ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

ინგლისური ტივტივა-Match-fishing

თევზაობის მეთოდი, რომელზეც ამ სტატიაშია საუბარი, წარმოშობით ინგლისიდანაა. მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია შტეკერული ჯოხი ძუის გამტარი რგოლებით, რომელიც კოჭით, წვრილი ძუით და მგრძნობიარე ტივტივით თევზაობისთვისაა შექმნილი. ხანდახან ამ მეთოდს ეძახიან სპორტულს ან "მატჩურს” (Match rod), იმიტომ რომ მას ძირითადად სპორცმენები იყენებენ. თავის სამშობლოში -ინგლისში- ამ მეთოდს ეძახიან "Float rod”, ანუ უბრალოდ ტივტივიანი ანკესი, ყოველგვარი დაზუსტების გარეშე აღჭურვილია იგი ძუის გამტარი რგოლებით და კოჭის სამაგრით თუ არა.

ჯოხი

რატომ მაინც და მაინც შტეკერული ჯოხი? იმიტომ რომ ტელესკოპური სერიოზულად ჩამოურჩება მას თავისი წყობით და სიმსუბუქით. ტელესკოპურ ჯოხს ბევრი "მუხლი” და ცოტა გამტარი რგოლები აქვს -ერთ მუხლზე ხომ მხოლოდ ერთი გამტარი რგოლი მონტაჟდება- , სამ "მუხლიან” შტეკერულ ჯოხს კი მხოლოდ ორი შეერთების წერტილი აქვს, მისი წყობა გაცილებით ჰარმონიულია, მრავალრიცხოვანი გამტარი რგოლები კი დატვირთვას მთელს ჯოხზე თანაბრად ანაწილებენ. ამ ტიპის ანკესებით თევზაობისას იყენებენ წვრილ ძუას და სწორედ ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჯოხი რბილია და იოლად ამორტიზირებს დიდი თევზის ბიძგებს მისი ამოყვანისას. წვრილი ძუა ჯოხს რომ არ მიეკროს (განსაკუთრებით წვიმიან ამინდში), ძუის გამტარი რგოლები დამონტაჟებულია მაღალ "ფეხზე”.
ტრადიციულ ინგლისურ ტივტივიან ანკესს აქვს საკმაოდ გრძელი (60-70სმ) კორფის (პრობკის) ტარი კოჭის დამჭერით. დანიშნულების და კონსტრუქციის მიხედვით განასხვავებენ ორ ჯგუფს: "ვეგლერი” და "სტიკი”. პირველი ჯგუფისთვის გამოიყენებენ 3.9მ სიგრძის ჯოხს და ტივტივას -”ვეგლერ”, თევზაობენ ტბაზე ან წყალსაცავზე, დინების გარეშე. მთავარი მაჩვენებელია ამ ჯოხის რბილი, პარაბოლური წყობა (ეს როდესაც დატვირთვისას ჯოხი წვერიდან ტარამდე თანაბრად იღუნება).
შედარებით შორი ტყორცნები აუცილებლობაა ტბაზე ან წყალსაცავზე თევზაობისას, აქედან გამომდინარე ამოკვრაც მკვეთრი და ხისტი უნდა იყოს, ასეთი ამოცანის შესრულება ისე რომ საკმაოდ წვრილი ძუა არ გაწყდეს, შეუძლია მხოლოდ საკმაოდ რბილ ჯოხს, რომელიც წვერიდან ტარამდე იღუნება და ამორტიზირებს.
მეორე ჯგუფის ანკესები გამოირჩევა უფრო ხისტი წყობით და განკუთვნილია ძირითადად დინებაზე, გატარებით,ტივტივა "სტიკი”-ის გამოყენებით თევზაობისთვის. ხისტი წყობა, რომლის დროსაც მხოლოდ ანკესის მწვერვალი მუშაობს (იღუნება და ამორტიზირებს მხოლოდ მწვერვალი), უფრო იოლს ხდის დინებაზე მოძრავი ტივტივის კონტროლს და ეფეკტურ ამოკვრას. ტივტივა "სტიკი” მონტაჟდება ძირითად ძუაზე ფიქსირებულად (არ სრიალებს), ამ მონტაჟის ოპტიმალური სამუშაო დისტანცია არ აღემატება ჯოხის 3-4 სიგრძეს ( ანუ მაქსიმალური დაშორება ტივტივის მეთევზისგან უნდა იყოს 12-16 მეტრი თუ ჯოხის სიგრძეა 4 მეტრი). მცირე მდინარეებზე თევზაობისას გამოიყენებენ 3.6მ სიგრძის ანკესს, დიდი მდინარეებისთვის არის 6მ სიგრძის მოდელებიც, მაგრამ სტანდარტულად და ოპტიმალურად ითვლება 4.2მ სიგრძის ჯოხები.
როგორ ავირჩიოთ საჭირო ჯოხი? უპირველეს ყოვლისა უნდა გაიაზროთ -გჭირდებათ ანკესი დინებაზე გატარებით თევზაობისთვის "სტიკი”, თუ ანკესი მდგარ წყალზე თევზაობისთვის "ვეგლერი”… თუ თქვენ ხშირად თევზაობთ როგორც ტბაზე ასევე მდინარეზე და არ გაქვთ საშვალება ორივე ტიპის ჯოხი შეიძინოთ, მაშინ კომპრომისული ვარიანტი იქნება 3.9მ სიგრძის და საშვალო წყობის (ნახევრად პარაბოლური) ჯოხის შეძენა.

კოჭა

როგორც უკვე ავღნიშნე კოჭა ამ ტიპის ანკესის განუყოფელი შემადგენელია. დღეს დღეობით თანამედროვე მეთევზეები თითქმის ყოველთვის იყენებენ უინერციო კოჭებს და გაცილებით იშვიათად ინერციულებს. ტივტივით თევზაობისას არ არის აუცილებელი ძალიან ძვირად ღირებული კოჭის შეძენა, საკმარისია საშუალო ფასის ხარისხიანი კოჭა 1:4.5 გადამცემი მაჩვენებლით (ხელმჭიდის ერთი სრული ბრუნვისას ძუის მხვევი 4.5 ბრუნს აკეთებს). ფრიქციონული მუხრუჭი დელიკატურად რეგულირებადი უნდა იყოს (წინა იქნება ფრიქციონი თუ უკანა ამას მნიშვნელობა არ აქვს).

ძუა

აღცერილი მეთოდით თევზაობისას იყენებენ ხარისხიან, მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებულ ძუას 0.10მმ-იდან 0.20მმ-მდე. ძირითადი ძუის ფერს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხოლო რაც შეეხება ლიდერს ის უნდა იყოს ჭერის ადგილას წყლის ფერთან მაქსიმალურად მიახლოებული. არ დაგავიწყდეთ რომ არის ძუის "ქამელეონი” მოდელებიც. "ვეგლერის” ტიპის ტივტივით თევზაობისას იყენებენ ძუას რომელიც იძირება, ხოლო "სტიკის” გამოყენებისას კი ძუას რომელიც არ იძირება.

მონტაჟის ელემენტები


"სტიკი”
"ვეგლერი”

ინგლისური ანკესი ტივტივით გულისხმობს ინგლისურივე წარმოების ტივტივების გამოყენებას. ტივტივა რომელიც მაგრდება ძირითად ძუაზე ორ წერტილში (თავში და კუდში) რეზინის ან პლასტიკის რგოლაკებით "სტიკი”
და ტივტივა რომელიც მაგრდება ერთ წერტილში, კუდით, "ვეგლერი”.

ამ ტივტივების ზომა და ფერი სრულიად დამოკიდებულია ჭერის პირობებზე და თქვენ ფანტაზიაზე.
ნემსკავის არჩევანიც დამოკიდებულია იმ სატყუარის ზომაზე, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. ამ ტიპის თევზაობის მონტაჟის გამართვისას გამოიყენებენ "საფანტის” ტიპის სიმძიმეს, რომელსაც მძივის პრინციპით ამაგრებენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს თან გვქონდეს ქვემო ბადე და საყრდენიც.
ინგლისური ტივტივათი თევზაობის მეთოდი დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ ჩვენ წყლებში კობრის, ამურის, კარჩხანის, ნაფოტას, წვერას, ხრამულის და სხვა მრავალი თევზის ჭერისას. ვიმედოვნებ ამ სტატიაში გაზიარებული გამოცდილება ხელს შეგიწყობთ ამაში.



წყარო: http://www.monadire.info/
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: giohunt1982 (14.04.2013)
ნანახია: 2466 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика