ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 13 » წესები მონადირეებისათვის- რა უნდა ვიცოდეთ სანადირო სავარგულში შესვლამდე.    

10:40:01
წესები მონადირეებისათვის- რა უნდა ვიცოდეთ სანადირო სავარგულში შესვლამდე.
     ქართველ მონადირეთა 99%, სამონადირეო კანონების ცოდნის ძალიან დაბალი დონით გამოირჩევა და არც დიდი სურვილი ამოძრავებთ რომ სადმე მოიძიონ  და ის მაინც გაიგონ თუ რისი უფლებები აქვთ თოფით სანადირო სავარგულში შესვლისას. 
     შევეცდები აგიხსნათ ის ელემენტარული ნადირობის წესი თუ კანონი, რომლის დაცვა აუცილებელია, კანონის აღმასრულებლებთან პრობლემა რომ არ შეგვექმნეს.
     
      1. მონადირეს ნადირობისას თან (ჯიბეში) უნდა ქონდეს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (დედანი). იმ ზღაპრების მოყოლა, რომ თურმე სველდება ეს საბუთები და ფუჭდება და ამიტომ სახლში ტოვებენ არ არის საჭირო, რადგან ერთჯერად პოლიეთილენის პარკში ჩადებულ თავმოკრულ საბუთებს არაფერი მოსდით. დიდი-დიდი სეზონზე ერთხელ ან ორჯერ შეგიმოწმონ და კეთილი ინებეთ და ახალ პარკში ჩადევით რომელსაც ყველა მაღაზიაში უფასოდ მოგცემენ.
       ა).პირველ რიგში მონადირეს საკუთარი მასზე გაფორმებული სანადირო იარაღი უნდა გააჩნდეს. სხვისი იარაღით ან გაუფორმებელი იარაღით ნადირობა აკრძალულია.

      ბ). მონადირეს უნდა გააჩნდეს გადამფრენ ფრინველებზე მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (დედანი), ე.წ. "ნადირობის ლიცენზია",  რომელიც 11  ლარი ჯდება და სეზონურია. ანუ ეს ქვითარი მოქმედებს აგვისტოს მესამე შაბათიდან 1 მარტამდე და არა ერთი წელი როგორც ეს ზოგს გონია.
       2. უნდა დავიმახსოვროთ რომ ჩვენ უფლება გვაქვს ვინადიროდ მხოლოდ გადამფრენი ფრინველების იმ მცირე ნაწილზე  რომელიც მოცემული გვაქვს კანონმდებლობით. ხოლო სხვა დანარჩენი ფრინველების და აბსოლიტურად ყველა ცხოველის მოკვლა არის კანონის დარღვევა და ისჯება სოლიდური ჯარიმით.
       კანონით სანადიროდ დაშვებული გადამფრენი ფრინველები, მათი მოპოვების დღიური ნორმა და ნადირობის ვადებია:
1. მწყერი. 20 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
2. ჩიბუხა (ბეკასი).  5 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
3. ტყის ქათამი. 3 ცალი.  15.10 – 01.03.
4. ქედანი.  10 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5. გარეული მტრედი.  10 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
6. გულიო (გვიძინი) . 10 ცალი.აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე.
7. ჩვეულებრივი გვრიტი. 10 ცალი. აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე.

წყალმცურავები:
8. 
რუხი ბატი.  5 ცალი. 01.11 – 01.03.
9. დიდი თეთრშუბლა ბატი . 5 ცალი. 01.11 – 01.03.
10. რუხი იხვი. 3 ცალი. 01.11 – 01.03.
11 ჭიკვარა (სტვენია იხვი). 5 ცალი. 01.11 – 01.03.
12 გარეული იხვი. 6 ცალი. 01.11 – 01.03.
13. 
იხვინჯა (ჭახჭახა იხვი). 3 ცალი. 01.11 – 01.03.
14. ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი. 3  ცალი. 01.11 – 01.03.
15. მელოტა. 6 ცალი. 01.11 – 01.03.
16. კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი. 3 ცალი. 01.11 – 01.03.
17. თეთრშუბლა იხვი. 6 ცალი. 01.11 – 01.03.
18. წითელთავა ყვინთია. 3 ცალი. 01.11 – 01.03.
19. ქოჩორა ყვინთია. 5 ცალი. 01.11 – 01.03.
ამ ფრინველების სურათებს იხილავთ აქ http://www.bazieri.ge/publ/articles_on_falconer/gadampreni_prinvelebi/1-1-0-1485 )
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე იხილავთ აქ 
http://www.bazieri.ge/publ/articles_hunting_legislation/articles_on_legislation/k_39_anoni_nadirobis_shesakheb/6-1-0-1527

კარგად წაიკითხეთ ეს ჩამონათვალი, თქვენ ნადირობისას სხვა სულიერის მოკვლის უფლება არ გაქვთ.

     3. ნადირობა აკრძალულია, სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.
     4. აკრძალულია ნადირობა  თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით,
      მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების  (ე.წ. "მანოკის" მეშვეობით ფრინველის მოზიდვა.


     5. მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები.

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებას :  ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე, იხილავთ აქ 
http://www.bazieri.ge/publ/articles_hunting_legislation/articles_on_legislation/k_39_anoni_nadirobis_shesakheb/6-1-0-1527
 
ნადირობის სტანდარტული ლიცენზიით მოსაპოვებელი გადამფრენი ფრინველები.
ლიცენზიის ფასი 10 ლარი (+1 ლარი ბანკის მომსახურების) 
ლიცენზია ძალაშია აგვისტოს მესამე შაბათიდან 1 მარტამდე.
 
 
1. მწყერი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 20 ცალი.
 
 
2. ჩიბუხა (ბეკასი)
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
 
 
3. ქედანი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
 
 
4. გარეული მტრედი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
 
 
5. გულიო (გვიძინი)
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
 
 
6. ჩვეულებრივი გვრიტი
ნადირობა დაშვებულია: აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 10 ცალი.
 
 
7. ტყის ქათამი
ნადირობა დაშვებულია: 15 ოქტომბრიდან 1 მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
 
8. რუხი ბატი
ნადირობა დაშვებულია:  1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
 
 
9. დიდი თეთრშუბლა ბატი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
 
 
10. რუხი იხვი
ნადირობა დაშვებულია:  1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
 
 
11. ჭიკვარა (სტვენია იხვი)
ნადირობა დაშვებულია:  1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
 
 
12. გარეული იხვი
ნადირობა დაშვებულია:  1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 6 ცალი.
 
 
13. იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)
ნადირობა დაშვებულია:  1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
 
 
14. ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი
ნადირობა დაშვებულია:  1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
 
 
 
15. მელოტა
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 6 ცალი.
 
 
16. კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
 
 
17. თეთრშუბლა იხვი
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 6 ცალი.
 
 
18. წითელთავა ყვინთია
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 3 ცალი.
 
 
19. ქოჩორა ყვინთია
ნადირობა დაშვებულია: 1 ნოემბრიდან 1მარტამდე.
დღიური მოპოვების ნორმა 5 ცალი.
 


წყაროhttp://WWW.BAZIERI.GE
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 4637 | დაამატა: Admin | ტეგები: შესვლამდე., ვიცოდეთ, სანადირო, სავარგულში, რა, წესები, უნდა, მონადირეებისათვის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 181 2 »
0   Spam
18 nemso001   (22.07.2016 13:26:50) [მასალა]
მართლაც ძალიან განადგურებულია კურდღელი,ხოხობი და ა.შ. გადამფრენი ფრინველი,თუ ადგილობრივი ფრინველი.ტურის,მელიის და მგლის გამრავლებით.ეს კანონები გრილი და პარტიული ოთახებიდან რომ იწერება ასე არ შეიძლება,მოსახლეობა შეწუხებულია,ბუნებას ანადგურებენ ეს ცხოველები და სპეციალური ჯგუფი მაინც შექმნან,რომ დაკვირვება,გამოკითხვები ან რაღაც მეთოდები შეიმუშაონ.მე პირადად მოვკლავ სადაც წავეწევი და ასე იზამს კიდე ის მონადირეები თუ მოსახლეობა რომელსაც მე ვიცნობ,ეს არამარტო ჩემი ყველას აზრია და უნდა გაითვალისწინოს ჰალსტუხიანმა პეპლებმა 25 25 167 167 19 19 25

0   Spam
17 panati   (17.05.2016 17:13:06) [მასალა]
მაინც მონადირეები ვართ და ვალდებულივართ დავიცავოთ კანონი მე მომხრევარ ყოველთვის 166

0   Spam
16 saiga   (30.12.2015 11:53:33) [მასალა]
069

0   Spam
15 saiga   (30.12.2015 11:53:27) [მასალა]
რისთვის დავგეშო ან და რატომ უნდა ვიყოლიო მდევარი თუკი მგელზე,ტურაზე,მელაზე და კურდღელზე არ შეიძლება ნადირობა????????-რაც შეეხება საბუთის ჯიბით ტარებას კი, მართლა დაგვაჯარიმებენ ნასკში,ჩექმაში ან კურტკის საყელოში რომ გვიპოვონ.---ამდენ სახეობის იხვს,ბატს თუ ქედნების სახეობას თვითონ თუ სწორად ამოიცნობენ რომელი რომელია, და რაოდენობა თუ ახსოვს კიდევ მაგის დამდგენელს რომელი რამდენი უნდა მოკლას?-აი საიდან იწყება ეს ყველაფერი რომ ძალით დაარღვევინონ მონადირეს კანონი.-ეგერები ალბათ ფერადი ჟურნალებით იქნებიან შეიარაღებულები სურათით რომ შეგიმოწმონ მართლა ჭიკვარა,ჭახჭახა თუ რახრახა იხვი მოვკალით აბა ჟურნალის გარეშე რომელი გეტყვის სწორად ფრინველის სახეობას?-3ცალი 5ცალი 6ცალი ან ამას ვინ დაიმახსოვრებს? მოდი და ყველაფერი იყოს 4ცალი აღარ აგვერევა რაოდენობა

0   Spam
14 balu08   (12.10.2015 20:09:24) [მასალა]
მართალია მეგობრებო ტურა-მელას არუნდა ვესროლოთ,,,უნდა დავახალოთ ვაზნების დამთავრებამდე 48 48 48 48 48 48 48

0   Spam
13 tereos   (12.10.2015 10:42:31) [მასალა]
სანადირო საბუთი ჯიბეში იქონიეთო რომ დაუწერიათ თუ ჯიბე არ მაქვს ხომ შემიძლია ნასკებში შევინახო. თუ ამაზეც დამაჯარიმებენ?

0   Spam
12 VAXO-HUNTER   (12.10.2015 10:40:11) [მასალა]
ჩემი არა, "იმათი" ლოგიკაა 069 ასფალტზე არც ვასეირნებთ, მაგრამ "კანონს" ვარღვევთ 167 მარტო საქართველოში შეიზლება - ნადირობდე მტაცებელზე და გერქვას ბრაკონიერი 10

0   Spam
11 ირაკლი=   (10.10.2015 22:29:43) [მასალა]
ეგ ყველაფერი კარგი მაგრამ ეგ ვითომ კანონდამცველები მომადგა ორი დგის წინ და საბუთები მომთხოვეს და ჩემგან ორმოზდაათ მეტრში მანოკი გაკიოდა რასუნდა მივაწერო მათი ასეთი საქციელი 19 19

0   Spam
9 VAXO-HUNTER   (10.10.2015 17:56:43) [მასალა]
როცა მდევრებით გადიხარ ტყეში არავის არ ჯერა, რომ მტაცებელზე ნადირობ 167 მადლობა და რეპუტაციის მომატებაც ვერაფერს გვიშველის როცა დაგვაჯარიმებენ, უნდა მოვითხოვოთ ლიცენზია (მტაცებელზე მაინც)

0  
10 ზურა333   (10.10.2015 21:32:08) [მასალა]
შენი ლოგიკით მდევრები ვისაც ყავს მხოლოდ ასფალტზე უნდა ასეირნოს. მართალი ხარ უნდა მოვითხოვოთ ლიცენზია მომრავლებულ მტაცებლებზე, მაგრამ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი (ღმერთმა ქნას ვცდებოდე)

0  
8 ზურა333   (10.10.2015 16:41:20) [მასალა]
გასაგებია კანონით არ უნდა იყოს ტურაზე და სხვა მომრავლებულ მავნებელ მტაცებელზე ნადირობა აკრძალული, მაგრამ მაგათ მოკვლაზე დაჯარიმებული მე არავინ მინახავს, სამართალდამცავებსაც ესმით ალბათ მომრავლებული მტაცებლების პრობლემა. ასე რომ ნუ დაინანებთ ვაზნას თუ გადაეყრებით. არიან მონადირე „ტურისტები“ რომლების ერთობლივ გასვლებს აწყობენ ტურების გასანადგურებლად და მივესალმები ყველას ვინც ამას გააკეთებს, მადლობასაც გეტყვით და რეპუტაციასაც მოგიმატებთ საიტზე.

0   Spam
7 rati   (10.10.2015 14:58:32) [მასალა]
სხვა რამეს მიხედონ და მერე ილაპარაკონ სანადირო წეს ჩვეულებაზე, ვინც კანონი დაწერა თავში ჭკუა ქონდა? მგელი არ მოკლა ტურა არ მოკლა მელა აჯერ რ მოკლა. და ამ ცხოველებმა საქონელი ქათამი ხოხობი კურდღელი გაანადგურეს. 48 48 48 48

0   Spam
6 kobaxidze   (09.10.2015 11:53:20) [მასალა]
ტურა ცხოველია თუ ფრინველი ჯერ ეგ გაარკვიონ,მერე გაარკვიონ თუ როგორ არი მომრავლებული და მიხვდებიან თავიანთი მიღებული კანონის არასწორობაში. ვოტ ტაკ

0   Spam
5 kobaxidze   (09.10.2015 11:50:17) [მასალა]
ეგ კანონი ვინ დაწერა ვინც ტურამელას მოკვლა აკრძალა? ვესვრიკიარა კანტროლკასაც გავუკეთებ

0   Spam
4 VAXO-HUNTER   (09.10.2015 10:48:52) [მასალა]
ძალინ სულელური კანონია და არ არის საჭირო ამის კიდევ ერთხელ აფიშირება საჭირო, რაც მთავარია ყველასთვის არ არის ეს კანონი

0   Spam
3 mtacebeli   (08.10.2015 17:16:22) [მასალა]
უნდა ესროლო აბა რა უნდა ქნა, კურდღელმა გამოხტომა როგორ უნდა გაბედოს? უზრდელ ცხოველს ტყვიით უნდა გაეცეს პასუხი... მხოლოდ თუ მოგადგა კანონდამცველი, მერე არ უნდა თქვა ამ 500-დან 700 ლარამდე ჯარიმას რომ მიწერთ არ ვიცოდი კურდღლის მოკვლა რომ არ შიძლებოდაო. მეტი არაფერი.

1-15 16-17
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика