ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

Franchi
Franchi 

IPB-ს სურათი


Franchi ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის მქონე იტალიური კომპანიაა, რომელსაც თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმაფრენებიც ქონია და რთული ეტაპებიც.
ფირმა დაარსებულია 1858 წელს ლუიჯი ფრანჩის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის ქალაქ ფორნაჩში. 1995 წლიდან Franchi ბერეტა ჰოლდინგის სრულუფლებიანი წევრია. თავისი განვითარების ეტპზე ფირმაამ რამდენიმე ღირშესანიშნავი მოდელი შექმნა, რომელთა შესახებაც მოკლედ მოგახსენებთ. 


IPB-ს სურათი




ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მასიური(გამოსული ეგზემპლიარების რიცხვით) თვითდამტენი ნახევარავტომატი 48 AL-ია, რომლითაც ბევრი კონკურენტი დაიძირა. უკუქცეულ გაზებზე მომუშავე ეს მოდელი მილიონობითაა გამოშვებული. ამ მოდელის გამოშვებით ევროპაში სიტყვა ნახევარავტომატი და ფრენჩი სინონიმები გახდა. ასეთი დიდი წარმატება განაპირობა საიმედობამ, სიმყარემ, ექსპლოატაციის სიმარტივემ და უსაფრთხოებამ. შემთხვევითი გასროლის ალბათობა ნოლის ტოლია; იარაღიდან ვაზნების გამოღება მჭიდის ფანჯრიდანაა შესაძლებელი. ვაზნის დაკვრის(კაფსულის არგახეთქვა) შემთხვევაში საკეტის სახელურის გადაწევით აღმოიფხვრება ყველა სირთულე. ლულა დამზადებულია მაღალი ხარისხის ქრომომოლიბდენის შენადნობის ფოლადისაგან. ლულის არხი ქრომირებულია. გააჩნია სახსნელი ჩოკები. აქვს ვენტილირებადი სამიზნე თამასა. კალაპოტი მსუბუქი მეტალისაა. კონდახი კაკლისაა ნახევარპისტოლეტური ფორმის ყელით.
ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, მჭიდი განლაგებულია ლულის ქვევით; მჭიდის ტევადობა 6 ვაზნა; ლულის სიგრძე 710მმ; საერთო სიგრძე 120მმ; წონა 3,2 კგ.





ფირმის ცნობილი მოდელია Barrage Sporting . ეს სპორტული მოდელია 76 სმ სიგრძის ლულითა
და 76მმ სავაზნით. ლულის არხს overboring სისტემით ბურღავენ, რაც წარმატების საწინდარია როგორც მაგნუმების, ასევე 70 მმ-იანი ვაზნების გამოყენებისას. ლულები სახსნელ ჩოკებზეა(დამაგრძელებლები). გააჩნია გაზის კომპენსატორები(22 ნახვრეტი ზედა ლულაზე და 32 ქვედაზე). არხის დიამეტრი 18,6 მმ-ა. კალაპოტი ფოლადისაა. ერთ სასხლეტზე გადამრთველით, რომელიც სასხლეტის ძირზეა განლაგებული(გადამრთველის ეს ვარიანტი ფირმის გამოგონებაა და წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა კომპანიის მიერ). მცველი არაავტომატურია; სამიზნე თამასა ვენტილირებადია და სიგანე 10მმ-ს შეადგენს. წონა 3,6 კგ-ა. კონდახი აბსოლიტურად მორგებულია სპორტული სროლის ტიპს.





ცალკე აღნიშვნის ღირსია მოდელი 20 ყალიბის Highlander 20, რომელიც ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და ძალიან ლამაზი ინგლისური ტიპის კონდახზეა. ლულები 66სმ სიგრძისაა; სავაზნე 76მმ; ერთ სასხლეტზე(გადამრთველით). არაავტომატური მცველით; კლასიკური ორმაგი საკეტით. ჩოკები სახსნელია; ვაზნები ამოაქვს ექსტრაქტორს; არხის დიამეტრი ნომინალურია 15,9 მმ. კალაპოტი ფოლადისაა. სასხლეტ დამცემი მექანიზმი ენსონ-დილეი



ძალიან ორიგინალურია ფრენჩის ვერტიკალური მოდელი ინგლისურ კონდახზეც


IPB-ს სურათი


წყარო: http://www.monadire.ge/forum/index.php?
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (08.01.2013)
ნანახია: 1627 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика