ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

იტალიური მოკლე-ბეწვიანი მეძებარი bracco italiano
ეს ჯიში იტალიაში უძველესი დროიდან არის კულტივირებული. სხვა მეძებრების მსგავსად, თავიდან მათ ფრინველების ბადით დასაჭერად იყენებდნენ. 16 საუკუნის ფრესკების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უეჭველია რომ ბრაკები ამ ეპოქაში უდავოდ ყველაზე პოპულარულები იყვნენ. სპეციალისტთა ნაწილი თვლის რომ ეს ძაღლები ევროპული მეძებრების უძველესი ჯიშია. მე-19-ე საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შედარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი, თუმცა ერთიანი ტიპის ჩამოყალიბება გაძნელდა-ძაღლების ნაწილი დიდი ტანის, მძლავრი აგებულების იყო. მათი სიმაღლე 66-70სმს. აღწევდა, წონა კი-40კგ-ს.  იყვნენ შედარებით პატარა ტანის, თხელი და სწრაფი ეგზემპლარებიც, რომელთა წონა  25-28 კგ-ს. არ აჭარბებდა. ერთიანი სტანდარტის შემუშავება მხოლოდ 1926 წელს მოხერხდა.         იტალიური ბრაკი გულადი, ამტანი, დიდყნოსვიანი მეძებარია. მისი გამოყენება ნებისმიერი სახის ნადირობისას შეიძლება. ეძებს ჩორთით, ყნოსავს შორიდან, რადგან თავი მუდმივად აღერილი უჭირავს. იდეალური ”აპორტიროვშიკია” ადვილად ეჩვევა პატრონს და იგეშება ძალდატანების გარეშე, მაგრამ საჭიროებს სისტემატიურ ვარჯიშს, სამუშაო ფორმა, რომ შეინარჩუნოს. საამისოდ კი აუცილებელია სივრცე და ფიზიკური დატვირთვა. ევროპაში ცნობილია სხვა სახელწოდებითაც: italian pointer, italienise her kurzhaariger vorstehhund.  ექსტერიერის ძირითადი ნიშნებია: თავი-მსხვილი, მაგრამ არაგანიერი, წაგრძელებული ფორმის, მკვეთრად გამოხატული კუთხეებითა და კეფის ბორცვით. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა-მკვეთრი, ცხვირის წვერი-ფართო, ფერით ბეწვის შესაბამისი ფერის. ლაშები-მძიმე.   თვალები- ოვალური ფორმის, მოყავისფრო, სხვადასხვა ტონალობის.    ყურები- გრძელი, რბილი, ჩამოკიდებული, ძირში მილისებურად ჩახვეული, ბოლოში ოდნავ მომრგვალებული.    ტანი-მძიმე, კვადრატული ფორმის, კისერი მძლავრი, მაგრამ ღაბაბიანი. მინდაო მკვეთრად გამოხატული, მკერდი-ფართო, ღრმა, მუხლის სახსრებამდე დაშვებული. ნეკნები გამობურცული, ზურგი ფართო, დაკუნთული, გავა-გრძელი, ფართო, წაკვეთილი 30 გრადუსიანი კუთხით. მუცელი უმნიშვნელოდ ატაცული.  კიდურები-მძლავრი, რელიეფური მუსკულატურით, თათები ოვალური, თითები მჭიდროდ შეკრული, უხეში ბალიშებით. ბალიკარტები სასურველი.   კუდი- ფუძესთან მსხვილი, სწორი, მოძრაობისას დახრილი უჭირავს. კუპირებული ისე, რომ რჩება 15-25სმ. სიგრძის. ბეწვი- მოკლე, ხშირი, ბზინვარე, თავზე და ყურებზე უფრო ნაზი და ფაფუკი.   ფერი-თეთრი, წაბლისფერ-თეთრი, ყავისფერ-ჭრელი წინწკლებით, დაჭრელებული ბაცი ბოლოებით. სახეზე სასურველია სიმეტრიული ნიღაბი.   სიმაღლე-ხვადების-58-67სმ. ძუების-55-62სმ.   წონა-25-40 კილოგრამი.                                                              


წყარო:
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: giohunt1982 (09.05.2013) | ავტორი: დათო ცხვედიანი E
ნანახია: 3893 | ტეგები: მოკლე-ბეწვიანი, bracco, იტალიური, Italiano, მეძებარი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика