ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ფრინველები    

კავკასიური როჭო, кавказский тетерев, Lyrurus mlokosiewiczi (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi)

საქართველოს ფაუნის თვალსაჩინო წარმომადგენელია კავკასიური როჭო,რომელიც კავკასიისთვის ენდემურია,ე.ი.კავკასიის გარდა სხვაგან არსად გვხვდება.მაღალი მთის ეს მუდმივი ბინადარი უმთავრესად დიდსა და მცირე კავკასიონზე და მის განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზედა ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახსი,ზღვის დონიდან 1800--2500 მეტრის სიმაღლეზე.

ეს ფრინველი როგორც  ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო Lyrurus mlokosiewiczi (Tacz) უწოდა. რუსულ ლიტერატურაში კი ეს ფრინველი შემორჩა სახელწოდებით "კავკასიური როჭო".

caucbg

კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) – საშუალო ზომის ტყის ფრინველია, რომელიც მხოლოდ კავკასიაშია გავრცელებული. დედალი და მამალი გარეგნობით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მამალი როჭო შავი ბუმბულით არის დაფარული,მას წითელი ხორცოვანი წარბები აქვს,ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი,ტანი ლამაზი ბოლოთი თავდება.დედალი როჭო ჭროღაა. მხოლოდ სიცოცხლის მესამე წელს ემსგავსება დედალი მამალს. ამ მოვლენას ბიოლოგიაში ასაკობრივი დიმორფიზმი ჰქვია. მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე.უმთავრესად სუბალპური მცენარეებით იკვებება და ზოგჯერ კენჭებსაც (გასტროლიტები) ყლაპავს--კუჭში მოხვედრილი უხეში საკვების გადასამუშავებლად. დედალი როჭო ჩვეულებრივ 10 კვერცხს დებს,საიდანაც მეტწილად 6-7 წიწილა იჩეკება.ეს გემრიელი ხორცის მქონე ფრინველი სპორტული ნადირობის ობიექტია,რადგანაც მასზე ნადირობა საკმაო სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

    კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში", IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შეწუხების ფაქტორი.

კავკასიური როჭოს გავრცელების საზღვრები

2008294

70426587

ეს წიგნი 2003 წელს გამომცემლობა ბუნება პრინტისა  და   საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის მიერ იქნა გამოცემული.

1193300903

დედალი და მამალი როჭო
გამოიცანით რომელია მამალი?  როგორ მიხვდით?



წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ფრინველები | დაამატა: dudu-duda (18.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 7437 | ტეგები: კავკასიური როჭო, Lyrurus mlokosiewiczi, кавказский тетерев | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 25
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика