელი ტვინი გამოწუწნა და მისკენ
მომავალი მასპინძელი ყურადღებით ააათვალიერა. კვამლისაგან
შეყვითლებული ხშირი წვერი და ნაცრისფერი თმა სახეს თითქმის მთლიანად
უფარავდა, თუმცა ჩაცვენილი და დამჭნარი ლოყები მაინც მოუჩანდა. 
„გამხდარია, მაგრამ ჯანმრთელი უნდა იყოს", _ გაიფიქრა სმოკმა, როცა თვალი
მოჰკრა მის გაბერილ ნესტოებსა და ფართო მკერდს, რაც მის დიდ
სასიცოცხლო ძალასა და სიჯანსაღეზე მეტყველებდა. 
_ გამარჯობათ, _ თქვა მან, _ ხელთათმანი წაიძრო და ხელი გამოუწოდა, _ 
სნასი, _ დასძინა მან, როცა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. 
_ ბელიუ, _ მიუგო სმოკმა და რაღაც განსაკუთრებული უხერხულობა
იგრძნო, როცა მასპინძელს გამჭოლ შავ თვალებში ჩახედა. 
_ როგორც ვხედავ, საჭმელი არგაკლიათ. 
სმოკმა თავი დაუქნია და ძვლის ტვინი ამოწუწნა. სნასის შოტლანდიური
ჟღურტული ესიამოვნა მის ყურს. 
_ უხეში საჭმელია, მაგრამ, სამაგიეროდ, იშვიათად ვშიმშილობთ, ქალაქურ
დელიკატესებს მაინც სჯობია. 
_ გეტყობათ, ქალაქს ვერ იტანთ, _ სიცილით მიუგო სმოკმა, მხოლოდ
იმიტომ, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ ძალზე გაოცდა, როცა მისმა სიტყვებმა
მასპინძელს სულ შეუცვალა სახე. უმწეო მცენარესავით შეირხა და აცახცახდა. მერე თვალებში საშინელი, 
ენით გამოუთქმელი ტკივილით გამოწვეული ველური ზიზღი და
სიძულვილი ჩაუდგა. უცბად შეტრიალდა, თავს ძალა დაატანა და თითქოს
არაფერიაო, ისე გადმოსძახა: 
_ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მისტერ ბელიუ, ირმები
აღმოსავლეთისაკენ მიდიან. მე დავწინაურდები და ბანაკისათვის ადგილს
შევარჩევ. თქვენ კი ყველანი ხვალ წამოხვალთ. 
_ აი, ესეც წვერიანი, _ წაიბურტყუნა შორტიმ, როცა სნასი და მისი
თანმხლებნი იქაურობას გაშორდნენ და ხელები ერთხელ კიდევ შეიწმინდა
ქოფაკზე, რომელმაც დიდი სიამოვნებით აილოკა ბეწვი. 
IV 
ცოტა ხნის შემდეგ სმოკი ბანაკში სახეტიალოდ წავიდა, ბანაკი
ჩვეულებრივად ფუსფუსებდა. ის იყო მონადირეების დიდი ჯგუფი დაბრუნდა
და კოცონებთან გაიფანტა. ქალები და ბავშვები მსუბუქ მარხილებში ძაღლებს
აბამდნენ და ნანადირევის მოსატანად მიდიოდნენ. უკან კი ახალი, მაგრამ
მაინც შეყინული ხორცით დატვირთულები ბრუნდებოდნენ. ადრეული
გაზაფხულის სუსხი იდგა, ველურები ოცდაათგრადუსიან ყინვაში
საქმიანობდნენ. ქალებს ცეცხლის პირას ხორცი გამოჰყავდათ. დედების
ზურგზე მიკრული ბალღები იქაურობას მრგვალი თვალებით
ათვალიერებდნენ და ქონის ნაჭრებს ლოღნიდნენ. მგლის მსგავსი ძაღლები
სმოკის დანახვაზე საშინლად იბურძგლებოდნენ და ყურადღებით ყნოსავდნენ
უცნობს, მაგრამ სმოკს ხელში პატარა კეტი ეჭირა და ძაღლები ძალაუნებურად
შინაურივით ექცეოდნენ ახალმოსულს. 
ბანაკის შუაგულში სმოკი პირადპირ სნასის კოცონს მიადგა. სადგომი
დროებითი იყო, მაგრამ მტკიცედ ნაგები. სხვებზე გაცილებით უკეთესი ჩანდა. 
ახერგლილ შეშაზე ისე ეყარა დაკეცილი და დაგრაგნილი ტყავები და
მოსართავები, რომ ძაღლები ვერ მისწვდენოდნენ. დიდი ბრეზენტი კარავივით
იყო გადაჭიმული ისე, რომ მის ქვეშ დაძინებაც შეიძლებოდა და ცხოვრებაც. 
იქვე ახლოს, აბრეშუმის კარავი იდგა, რაც ასე ძალიან უყვართ მკვლევარებსა
და ნადირობის ტრფიალთ. სმოკს ასეთი რამ თავის დღეში არ ენახა. მაშინვე
მისკენ გასწია. უცბად კარავის კალთა გადაიხსნა და იქიდან ახალგაზრდა ქალი
გამოვიდა. ისეთი სწრაფი იყო მისი მოძრაობა, და ისე მოულოდნელი მისი
გამოჩენა, რომ სმოკი თვალებს არ უჯერებდა. ეტყობოდა, გოგონაც გაოცებული
იყო. რამდენიმე წამს, ისინი უსიტყვოდ შესცქეროდნენ ერთმანეთს. 
ქალმ ბეწვეული ემოსა, მაგრამ ასეთ მოხდენილსა და ძვირფას ტყავის
სამოსს სმოკი ვერასოდეს წარმოიდგენდა. ქალის პარკა უკან გადაგდებული
თავსაბურავით რაღაც უცნაური ღია ვერცხლისფერი ბეწვისა იყო. მუკლუკს
სელაპის ტყავი ჰქონდა გამოკრული და ჯიქის მოვერცხლისფერო თათებისაგან
იყო შეკრული. ჩამოშავებულ სახელოებსაც და წვივსაკრავებსაც ღიავერცხლისფერი დაჰკრავდა და გამჭირვალე სუსხიან ჰაერში ციმციმებდა. ამ
მოციმციმე ვერცხლში მაღალ კისერზე ლამაზი თავი შემართულიყო _ ცისფერი
თვალები, მოვარდისფრო ღაწვები და ყურები, რომლებიც ნიჟარებს უფრო
ჰგავდნენ. მის ღია წაბლისფერ თმას ყინულის უცხო ბზინვარება და ჭირხლი
მოჰკიდებოდა. 
სმოკს თავი სიზმარში ეგონა. ბოლოს გამოერკვა და ხელი ქუდისაკენ გაექცა. 
უცბად ქალის თვალეში აღბეჭდილი გაოცება ღიმილად იქცა. ქალმა სწრაფად
და ცოცხლად გაიძრო ხელთათმანი და სმოკს ხელი გაუწოდა. 
_ გამარჯობათ, _ წაიბუტბუტა მან ხამდაბლა რაღაც უცნაური და
სასიამოვნო აქცენტით. მის ხმასაც ვერცხლი ერეოდა თითქოს. ინდიელ ქალთა
ხრინწიან ყვირილს შეჩეული სმოკი ამ ხმამ გააოცა. 
სმოკმა რაღაც წაილუღლუღა, ფრაზები, რომელიც მაღალ საზოგადოებაში
მიღებული მანერების დაუბედავი მოგონებაღა იყო. 
_ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, _ აუღელვებლად განაგრძობდა ქალი, 
სიტყვებს ეძებდა და ღიმილს ვერ იკავებდა, _ მაპატიეთ, გეთაყვა, 
ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობ. მაგრამ მეც თვენსავით ინგლისელი
ვარ, _ მეტისმეტად დამარწმუნებელი კილოთი განაცხადა მან, _ მამაჩემი
შოტლანდიელია. დედა გარდამეცვალა. ის ფრანგიც იყო და ინგლისელიც, 
ნაწილობრივ _ ინდიელიც. მამამისი დიდ კაცად ითვლებოდა ჰუძონის ყურის
კომპანიაში. უჰ, ძალიან ცივა, _ ქალმა ხელთათმანი სასწრაფოდ წამოიცვა და
გათეთრებული ყურები მოისრისა, _ მოდით, ცეცხლთან მივიდეთ და იქ
ვილაპარაკოთ. მე ლაბისკვი მქვია. თქვენრა გქვიათ? 
ასე გაიცნო სმოკმა ლაბისკვი, სნასის ქალიშვილი, რომელსაც სნასი
მარგარეტს ეძახდა. 
_ სნასი მამაჩემი ნამდვილი სახელი არ არის, _ უთხრა მან სმოკს, _ სნასი
ინდური სახელია. 
ბევრი რამ შეიტყო სმოკმა იმ დღეს, და შემდეგშიც, როცა ბანაკი აიყარა და
ირმების კვალს გაჰყვა. ისინი მართლაც ის ველური ინდიელები იყვნენ, 
რომლებსაც რამდენიმე წლის წინათ ენტონი გადაეყარა და გაქცევით დააღწია
თავი. აქვე მახლობლად მათი სანადირო ადგილების დასავლეთი საზღვარი
გადიოდა. ზაფხულობით ისინი ჩრდილოეთით, ყინულოვანი ოკეანის
ნაპირების გაყოლებით, ტუნდრებისაკენ მიიწევდნენ და აღმოსავლეთით
მდინარე ლუსკვამდე მიდიოდნენ. რაც შეეხებოდა ლუსკვას, სმოკმა
ვერაფფრით გაიგო, რომელი მდინარე უნდა ყოფილიყო იგი. ამის ახსნა ვერც
ლაბისკვიმ შეძლო და ვერც მაკ-კენმა. ხანგამოშვებით სნასი ყველაზე მაგარ
მონადირეებს შეარჩევდა და აღმოსავლეთისაკენ გასწევდა ხოლმე, სალ
კლდეებს გადაივლიდა, ტბებსა და მაკენზის მდინარეს ჩაუვლიდა და მწირ
მიწებში ჩავიდოდა. სწორედ ამ მიდამოებში უკანასკნელი მგზავრობის დროს
იპოვეს ის აბრეშუმის კარავი, რომელიც ახლა ლაბისკვის სადგომი იყო. 
_ იგი მილისენტისა და ედბერის ექსპედიციას ეკუთვნოდა, _ უთხრა სნასმა
სმოკს. _ ოჰ, კარგად მახსოვს. ორივენი დომბებს გამოუდგნენ თურმე, მაგრამ
შემდეგ მაშველმა ექსპედიციამ ვერც ერთი კვალს ვერმიაგნო. 
_ ისინი მე ვიპოვე, _ უთხრა სნასმა. _ ორივე მკვდარი იყო. 
_ ახლაც არაფერი არიციან. ვერაფერი გაიგეს. 
_ ვერც გაიგებდნენ, _ ღიმილით დაამშვიდა სნასმა. 
_ ესე იგი, ცოცხლებისათვისრომ მიგესწროთ... 
სნასმა თავი დაუქნია. 
_ ჩვენთან დარჩებოდნენ. 
_ ენტონი ხომ გაგექცათ, _ გამომწვევად მიუგო სმოკმა. 
_ ენტონი? ასეთი სახელი არმახსოვს. როდის მოხდა ეს? 
_ თოთხმეტი თუ თექვსმეტი წლის წინათ, _ უპასუხა სმოკმა. 
_ მაშ, მაინც დაგვიძვრა, არა? მე კი ძალიან მაინტერესებდა მისი ამბავი. ჩვენ
მას „გრძელ კბილს" ვეძახდით. მაგარი კაცი იყო, ძალიან მაგარი. 
_ ათი წლის წინათ ამ მხარეში ლა პერლმაც გაიარა. 
სნასმა თავი გაიქნია. 
_ თქვენ ბანაკის კვალს წააწყდა. ზაფხული ყოფილა. 
_ მაშინ გასაგებია, _ უპასუხა სნასმა, _ ჩვენ ზაფხულობით ჩრდილოეთში
ვართ. ასეული მილის მოშორებით. 
როგორ არ ეცადა სმოკი, მაგრამ მაინც ვერ შეიტყო სნასის წარსული. 
განათლებული კაცი ჩანდა, თუმცა ვინ იცის, რამდენი წელიწადი იყო არც
წიგნი წაეკითხა. არც გაზეთი. არ იცოდა, რა ხდებოდა ქვეყანაზე და არც
სურვილი ჰქონდა სცოდნოდა. გაგონილი ჰქონდა კლონდაიკის ციებ-
ცხელებისა და ოქროსმაძიებელთა ამბავი იუკონზე, მაგრამ ოქროსმაძიებლების
საზღვრები და ეს ძალიან ახარებდა. გარე სამყარო მაინც არ არსებობდა
მისთვის. მას ხსენებასაც კი ერიდებოდა. 
ვერც ლაბისკვიმ უთხრა სმოკს რაიმე სნასის წარსულზე. ლაბისკვი აქ, 
მონადირეთა სადგომში, დაიბადა. დედა მაშინ გარდაეცვალა, როცა ექვსი
წლისა იყო. დედამისი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. _ ერთადერთი
თეთრკანიანი ქალი იყო, როლმელიც ოდესმე მინახავს, _ გულისტკივილითა
და მწუხარებით იმეორებდა ლაბისკვი ერთსა და იმავეს. მან იმ დიდი
სამყაროს არსებობაც იცოდა, რომელსაც მამამისი სამუდამოდ განერიდა. 
მაგრამ ეს მისი საიდუმლოება იყო, კარგად ესმოდა, რომ ამის უბრალო
ხსენებაც კი აშმაგებდა მამამისს. 
ენტონ თურმე ერთ ინდიელ ქალს უამბო ლაბისკვის დედის ამბავი. ექვა, 
მამამისს დიდი თანამდებოდა ჰქონდა ჰუძონის ყურის კომპანიაშიო. ყოველივე
ეს ლაბისკვის მერე იმ ინდიელი ქალისაგან გაეგო. მაგრამ დედის სახელი მაინც
ვერავინ უთხრა. 
დენი მაკ-კენისაგან აგერ ცხრა წელიწადი იყო ამ ველურებთან ერთად
დაეხეტებოდა. ადრე სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ერთხელ დაათვრეს და
ვეშამპმჭერ გემზე შეიტყუეს. ბაროს კონცხზე სამ ამხანაგთან ერთად გემიდან
გაიქცა. ორი გზაში გარდაიცვალა, მესამემ კი მიატოვა, როცა სამხრეთისაკენდიდის გაჭირვებით მიიკვლევდნენ გზას. ორი წელიწადი ესკიმოსებთან
ცხოვრობდა. ძალას იკრებდა, რომ სამხრეთისაკენ დიდის გაჭირვებით
მიიკვლევდნენ გზას. ორი წელიწადი ესკიმოსებთან ცხოვრობდა. ძალას
იკრებდა, რომ სამხრეთისაკენ საშინელი მგზავრობა გაებედა. და ის იყო, 
ჰუძონის ყურის კომპანიის უახლოეს პუნქტამდე რამდენიმე დღის სავალიღა
დარჩა, რომ სნასი ახალგაზრდა მონადირეებმა შეიპყრეს. მაკ-კენი პატარა, 
გონებაჩლუნგი კაცი იყო, თვალების ტკივილს უჩიოდა. სულ იმაზე
ოცნებობდა და ლაპარაკობდა, როგორ დაბრუნებულიყო თავის საყვარელ სან-
ფრანცისკოში და ისევ თავის საქმისათვის, კალოტოზობისათვის მოეკიდა
ხელი. 
_თქვენ ერთადერთი განათლებული კაცი ხართ, რომელიც კი ჩვენთან
ოდესმე ყოფილა, _ უთხრა სმოკს სნასმა ერთ საღამოს ცეცხლის პირად, _ 
მოხუც ოთხთვალას თუ არ ჩავთვლით. ეს სახელი მას ინდიელებმა შეარქვეს. 
ახლომხედველი იყო და სათვალეს იკეთებდა. ზოოლოგიის პროფესორი იყო. 
(სმოკმა შენიშნა, რომ სნასმა ეს სიტყვა ზუსტად გამოთქვა). ერთი წელია, რაც
გარდაიცვალა. ჩემმა ბიჭებმა პორკუპაინის ზედაწელთან დაატყვევეს. 
ექსპედიციას ასცდენოდა. მართლა განათლებული კაცი იყო, მაგრამ ცოტა
შტერიც. ყოველთვის მხარი ექცეოდა ხოლმე. გეოლოგია კარგად ესმოდა და
ლითონებშიც ერკვეოდა. მდინარე ლუსკვაზე ქვანახშირი მოიპოვებოდა, იქ
რამდენამდე მშვენიერი სამჭედლოც გაგვიმართა. თოფების შეკეთებაც შეეძლო
და ახალგახრდებსაც ბევრი რამ ასწავლა. შარშან გარაიცვალა, ძალიან
მოგვაკლდა მისი ხელი. ბანაკიდან რაღაც ერთი მილის მოშორებით მხარი
ეცვალა და თოვლში გაიყინა. ასე დაიღუპა საწყალი. 
იმავე საღამოს სნასმა სმოკს უთხრა: 
_ გირჩევნიათ საცოლე მონახოთ და საკუთარი კერა გაიჩინოთ. ეს უფრო
ხელსაყრელია, ვიდრე ახალგაზრდა მონადირეებთან ხეტიალი. ჩვენთან ასეთი
წესია: შუა ზაფხულში, როცა ორაგული დაიძვრება. ქალიშვილები ცეცხლს
ანთებენ _ ამას ქალწულების დღესასწაულს ეძახიან _ და საქმროებს ირჩევენ. 
თუ თქვენ გინდათ, შემიძლია ეს დღესასწაული დავაჩქარო. 
სმოკმა გაიცინა და თავი გაიქნია. 
_ ნუ დაგავიწყდებათ, _ აუღელვებლად დაასკვნა სნასმა, _ რომ ენტონი
ერთადერთი იყო, რომელმაც აქაურობას თავი დააღწია. ეტყობა იღბლიანი იყო, 
მართლაც ბედმა გაუღიმა. 
არა ერთხელ ეთქვა ლაბისკვის სმოკისათვის, რომ მამამისს რკინის
ნებისყოფა ჰქონდა. 
_ ოთხთვალა მას გაყინულ მეკობრეს უწოდება. არ ვიცი, ეს რა ნიშნავს. 
ყინულის ტირანსაც ეძახდა, პირველყოფილ მხეცსა და გამოქვაბულის
დათვსაც, ირმების მეფესა და წვერიან ავაზასაც. და კიდევ ბევრ სხვა სახელს. 
ოთხთვალას ძალიან მოსწონდა ასეთი სიტყვები. ინგლისურიც მან მასწავლა. ყოველთვის ხუმრობდა. ძვერაფერს გაუგებდით. როცა გავბრაზდებოდი, თავის
მეგობარ ჯიქს მეძახდა, რას ნიშნავს ეს? ყოველთვის ასე მაბრაზებდა ხოლმე. 
სმოკს ვერაფრით ვერ გაეგო, როგორ შეეძლო ამ მოწიფულ ქალს ასეთი
გულუბრყვილო, ბავშვური ტიტინი. 
დიახ, მამამისი შეუდრეკელი კაცი იყო. ყველას ეშინოდა მისი. ყველას
თავზარს სცემდა, მაჩვ-ზღარბებისა და ლუსკვას ტომების მეშვეობით სნასი
ფაქტორიებში ტყავებს ასაღებდა და იმ ფულით ტყვია-წამალსა და თამბაქოს
იმარაგებდა. გულწრფელად ენდობოდა მეზობლებს, მაგრამ მაჩვ-ზღარბებბის
ბელადმა მოტყუება დაუწყო. ორჯერგააფრთხილა იგი სნასმა, ბოლოს სოფელი
გადაუწვა და ოციოდე კაცი ბრძოლაში დაუხოცა. მერე კი ვეღარ ბედავდნენ
სნასის გაცურებას. ერთხელ, როცა ლაბისკვი ჯერ კიდევ პატარა იყო, ერთმა
თეთრკანიანმა გაქცევა სცადა და მოჰკლეს. არა, თვითონ მამამისმა კი არ
მოჰკლა თავისი ხელით, ახალგაზრდა მონადირეებს მოაკვლევინა. ჯერ არც
ერთ ინდიელს არშეუბრუნებია მისთვის სიტყვა. 
და რაც უფრო მეტს უყვებოდა სმოკს ლაბისკვი, სულ უფრო და უფრო
მიუწვდომელი ხდებოდა მისთვის სნასის საიდუმლოება. 
_ ერთი მითხარით, მართალია, _ ეკითხებოდა ლაბისკვი, _ რომ ქვეყანაზე
იყო ერთი ქალი და კაცი, რომელთაც პაოლო და ფრანჩესკა ერქვათ და მათ
ერთმანეთი ძალიან ჯყვარდათ? 
სმოკმა თავი დაუქნია. 
_ ეს ოთხთვალამ მიამამბო, _ ქალმა აღარ იცოდა, რა ექნა სიხარულით. _ ესე
იგი, თვითონ არ შეუთხზავს. მე კი მართალი გითხრათ, არ მჯეროდა. მამასაც
ვკითხე, მაგრამ, უჰ, ძალიან გამიბრაზდა. როგორც მერე ინდიელებმა მითხრეს, 
მამას თურმე ძალიან გაულანძღავს ოთხთვალა. ტრისტანი და იზოლდაც, არა... 
მგონი ორი იზოლდაც კი იყო. ძალიან ნაღვლიანი ამბავია. მაგრამ ასეთი
სიყვარული მეც მინდა. ასე უყვართ თქვენს ქვეყანაში ერთმანეთი ქალებსა და
კაცებს? ჩვენთან კი _ არა. აქ მხოლოდ თხოულობენ და თხოვდებიან. აქ
თითქოს სიყვარულისათვის არცა სცალიათ. მე ინგლისელი ვარ და ინდიელს
არასოდეს არ გავყვები: თქვენ რას მეტყვით? ჩემი საქალწულო ცეცხლი აქამდე
იმიტომ არ ამინთია. ბევრმა ახალგაზრდამ მოაბეზრა თავი მამას, რომ ცეცხლი
დამენთო. ლიბაშმაც კი სთხოვა. ლიბაში დიდი მონადირეა. მაჰკუკი არასოდეს
უაიმღეროდ არ ჩამივლის. სასაცილოა. ამაღამ შებინდებულზე რომ ჩემს
კარავთან მოხვიდეთ, მის სიმღერასაც გაიგონებთ ამ სიცივეში. მამა კი
მეუბნება, როგორც შენ გინდოდეს, ისე მოიქეციო. მე ცეცხლს არ ვანთებ. იცით, 
როცა ქალი გათხვობევას გადასწყვეტს, ცეცხლის დანთებით ატყობინებს ამას
ახალგაზრდებს. ეს წესი ძალიან მოსწონდა ოთხთვალას. მაგრამ თვითონ მაინც
არ უთხოვია ცოლი. ეს შეიძლება სიბერის ბრალიც იყო. ბევრი თმა არა ჰქონდა, 
მაგრამ არა მგონია, ღრმა მოხუცებული ყოფილიყო. როგორ უნდა მიხვდეთ, 
როცა შეყვარებული ხართ? ისე ხართ შეყვარებული, როგორც პაოლო და
ფრანჩესკა? 
სმოკი დააბნია ქალის ცისფერი თვალების სიწმინდემ. _ იცით, როგორც ამბობენ, _ წაილუღლუღა მან ბოლოს, _ ვისაც უყვარს, იგი
სიყვარულს სიცოცხლეს ამჯობინებს. როცა ქალი ან კაცი მიხვდება, რომ
შეყვარებული ყველას ურჩევნია... საერთოდ ასე ხდება, მაგრამ ამის ახსნა მაინც
ძნელია. ამას მხოლოდ გრძნობენ, ეს არის და ეს. 
ლაბისკვიმ ცეცხლის ბოლქვებად დამდგარ კვამლს გახედა. ამოიოხრა, და
ისევ მიჰყო ხელი ბეწვის ხელთათმანის ამოკემსვას. 
_ ეჰ, _ განაცხადა მან, _ ყოველ შემთხვევაში, მე არასოდეს არგავთხოვდები. 
VI 
_ თუკი ერთხელაც იქნა და აქედან როგორმე გავიქეცით, 
თავქუდმოგლეჯილი სირბილი მოგვიწევს, _ თქვა შორტიმ წუხილით. 
_ მართლაცრომ დიდ ხაფანგში ვართ გამომწვდეული. _ დაეთანხმა სმოკი. 
მოტიტვლებული მთის წვერიდან მათ სნასის თოვლში ჩაფლულ
სამფლობელოს გადახედეს. აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან და
სამხრეთიდან იქაურობას კლდის წვერები და უსასრულო მთაგრეხილი ერტყა. 
ჩრდილოეთისკენ კი ბოვრცვიანი ზეგანი ცის დასალიერში იკარგებოდა. 
მაგრამ მათ კარგად იცოდნენ, რომ ამ მხარესაც კი გზაზე ექვსიოდე
მთაგრეხილის გადალახვა მაინც მოუწევდათ
_ წლის ამ დროს მე შემიძლია სამი დღითაც გაგიშვათ წინ, _ უთხრა სნასმა
სმოკს იმ საღამოს. _ ხომ იცით, რომ კვალს ვერეფრით დამალავთ. ენტონი
მაშინ გაიქცა, როცა თოვლი აღარ იდო. ჩემი ახალგაზრდა მონადირეები
არაფერში ჩამორჩებიან თქვენებურ საუკეთესო მეთხილამურეებს. ამას ისიც
დაუმატეთ, რომ ჩვენები თქვენს გაკვალულ თოვლში ივლიან. როცა თოვლი
გალხვება, რაღაც გზას გამოვნახავ, რომ თქვენც ენტონივით გაქცევა არ
დააპიროთ. აქ მშვენივრად ვცხოვრობთ. ქვეყანას მალე დაივიწყებთ, მე
დღემდე მიკვირს, რა ადვილად შეუძლია კაცს უიმისოდ ცხოვრება. 
_ხელში შემიკლა დენი მაკ-კენმა, _ ეუბნებოდა სმოკს შორტი. _ გზაში
კაპიკი იქნება მისი ფასი, მაგრამ იფიცება, დასავლეთიის გზა კარგად ვიციო. მე
მგონი, უნდა შეუთანხმდე, სმოკ, თუ ხიფათს არგინდა გადაეყარო. 
_ მარტო მე? განა ყველა ერთ ტაფაში არვიწვით? _ უპასუხა სმოკმა
_ არა, ჩემო კარგო, შენ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყო. 
_ ვითომრატომაო? 
_ არგაგიგია არაფერი? 
სმოკმა თავი გააქნია. 
_ უცოლშვილოებმა გადმომცეს. იმათაც ეს-ეს არის ვიღაცასგან გაიგეს. 
წესიტ რამდენიმე თვის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ თურმე ამაღამ
აწყობენ. 
სმოკმა მხრები აიჩეჩა. 
_ არგაინტერესებს, რა ხდება? _ განგებ აღიზიანებდა შორტი. 
_ მითხარი ბარემ. _ რა და დენის ცოლმა უთხრა უცოლშვილოებს, _ შორტი
მრავალმნიშვნელოვნად შეჩერდა წამით, _ და, რა თქმა უნდა, 
უცოლშვილოებმა მე გადმომცეს, რომ საქალწულო კოცონებს ამაღამ ანთებენ. 
აი, რა ხდება. შენ მაინცროგორმოგწონს, ეს ამბავი? 
_ მაინც არმესმის, შორტი, რისი თქმა გინდა? 
_ არ გესმის, ხომ? კი მაგრამ, რა არის აქ გაუგებარი და ბუნდოვანი? ერთ
ქალს თვალი უჭირავს შენზე და სწორედ მას უნდა შენთვის კოცონის დანთება. 
ამ ქალს ლიბისკვის ეძახიან. ეჰ, ოამდენჯერ მომიკრავს მისთვის თვალი, შენ
რომ გიყურებდა. კოცონი აქამდე არ დაუნთია, ამბობდა, ინდიელს არასოდეს
არ გავყვებიო. რაკი ახლა კოცონის დანთება გადასწყვიტა, რა თქმა უნდა, რომ
ჩემი საწყალი მეგობრისათვის დაანთო. 
_ შენ მართალს უნდა ამბობდე, _ უპასუხა სმოკმა და გულზე დარდი
შემოაწვა. მოაგონდა, როგორიქცეოდა ლაბისკვი ამ ბოლო დროს. 
_ ამას ლაპარაკი არ უნდა, _ გაუმეორა შორტიმ. _ ასე არ არის ყოველთვის? 
ჩვენ გაქცევაზე ვფიქრობდით და აჰა, აქაც ქალი შემოგვეჩხირა, მოვა და
ყველაფერს აურევს. ეჰ, იცოდე, საქმე მართლა გაფუჭდება, სმოკ. 
სამი მოხუცი ქალი მაკ-კენის კართან შეჩერდა, უცოლშვილოების ბანაკის
შორიახლო, და მათ შორის უხუცესი ჩახრინწული მწივანა ხმით რაღაცის
ლაპარაკს მოჰყვა. 
სმოკმა სახელები კი გაარჩია, მაგრამ მაინც ვერაფერი გაიგო. შორტიმ
შემდეგი გადმოუთარგმნა მწარეღიმილით: 
_ ლაბისკვი, დიდი ბელადის, წვიმის მომყვანის, სნასის ქაიშვილი, ამ ღამით
თავის პირველ საქალწულო კოცონს ანთებს. მაკა, მგლის მდევრის, იუიტსის
ქალიშვილი... 
ასე გადათვალეს მაცნეებმა თორმეტიოდე ქალწულის სახელი. მერე
სამივენი ბანაკში შევიდნენ, რათა ყველასათვის ეუწყებინათ ეს ამბავი. 
უცოლშვილოები, რომლებმაც ახალგაზრდული ფიცით შეკრეს პირი ქალს
თავის დღეში არ დალაპარაკებოდნენ, გულგრილად მოეკიდნენ ამ ამბავს, და
უფრო აშკარად რომ გამოეხატათ თავიანთი ზიზღი, იქვე შეუდგნენ იმ
შორეული მგზავრობისათვის მზადებას, რაც მათ თვითონ სნასმა დაავალა, 
თუმცა გამგზავრება მეორე დღისთვის ჰქონდათ განზრახული. მოხუცი
მონადირეების აზრით, იმ მიდამოებში მაინცდამაინც ბევრი ირემი არ უნდა
ყოფილიყო. სნასი კი არ ერწმუნა მათ ვარაუდს. მისი ფიქრით თუ ირემი
მართლა ასე იშვიათი იყო ამ მხარეში, მაშ, ჯელგა ორად გაყოფილა? ჰოდა, 
ჩრდილოეთსა და დასავლეთში გაფანტული ორმების კვალს უცოლშვილოების
ჯგუფი გაუყენა. 
ლაბისკვის გადაწვეტილებით აწრიალებულმა სმოკმა გამოაცხადა, მეც
უცოლშვილოებს გავყვებიო, მაგრამ ჯერშორტის და მაკ-კენს მოელაპარაკა. 
_ შენ იქ მესამე დღეს უნდა იყო, სმოკ, _ უთხრა შორტიმ, _ ჩვენ კი საჭმელს
წამოვიღებთ და ძალებსაც წამოვასხამთ. _ არ დაგავიწყდეს, თუ ერთმანეთს ავცდით. გზა განაგრძეთ და იუკონზე
გადადით. ამას ლაპარკი არ უნდა. თუ თავი დააღწევთ, ჩემს წასაყვანად
ზაფხულში ამოდით, ხოლო მე თუ გამიმართლა, მაშინ მე ამოვალ. 
მაკ-კენი ცეცხლის პირას დადგა და თვალით ერთ ციცაბო მთაზე ანიშნა
დასავლეთისაკენ, სადაც მაღალი მიუძალი მთაგრეხილები სწორზე
გამოდიოდა. 
_ აი, ის არის, _ თქვა მან, _ სამხრეთის მხრიდან მდინარე ჩამოუდის. 
დინებას აღმა უნდა ავყვეთ. მესამე დღეს თქვენც შემოგვიერთდებით. სადაც არ
უნდა გამოხვიდეთ, იმ წყალზე ჩვენ თუ არა, ჩვენ კვალს მაინც წააწყდებით. 
VII 
მაგრამ სმოკს არ გაუმართლდა, მესამე დღეს უცოლშვილოებმა
მიმართულება შეიცვალეს. იმ დროს, როცა შორტი და მაკ-კენი თავიანთი
ძაღლებით მდინარის აღმა მიიკვლევდნენ, სმოკი და ჯცოლშვილოები
დათქმული ადგილიდან სამოდიოდე მილის მოშორებით ჩრდილოეთით
ირმების მეორე ჯოგის კვალს წააწყდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ თოვლის
ფანტელებით შუბურლ მწუხრში ისინი ბანაკში დაბრუნდნენ. ცეცხლს რომ
ჩაუარეს, ერთმა ინდიელმა ქალმა გოდება შეწყვიტა და სმოკისაკენ გამოექანა. 
გაბოროტებულ ქალს თვალები უელავდა, მწარედ იწყევლებოდა და ხელებს
ტყავში გახვეული უმოძრაო საგნებისაკენ იშვერდა, რომელიც ჯერ კიდევ
მარხილზე იდო. 
სმოკი გუმანით მიხვდა, რაც მოხდა და როცა მაკ-კენის ცეცხლს
უახლოვდებოდა, ის იყო ახალი წყევლა-კრულვისათვის მოემზადა, რომ
თითონ მაკ-კენი დაინახა, მაკ-კენი იჯდა და დიდის გულმოდგინეობით
შეექცეოდა ირმის ხორცს. 
_ მე მეომარი არა ვარ, _ აწუწუნდა იგი. _ შორტი კი გაიქცა, თუმცა მის
დევნას ისევ განაგრძობდნენ. ჯოჯოხეთური ბრძოლა გაუმართა ინდიელებს. 
თუმცა რად გინდა, მაინც დაიჭერენ. ორი დასჭრა, მაგრამ ისინიც მალე
მომჯობინდებიან. ხოლო ერთს შიგ გულში ჩააჭედა ტყვია. 
_ ვიცი, _ უთხრა სმოკმა, _ მოკლულის ქვრივი შემხვდა. 
_ სნასს თქვენთან ლაპარაკი სურს, _ დასძინა მაკ-კენმა, _ ბრძანა, როგორც
კი დაბრუნდება, ჩემს კოცონთან მოვიდესო. არ გაგიმხელთ. კარგად
დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ ამ ამბისა არაფერი იცით. ჩვენ ჩვენი სურვილით
გავიქეცით. 
სნასის კოცონთან სმოკი ლაბისკევის შეეყარა. მის თვალებში მან იმდენი
სითბო და ალერსი დაინახა, რომ ცოტა არიყოს შეეშინდა კიდეც. 
_ როგორ მიხარია, რომ თქვენც არ გაიქეცით, _ თქვა მან, _ ხედავთ მე... _ 
იგი შეყოყმანდა, მაგრამ თვალები არ დაუხრია. შიგ ჩამდგარი შუქი ოდნავადაც
არ შერხეულა, _ კოცონი დავანთე, რა თქმა უნდა, თქვენთვის დავანთე. ჩემი
დროც დადგა. მე თქვენ ყველას მირჩევნიხართ ქვეყანაზე. მამაზე უფრომეტადაც მიყვარხართ. ათას ლიბაშსა და მაჰკუკშიც არ გაგცვლით. მე
შეყვარებული ვარ. რა უცნაურია, მეც ისეთივე შეყვარებული ვარ, როგორც
ფრანჩესკა და იზოლდა. ოთხთვალა მართალს ამბობდა, ინდიელებმა არ იციან
ასეთი სიყვარული, მაგრამ მე ცისფერი თვალები მაქვს და თეთრკანიანი ვარ. 
ჩვენ ხომ ორივენი თეთრები ვართ. 
ქალისაგან ასეთი რამ თავის სიცოცხლეში არ გაუგია სმოკს და არ იცოდა, 
როგორ მოქცეულიყო. უფრო მეტიც, ეს ქალის თხოვნასაც არ ჰგავდა, რადგან
სმოკს თანხმობასაც არეკითხებოდნენ. 
ლაბისკვის ისე ცხადად და მარტივად ჰქონდა ეს წარმოდგენილი და
იმდენი სითბო იღვრებოდა მისი თვალებიდან, რომ სმოკს გაუკვირდა კიდეც, 
რატომ აქამდე არ შემოაჭდო ქალმა მკლავები კისერზე და მის მკერდზე არ
მიესვენა. მერე მიხვდა, რომ მიუხედავად ასეთი უბიწოებისა და
გულუბრყვილო სიყვარულისა, ქალმა არიცოდა სიყვარულის იდუმალი გზები
და უტკბილესი ალერსი. არავის არ სჭირდებოდა ასეთი რამ პირველყოფილთა
შორის და იგი მისთვისაც უცხო იყო. 
ქალი ღუღუნებდა და თავისი სიყვარულის უნეტარეს ტვირთზე გალობდა. 
ვაჟი კი თავს ძალას ატანდა, ღონეს იკოებდა, რომ ულმობელი სიმართლით
განეგმირა მისი გული. „ამისი დროც დადგაო", _ ფიქრობდა სმოკი. 
_ ყური მიგდეთ, ლაბისკვი, _ წამოიწყო მან, _ დარწმუნებული ხართ, რომ
ოთხთვალამ ყველაფერი გიამბოთ პაოლოსა დაფრანჩესკას სიყვარულზე? 
ქალმა ხელი ხელს შემოჰკრა და უსაზღვრო სიხარულისაგან სიცილი
აუვარდა. 
_ ოჰ, რა თქმა უნდა, სიყვარულში კიდევ მეტი რაღაცა არის. მე ასეც
ვიციოდი. სანამ კოცონს დავანთებდი, ამაზეც ვიფიქრე! მე... 
მაგრამ ამ დროს თოვლის ფანტელებში სნასი გამოჩნდა, ცეცხლისაკენ
გადმოალაჯა და სმოკმა ვერაფრის თქმა ვეღარმოასწრო. 
_ საღამო მშვიდობისა, _ წაიბუზღუნა მან, _ თქვენმა ამხანაგმა აურია. 
მიხარია, რომ თქვენ უფრო ჭკვიანი გამოდექით. 
_ მითხარით, რა დაემართა ჩემს მეგობარს? _ მოუთმენლად იკითხა სმოკმა. 
თეთრმა კბილებმა არასასიამოვნოდ გაიელვა სნასის კვამლით
შეყვითლებულ წვერში. 
_ რა თქმა უნდა, გეტყვით. თქვენმა ამხანაგმა ერთი კაცი მოჰკლა. 
ცინგლიანი ლიფსიტა მაკ-კენი პირველსავე გასროლაზე უკან გამობრუნდა. ის
თავის დღეში ვეღარ გაიქცევა. ჩემმა მონადირეებმა თქვენი ამხანაგი მთებში
მოიმწყვდიეს და მელ დაიჭერენ კიდეც. ასე რომ, იუკონს ვეღარ ეღირსება. 
თქვენ კი ამიერიდან ჩემს კარავთან დაიძინებთ. მონადირეებს აღარსად
გაჰყვებით. მე თვითონ გადევნებთ თვალს. 
VIII სნასთან გადაბარგებამ საგონებელში ჩააგდო სმოკი. ახლა გაცილებით
ხშირად ხვდებოდა ლაბისკვის. სმოკისათვის საშინელი იყო ქალის უბიწო და
უნაზესი სიყვარულის გულახდილობა. მისი თითოეული შემოხედვა მხოლოდ
სიყვარული იყო, მისი თითოეული სიტყვა კი _ უსაზღვრო ალერსი. ათასჯერ
დაატანა თავს ძალა ყველაფერი ეთქვა მისთვის ჯოი გასტელზე, მაგრამ
გაბედულება არ ეყო. ამის გადაულახავი მიზეზი ლაბისკვის მომხიბვლელობაც
იყო. მისი ყურება სიამოვნებას ჰგვრიდა. ყოველი შეხვედრისას სმოკს თავი
სძულდა, მაგრამ ეს წუთები მაინც ყველაზე ძვირფასი იყო მისთვის. თავის
სიცოცხლეში იგი პირველად ეცნობოდა ქალს ჭეშმარიტად და ისეთი უბიწო
იყო ლაბისკვის სული, ისეთი საოცარი მისი უცოდველობა და
გულუბრყვილობა, რომ სმოკს არ შეეძლო ბოლომდე არ ჩაეკითხა ამ
სიყვარულის ყველა სტრიქონი. ლაბისკუის სქესის მთელი პირველყოფილი
სიკეთე ახლდა თან ამ სიყვარულს, ცოდნის პირობითობით დაუსახიჩრებელი
და ეგოიზმის სიყალბით შეუბღალავი. მოაგონდა ოდესღაც წაკითხული
შოპენჰაუერი და მისთვის ცხადი გახდა, როგორ სცდებოდა ეს
გულჩათხრობილი ფილოსოფოსი. ქალის გაცნობა, ისე როგორც სმოკმა გაიცნო
ლაბისკვი, იმას ნიშნავდა, რომ ყველა ქალმოძულე მამაკაცი ავადმყოფი უნდა
ყოფილიყო უცოლოდ. 
საოცარი იყო ლაბისკვი და მაინც მისი ხორციელი სახის გვერდით
ჩნდებოდა ჯოი გასტელის სახება. ჯოი მუდამ თავშეკავებული და
მოკრძალებული იყო, ცივილიზებული ქალის ყველა კლდება და რიდი ახლდა, 
მაგრამ წარმოსახვის ძალით სმოკი ჯოი გასტელს იმვე სიკეთით აჯილდოებდა, 
რაც ლაბისკვის გააჩნდა. ერთი მეორეს ავსებდა, და მთელი ქვეყნის ქალები
ამაღლდნენ სმოკის თვალში იმის წყალობით, რაც მან ლაბისკვის სულში
დაინახა სნასის კოცონის პირას, თოვლის ქვეყანაში. 
თავისი თავიც შეიცნო სმოკმა. ჯოი გასტელი გაიხსენა და მიხვდა, რომ
უყვარდა იგი. და მაინც უსაზღვრო შვებას განიცდიდა სმოკი ლაბისკვის
გვერდით. რა უნდა ყოფილიყო ეს შვება თუ არა სიყვარული? და განა შეეძლო
სხვა რამე ეწოდებინა მისთვის და არ დაემცირებინა? ეს მხოლოდ სიყვარული
უნდა ყოფილიყო. სმოკს თავზარი დასცა იმის გაფიქრებამაც კი, რომ მისი
ბუნება თავის ფესვებში მრავალცოლიანობას გულისხმობდა. მოაგონდა, 
როგორ კამათობდნენ სან-ფრანცისკოში ერთხელ: კაცს შეუძლია
ერთდროულად უყვარედეს ორი და სამი ქალიც კიო. მაშინ ეს არა სჯეროდა. ან
როგორ უნდა ერწმუნა, როცა არ გამოეცადა იგი? ახლა კი სხვა ამბავია. მას
მართლაც ორი ქალი უყვარდა და თუმცა უმეტესად იმ აზრისა იყო, რომ ჯოი
გასტელი უფრო უყვარდა, მაგრამ იყო წუთები, როცა ასეთივე სიძლიერით
სწამდა, რომ ლაბისკვი უყვარდა უფრო მეტად. 
_ ქვეყანაზე ბევრი ქალი უნდა იყოს, _ უთხრა ლაბისკვიმ ერთ დღეს. _ 
ქალები კი კაცებს ჰყვარობენ. თქვენ ბევრ ქალს უნდა მოსწონნებოდით... 
მითხარით ყველაფერი. 
სმოკმა არაფერი უპასუხა. _ მითხარით, _ არეშვებოდა იგი. 
_ მე არასოდეს მყოლია ცოლი, _ თავი აარიდა პირდაპირპასუხს სმოკმა. 
_ და თქვენ არავინა გყავთ? იმ მთების იქით მეორე იზოლდა არარის? 
ახლა კი მიხვდა სმოკი, რომ ლაჩარი იყო. არაო, უნებურად წამოცდა, მაგრამ
მაინც ხომ იცრუა. თავი გააბნია და გაიღიმა. ვერც წარმოიდგენდა თუ ამდენ
სიყვარულს იგრძნობდა, როცა ლაბისკვი ამის გაგონებაზე სიხარულისაგან ცას
ეწია. 
სმოკმა საკუთარი თავის წინაშე გამართლება სცადა, _ თავს ყალბი
დებულებით იტყუებდა, _ დიახ, აბა რა უნდა ვქნა, ის ხომ ისეთი სპარტანელი
არიყო, რომ ასე ულმობლად დაემსხვრია ამ ბავშვი გოგონას გული. 
სნასისაც რცხვენოდა სმოკს. კაცი ვერაფერს გამოაპარებდა მის შავ თვალებს
და თითოეულ მის სიტყვასღრმა აზრის ბეჭედი სვა. 
_ არც ერთი კაცი არ ესწრაფვის თავისი ქალიშვილის გათხოვებას, _ უთხრა
მან სმოკს. _ მით უმეტეს, თუ ცოტა წარმოსახვის უნარიც აქვს. ასეთი რამ
მომაკვდინებლად იმოქმედებს მასზე. გამოგიტყდებით, ამაზე ფიქრიც კი
მიჭირს, მაგრამ რა გაეწყობა, ცხოვრების კანონს ვერ წაუხვალ. მარგარეტა
ოდესმე მაინც ხომ უნდა გათხოვდეს. 
დუმილი ჩამოვარდა. სმოკი ამ დროს იმაზე ფიქრობდა, რა იმალებოდა ამ
კაცის წარსულში. 
_ მე ერთი უხეში და სასტიკი კაცი ვარ, _ განაგრძო სნასმა, _ მაგრამ კანონი _ 
კანონია. და მეც მართალი ვარ. აქ, ამ პირველყოფილ ადამიანებში მე კანონიც
ვარ და სიმართლეც. სიტყვას ვერვინ შემომიბრუნებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ
მე მამაც ვარ და მთელი ჩემი დღე და მოსწრება ოცნებაში გამიტარებია. 
სმოკი მაინც ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა სნასს, რადგან სწორედ ამ
დროს ლაბისკვის კარვიდან ღრენა და ვერცხლივით წკრიალა სიცილი გაისმა. 
ლაბისკვი ახლად მოყვანილ მგლის ლეკვს ეთამაშებოდა. სნასს გამოთქმელი
ტკივილისაგან სახე დაეღმიჭა. 
_ არა უშავს, როგორმე ავიტან. _ წაიდუდუნა კვრიჭაშეკრულმა სნასმა. _ 
მარგარეტი უნდა გათხოვდეს და ჩვენდა იღბლად თქვენც აქა ხართ. 
ოთხთვალას იმედი მე არა მქონია. მაკ-კენი ისეთი უსუსური აღმოჩნდა, რომ
ისეთი ქალი შევაჩეჩე ხელში, რომელიც ოცი წელი ანთებდა თავის საქალწულო
კოცონს. თქვენ რომ არა, ჩემი სიძე ინდიელი უნდა გამხდარიყო. ალბათ
ლიბაში გახდებოდა ჩემი შვილიშვილების მამა. 
კარვიდან ამ დროს ლაბისკვი გამოვიდა და ცეცხლისაკენ გამოემართა. 
ხელში მგლის ლეკვი ეჭირა. იგი პირდაპირ იმ ადამიანს უყურებდა, რომელიც
მაგნიტივით იზიდავდა. თვალებში ის სიყვარული ენთო, რომლის დაფარვაც
მისთვის არავის ესწავლებინა. 
IX 
_ ყური მიგდე,_ უთხრა სმოკს მაკ-კენმა, _ გაზაფხულიც დადგა, ახლა
თოვლს ლიპი მოეკიდება. მგზავრობისთვის საუცხოო დროა, მხოლოდ ეს არის, რომ მთებში ქარბუქი იცის. მე ეს კარგად ვიცი. სხვასთან ერთად მე არ
გავიქცეოდი, მაგრამ თქვენთან ყველაფერზე თანახმა ვარ. 
_ თქვენ გაქცევი თავი ვინ მოგცათ? _ შეუბრუნა სიტყვა სმოკმა. _ ზედმეტი
ტვირთი აეკიდებით კაცს, მუხლები დონდლოსავით გეკეცებათ. თუ გაქცევაა, 
მარტო გავიქცევი. მაგრამ მე უკვე დამავიწყდა ქვეყანა და იქნებ აღარასოდეს
მოვშორდე აქაურობას. ირმის ხორცი ძალიან მეგემრიელა... მალე ზაფხულიც
მოვა და ორაგულიც მოგვემატება. 
_ თქვენი მეგბარი ცოცხლებში აღარ არის. _ თქვა ერტხელ სნასმა, _ ჩემს
მონადირეებს არ მოუკლავთ იგი. ისინი მის გვამს წააწყდნენ, გაზაფხულის
ქარბუქებს გაეყინა მთებში. აქედან კაცი ვერ გავა. როდის გადავიხადოტ
თქვენი ქორწილი? 
ლაბისკვიმ კი ასე უთხრა: 
_ მე თვალს გადევენებთ. თვალებში და სახეზე დიდი მწუხარება გემჩნევათ. 
კარგად ვიცნობ თქვენს სახეს. კისერზე პატარა ნაჭრილობევი გაქვთ, სწორედ
ყურის ძირში. როცა გიხარიათ, ბაგის კუთხეები მაღლა გეზიდებათ. ხოლო
როცა მწარე ფიქრები გაწვალებთ, დაბლა ჩამოგივარდებათ ხოლმე. როცა
იღიმებით, თვალებთან სამი ან ოთხი ნაოჭი გიჩნდებათ. მაგრამ როცა იცინით
_ ექვსი. ზოგჯერ შვიდი ნაოჭიც კი შემიმჩნევია. ახლა კი ერთი აღარა გაქვთ. 
წიგნი მე არასოდეს წამიკითხავს, კითხვაც არ ვიცი. მაგრამ ოთხთვალამ ბევრი
მასწავლა. ჩემი ცოდნა უტყუარია. იგი ოთხთვალამ გადმომცა. მის თვალები
ხშირად მინახავს მწუხარება, როცა მას დიდი ქვეყანა შიოდა. ხშირად შიოდა
მას ქვეყანა, თუმცა აქ მრავლად იყო კარგი ხორცი, თვეზი, კენკრაცა და
ძირხვენაც ბლომად გვქონდა. ფქვილიც აქ არ გვაკლდა _ მაჩვ-ზღარბები და
ლუსკვები ბეწვეულში გვიცვლიდნენ ფქვილს. მაგრამ მას მაინც შიოდა ქვეყანა. 
განა ასეთი კარგია ის ქვეყანა, რომ თქვენც მოგშივდათ იგი? ოთხთვალას აქ
არაფერი ებადა. თქვენ კი მე გყავართ. _ ქალმა ამოიოხრა და თავი ჩაქინდრა. _ 
ოთხთვალას იმ შიმშილით ამოხდა სული. თქვენ რომ სამუდამოდ აქ დარჩეთ, 
ალბათ თქვენც ეს შიმშილი მოგიღებთ ბოლოს. მე კი სრულებითაც არ ვიცნობ
იმ ქვეყანას. გინფდათ იმ ქვეყანაში გაქცევა? 
სმოკმა ვერაფერი უპასუხა, მაგრამ ლაბისკვი ყველაფერს მიხვდა მისი
ტუჩების მოძრაობით. 
ორივენი დუმდნენ, ლაბისკვი რაღაცას ებრძოდა. სმოკი საკუთარ თავს
წყევლიდა სისუსტესათვის. როგორ უნდა გაემხილა მისთვის ეს წუხილი, როცა
ერთი სიტყაც ვერ უთხრა მას საყვარელ ქალზე. 
ლაბისკვიმ ამოიოხრა. 
_ კეთილი, მე ისე მიყვარხართ თქვენ, რომ არ დავეძებ მამის განრისხებას. 
თუმცა იგი მთებში ატეხილ ქარიშხალზე უფრო საშიშია. თქვენ მასწავლეთ, რა
არის სიყვარული. ეს კი სიყვარულის გამოცდაა. მე თქვენ გაქცევაში
დაგეხმარებით. X 
სმოკს მშვიდად გამოეღვიძა და არ განძრეულა. პატარა თბილი ხელი
ლოყაზე გაეხახუნა და ტუჩებს შეეხო. სახეზე გაყინულმა, ცივმა ბეწვმა
მიუღიტინა, და ყურთან ჩურჩულით ნათქვამი სიტყვა გაიგონა: „წამოდით". 
სმოკი ფრთხილად წამოჯდა და ყური მიუგდო. ბანაკის ქოფაკებს უკვე
წამოეწყოთ თავიანთი ღამეული სიღერა, მაგრამ ამ გნიასში სმოკმა იქვე მის
ახლოს სნასის მსუბუქი თანაბარი სუნთქვა გაარჩია. 
ლაბისკვი ფრთხილად ეწეოდა სახელოში, და სმოკი მიხვდა, რომ უნდა
გაჰყოლოდა. მან მოკასინები და გერმანული წინდები აკრიფა და ღამის
მოკასინებით ფეხაკრებით გავიდა თოვლში. მიფშუკულ ცეცხლში დარჩენილი
ნაღვერდლების შუქზე დაბისკიმ ანიშნა, ფეხზე ჩაიცვიო, თვითონ კი, თითქოს
გაქრაო, ერთბაშად გაუჩინარდა და მამის კარავში შეივდა. 
სმოკმა საათი თითებით მოსინჯა, ღამის პირველი საათი იყო. „კარგა
თბილა, _ გაიფიქრა მან, _ მინუს ათზე მეტი არ იქნება". მალე დაბისკვიც
დაბრუნდა და ჩაძინებული ბანაკის ბნელ შუკებში შეუძღვა. რაც შეეძლოთ
ცდილობდნენ უხმაუროდ ევლოთ, გაყინული თოვლი თითოეული ფეხის
გადადგმაზე მაინც ჭრაჭუნებდა, მაგრამ ჩქამი იქვე ქოფაკების ღრიანცელში
იკარგებოდა. ძაღლები ისე გულდაგულ ყმუოდნენ, რომ გამვლელებისათვის
აღარეცალათ. 
_ ლაპარაკი უკვე შეიძლება, _ თქვა ლაბისკვიმ, როცა უკანასკნელი კოცონი
ნახევარი მილით ჩამოიტოვეს. 
ქალმა სახეში შეხედა და ვარსკვლავების შუქზე სმოკმა პირველად შეამჩნია, 
რომ ლაბისკვი დატვირთული მოდიოდა. სმოკმა ხელი შეახო მის ტვირთს; ეს
იყო მისი თხილამურები, თოფი, ტყვიების ორი ასხმა და ბეწვის საბნები. 
_ ყველაფერი წინასწარ მოვიფიქრე, _ თქვა ქალმა და გულიანად გაიცინა, _ 
სურსათის ორმოს ამოთხრას ორი დღკ მოვუნდი. შიგ ხორცი, ფქვილი, ასანთი
და წვრილი თხილამურები გადავმალე. მოლიპულზე კარგია თხილამურებით
სიარული. ყინულიროცა გატყდება, მაშინ მოწნული თხილამურებით ვივლით. 
ო, მე კარგად ვიცი თოვლში სიარული და ჩვენ სწრაფად ვივლით, ჩემო
სიყვარულო. 
სმოკს სიტყვის თქმაც აღარ შეძლო. მას ის აოცებდა რომ დაბისკვიმ
გაქცევაში ხელი შეუწყო, მაგრამ იმას კი აღარ ელოდა, თუ თვითონაც თან
წაჰყვებოდა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მერე ჩამოართვა ლაბისკვის
მთელი ტვირთი, დაბნეულმა ხელი მოჰხვია ქალს და გულზე მიიკრა. 
_ ღმერთი კეთილია, _ წაიჩურჩულა ლიბისკვიმ, _ მან შეყვარებული
გამომიგზავნა. 
იმდენი მხნეობა ეყო სმოკს, რომ მარტო გამგზავრებაზე სიტყვა აღარ
დაუძრავს. და სანამ ისევ რასმე იტყოდა, მის გონებაში ნათელი ქვეყნისა და
მზით გაბრწყინებული მიწების მოგონებებმა ერთბაშად იფეთქა და ისევ გაქრა. 
_ უკან დავბრუნდეთ, ლაბისკვი, _ თქვა მან, _ შენ ჩემი ცოლი გახდები და
ჩვენ მუდამ ირმის ხალხთან ერთად ვიცხოვრებთ. _ არა, არა! _ ლიბისკვიმ თავი გაიქნია და წინააღმდეგობის გამოსახატავად
ვაჟის შემოჭდობილ მკლავებში გასწორდა. _ მე ეს კარგად ვიცი. ბევრი ვიფიქრე
ამაზე, დიდი ქვეყნის შიმშილი შენც შეგაწუხებს და ჩვენებურ გრძელ ღამეებში
გულს შეგიჭამს. ასე, მოკვდა ოთხთვალა. და შენც ეს დღე გელის. ვინც ჩვენთან
მოსულა, ყველა ამ დარდმა გადაიყოლა. მე კი შენი სიკვდილი არ მინდა. ჩვენ
ამ თოვლიან მთებს გადავივლით და სამრეთისაკენ გავუდგებით გზას. 
_ მომისმინე, ძვირფასო, _ არეშვებოდა სმოკი. _ უკან უნდა დავბრუნდეთ. 
ლაბისკვიმ ხელთათმანიანი ხელი ტუჩებზე მიადო და ხმა აღარ
ამოაღებინა. 
_ გიყვარვარ? მითხარი, რომ გიყვარვარ. 
_ მიყვარხარ, ლაბისკვი. შენ ჩემი სიყვარული ხარ. 
ქალმა ისევ ალერსით მიადო ხელი ტუჩებზე. 
_ საჭმლის ორმოსთან მივიდეთ, _ მტკიცედ უთხრა ქალმა. _ აქედან
სამიოდე მილის მოშორებითაა. 
სმოკი ადგილიდან არ დაძრულა, ქალმა ხელში ხელი ჩაჰკიდა, მაგრამ ვერ
დასძრა. ცოტაც და სმოკს ალბათ წამოსცდებოდა, რომ იქ, სამხრეთში მას სხვა
ქალი ელოდებოდა. 
_ შენი უკან დაბრუნება დიდი შეცდომა იქნება, _ უთხრა ლაბისკვიმ, _ მე... 
მე მხოლოდ ველური გოგო ვარ და დიდი ქვეყნის მეშინია. მაგრამ შენი შიში
უფრო მაქვს. რაც მითხარი, სწორედ ის მემართება. მე შენ ყველაფერს
მირჩევნიხარ. თავზე უფრო მეტად მიყვარხარ. ინდიური ენა ვერ გეტყვის ამას, 
ვერც ინგლისური გეტყვის, ჩემი გულის ფიქრები ცის მოკაშკაშე
ვარსკვლავებია _ მათ ვერც ერთი ენა ვერ მიუდგება. როგორ გადმოგცე მე
ისინი? აი, ნახე. 
მან ხელთათმანი წაავრო სმოკს, მისი ხელი ბეწვის მოსასხამის ქვეშ შეაცურა
და ზედ გულზე მიიდო. დიდხანს, დიდხანს ესმოდა სმოკს მისი გულისცემა
და იცოდა, რომ ამ გულის თითოეული ფეთქვა სიყვარული იყო. და მერე, 
ნელა, შეუმჩნევლად, ისე, რომ ხელი არ მოუშორებია მკერდიდან, დაბისკვი
გაიწია და სურსათის ორმოსაკენ წავიდა. სმოკს წინააღმდეგობა აღარ შეეძლო. 
ეგონა, თვითონ გულს მიჰყავდა იგი, გულს, რომელიც ხელში ეჭირა. 



წყარო: http://biblioteka.litklubi.ge
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (28.02.2013)
ნანახია: 2121 | ტეგები: ”ქალის, ჯ.ლონდონი, საიდუმლო”, 1ნაწილი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика