ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

ლელიანის კატა (Felis chaus)

ლელიანის კატა (Felis chaus)

ამჟამად ჩვენს ზოოპარკში ერთი მდედრი ლელიანის კატა ბინადრობს, რომელიც 2006 წელს ბუნებაში დაიბადა. მას ძალიან დამოუკიდებელი და მამაცი ხასიათი აქვს. უყვარს ხის ტოტებზე და ფიცრებზე ძრომიალი. დღისით როგორც წესი ისვენებს და სხვა კატების მხგავსად ისიც უფრო აქტიურია ღამის საათებშია. ძუძუმწოვრებოდან ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ცხოველები კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არაინ და მათ შორის არც ლელიანის კატაა გამონაკლისი. ამ მშვენიერი და საქართველოსთვის საკმაოდ იშვიათი ცხოველის ნახვა თქვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნება.


ზოგადი ინფორმაცია ლელიანის კატაზე:

ლელიანის კატა (Felis chaus) კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მტაცებელი ძუძუმწოვარია. ზომით შინაურ კატაზე დიდია. სხეულის სიგრძე 55-94სმ-ია, კუდი შედარებით მოკლეა და სიგრძეში 12სმ-ს აღწევს. მხრებში სიმაღლე 36 სმ-ია. წონა 3-დან 12 კგ-მდე მერყეობს. მამრი მდედრზე ოდნავ დიდია. ლელიანის კატას დიდი და მომრგვალო ყურები აქვს. ყურების ბოლოებზე შავი ბალნის ფუნჯია, რითაც ლელიანის კატა ფოცხვერს წააგავს. კიდურები შედარებით გრძელია. ბალანის შეფერილობა მოყვითალო მონაცისფროა, ხოლო კიდურებზე პატარა შავი ზოლები აქვს.

ლელიანის კატას წინა და უკანა კიდურებზე ერთნაირი ზომის კლანჭები გააჩნია, რითაც ის შინაური კატისგან განსხვავდება, რომლის უკანა კიდურების კლანჭები უფრო გრძელი და ძლიერია. ამიტომ ლელიანის კატას ხეებიდან თავით წინ დაშვება ისევე ადვილად შეუძლია, როგორც ასვლა.

ლელიანის კატა ბინადრობს ძირითადად დაბლობში. გავრცელებულია ეგვიპტეში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ აზიაში, შრი-ლანკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. რაც შეეხება საქართველოს, ის ქვეყნის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება. ბინადრობს სავანებში, ტროპიკულ მშრალ ტყეებში და მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე. ზოგ ადგილებში მას სოფლების ახლოს ხვდებიან, ხანდახან მიტოვებულ სახლებშიც შედის. იმალება ლელიანში ან მაღალ ბალახში.

1960 წლიდან დაიწყო ამ ცხოველის კავკასიის პოპულაციის მკვეთრი შემცირება და დღეს აქ მხოლოდ მცირე პოპულაციებიღაა შემორჩენილი. ლელიანის კატა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში როგორც გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა.

ლელიანის კატა ინდივიდუალური ცხოველია. აქტიური ძირითადად ღამითაა, მაგრამ კატების მრავალი სხვა სახეობისგან განსხვავებით ხანდახან დღისითაც აქტიურობს. ღამე შეუძლია 3-დან 6 კილომეტრამდე გავლა. ეს მანძილი დამოკიდებულია მსხვერპლის მისაწვდომობაზე.

ლელიანის კატის ბუნებრივი მტრები დიდი ზომის მტაცებლები არიან, მსხვერპლნი კი მღრღნელები, ბაყაყები და ფრინველები. ხანდახან თევზაც იჭერს, მაგრამ წყალში ძირითადად სუნის კვალის მოსასპობად ჩადის (შინაური კატა იგივე მიზნით ბალანს ილოკავს). ნადირობის მანერა სხვა კეტების მსგავსია. მსხვერპლს მალულად ყარაულობს, ეპარება და უცბათ ესხმის. ხანდახან ცდილობს ფრინველის ნახტომში დაჭერასაც. მას საათში 32 კმ-ის სიჩქარით სირბილი შეუძლია, თუმცა მსხვერპლს იშვიათად მისდევს.

გამრავლების სეზონის განმავლობაში მამრი ძაღლის ყეფის მსგავს ხმებს უშვებს. მდედრი სქესობრივ სიმწიფეს 11 თვის ასაკიში აღწევს. მაკეობა 63-65 დღე გრძელდება, რის შემდეგაც ერთიდან ექვს კნუტამდე იბადება (თუმცა სამზე მეტი იშვიათად). ახალშობილი კნუტი 160 გრამამდე იწონის და ბრმა და უსუსურია. (თვალებს მეცამეტე დღეს ახელს). როგორც წესი, კნუტები დეკემბერსა და ივნისს შორის იბადებიან, თუმცა მდედრი ხანდახან წელიწადში ორჯერაც მშობიარობენ. კნუტების დაბადებამდე ის ბუნაგს გულმოდგინედ ამზადებს. როგორც წესი, ბუნებაში მამრი კნუტების გაზრდაში არ მონაწილეობს, მაგრამ ტყვეობაში კნუტებს ხანდახან მდედრზე უკეთაც უვლის. ნადირობას კნუტები ექვსი თვისთვის იწყებენ, ცხრა თვის ასაკში კი დამოუკიდებელნი ხდებიან.

ტყვეობაში მისი სიცოცხლის ხანგგრძლივობა 10-დან 12 წლამდეა. (ხანდახან ამ ასაკს ბუნებაშიც აღწევს). ლელიანი კატა არასოდეს ყოფილა მოშინაურებული, თუმცა ნაპოვნია მისი მუმიები, რომლებიც ეგვიპტეში დაამზადეს.

ხშირად ერევათ მონადირეებს ეს არაჩვეულებრივი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელი სხვა ჯიშის ცხოველში, ის წითელ წიგნშია შეტანილი და საქართველოში მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში გვხვდება..



წყარო: http://www.zoo.ge
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: ENUQICHI (16.01.2012) | ავტორი: თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია
ნანახია: 6886 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика