სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
კურცჰაარი   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 3865
ტყის ქათამზე ნადირობა   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 4081
ნადირობა იხვზე   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 6268
იარაღის ხელოსნები და ს...   
minchaninპასუხების რაოდენობა: 249
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
toko001პასუხების რაოდენობა: 257
ქველმოქმედება   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 55

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

სალუკი – უძველესი ძაღლის ჯიში

  • 7
     
  •  


სალუკი ანუ როგორც ევროპელები მოიხსენიებენ "სპარსული მწევარი” ძაღლის უძველესი ჯიშია.ამ ძაღლის შესახებ ცნობები უძველეს ისტორიულ წყაროებში გვხვდება.

მისი ბინადრობის არეალი ძირითადად გადაჭიმულია კასპიის ზღვიდან საჰარის უდაბნომდე.ამ ჯიშის სახელის წარმოშობაზე ორი ვერსია არსებობს.ერთ-ერთის თანახმად არაბული ქალაქის სალუკის საპატივცემულოდ დაერქვა,ხოლო მეორე ვერსიით კი ეს სახელწოდება წარმოიშვა სიტყვა სალაკა, რაც ტყავის გაცლას ნიშნავს.შუა აზიაში კი "საკის” ტაზისს უწოდებენ რაც სწრაფს,მოხერხებულს ნიშნავს.

როგორც ვთქვი ეს ჯიში უძველესია.არსებობს ცნობები რომლებიც ადასტურებენ რომ ისინი არსებობდნენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3000 წელს.საუკუნეების მანძილზე სალუკებს მხოლოდ ერთმანეთზე აჯვარებდნენ და ამიტომაა რომ მას არ დაუკარგავს თავისი პირველადი იერი.რა გასაკვირიც არ უნდა იყოს სალუკებს დიდ პატივს ცემდნენ ეგვიპტეშიც.ზედა ნილოსის სიახლოვეს აღმოჩენილია სამარხები რომლებშიც ამ ძაღლის ძვლებია შემორჩენილი.მათ ძვირფასი ქვებით მოჭედილი საყელურები უკეთიათ.(სამწუხაროდ ამ ფაქტის შესაბამისი ფოტო-მასალა ვერ ვნახე.)

არაბი ბედუინები სალუკებს ალაჰის საჩუქრად მიიჩნევდნენ და პატივს ისე სცემდნენ როგორც "წმინდა ცხოველს”.ისინი თავიანთი პატრონების გვერდით ცხოვრობდნენ და მათთან ერთად ეძინათ.ნადირობის დროს ისინი სანადირო ადგილამდე აქლემებზე ამხედრებული მიყავდათ.ძირითადად ისინი ანტილოპასა და კურდღლებზე სანადიროდ გამოიყენებოდნენ.დიდი სისწრაფით არ გამოირჩეოდნენ მაგრამ საათში 70_კმ ის განვითარება მაინც შეეძლოთ,ამ ყველაფერთან ერთად კი ისინი მშრომელები და ძალზედ ამტანები არიან.მათი ერთ ერთი ღირსება კარგი მხედველობაა მაგრამ ამასთან ერთად იდეალური ყნოსვაც ხელს უწყობთ.

ისინი მსოფლიოსთვის ჯვაროსნული ომების შემდეგ გახდნენ ცნობილნი თუმცა კი მათ 1922 წლამდე მათ არ აღიარებდნენ როგორც ძაღლებს.1840 წელს ჰამილტონ სმიტმა სალუკი სპარსეთიდან ჩაიყვანა ლონდონში.1863 წელს კი პირველად გაიყვანეს გამოფენაზე რომელიც გერმანიაში გაიმართა.ჯერ კიდევ იმ პერიოდისთვის მას ოფიციალური სახელი არ ჰქონდა და დამახინჯებულად "მაკედონიურ მწევრად” მოიხსენიებდნენ.1887 წელს მოსკოვში გამართულ გამოფენაზე სალუკმა სახელად "გრუმისმა” ვერცხლის მედალი მოიპოვა.1922 წელს როგორც იქნა ინგლისის ძაღლების კლუბმა ეს ჯიში ოფიციალურად აღიარა,მომდევნო წელს(1923) კი სალუკების კლუბიც კი შეიქმნა.

1927 წლიდან სალუკები ამერიკაშიც შეიყვანეს და აღიარეს.მათ მოკლე პერიოდშივე მოიპოვეს პოპულარობა და დღემდე ინარჩუნებენ მას.ისინი კარგი მეგობრები არიან,არ გააჩნიათ დამახასიათებელი სუნი,სხვა ძაღლებისგან განსხვავებით აქეთ-იქით არ ყრიან საკვებს.ნადირობასთან ერთად ის კარგი მცველიც გახლავთ.ბოლო პერიოდისთვის კი მისი პოპულარიზაცია და მასზე ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდება.



წყარო: http://ucnauri.com/204789/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98/
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: გიომონადირე (04.04.2012) W
ნანახია: 4904 | ტეგები: Lu | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 9
    მონადირე: 1
    IRAKLIG

    დღეს საიტზე იყვნენ
    Maverick, tereos, VAXO-HUNTER, IRAKLIG, zviadauri, hunting-jim

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика