ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

საბჭოური წარმოების თოფები

ქართველი მეიარაღე ოთარ ლომთაძე აღნიშნავს, რომ საბჭოთა პერიოდსი წარმოებულ სანადირო თოფებზე, კრიტიკა არ შეიძლებოდა, იგი აკრძალული იყო და აქსიომად ვრცელდებოდა სამამულო თოფებზე მისი სიკარგე, ისევე როგორც სხვა ყველაფერი რაც საბჭოთა კავშირში იქმნებოდა! თუმცა მონადირეები მაინც ახდენდნენ თოფების კრიტიკას, მათი მოუხეშაობის, სიმძიმის და მხატვრული უსახურობის გამო. ა, კრიტიკის საპასუხოთ არგუმენტები გამოძებნეს იმ დროს და ერთხმად ყველა კომუნისტური მმართველობა აღნიშნავდა თუ როგორი გამძლე, ყველანაირ კლიმატურ პირობების მიმართ ამტანი სანადირო თოფები გამოდიოდა საბჭოთა კავშირში! ხოლო სხვა უცხოური წარმოების თოფები სუსტი მექანიზმით, ერთმანეთზე მიმაგრებული სუსტი ნაწილებით ხასიათდებოდა, საკმარისი იყო პაპიროზის ქაღალდის ან ქვიშის უმცირესი ნაწილაკის მოხვედრა რომ ეს უვარგისი უცხოური ნაწარმი აღარ ჩაიკეტოსო.

სამოცდაათიან წლებში იჟევსკის მექანიკური ქარხნის სპეციალისტებმა გამოსცადეს თავისი წარმოების ორი თოფი: 12 კალიბრის иж-54 და 16 კალიბრის иж-58. გაკეთდა 100-100 გასროლა. иж-54-ის შემთხვევაში ვაზნაში 2,2 გრ დენთით, ხოლო иж-58-ის შემთხვევაში – 1,8 გრ დენთით დატენვით. დააკმაყოფილა ორივე თოფმა ГОСТ-ით (სახელმწიფო სტანდარტით) დადგენილი მოთხოვნები.

პირველად ვაზნებში დენთის წონა, 0,5-0,5 გრ თანდათან დამატებით, აიყვანეს 6 გრ-მდე. კეთდებოდა 6-6 გასროლა. თოფებმა დაუზიანებლად გაუძლეს გამოცდას.

დენთის წონის 7გრ-მდე გაზრდის შემდეგ иж-54-დან მესამე გასროლისას, როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ლულებში წარმოიშვა უმნიშვნელო გაბერილობები სავაზნის ჭრილიდან 70 მმ-ზე იქ, სადაც წნევა მაქსიმალურია. иж-58-ში ლულები დაუზიანებელი დარჩა.

შემდეგ ეს გამოცდა განმეორდა მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ წინა გამოცდაში დენთს არ კუმშავდნენ, ახლა კი 8-10 კგ-ით შეკუმშეს. иж-54-ში პირველივე გასროლის შემდეგ მარჯვენა ლულაში სავაზნის ჭრილიდან 100 მმ მანძილზე გაჩნდა ოდნავ შესამჩნევი გაბერილობა, ხოლო მეორე და მესამე გასროლისას იმავე ლულიდან, გაბერილობა გადაიზარდა და გაჩნდა ახალი, სავაზნის ჭრილიდან 190 მმ-ზე. მარცხენა ლულაში პირველივე გასროლის შემდეგ გაჩნდა სამი გაბერილობა ნახევრრგოლის სახით სავაზნის ჭრილიდან 85-170 მმ-ზე. ასეთივე გამოცდას иж-68-ის ლულებმა დაუზიანებლად გაუძლო!

გაზომვებმა აჩვენეს რომ გამოცდებისას წნევა 2000 ატმოსფეროს აღემატებოდა, ე. ი. სამჯერ მეტი იყო 550 ატმოსფეროზე, რომელსაც იძლევა ნორმალურად დატენილი ვაზნა.

გამოცდების შემდეგი ეტაპი არანაკლებ საინტერესო შედეგებით დასრულდა, ვინაიდან ლულებში ქმნიდნენ სხვადასხვა არანორმალურ პირობებს ჭუჭყის, უცხო ნაწილაკების შეტანისა თუ სხვა ანომალიების სახით.



წყარო: http://www.monadire.info/
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (12.04.2013)
ნანახია: 2054 | რეიტინგი: 3.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика