ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

რამდენად უსაფრთხოა ბინაში ძაღლთან და კატასთან ერთად ცხოვრება
ნათია არჩვაძე:
ჩემს მეგობარს ჰყავს კატა, საწოლშიც მასთან ერთად იძინებს, რამდენად საშიშია კატის ბეწვის ჩაყლაპვა?

-როგორც ცხოველის მფლობელი, მე არ ვარ წინააღმდეგი. მეც მყავს ძღლი სახლში და პერიოდულად მაინც ცდილობს და ამოდის საწოლში, რასაც უკვე შევეგუეთ და გვიხარია კიდეც. მაგრამ, როგორც ვეტ-ექიმი, გირჩევთ რომ გაითვალისწინოთ ერთი რამ: ცხოველი არის ბევრი ინფექციის მატარებელი - ანტროპოზოონოზური დაავადებების, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული, ასევე პარაზიტებით გამოწვეული. თუ ცხოველი ზის სახლში, მუდმივად მუშავდება პარაზიტებზე, რწყილებზე, ტკიპაზე და გეგმიურად იცრება, მაშინ მე წინააღმდეგი არ ვარ. ამ შემთხვევაში ცხოველი არ იქნება საშიში. თუმცა თუ ცხოველი გადის გარეთ, არ არის დამუშავებული, არ არის აცრილი - ეს რა თქმა უნდა, ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მამუკა გოგელია:
რა უნდა გავითვალისწინოთ და ვიცოდეთ, როცა ძაღლის ყიდვას გადავწყვეტთ?

-პირველ რიგში უნდა გვქონდეს საკმარისი ფართობი ამისთვის, უნდა გვქონდეს საშუალება და თავისუფალი დრო, რომ მოვუაროთ ამ ცხოველს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ამასთან, ყველა ოჯახის წევრი უნდა იყოს თანახმა. ხშირად ვაწყდებით პრობლემას, რომ ბავშვებს უნდათ და მშობლებს არ უნდათ. ან ბებიები და ბაბუები არიან წინააღმდეგები და ეს მუდმივი კონფლიქტის საგანია ოჯახში.

მაკო ქარქუსაშვილი:
რომელი ჯიშის ძაღლები შეიძლება ბინაში ვიყოლიოთ?

-ისევ უნდა გავითვალისწინოთ ბინის ფართობი. ბინისთვის ალბათ მიზანშეწონილია პატარა ჯიშები. ასეთებს ოთახის, ჯიბის ძაღლებს ეძახიან - პატარა ტერიერები, პუდელები. ნაკლები დისკონფორტია პატრონისთვის, ნაკლები ბეწვის ცვენა იცის; შედარებით ნაკლები მოვლა, დრო და კვება სჭირდება. დიდი ჯიშები უფრო პრობლემატურია; პატარა ბინისთვის განსაკუთრებით. ძაღლს სჭირდება მინიმალური ფართობი მოძრაობისთვის, სირბილისთვის, თამაშისთვის. ბინაში უბრალოდ შეუძლებელია დიდი ძაღლის ყოლა.

თამაზ დვალი:
როდი უნდა ავცრათ ძაღლი ჭიებზე და რა მნიშვნელობა ენიჭება აცრებს?

-ჭიაზე აცრა არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის პარაზიტარული დაავადება და მუშავდება სპეციალური ჭიების საწინააღმდეგო ტაბლეტები. ეს დამუშავება უნდა მოხდეს სისტემატურად, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. იმიტომ რომ ეს არის პირველ რიგში პატრონის უსაფრთხოება და რა თქმა უნდა, ძაღლის ჯანმრთელობის საწინდარია. რაც შეეხება აცრებს, ეს არის პრევენცია ვირუსულ დაავადებებზე. როგორც წესი, დიდი ზრდასრული ცხოველი იცრება წელიწადში ერთხელ ცოფზე - ეს არის აუცილებელი აცრა და კონპლექსურ აცრაზე, სადაც შედის 9 ინფექციური დაავადება; 8-9, გააჩნია აცრას. ლეკვობის პერიოდში აცრები იწყება 6 კვირის ასაკიდან და ტარდება 3 თვემდე, ყოველ 2 კვირაში ერთხელ.

მკითხველი გოგა:
მყავს მონადირე ძაღლი (ინგლისური სეტერი) ვცხოვრობ კორპუსის ბინაში, მე ვმუშაობ და ხშირად ვერ ვახერხებ მის გარეთ გაყვანას, არადა ძალიან მენანება გასაჩუქებლად, ან გასაყიდად. რას მირჩევთ?

ახლა ეს პრობლემა არ უნდა ყოფილიყო და ამაზე წინასწარ უნდა გვეფიქრა. ცოტა რთულია ამ საკითხზე რამის რჩევა. ალბათ პატრონმა უნდა მონახოს დრო და ძაღლს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს. გაჩუქება ან გაყიდვა არა მგონია რომ გამოსავალი იყოს, ეს იქნება სტრესი, როგორც ძაღლისთვის, ასევე პატრონისთვისაც.

გიგა გოგოლაძე:
ცხოველისთვის სუფრიდან საკვების მიცემა შეიძლება?

-ძაღლებისთვის არის გამოშვებული ბალანსირებული საკვები, რომლის მოხმარებაც ძალიან ადვილია. თქვენ უყრით და არანაირი მომზადება არ სჭირდება. ძალიან ხელსაყრელია დროის მომენტში. თუმცა ჩემი აზრით, სუფრის საკვები ნამდვილად უკეთესია, მაგრამ სჭირდება ბევრი დრო, ბევრი ძალა და ხშირად ჩვენ უბრალოდ ვერ ვახერხებთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის საჭმლის მომზადებას. ამიტომ ჯობია დავსვათ ხელოვნურ საკვებზე.

ნათია ნათია:
როგორ ჩავუტაროთ ძაღლს პირის ღრუს და ფრჩხილების ჰიგიენა?

-ზოგიერთი ჯიში არის მიდრეკილი კბილების პრობლემების მიმართ, ძირითადად პატარა ჯიშები, ოთახის ძაღლები. წელიწადში ორჯერ, როგორც წესი, უნდა გაკეთდეს პროფილაქტიკური ღონისძიება - პირის ღრუს გაწმენდა. ეს უნდა ჩაატაროს ვეტერინარმა. ამ პროცედურებს სპეციალისტები აკეთებენ. პროფილაქტიკის მიზნით არის სპეციალური ძვლები, რომლებიც მექანიკურად ასუფთავებენ კბილებს, ასევე სპეციალური საკვები და სათამაშოები. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ შეიძინოთ და მისცეთ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს. მაგრამ თუ შეამჩნიეთ, რომ პირიდან ამოსდით ცუდი სუნი ან კბილებმა შეიცვალა ფერი, აუცილებლად მიმართეთ ვეტ-ექიმს, რადგან აქ უკვე სპეციალისტის ჩარევა დასჭირდება.
რაც შეეხება ბრჩხილებს, ძაღლი თუ ეზოში ცხოვრობს და ეწევა აქტიურ ცხოვრებას, როგორც წესი ბრჩხილების მოვლა არ სჭირდება, თავისით იქლიბავს ნიადაგზე. ოთახის ძაღლებს, რა თქმა უნდა, ბრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ. ეს არის ბაქტერიების კერა და ზუსტად ვერ გეტყვით რა სიხშირით უნდა დააჭრათ ბრჩხილები თქვენს ძაღლს. როგოგორც კი პატრონი შეამჩნევს, რომ ბრჩხილები გაზრდილია ან ძაღლი არ მოძრაობს ისე როგორც საჭიროა, უნდა მიმართოთ ვეტ-ექიმს. თუ პატრონმა შეძლო, შეუძლია თვითონაც დააჭრას ფრჩხილები, ოღონდ ძალიან ფრთხილად. უმჯობესია რომ ეს პროცედურა სპეციალისტმა გააკეთოს, რომ ძაღლს არ ვატკინოთ და ბრჩხილი არ დავუზიანოთ.

გოგიტა:
როგორ შევურჩიოთ ძაღლს საკვები, რომელიც კორპუსის ბინაში გვყავს და ასევე მონადირე ჯიშებს?

-საკვები ყველა ძაღლს ჯობია პატრონმა ინდივიდუალურად შეურჩიოს. უნდა გავითვალისწინოთ ისევ ჯიში, ასაკი, სქესი და რა ცხოვრებასაც ძაღლი ეწევა. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან.

თიკო თიკო:
მეუბნებიან, რომ 6 თვემდე ძაღლი არ უნდა დავაბათ, მაგრამ მიზეზი არ ვიცი რატომ? თქვენ რას გვეტყვით, (მყავს ლაბრადორი)

-ლაბრადორის დაბმა საერთოდ არ არის სასურველი, არა 6 თვემდე, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში. უბრალოდ ეს დიდი სტრესია ძაღლისთვის. ერთადერთი თუ ძაღლი ბევრს მოძრაობს, დარბის მთელ სახლში და დისკონფორტს ქმნის შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ვოლიერი ან სპეციალური ბოქსები და უბრალოდ ჩაკეტოთ ძაღლი. დაბმა ლაბრადორისთვის კატეგორიულად არ არის სასურველი, რადგან ეს ძაღლის ფსიქიკაზე მოქმედებს. მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ, რომ ძაღლი დავაბათ.

მაკა დანელია:
როგორ და რა პირობებში ვიყოლიო ძაღლი ოჯახში ოროთახიან ბინაში, (მყავს ერთი შვილი და ძალიან უნდა ძაღლი ჰყავდეს)

-ოროთახიან ბინაში მაინც პატარა ძაღლი უკეთესია. რომელიმე პატარა ჯიში უნდა ამოვარჩიოთ აუცილებლად. ამ ძაღლებს ნაკლები სეირნობა და მოვლა სჭირდებათ. ალბათ ხასიათიც ნაკლებად აგრესიული ექნებათ. გავითვალისწინოთ ბავშვი გოგოა თუ ბიჭია, რამდენი წლისაა... იგივე პუდელი, იორკშირული ტერიერი ფანტასტიური არჩევანი იქნება.






წყარო: http://www.ambebi.ge/mimdinare-preskonperentsiebi/74638-ramdenad-usafrthkhoa-binashi-dzaghlthan-da-katasthan-erthad-ckho
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: avtandil (07.04.2013)
ნანახია: 3379 | ტეგები: და, ერთად, ძაღლთან, ცხოვრება, ბინაში, უსაფრთხოა, კატასთან, რამდენად | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 16
    სტუმარი: 16
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика