სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
BROWNING MAXUS   
minchaninპასუხების რაოდენობა: 77
ნადირობა იხვზე   
zviadauriპასუხების რაოდენობა: 6257
პოინტერი   
irakligvenetadzeპასუხების რაოდენობა: 4156
დავდოთ რა სურათებიც გი...   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 334
ტყის ქათამზე ნადირობა   
panatiპასუხების რაოდენობა: 4053
შოტლანდიური სეტერი   
xanjalaპასუხების რაოდენობა: 307

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

რატომ აქვთ ზებრებს ზოლები?

ზებრას ზოლები განუვითარდა აბეზარი მწერების მოსაცილებლად – ასეთია ამ საკითხის შესახებ ყველაზე სრულყოფილი კვლევის დასკვნა. ზებრების სამივე სახეობას უფრო მუქი ზოლები აქვს, ვიდრე სხვა აფრიკულ ცხოველებს, როგორიცაა კამეჩი და ანტილოპა. ეს ე.წ. „ზოლების გამოცანა” საუკუნეზე მეტხანს იყო თავსატეხი მეცნიერებისთვის, მათ შორის დარვინისთვის, რის შედეგადაც შემუშავდა 5 ძირითადი ჰიპოთეზა: ზოლები იგერიებენ მწერებს, აქვთ კამუფლაჟის ფუნქცია, აბნევენ მტაცებლებს, ამცირებენ სხეულის ტემპერატურას ან ეხმარებიან ცხოველებს სოციალურ ურთიერთობაში. მეცნიერებმა პირველად შეძლეს ამ მოსაზრებების ერთმანეთთან დაპირისპირება სტატისტიკურ მოდელში. „ჩვენ ისევ და ისევ აღმოვაჩინეთ, რომ ერთადერთი ფაქტორი, რომელიც მჭიდრო კავშირშია ზოლიანობასთან, არის მკბენარა ბუზების მოცილება”, განაცხადა კვლევის ლიდერმა ტიმ კარომ, კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა. „აღტაცებული დავრჩი იმის ხილვით, რომ მტკიცებულებები ასე ძლიერ იხრებოდნენ ერთი მიმართულებით.” კვლევისთვის კარომ და მისმა კოლეგებმა შეკრიბეს ინფორმაცია მრავალი სახის წყაროდან, მათ შორის მუზეუმის კოლექციები და ისტორიული რუკები. თავდაპირველად ჯგუფმა შეისწავლა ზოლების ნიმუშებს შორის სხვაობა ცხენისებრთა ოჯახის (Equidae) 7 თანამედროვე სახეობაში, მათ შორის ცხენებში, ვირებსა და ზებრებში, და მათ 20 ქვესახეობაში. მათ უმეტესობას სხეულის რომელიმე ნაწილზე ზოლები აქვს. ასევე აღნიშნეს, სხეულზე სად ჩნდებოდა ზოლები – მაგალითად სახეზე, მუცელზე ან გავაზე. შემდეგ ჯგუფმა შეადგინა რუკა, სად ცხოვრობ(დნ)ენ თანამედროვე და გადაშენებული სახეობები, სად ბინადრობენ მკბენარები, ლომისა და აფთრის მსგავსი მტაცებლების გავრცელების არეალი, ტყეების განაწილება და სხვა გარემო ფაქტორები, რომლებსაც შეიძლებოდა, გავლენა მოეხდინა ზოლების ევოლუციაზე. მონაცემები შეიყვანეს სტატისტიკურ მოდელში, რათა დაედგინათ, რომელი ფაქტორი ახსნიდა ყველაზე უკეთ ზოლიანობას.

 

შედეგებმა აჩვენა, რომ ზოლიანი სახეობების გავრცელების ზონა, მიუხედავად კონკრეტული სახეობებისა და სხეულის ზოლიანი ნაწილებისა, ემთხვევა იმ რეგიონებს, სადაც მკბენარა ბუზები ყველაზე აქტიურები არიან – ნათქვამია კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ „Nature Communications”-ის 1-ლი აპრილის ნომერში.

კალიფორნიის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ბრენდა ლარისონმა, რომელიც კვაგას (ზებრის ერთ-ერთი სახეობა) ზოლებს შეისწავლის, განაცხადა, რომ კვლევა ზოგადი სახისაა და შეიძლება, უფრო სპეციფიკური კვლევის ჩატარება გახდეს საჭირო.

სწორედ ამიტომ „ეს თემა შეიძლება უფრო მეტად კომპლექსური იყოს და ეს კვლევა არ წარმოადგენდეს აღნიშნული საკითხის შესახებ ბოლო სიტყვას”, აღნიშნა ლარისონმა, რომელმაც „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის საზოგადოების კომიტეტისგან” სამეცნიერო კვლევებისთვის დაფინანსება მიიღო.

ლარისონი ეთანხმება დასკვნას, რომ ბუზების შეჩერების საშუალება „ამ დრომდე საუკეთესო ჰიპოთეზაა, მაგრამ დანარჩენი ჰიპოთეზები კარგად არაა შესწავლილი და ჯერჯერობით პირდაპირი მტკიცებულებების ნაკლებობაა”.

„საჭიროა, ცოცხალ ზებრებს დავაკვირდეთ და ვიცოდეთ, რა ხდება, სანამ რამეში დავრწმუნდებით”.

მეცნიერები ჯერჯერობით არ დაკვირვებიან ზებრებს ველურ გარემოში იმის გასარკვევად, ერიდებიან თუ არა ბუზები მათზე დაჯდომას, რაც ნაწილობრივ იმის გამოა, რომ ძნელია ცხოველებთან ასე მიახლოება. ასევე უცნობია, რატომ უვლიან გვერდს მკბენარა ბუზები ზოლებს.

თუმცა როგორც კვლევის ავტორმა კარომ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ სხვადასხვა ბალახისმჭამელთა ჯგუფთან თავმოყრილი მკბენარა ბუზები ზებრებს მოერიდებიან.

„დებატები შემდეგ საფეხურზე გადავიყვანეთ – შეგვიძლია, საბოლოოდ გამოვრიცხოთ ყველა (სხვა) ჰიპოთეზა”, აღნიშნა მან.



წყარო: http://charliuss.com/
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: dudu-duda (15.05.2014) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 2217 | ტეგები: ზოლები?, ზებრებს, აქვთ, რატომ | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    zaza1970, temo-niko13, luka-b, guguna, giohunt1982, sabjek, minchanin

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика