ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

უცხო სახეობები ი.მაჭარაშვილი 1ნაწ.

ადამიანები ყოველთვის ისწრაფვიან, საცხოვრებელი გარემო მოაწყონ თავიანთი გემოვნების მიხედვით და ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი ფსევდო-კეთილდღეობისათვის გარემოში შეტანილ ცვლილებებს. ხშირად ასეთ დროს არ ხდება სხვა არსებების სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინება, ანუ რამდენად კომფორტული პირობები ექნებათ მათ, რომელთაც იგივე საცხოვრებელი სივრცე უკავიათ. როგორც წესი ადამიანებს, თავადვე მოუბრუნდება ხოლმე ვითომდა კეთილი ზრახვით ჩატარებული ცვლილებები. ასეთი ქცევის სამწუხარო მაგალითია უცხო სახეობების შეყვანა ახალ ტერიტორიებზე. სამეცნიერო ლიტერატურაში ასეთ შეყვანილ სახეობებს ეგზოტიკურ, უცხო, ინტროდუცირებულ ან არააგდილობრივს (exotic, alien. introduced or nonindigenous species) უწოდებენ. როდესაც ევროპელები ახალ კონტინენტებს და კუნძულებს აღმოაჩენდნენ და იქ სახლდებოდნენ, ცდილობდნენ ეს მხარე თავიანთი სამშობლოსათვის დაემსგავსებინათ და ის ცხოველები და მცენარეები ჰყოლოდათ გვერდით, რომელიც მათთვის ნაცნობი იყო. ზოგჯერ ინვაზია შემთხვევით, გაუთვბითცნობიერებლად ხდებოდა (მაგალითად, ვირთაგვების ან კოღოების), მაგრამ შედაგები ფრიად სავალალო იყო ხოლმე.



ენოტი. ფლორიდა. ფოტო ი. ბადრიძისა

ინვაზიური სახეობების მიზეზით მრავალ კუნძულს (ავსტრალიის შემთხვევაში კონტინენტსაც კი) ცოცხალ სამყაროს გადაშენების საფრთხე დაემუქრა. საფრთხის მასშტაბები არ არის დამოკიდებული თვით ინვაზიური სახეობების ზომაზე. ამის მიზეზი შემდგომში მდგომარეობს: თვითოეული სახეობა ბუნებრივად ბინადრობს ისეთ გარემოში, რომელიც ევოლუციურად არის ჩამოყალიბებული და ამდენად დაბალანსებულია. ახალ გარემოში მოხვედრისას მასზე აღარ მოქმედებენ ისეთი მალიმიტირებელი ფაქტორები, როგორებიც არიან მტაცებლები ან დაავადების გამომწვევები. თუ კლიმატურმა პირობებმაც შეუწყო ხელი, შესაძლოა აქ გაცილებით მეტი თაობა დაიბადოს წელიწადში, ვიდრე მის სამშობლოში. ამის გამო ეგზოტიკურმა სახეობამ შეიძლება ახალი აუთვისებელი ეკოლოგიური ნიშა დაიკავოს ან, როგორც უფრო ხშირად ხდება, განდევნოს ადგილობრივი სახეობა. უცხო სახეობა დამღუპველია არა მხოლოდ უშუალო კვებითი კონკურენტისათვის, არამედ მცენარეთა და ცხოველთა მთელი თანასაზოგადოებისათვისაც. ვინაიდან შეუძლია მთლიანად შეცვალოს ეკოსისტემის სახე. ამის შემდეგ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მეცნიერმა დაიმონდმა ბუნების ოთხ ყველაზე დიდ საფრთხეს შორის, რომელსაც წყეული კვარტეტი ეწოდა, უცხო სახეობები დაასახელა. აშშ-ს საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების სიაში ცხოველებისა და მცენარეების 42% არაადგილობრივი სახეობების გამო მოხვდა. მაგალითად ევროპიდან XIX საუკუნის ბოლოს შეყვანილმა მელამ გადაშენების საფრთხე შეუქმნა სანაპირო ზოლში მობინადრე წყალმცურავ ფრინველებს. ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი კოიოტების გამო ამგვარი საფრთხე ფრინველებს არ შექმნიათ; პირიქით, კოიოტები მალიმიტირებელი ფაქტორია თავად მელებისათვის.



ენოტი. ფოტო ი. ბადრიძისა


როგორც ვთქვით, ახალ გარემოში პატარა ცხოველებმაც კი გაუთვალისწინებელი და სავალალო შედეგები გამოიწვიოს.



ენოტი. ფოტო ი. ბადრიძისა

ფრანგმა ასტროლოგმა ლეოპლდ ტრუველომ (Leopold Trouvelot) რომელიც ენტომოლოგიითაც იყო გატაცებული, გადაწყვიტა Lymantria dispar შეეჯვარებინა აბრეშუმის პეპელასთან და ამით ახალი სიტყვა ეთქვა აბრეშუმის წარმოებაში. ცდების ჩატარებისას (1869 წელს) რამდენიმე მუხლუხო გაექცა. წლების შემდეგ მათ შექმნეს უზარმაზარი კოლონია, რომელიც მოედო ახალ ინგლისის ყველა შტატს და გაანადგურა უამრავი მცენარე. 153 წელს ფედერალურმა ხელისუფლებამ დდტ-ს შეფრქვევის საშუალებით დაიწყო ბრძოლა ამ პეპელასთან. ამ შხამქიმიკატის შესხურება მანამ გაგრძელდა, სანამ ისე არ დაბინძურდა ნიადაგი და მცენარეები, რომ იგი ძროხის რძეშიც კი აღმოჩნდა.

1935 წელს ცენტრალური ამერიკიდან ავსტალიაში შეიყვანეს ლერწმის გომბეშო Bufo marinus, იმ მიზნით, რომ მავნე ხოჭოებისგან დაეცვა შაქრის ლერწმის პლანტაციები. თუმცა ამჟამად ისინი ეკოლოგიურ უბედურებად იქცნენ. ისინი 2000 მილზე გავრცელდნენ და ნახევარი ქუინსლენდი დაიკავეს. ვრცელდებიან წელიწადში 17 მილზე. ისინი იკვებებიან მრავალი აბორიგენული ცხოველით, ბაყაყებით დაწყებული, ფუტკრებით დამთავრებული. გომბეშოები შხამიანნი არიან. მათ არაფერი ჭამს. მრავალი სახეობა იწამლება მათგან.



იორი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა

ადამიანის ასეთი გაუაზრებელი მოქმედების გამო ჩვეულებრივი კატა მავრიკიის (კუნძულია წყნარ ოკეანეში) ყველაზე საშინელ მხეცად მოგვევლინა და მთლიანად გაანადგურა ენდემური ვარდისფერი მტრედი. მის აღდგენას ბევრი მეცნიერი ცდილობს, მაგრამ, გაველურებული კატებს გამო, პრობლემა გადაუჭრელია. ბევრი სხვა მაგალითიც არსებობს - ირემიახალ ზელანდიაში, თხები - წყნარი ოკეანის კუნძულებზე, სადაც უდაბნოდ იქცა აყვავებული და ტყით დაფარული კუნძულები.

ბედლენდები დალის მთის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოტო ი. მაჭარაშვილის.

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში ვხვდებით უამრავ მაგალითს იმისა, თუ რა დამანგრეველი ეფექტი იქონია უცხო სახეობების ინტროდუქციამ. მწვანე კონტინენტზე ადამიანის მიერ შეყვანილი პირველი სახეობა ძაღლი იყო. რომელიც ამ კონტინენტზე 3500 წლის წინათ გადაიყვანეს აზიელმა ზღვაოსნებმა. მოგვიანებით ისინი გაველურდნენ და ავსტრალიური ძაღლის - დინგოს მისცეს დასაბამი. ამით ადგილობრივი მტაცებლები - ტასმანიური ეშმაკი და ტასმანიური მგელი - გადაშენდნენ. ალბათ, ამავე დროს შემთხვევით მოხვდნენ კონტინერნტზე თაგვები და ვირთხები. 1840-დან 1880 წლამდე ავსტრალიაში ხერხემლიანთა 60-ზე მეტი სახეობა გაავრცელა ადამიანმა. ამას დაემატა მცენარეთა სახეობებიც. მათმა უმეტესობამ დამღუპველი გავლენა მოახდინა ადგილობრივ სახეობებზე.



ენოტი მანგრის ტყეში. ფოტო ი. ბადრიძისა

მაგრამ ყველაზე დამღუპველი ავსტრალიისათვის ევროპული ბოცვერის შეყვანა არმოჩნდა. არის ასეთი გამოთქმა: „ბოცვერმა შეჭამა ავსტრალია". მართლაც და ამ ერთი შეხედვით უწყინარმა ცხოველმა ენით აუწერელი ზიანი მიაყენა მწვანე კონტინენტს. მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ ლამის საუკუნენახევარია ჯვაროსნული ლაშქრობა მიმდინარეობს, დღესაც კი ბოცვერი ავსტრალიის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. არადა, ყველაფერს ერთი ფერმერის თითქოსდა კეთილმა წამოწყებამ დაუდო დასაბამი. მდიდარ მიწათმფლობელს - თომას ოსტინს ნოსტალგიამ წამოუარა და მშობლიური ინგლისის ბუნება რომ გაეხსენებინა, ოცდაათამდე ბოცვერი გაუშვა თავის მამულში. (თუმცა, თავის დროზე, ბოცვერი ინგლისშიც ხელოვნურად შეიყვანეს და, როგორც იმერეთში ამბობენ, იქაც დიდი სორომ-გორომი, ანუ სოდომი და გომორა, დაატრიალა). ამ აქციის მიზანი ბოცვერზე „ერთი კაი ნადირობის" მოწყობა იყო. ექვსი წლის შემდეგ ბატონმა ოსტინმა აღმოაჩინა, რომ 20000 ბოცვერი უკვე მონადირებული ჰყავდა და კიდევ 10000 დაცუნცულებდა მის მამულში. ისინი წელიწადში 100 კილომეტრით იფართოვებდნენ არეალს ყოველი მიმართულებით. ბოცვერზე ნადირობა პოპულარული, ხოლო ხორცი და ტყავი ავსტრალიის მთავარი საექსპორტო საქონელი გახდა. ამ დროს შეიძლება ჯერ კიდევ ამაყობდა ინგლისელი თავისი საქციელით. პოპულაციის ასეთი სწრაფი ზრდის მიზეზი კი ის იყო, რომ მის გამრავლებას არ ზღუდავდნენ მათი ევროპელი ბუნებრივი მტრები - მგლები, ტურები, მელები ან თუნდაც დედოფალები. ადგილობრივი მტაცებლები - დინგო და ტასმანიური მგელი - ისედაც შევიწროებულნი იყვნენ ცხვრის მფლობენების მიერ. სხვა ბალახისმჭამელი კონკურენტებიც, მაგალითად კენგურუები, ფერმერების მხრიდან ასევე დევნას განიცდიდენ.

მომდევნო 50 წელიწადში ბოცვერებმა მთელი კონტინენტი დაიპყრეს, ჩრდილო ტროპიკული ნაწილების გამოკლებით. მატი სიმჭიდროვე ისე გაიზარდა, რომ არამარტო მთელი ბალახოვანი საფარი გადაჭამეს, არამედ გააქრეს ბუჩქები და ხემცენარეებიც, რომელთა ქერქსაც მიირთმევდნენ. ოდესღაც მდიდარი მეცხვარეები გაკოტრდნენ, ვინაიდან ცხვრისთვის საჭმელი აღარ იყო. მთავრობამ ბოცვერების მოპოვებაზე ჯილდო გამოაცხადა. მილიონობით კუდი შეგროვდა მონადირეების მიერ, მაგრამ ამან არ უშველა საქმეს.



იორი. ფოტო ი. ბადრიძისა

სასურველი შედაგი არ გამოიღო არც ბოცვერების ევოპელი მტრის - მგელის სემოყვანამ. ისინი ინტროდუცირებული იყვნენ 1870-იან წლებში. 1917 წლამდე მთელს კონტინენტზე გავრცელდნენ. ბოცვერებისა რა მოგახსენოთ და ადგილობრივი სახეობების კი, რომლებიც შეჩვეულნი იყვნენ ასეთ მტაცებლებთან ურთიერთობას, მუსრი გაავლეს. მელებმა 6 სახეობის მცირე ძუძუმწოვრის რიცხოვნობა კრიტიკულ ზღვრამდე შეამცირეს, არადა ისინი ისედაც გამოდევნეს თავიანთი ადგილსამყოფელიდან ყურებცანცარებმა.

ავსტრალიის სოფლის მეურნეობას უზარმაზარი ზარალი მიადგა. ბოცვერისაგან თავდასაცავად 1902-07 წლებში ავსტრალიაში 2000 მილის სიგრძის მავთულხლართის ღობე გაავლეს, რათა ნახევარ კონტინენტზე მაინც შეენარჩუნებინათ მარცვლეულის ნათესები და საძოვრები. ღობის ერთ მხარეს თვალუწვდენელი სივრცეები დაფარული იყო შიმშილისაგან დახოცილი ბოცვერების სხეულებით, ღობის მეორე მხარეს კი მწვანე ჯეჯილი ბიბინებდა.

თუმცა ესეც დროებითი გამოსავალი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ბოცვერებმა გააღწიეს ღობის მეორე მხარეს და კვლავ გამრავლდნენ. ალბათ ბოცვერების ამგვარი წარმატება შეფერხდებოდა, რომ ევროპიდან შემოყვანისას რწყილები არ დახოცილიყვნენ. სწორედ რწყილებისა და სხვა ექტოპარაზიტების საშუალებით მოახერხეს რომ ბოცვერებში გაევრცელებინათ ვირუსული დაავადება მიქსოსომატოზი. ეს დაავადება აღმოაჩინეს ბრაზილიურ ბოცვერებში, რომლებსაც იოლად გადააქვთ, მაგრამ ევროპულებისათვის ლეტალური აღმოჩნდა. მიქსოსომატოზის გავრცელება მეტ-ნაკლებაი წარმატებით მოხდა. თავიდან მხოლოდ ტენიან ადგილებში იყო ეფექტური, სადაც გადამტანები კოღოები იყვნენ. 1950 წელს კი რწყილებიც შემოიყვანეს ინგლისიდან და მათი ხელოვნურად გამრავლება დაიწყეს. ბევრი წვალების შემდეგ, ცდების შედეგად მოახერხეს მიქსოსომატოზის გავრცელება რწყილების საშუალებით. დაიწყო ბოცვერების მასობრივი სიკვდილიანობა. დაიხოცა დაავადებულების 99%, მაგრამ 1953 წელს ზოგიერთმა ბოცვერმა გამოჯანმრთელება დაიწყო. გამოყვანილი შტამები ნელ-ნელა დასუსტდნენ, ხოლო ბოცვერებს იმუნიტეტი გამოუმუშავდათ.

სომატოზის გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა. 1997 წლის მონაცემებით, ბოცვერის რაოდენობამ კონტინენტზე 300 მილიონს მიაღწია. ამჟამად მათ ახალი ვირუსის (rabbit calcivirus disease virus)საშუალებით ებრძვიან. ის შემთხვევით აღმოაჩინეს სამხრეთ ავსტრალიაში, საიდანაც მთელ კონტინენტზე და ახალ ზელანდიაში გავრცელდა. მისი საშუალებით კი დაიკლო ბოცვერების რაოდენობამ, მაგრამ შიშობენ, რომ ის მოქმედებს ენდემურ სახეობებზეც (მაგალითად ისეთებზე, როგორიცაა მოკლეკუდიანი ღამურა და ახალი ზელანდიის ემბლემა - კივი, ასევე შინაურ საქონელზე).

უცხო სახეობების შემოყვანას ვერც საქართველო გადაურჩა. სამწუხაროდ, ინვაზიური სახეობების მიერ ბიომრავალფეროვნების განადგურების კლასიკურ მაგალითად შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენში თელეუთური ციყვის (Sciurus vilgaris) შემოყვანის ისტორია. ის გაუშვეს ბორჯომის ხეობაში, როგორც ძვირფასი ბეწვის მომცემი ცხოველი. იგი ადგილობრივ სპარსულ ციყვზე (Sciurus anomalus) გაცილებით დიდია, ამიტომ ადვილად განდევნა და თანაც ძალიან კარგად მრავლდებოდა. ციყვი კოდალებისა და ტყის სხვა ფრთოსნების ბუდეებს ანადგურებდა, რის გამოც მათი რაოდენობა ძალზე შემცირდა. კოდალები კი რის ვაივაგლახით არეგულირებდნენ სხვა „სტუმრის" - ნაძვის დიდი ლაფანჭამიას - რიცხოვნობას. ტელეუტური ციყვის „ხელშეწყობით" კი მცირე რიცხოვნობის კოდალებმა ვეღარ შეაჩერეს ნაძვის დიდი ლაფანჭამია და უზარმაზარ ფართობზე ტყეები გახმა. რუსეთიდან შემოყვანილმა ციყვმა ვერც დაგეგმილი სარგებელი ვერ მოიტანა, ვინაიდან, საქართველოს თბილი კლიმატური პირობების გამო, ბეწვმა ხარისხი დაკარგა.



კოწახურის ქედი. ფოტო ი. მაჭარაშვილისა

საბჭოთა პერიოდში ძალზე პოპულარული იყო „ბუნების გაუმჯობესების" იდეა და ამ მიმართულებით გარკვეული ექსპერომენტები ტარდებოდა. ამ იდეის გამო, ციმბირული ციყვის გარდა საქართველოში აღმოჩნდე შორეული აღმოსავლეთის ბინადარი ძაღლი, ჩრდილოამერიკული ენოტი, სამხრეთამერიკული ნუტრია, ჩრდილოამერიკული ანდატრი. ამ სახეობათა ტეაკლიმატიზაცია წარმატებით დამთავრდა (თუ ამას წარმატება შეიძლება ეწოდოს). ნუტრია, ენოტი და ენოტისებური ძაღლი არიდულ და სემიარიდულ ტერიტორიებზე გვხვდებიან.

ენოტი ლამის ჩრდილოეთ ამერიკის ცხოველთა სამყაროს სიმბოლოდაა მიჩნეული. ეს სიმპათიური არსება მოხერხებულობითა და საზრიანობით გამოირჩევა. ადვილად ეგუება ახალ გარემოს. თავის სამშობლოში ქალაქების ფაუნის ტიპიური წარმომადგენელიც კი გახდა, სახლდება შენობების სახურავებზე და საწყობებში, იკვებებიან ნაგვის ბაკებში დაბეღლებში. ასეთი ადვილად ადაპტირებადი ცხოველი დიდი წარმატებით გავრცელდა ჩვენში, მაგრამ იქაური სიმბოლო და სიამაყე, აქ დამანგრეველ ფაქტორად იქცა.

ენოტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზაქათალა-რუხის ველზე გაუშვეს როგორც ძვირფასი ბეწვის მქონე ცხოველი. მან კარგად აითვისა ტერიტორია და ცოტა ხანში საქართველოში შემოიჭრა, გავრცელდა ალაზნის ველსა და ივრის ზეგანზე.

გვარი: ენოტი (PROCYON)

სახეობა: ენოტი (procyon lotor)

მოკლე აღწერილობა:

სხეულის სიგრძე 45-60 სმ. კუდისა - 25-38 სმ. წონა ზაფხულში 4-6 კგ. მდედრებიმამრებზე ცოტათი პატარები არიან.

გავრცელება:

გავრცელებულია ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში. შეყვანილია დააკლიმეტიზირებულია ახალ ზელანდიაში. შეყვანილია გერმანიაში,აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და რუსეთის სამხრეთნაწილში. სსრკ-ში შემოყვანილია 1936-1965 წლების განმავლობაში. გაშვებულიადაახლოებით 1240 ინდივიდი 26 პუნქტში. განსაკუთრებით კარგადადაპტირებულ იქნა აზერბაიჯანში. გვხვდება დაღესტანში, საქართველოში,ბელორუსიაში და კრასნოდარის მხარეში. ყირგიზეთში, ყაბარდო-ბალყარეთშიდა სტავროპოლის მხარეში აკლიმატიზირება წარუმატებლად დამთავრდა.

ჰაბიტატები:

ენოტისათვის განსაკუთრებით გამოსადეგი ჰაბიტატებია ფართოფოთლოვანიდა შერეული ტყეები, ფუღუროვანი ხეებით და მეჩხერი, მაგრამ არა დამშრალიწყალსატევებით. ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს. დიდიტყის მასივების ფრაგმენტირება და აგრეთვე ახალი მდელოების წარმოქმნაიწვევს ენოტის საკვები ბაზის გაზრდას, ხოლო ტყეების გაფართოება და ხმელიხის ჩეხვა უკუეფექტს იწვევს. აზერბაიჯანში ყველაზე ხშირად ენოტი გვხვდებადაბლობის ტყეებში, რომელშიც ბევრია ფუღუროიანი ხეები, ველური ხეხილიდა უხვად მოიპოვება ქვეწარმავლები, ამფიბიები და მწერები. იგი გვხვდებატყის კუნძულებში, რომელთა ახლოსაც მდებარეობს მარცვლეულის ყანები დახეხილის ნარგავები.

ცხოვრების ნირი:

სიცოცხლის ნახევარს ხეზე ატარებს. სწრაფად სირბილი დიდხანს არ შეუძლია.გამოდევნებისას ცდილობს, თავი ხეს შეაფაროს. შეუძლია თავქვე დაეშვასხიდან. ტოტიდან ტოტით იგი გადადის ხოლმე ერთი ხიდან მეორეზე. კარგადდაცურავს. განსაკუთრებით აქტიურია ღამით. დღის განმავლობაში იგიისვენებს ან თავის ბუნაგში, ან კიდევ ძინავს მსხვილი ფრინველის ბუდეში.უპირატესობას ანჭებს ფუღუროებს, რომელიც მდებარეობს 1მ-ის სიმაღლეზე.იგი სახლდება აგრეთვე გამომწვარ ხეებში და სხვა ცხოველების მიერმიტოვებულ ბუნეგებში. ენოტი თავის ბუნაგს იყენებს მთელი წლისგანმავლობაში. ხშირად თავის ადგილსამყოფელში გააჩნია რამოდენიმეთავშესაფარი. ერთ ფუღუროში ან კიდევ სხვა თავშესაფარში იმყოფება მთელიოჯახი, იშვიათად ორი ოჯახი. ენოტი ეძლევა ზამთრის ძილს, რომელიც არ არისღრმა და შეუძლია ადვილად გაღვიძება. ზამთრისთვის იდებს ქონს და მისიმასა აღწევს მთლიანი ცხოველის 1/3-ს. ძილის ხანგრძლივობა დამოკიდებულიამეტეოროლოგიურ პირობებსა და ენოტის სიმსუქნეზე. თბილ, უთოვლოზამთარში იგი არ იძინებს.

კვება:

ენოტი ნამდვილი ევრიფაგია. იგი მოიპოვებს საკვებს მიწაზე, წყალში დახეებზე. ძირითადი საკვების არ არსებობის შემთხვევაში იგი ადვილადგადაერთვება სხვა საკვებზე. ხშირად მოპოვებულ საკვებს, სანამ შეჭამს, რეცხავსწყალში. ზოგჯერ იკვებება ფუღუროში ან ხეზე მჯდომარე.

გამრავლება:

ენოტი მონოგამია. წყვილდება თებერვალში, ზოგ ადგილებში - აპრილისბოლოს, მაისის დასაწყისში, რომელსაც თან სდევს მამრების სასიყვარულოყვირილები. ორსულობა გრძელდება დაახლოებით 63 დღეს. მდედრი შობს 2-6, 80 გრ. წონის ნაშიერს (იშვიათად 8-ს).

იბადებიან ბრმები და თვალს ახელენ დაახლოებით 20 დღის ასაკში, ისინიგარდა დედის რძისა, იკვებებიან სხვა საკვებითაც. ოჯახი იყოფა მეორე წელს,მძუნაობის დაწყების წინ, რომელშიც მონაწილეობენ წინა წელს დაბადებულიმდედრებიც. მამრები მწიფდებიან ერთი წლით გვიან. სიცოცხლისხანგრძლივობა დაახლოებით 15 წელია.

ტერიტორია:

ინდივიდუალური ტერიტორია ვარირებს 4-9 კმ2-ის ფარგლებში, არისმონაცემები, რომ ენოტის ინდივიდუალური ტერიტორიები ვარირებს 0.2-4946ჰექტარს შორის. ზოგი მონაცემით მამრები იკავებენ 65 ჰექტარს ხოლომდედრები 39 ჰა-ს მდედრები.

ენოტისებური ძაღლი გაშვებული იქნა თელავის რაიონში, შიდა ქართლში, ერწო-თიანეთსა და აფხაზეთში. იგი საკმაოდ კარგადგამრავლდა და ფართოდ გავრცელდა. ჩვენს მიერ, იგი არიდული ზონის თითქმის ყველა უბანში იქნა დაფიქსირებული.



წყარო:
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: giohunt1982 (28.03.2013)
ნანახია: 4532 | ტეგები: 1ნაწ., ი.მაჭარაშვილი, სახეობები, უცხო | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 14
    სტუმარი: 14
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика