ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ინგლისური კოკერ–სპანიელი

ინგლისურიკოკერ სპანიელი მსოფლიოში ერთ-ერთი გავრცელებული სპანიელია. მისი ფესვები XIV საუკუნის ესპანეთიდან (spaniel) მოდის, რასაც უკავშირდება ჯიშის სახელწოდება, ხოლო კოკერი (cocker)_ კი სავარაუდოდ სიტყვა "Woodcock”_ იდან წარმოიშვა, რაც ინგლისურად ტყისქათამს ნიშნავს. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ ადრეულ წლებში კოკერ სპანიელებს

 ძირითადად ტყისქათამზე იყენებდნენ. XVIII საუკუნის ბოლოს ბრიტანელებმა კოკერ სპანიელები, სპრინგერ სპანიელები და წყლის სპანიელები ერთმანეთისგან გამოყვეს და მათ სერიოზულ მოშენებას მიჰყვეს ხელი. 1902 წელს ეს ჯიში ოფიციალურად ცნეს.

ინგლისური კოკერ–სპანიელი არის კვადრატული ფორმის პატარა, პროპორციულად განვითარებული ტანის ძაღლი. თავისი პატარა ზომების მიუხედავად ინგლისური კოკერ–სპანიელი საკმაოდ ძლიერი ძაღლია. გამოირჩევა კარგი მონადირული ინსტიქტით და ყნოსვით. ბეწვის საფარველი მთელ ტანზე სწორი აქვს, მხოლოდ ფეხებზე და ყურებზე აქვს ხუჭუჭა.შეფერილობა მრავალგვარი აქვს, დასაშვებია ერთფერიანი, ლაქებიანი, წინწკლებიანი. წითური, შავი, ორფეროვანი.

ხასიათი: კარგი მონადირეა, გამოირჩევა ხანგრძლივი სიცოცხლით,  სპანიელი არის ძალიან დამჯერი, აქტიური, უაღრესად მხიარული ძაღლი. მუდმივად უყვარს თავგადასავლების ძიება. კარგად ეგუება ნებისმიერ ცხოველს.ის მოძრავი, ენერგიული, ოჯახის მოყვარული, მუდამ მხიარული და უცხო პირთა მიმართ კეთილგანწყობილი ძაღლია. თუმცა არცთუ ცოტაა შემთხვევა, როდესაც ინგლისური კოკერები უზომოდ ავები, ნერვიულები და არაჯანსაღი ფსიქიკის პატრონები არიან. ეს ყველაფერი კი არასწორი მოშენების ბრალია. შესაბამისად კოკერ სპანიელის მსურველმა უნდა შეიძინოს მხოლოდ გამოცდილი კოკერ სპანიელების მშობლებისაგან.

ინგლისური კოკერ–სპანიელი ერთერთი საუკეთესო მონადირე ძაღლია. კარგად განვითარებული ყნოსვის გამო მას იყენებენ პოლიციაშიც ნარკოტიკების აღმოსაჩენად. ის ფართო ძებნის უნარს მოკლებულია, ნაბულს არ აკეთებს, მცირეოდენი შეჩერებით აიძულებს ფრინველს აფრინდეს. რბილი ხასიათისაა და ადვილად იგეშება. გამძლეა ნადირობის დროს. დაუფასებელია დაჭრილ და გამქცევ ფრონველზე, განსაკუთრებით იხვზე ნადირობის დროს. ადვილად შედის წყალში, ეკალ-ბარდში, ლერწმით დაფარულ ჭაობში და გამოაქვს ნანადირევი.ასევე არის დეკორატიული ძაღლი.

მოვლა –  მოგრძო ბეწვს და თათებზე ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა. საჭიროა მისი ხშირად დავარცხნა,პრობლემურია ყურები, ყურადღება უნდა მიექცეს მათ სისუფთავეს და სიჯანსაღეს. ასევე საგულისხმოა მათიმსუნაგი ხასიათი, არ შეიძლება მათი დოზაზე მეტი საკვებით გადატვირთვა.

სიმაღლე მინდაოში:ხვადი 39-41 სმ. ძუ 38-40 სმ. წონა: ხვადი 14-15კგ, ძუ12-14კგ.

 სიცოცხლის ხანგრძლივობა:14-16 წელი.




წყარო: http://hunters.ge/dzaglebis-ratsrtvna/251-inglisuri-cockerspaniel.html
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: გიომონადირე (07.05.2012) W
ნანახია: 2125 | ტეგები: სპანიელი, ინგლისური, კოკერ | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика