ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე [19]
აქ იხილავთ სტატიებს სანადირო აღჭურვილობაზე
სტატიები სანადირო თოფებზე [105]
სანადირო იარაღების პასპორტები (ტექნიკური მონაცემები) [6]
სტატიები მშვილდებსა და არბალეტებზე [0]
სტატიები დანებზე [5]
სტატიები ყველგანმავლებზე [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები სანადირო აღჭურვილობაზე » სტატიები სანადირო თოფებზე    

უილიამ ველინგტონ გრინერი
იარაღის წარმოებაში ტექნიკურმა გადაწყვეტებმა მე-19 საუკუნეში იმ დონეს მიაღწია, რომ დღესაც იმდროინდელი ხის ნაყოფს ვაგემოვნებთ. პირველ რიგში აღნიშნული ინგლისელ ოსტატებს ეხებათ, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი უილიამ ველინგტონ გრინერს ეკუთვნის.
ეს გვარი საიარაღო წარმოებაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოვიდა და თანდათან დიდ, ავტორიტეტულ მეიარაღე დინასტისად ჩამოყალიბდა. წარმატების საფუძველი უფროსმა უილიამ გრინერმა ჩაყარა(მენტონის მოსწავლე), რომელმაც 1829 წელს საკუთარი საქმე წამოიწყო ნიუკასლში, ხოლო 1844 წელს კი დაფუძნდა ბირმინგემში. ამ პერიოდში უკვე გამოჩნდა თოფებზე პირველი წარწერა ,,გრინერი_ პრინც ალბერტის კარის ოსტატი".
უფროსი გრინერი ნიჭიერი ოსტატი იყო, თუმცა ცნობილი უფრო მეტად მონოგრაფიების ხარჯზე გახდა. მისი პირველი წიგნი ,,The Gun'' გამოქვეყნდა 1834 წელს. შემდეგ გრინერმა მისი სხვა ნაშრომებიც გამოაქვეყნა ,,The Science of Gunneri" 1841 წელს და 1858 წელს ,, Gunneri in 1858" .
უფროსი გრინერის გამოგონებაა სპეციალური ტყვია, რომელიც ლულაში მოძრაობისას წნევის ზემოქმედებით ფართოვდება.

IPB-ს სურათი

1851 წელს წარმოებაში შემოდის შვილი, უილიამ ველინგტონ გრინერი, რომლის პირველი პატენტიც სასხლეტ სისტემას ეხება. 1864 წელს შვილმა გრინერმა დააპატენტა ქვედა გასახსნელი ბერკეტი; 1869 წელს მან დააპატენტა შიდა სასხლეტები; 1880 წელს საცდელ ეგზემპლიარად წარმოადგინა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც იხსნებოდა მარჯვნივ.
1865 წლით თარიღდება გრინერის ყველაზე დიდი და ფუნდამენტალური გამოგონება ე.წ. გრინერის ჭანჭიკი.
იგი წარმოადგენს ლულათა ზედა ჩაკეტვის უმყარეს სისტემას. სამიზნე თამასის ვერტიკალური გაგრძელება, რომელსაც ჰორიზონტალურად აქვს მრგვალი ნახვრეტი, ჩადის კალაპოტის შესაბამის ჭრილში და იკეტება მრგვალი ჭანჭიკით. ჭანჭიკი იმართება გადასახსნელი ბერკეტით.
ამ საკეტის მოდიფიცირების შედეგად შეიქმნა ,,სკოტის ჭანჭიკი" 1874 წელს და კესტნერის ,,ორმაგი ჭანჭიკი", რომელიც უმეტესობა გერმანულ ვერტიკალურებზე გვხვდება. 
გრინერის ჭანჭიკი საკეტების სხვა სახეებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ძალიან მყარ და საიმედო დაკეტვას, რომელიც იარაღის ლულათა რყევის პირობებშიც კი უსაფრთხო გასროლის საწინდარია.
შვილი გრინერიც მამის მსგავსად ნაშრომების გამოქვეყნებით იყო დაკავებული. სხვადასხვა წლებში(1871წ,1876წ, 1881წ, 1910წ) მას გამოქვეყნებული აქვს 4 სხვადასხვა ნაშრომი.
1890 წელს გრინერის საწარმო უდიდესი იყო ინგლისში, ხოლო 1923 წელს კი ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საწარმო გახდა სანადირო და სპორტული თოფების წარმოებაში. შემკვეთებისათვის მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტით კომპანიას ბადალი არ ყავდა. ამხელა მრავალფეროვნება დღესაც კი არა აქვს მსოფლიოს არც ერთ საწარმოს.
გრინერის თოფების სავიზიტო ბარათია მცველის განლაგება კონდახის მარცხენა მხარეს.

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


ფირმას მაღალი კლასის იარღთან ერთად ნაწარმოები აქვს მსოფლიო შედევრები. ეს თოფი Saint George (წმინდა გიორგი) სახელითაა ცნობილი და როგორც მისი წარმოების ისტორიული პირველწყარო იუწყება: თოფის კონდახი გაეთებულია კავკასიური კაკალით(უნდა ვივარაუდოთ ქართული კაკალით) . ამ თოფზე წმინდა გიორგისა და ურჩხულის ბრძოლის რელიეფური გრავირებაა. 1910 წელს აღნიშნული თოფი ერთ-ერთი ტრანსპორტირებისას დაიკარგა. 1990 წლიდან ფირმამ ამ თოფების წარმოება კვლავ განაახლა. 

IPB-ს სურათი


ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე გრინერის მორიგი შედევრია აღბეჭდილი. 

IPB-ს სურათი

გრინერის თოფებს გააჩნიათ ძალიან მაღალი რესურსი და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლები. იარაღის თანამედროვე ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენცია, რომელიც კარნახობს მწარმოებლებს იარღთან ერთად სხვადასხვა ნივთების წარმოებას. გრინერი თავის ნაწარმის სახრახნისებით, ზუმბებით, ცრუ ვაზნებითა და სხვა აქსესუარებით აკომპლექტებს.

IPB-ს სურათი




დღეისათვის ფირმის მფლობელია გრეჰემ გრინერი, რომელიც დინასტიის მეხუთე წარმომადგენელია. ფირმა უშვებს თითქმის ყველა თავის ადრინდელ მოდელსა და თანამედროვე მოდიფიკაციებს.


IPB-ს სურათი


წყარო: http://www.monadire.ge/forum/index.php?showtopic=2431
კატეგორია: სტატიები სანადირო თოფებზე | დაამატა: giohunt1982 (21.03.2013)
ნანახია: 3061 | ტეგები: ველინგტონ, უილიამ, გრინერი | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 12
    სტუმარი: 12
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика