ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » მონადირე ძაღლები    

ინგლისური სპრინგერ-სპანიელი
ჰარმონიული, კომპაქტური, ძლიერი და მოძრავი ძაღლია, ამასთან, ძალზე მხიარული, მისი მონათესავე კოკერის მსგავსად. სახემელეთო სპანიელთა შორის აღნიშნული ჯიში ყველაზე ახოვანი, მაღალფეხება და სწრაფია. სხეული ძლიერია, არც მოკლე და არც გრძელი, მკერდი ღრმაა, წელი – კუნთოვანი, თავი – საშუალო სიგრძის, ოდნავ გაფართოებული. სიმაღლე მინდაოში – 48-51 სმ, წონა – 23-25 კგ. ბეწვი სწორია, მჭიდროდ მიკრობილი, არასოდეს არაა უხეში. უფრო გრძელი მოსართავი ბეწვი განვითარებულია სხეულის ქვევით, ყურებზე და ფეხების უკანა მხარეებზე. შეფერილობა: თეთრი შავი ან ღვიძლისფერით ან მათგან ნებისმიერი ღვიძლისფერი ან წითური თრთვილებით (სამფეროვანი).

ისტორია

XIX საუკუნის დასასრულამდე ინგლისისა და აშშ-ს ყველა სპანიელი ერთ ჯიშად (ან ჯგუფად) ითვლებოდა. თუმცა, მათი განსხვავება ხშირად ხდებოდა ზომით, ხანდახან ერთ ნაყარშიც კი. ყველაზე დიდებს იყენებდნენ ნადირის მიკვლევისათვის და შეშინებისათვის. მათ იმიტომ დაარქვეს სპრინგერები, რომ ნახტომების მეშვეობით უნდა გამოეტყუათ დამალული ნადირი. 1902 წელს ინგლისური სპრინგერ-სპანიელი დამოუკიდებელ ჯიშად ოფიციალურად აღიარა დიდი ბრიტანეთის მეძაღლეობის კლუბმა. თუმცა, ეს ჯიში გაცილებით უფრო ასაკოვანია. მხტუნავი სპანიელების (სპრინგერების) აღწერას შეიძლება შევხვდეთ ინგლისელი მეცნიერის ჯონ კაიუსის წიგნში ძაღლების შესახებ, რომელიც 1576 წელს გამოქვეყნდა.

ხასიათი

ნამდვილი სპრინგერ-სპანიელი უნდა იყოს ძალიან შრომისმოყვარე. იგი შესანიშნავი მონადირეა, მას არ ჰყავს თანატოლი ნადირთან მუშაობაში, რომლის გამოყვანა საჭიროა ნახტომებით. ეს ძაღლი გამძლე და ზრდილობიანია, დამჯერი, სწრაფად იწვრთნება და გულღიაა. ერთი სიტყვით, სპრინგერ-სპანიელი მრავალმხრივ დაჯილდოებული ძაღლია. იგი ყოველთვის გამოიყურება ღირსეულად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯორჯ ბუშის გვერდით თეთრ სახლში მივა.                  


წყარო: http://monadire.com
კატეგორია: მონადირე ძაღლები | დაამატა: giohunt1982 (20.03.2013)
ნანახია: 2850 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика