ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები მავნებელ ცხოველებზე [5]
სტატიები მგლებზე [16]
სტატიები ტურებზე [2]
სტატიები მავნებელ ფრინველებზე [5]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მავნებელ ცხოველებზე » სტატიები მგლებზე    

დიდი "მგლობალიზაცია” საქართველოში
დიდი "მგლობალიზაცია” საქართველოში      11:39 - 10.02.2010 

       საქართველოში "დიდი მგლობა” დაიწყო - როგრც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი სამხეცეთშიც აქტუალურია და მგლებმა ჩამოვაკება გადაწყვიტეს... მოკლედ, მგლები - მთაში, მგლები - ტყეში, მგლები - პოლიტიკაში... ისე, ხომ იცით, ადამიანი ადამიანისთვის მგელია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ოთხფეხა და ორფეხა მგლებს ერთი საერთო აქვთ: ხალხის ხარჯზე ცხოვრებენ!
ოთხფეხა, ანუ ნამდვილი მგლის ადამიანზე თავდასხმის ბოლო შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსებმა 26 წლის გია კაკაშვილის ცხედარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს.
      საქართველოს მოსახლეობა მგლის გახშირებული თავდასხმების გამო, პანიკაშია და შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვს. ამ ფონზე, საქართველოს კანონმდებლობა მტაცებელთა უფლებებს, როგორც იტყვიან, კბილებით იცავს. ისე, სასაცილოა, საქართველოში ადამიანებს არაფრად აგდებენ, სამაგიეროდ, ოთხფეხებს "ხელის გულზე” ატარებენ. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ უცხოელი დონორების დახმარებით, თბილსიის გარეუბანში მაწანწალა ძაღლების ფეშენებელური თავშესაფარი უნდა აშენდეს...
მოკლედ, საკითხავია, რა არის მთავარი - ადამიანი თუ წითელ წიგნში შეტანილი მტაცებელი?
        "ჯერ იყო და, ქათმის გრიპით დაგვაშინეს, მერე, ღორი გაგვაწყვეტინეს. ჭელს, საკალანდოდ, ჩვენ სოფელში ღორი სულ ათმა ოჯახმა დაკლა. აღარ ვიცით, რა ვქნათ - სიმწრით გამოზრდილი ძროხით მგლები გამოვკვებოთ თუ თავი გადავირჩინოთ მტაცებლისგან," - აღშფოთებას ვერ მალავს გურიის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ქალბატონი.
        როგორ დავაღწიოთ თავი "დიდ მგლობას” და რომელი კანონი იცავს მგლის უფლებებს? ამ საკითხებზე "ქართული სიტყვა” გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ნონა ხელაიას ესაუბრა.
        როგორც ხელაია ამბობს, ბოლო შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია, 26 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი მგლის თავდასხმა გახდა თუ მგელმა გვამზე იერიში სიკვიდილის შემდეგ მიიტანა.
      "გარემოს დაცვის სამინისტრო გარეული ცხოველების თავდასხმაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. სიღნაღის შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჯერ არ ვიცით, რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. გასაკვირი არაა, რომ მგელი ან, სულაც, შინაური ცხოველი გვამთან მივიდა და გარდაცვლილის სხეულზე ნაკბილარებიც ამიტომ აღინიშნება,~ - ამბობს ნონა ხელაია.
       მანამ, სანამ პროკურატურა დაადგენს სიღნაღში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი მგლის თავდასხმა გახდა თუ არა, არსებობს ძველი, უკვე დადასტურებული ფაქტები მოსახლეობაზე მგლის თავდასხმის შესახებ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ მტაცებელთა თავდასხმებმა `დაშვებულ ზღვარს~ გადააჭარბა. როგორც ბიომრავალფერივნების დაცვის სამსახურში განმარტავენ, ამ მოვლენას მთელი რიგი მიზეზები აქვს, რაც დასაბამს თავად მოსახლეობიდან იღებს.
      ნონა ხელაიას თქმით, "ხშირ შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა უპატრონოდ უშვებს პირუტყვს. მგელი გარეული ცხოველია და, რასაკვირველია, უპატრონოდ დატოვებულ პირუტყვს თავს დაესხმება. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ: არ გაუშვას პირუტყვი უპატრონოდ. სხვათა შორის, მტაცებლების თავდასხმის შესახებ მთიანი რეგიონიდან არც ერთი განცხადება არ შემოსულა, რადგან მოსახლეობა მგლისგან თავს თავად იცავს. შესაბამისად, არც ფიქრობენ, რომ მგელი უნდა გაწყვიტონ.
      მგლის გაწყვეტა უდიდეს პრობლემებს შექმნის. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მგელი ხელს უშლის როგორც საქონლის, ასევე - გარეული ჩლიქოსნების დაავადებების გავრცელებას. გარდა ამისა, მგელი ლეშითაც იკვებება და ამით მრავალი ინფექციის წყაროს სპობს.”
    მგლების მომრავლების მეორე და ძალზე მნიშვნელოვან მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტროში უკანონო ნაგავსაყრელებს ასახელებენ. ნონა ხელაიას თქმით, ძველად სოფლებში ნაგავს სპეციალურად გათხრილ ორმოებში ყრიდნენ. ახლა კი ნაგავი პირდაპირ გზაზეა დაყრილი.
      სახელმწიფო მგლის თავდასხმის წინააღმდეგ, თუნდაც პრევენციის მიზნით, არანაირ ღონისძიებას არ ატარებს. ერთადერთი პრევენცია სპეციალური ბუკლეტების დარიგებაა, რომელშიც განმარტებულია, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მტაცებლისგან.
       გარემოს დაცვის სამინისტროში გავრცველებულ მოსაზრებას, რომ მგელი მომრავლდა, კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, უბრალოდ, მგლის სოფლებთან დაახლოება მოხდაო. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მგელი ადამიანს ან შინაურ ცხოველ-ფრინველს ესხმის თავს, მისი მოკვლა კანონით ნებადართულია. სხვა შემთხვევაში კი მგლის განმგმირვა 400-ლარინაი ჯარიმით ისჯება.
       მართალია, აუცილებლობის შემთხვევაში, მგლის მოკვლა არ ისჯება, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციას, ან ადგილობრივ თვითმმართველობას. თუკი მოსახლეობა ვერ მოახერხებს გარეული ცხოველის მოკვლას თავდასხმის მომენტში, მან უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს სამინისტროს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს.
        გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ან მოწვეული ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ხდება დაჭერილი ცხოველის მოკვლა. მსგავსი ქმედება პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან იმ ადგილს, სადაც მგლის მოკვლა მოხდება, დიდი ხნის განმავლობაში სხვა მგელი აღარ ეკარება. ცხოველთა დაჭერა ხორციელდება სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მინისტრის ბრძანებულების საფუზველზე.

"ქართული სიტყვა”



წყარო:
კატეგორია: სტატიები მგლებზე | დაამატა: a11201 (12.04.2011)
ნანახია: 1915 | რეიტინგი: 1.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика