ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

ნადირობა

ნადირობა — გარეული ნადირისა და ფრინველის მოპოვება. ადამიანის საწარმოო მოღვაწეობის ერთ-ერთი უძველესი დარგი. თავდაპირველად (პალეოლითის ეპოქაში) ნადირობა კოლექტიურ ხასიათს ატარებდა და ნანადირევსაც კოლექტიურად იყენებდნენ. იგი შეხამებული იყო მეთევზეობასთანმიწათმოქმედებასთანმეცხოველეობასთან და სხვა დარგებთან. სახოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოიშვა ნადირობის ინდივიდუალური ფორმა, რომელიც თანდათანობით (განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედში) გადაიზარდა რეწვაში.

ნადირობის უძველესი იარაღი იყო ქვა, ქვის ნაჯახი, კომბალი, ხელშუბი, შორსსატყორცნი შუბი და სხვა, მოგვიანებით — ოროლი, სატევარი, დანა, ბადე, თვითდამჭერი, საჭერი ორმოები. ნადირობის განვითარებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა მშვილდის გამოგონებამ (მეზოლითის ეპოქა), რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოგონებამდე ხალხთა უმრავლესობაში ნადირობის ძირითად იარაღად დარჩა. ნეოლითიდან ნადირობისთვის იყენებდნენ ძაღლს, ცხენს, დამჭერ ფრინველს (ბაზს). სანადირო იარაღი, რომელიც დაკავშირებული იყო მეურნეობის ხასიათთან, ძალიან ნელა იცვლებოდა, ნადირობის ტრადიციები კი უცვლელად გადაეცემოდა თაობებს. მაგ., ტუნდრასა და ტაიგაში გავრცელებული იყო ნადირობა ძაღლით აბ ბაზით; აზიის მომთაბარე ტომებისათვის დამახასიათებელია ცხენით, მწერებით, ბაზით; ნადირობა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (მას შემდეგ, რაც XV საუკუნეში ევროპელებმა ცხენი შეიყვანეს) — ცხენით; ამერიკის ტრამალებზე, აზიასა და ევროპის შავი ზღვის სანაპიროზე გავრცელებული იყო ნადირობა ქამანდით (საგდებლის ჩამოცმა) და სატყორცნი იარაღით; ტროპიკულ ტყეების ზონაში სანადიროდ იყენებდნენ მშვილდს, შუბებსა და სხვა იარაღებს.

ცეცხლმსროლელ იარაღის შექმნასთან დაკავშირებით სანადირო თოფი თანდათან ნადირობის ძირითად იარაღად იქცა. ამჟამად ნადირობისთვის იყენებენ სანადირო თოფს, ძაღლებს, თვითმჭერ იარაღს (ხაფანგენს, საჭერ ბადეებს), იშვიათად — დამჭერ ცხოველებს (მწევარი და სოროს ძაღლები), სანადირო უბნებზე ნადირ-ფრინველის მისაზიდად იყენებენ მისატყუარებს (ხორცი, თევზი, ნიგოზი, არომატიული ნივთიერებები და სხვა). თოფით ნადირობისთვის იყენებენ შემდეგ საშუალებებს: ნადირ-ფრინველთა დაფრთხობას მონადირე ძაღლის საშუალებით, კვალის აღებას თოვლის საფარზე, საკვებ მოედნებთან და წყლის სასმელ ადგილებთან ჩასაფრებას, დედლის ან მამლის ხმის მიბაძვას, ცოცხალი ცხოველით მიტყუებას (აპელენტი), სოროში შებოლებას ან წყლის მიშვებას და სხვა.



წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: lengo88 (12.06.2012)
ნანახია: 1874 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 25
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика