ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

"მეთოდ-ფიდერი"
"მეთოდ-ფიდერი"
 
ძვირფასო ფორუმელებო, მემგონი დროა უკვე სათანადოყურადღება მივაქციოთ ისეთ საინტერესო და საჭირო თემას,როგორიცაა თევზაობა "მეთოდ-ფიდერით" (method-feeder). ესთემა ორმაგად საინტერესოა კიდევ იმით, რომ "მეთოდ-ფიდერით" თევზაობაში თავისი კონსტრუქციული ელემენტებიშემოაქვს ისეთ გრანდს, როგორიცაა კარპფიშინგი. ეს არისმაგალითად სხვადასხვა თმიანი მონტაჟები, ბოილები და კიდევმრავალი სხვა. ასე რომ, თქვენს წინაშეა ფიდერფიშინგისა დაკარპფიშინგის ერთგვარი სინთეზის შედეგად შექმნილი უაღრესადსაინტერესო სათევზაო სტილი, რომელსაც თავის არსენალშიბევრი ფორუმელი დაამატებს. იმედი მაქვს, რომ ამ თემას ბევრიჩვენიანი გამოეხმაურება და შეავსებს სათანადო ინფორმაციით. მეკი, ჩემის მხრივ, ერთ პატარა შესავალ სტატიას წარმოგიდგენთ.
 
საკვებურა "მეთოდის" აღწერილობა და ნაირსახეობები
საკვებურა "მეთოდი" გამოიგონა ცნობილმა ინგლისელმამეთევზემ დეივ ჰოულიმ, ხოლო მისი თანამედროვე ვარიანტისავტორი გახლავთ ინგლისის ყოფილი ჩემპიონი როი მარლოუ.
საკვებურა "მეთოდი" წარმოადგენს სპეციალურ "ჩარჩოსებურ", "ზამბარისებულ" ან "მოწნულ" კონსრუქციას, რომელიცგანკუთვნილია მკვრივი კონსისტენციის მქონე დამატებითისაკვების შესაკავებლად ერთიანი "გუნდას" სახით. დამატებითისაკვები უნდა "ჩავსრისოთ" საკვებურას წახნაგებს შორის ისე, რომმივიღოთ საკვების "გუნდა". მეთოდ-საკვებურაზე ამაგრებენმოკლე სადავეს (8-10 სმ), რათა სატყუარა ყოველთვისდამატებითი საკვების მახლობლად იყოს განლაგებული. ხშირადმეთევზეები სატყუარას უშუალოდ საკვების გუნდაშიაფიქსირებენ.






მეთოდ-ფიდერი "საბრძოლო" მდგომარეობაში

"მეთოდ-ფიდერი" განკუთვნილია კობრის და სხვა ფსკერული თევზის დასაჭერად მტკნარ წყალში. თევზაობის პრინციპი დაფუძნებულია კობრის ჩვევებზე და მისი კვების თავისებურებებზე. ყველასათვის ცნობილია, რომ კობრი ძირითადად ფსკერთან მოძრაობს და საკვების ნაწილაკებს "მტვერსასრუტივით" იწოვს ფსკერიდან (გამომდინარე მისი პირის განლაგებისა და აგებულებებიდან). თუ კობრი იპოვის რაიმე მყარ საკვებს (მაგალითად ბოილს ან კოპტონის ნაჭერს), მას შეუძლია საათობით წოვოს იგი სხვადასხვა მხრიდან. მაგალითად, თუ წყალში ჩავაგდებთ ცომის გუნდას, დავინახავთ, რომ კობრი კი არ კბეჩავს და აქუცმაცებს მას, არამედ თითქოს "წოვს" საკვების გამოზნექილ ადგილებს. ხოდა ამ თევზის კვების თავისებურებიდან გამომდინარე, მის დასაჭერად მოიგონეს "მეთოდ-ფიდერი". მინდა გითხრათ, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - აღნიშნულ მონტაჟზე თავდაპირველად იმდენ თევზს იჭერდნენ, რომ ინგლისის ბევრ ტბაზე ამ ტიპის თევზაობა აიკრძალა. გარდა ამისა, კანონმდებლობით დადგინდა, რომ მეთევზე ვალდებულია გამოიყენოს უფრო დაბალი ტესტის მქონე სადავე, ვიდრე ძირითადი ძუის ტესტია, რადგან თუ დიდი ზომის თევზის ამოყვანისას გაწყდა ძირითადი ძუა, საკვებურა დარჩება ჩამოკიდებული თევზის ტუჩზე, თევზი ვერ შეძლებს კვებას და ის დაიღუპება. 

"მეთოდ-ფიდერისთვის" გამოიყენება მცურავი მონტაჟები (ყრუ მონტაჟი უფრო კარპფიშინგშია გავრცელებული). ამ დროს თევზის მიერ სატყუარას "წაღებას" გვაუწყებს ქვივერტიპი. უნდა გავხსოვდეს, რომ ქვივერტიპის მცირე, თუნდაც ხანგრძლივი, რხევა არ ნიშნავს თევზის ჩარტყმას - ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ თევზი "წოვს" და ფსკერზე აგორავებს საკვებურას. უნდა გვეყოს მოთმინება დაველოდოთ ძლიერ, გაბედულ ჩარტყმას. მაშინ თამამად შეგვიძლია გავაკეთოთ ამოკვრა და დავიწყოთ თევზის ამოყვანა. აუცილებელია ქვივერტიპის მუდმივი მეთვალყურეობა, რადგან "მეთოდ-ფიდერით" თევზაობისას ჩერტყმა შეიძლება საკმაოდ მოულოდნელი იყოს და ჩვენი ანკესი მომენტალურად აღმოჩნდეს შუა ტბაში.

საკვებურას ყიდვისას მიაქციეთ ყურადრება იმას, თუ როგორ არის განლაგებული მასში სიმძიმე. თუ თქვენ აპირებთ სატყუარას მიწოდებას საკვებ გუნდასთან ერთად (სატყუარა ჩაფლულია საკვებში), მაშინ სასურველია შეიძინოთ ცალი მხრიდან დატვირთული საკვებურები. ეს მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი სტყუარა საკვებურას ფსკერზე დაცემისას აღმოჩნდება საკვები "გუნდას" ზედა მხარეს.


თუ "მეთოდზე" დაგაწყვიტავთ თმიანი მონტაჟის და ბოილების გამოყენებას, სასურველია ვიხმაროთ ძირვადი ბოილები და ისინი ნახევრამდე ჩავფლათ დამატებით საკვებში. აი ასე:

თუ თქვენ მცურავი ბოილების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ არ არის აუცილებელი მათი მოთავსება დამატებით საკვებში, რათა მათმა უეცარმა "ამოხტომამ" საკვების "გუნდადან" არ დააფრთხოს მისული თევზი

"მეტოდ-ფიდერისთვის" გამოიყენება დიდი ტესტის მქონე ჩვეულებრივი ფიდერული ჯოხები - მედიუმი, ჰევი და ექსტრაჰევი (საკვებურას სიმძიმიდან გამომდინარე). გამოშვებულია, აგრეთვე, სპეციალურად "მეთოდ-ფიდერისთვის" გამკუთვნილი ჯოხები

DRENNAN SERIES 7 13, METHOD FEEDER ტესტი 5 oz (140 გრამი)


ეს არის მოკლედ რაც თავდაპირველად "მეთოდ-ფიდერზე" მინდოდა მეთქვა. შემდეგში ამ თემას უკვე საავტორო სტატიების თარგმანებით გავამდიდრებ.

სტატია წარმოადგენს fisher.ge-ს (არასამეწარმეო იურდიული პირი "საქართველოს მეთევზეთა კლუბი") საკუთრებას, სტატიის ავტორი dentist.


წყარო: fisher.ge


წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/metod_pideri/2011-12-02-458
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: daviti911 (08.08.2016) | ავტორი: dentist W
ნანახია: 4453 | ტეგები: მეთოდ-ფიდერი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика