მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [19]
საიტის ამბები [27]
ბაზიერი [7]
ბრაკონიერობა [7]
მოიპარეს-დაიკარგა [17]
ცხოველები და ფრინველები [47]
საქართველოს ამბები [78]
უცხოეთის ამბები [125]
საქართველოს წარსულიდან [14]
მიმოხილვა [20]
მგლები და ტურები (საქართველოში და მსოფლიოში) [16]
ქვეწარმავლები (საქართველოში და მსოფლიოში) [4]
დედამიწა [31]
იცით თუ არა რომ [66]
სახუმარო ამბები [5]
სხვადასხვა [88]

სიახლე ფორუმში
განახლებული 10 თემა
უნივერსალური მონადირე ...
diasamidzeპასუხების რაოდენობა: 160
კურცჰაარი
diasamidzeპასუხების რაოდენობა: 346
ბაზიერელებო 26 მაისს გ...
berZulპასუხების რაოდენობა: 27
ბაზიერელების ინიციატივ...
lash131პასუხების რაოდენობა: 194
საქართველოს მონადირეთა...
-BERG-პასუხების რაოდენობა: 67
ღაჟოს დაჭერა და გაწვრთ...
giorgiპასუხების რაოდენობა: 77
STOEGER M3500
alekoპასუხების რაოდენობა: 56
შავარდენი
giorgiპასუხების რაოდენობა: 143
მიმინოს დაჭერა
giorgiპასუხების რაოდენობა: 183
ელექტროდენით თევზაობა
tatoxoniპასუხების რაოდენობა: 142

ბოლო კომენტარები

მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » წამმზომი ჩართულია - დედამიწა შველას ითხოვს
20:20:44
წამმზომი ჩართულია - დედამიწა შველას ითხოვს
წამმზომი ჩართულია
წამმზომი ჩართულიადედამიწა შველას ითხოვს

პატივცემულო რედაქციავ, უკვე რამდენი ათეული წელია, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები იკვლევენ გლობალური დათბობისა თუ ოზონის ხვრელის პრობლემებს. წინასწარმეტყველებენ ეკოლოგიურ თუ კოსმოსურ კატასტროფებს, წარღვნას, გამყინვარებასა და დედამიწის გაუდაბურებას. ზღვა მასალა ქვეყნდება პრესაში, იღებენ ფანტასტიკურ ფილმებს... იმის მიუხედავად, რომ პროგნოზი ძალზე მძიმეა, ადამიანთა უმრავლესობას მაინც ვერ გაუთვითცნობიერებია მოსალოდნელი კატაკლიზმების მასშტაბი და გულგრილი რჩება თავისი მომავლის მიმართ. არადა, ბუნების პირველი მტერი ხომ ჩვენ თვითონ ვართ?!

თქვენი ერთგული მკითხველი გიორგი მელაძე

ჩვენს ფოსტაში უამრავი ასეთი წერილია. ამიტომაც გადავწყვიტეთ მათზე კომპეტენტურ მეცნიერს გაეცა პასუხი. ამჯერად ამ პრობლემის განხილვას საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჭიღლაძე შეეცდება.

"სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციის პირობებში ატმოსფეროს დაბინძურების  მასშტაბი  მართლაც საბედისწეროდ გაიზარდა. მედიკოსების გამოკვლევების თანახმად,  სამრეწველო საწარმოთა გამონაბოლქვი შეიცავს 150-მდე ნივთიერებას, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. ადამიანთა  თანამედროვე დაავადებებს სწორედ ქიმიური წარმოების პროდუქტები და სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვი იწვევს. ამასთანავე, დაბინძურებულ ნივთიერებათა დიდ ნაწილს ახასიათებს მუტაგენური თვისებები; 

ისინი გავლენას ახდენს ადამიანის შთამომავლობაზე. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის გარემოს გაუარესების მიზეზი, - თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა გლობალური დათბობაა! უკანასკნელ ათწლეულებში ბუნებრივ პროცესებში ადამიანის ინტენსიურმა ჩარევამ  ატმოსფეროში სითბური აირების დაგროვება გამოიწვია, რომელთა შორის ძირითადი ადგილი ნახშირორჟანგს უჭირავს. 

მხოლოდ 1980 წელს 100 მლნ ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოიფრქვა, რაც ხელს უწყობს ე.წ. სითბური ეფექტის წარმოქმნას. ეს კი, გლობალური დათბობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტემპერატურის 0.60ც-მდე მატებამ ბოლო 50 წლის მანძილზე ატმოსფეროს დათბობა, პოლარული ყინულის დნობა და ზღვის დონის მომატება გამოიწვია. თუმცა, ადამიანები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეს. ამასთან მიმდინარეობს ტყეების მასობრივი გაჩეხა-განადგურება, რის შედეგადაც დედამიწამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ტყეების ნახევარი დაკარგა...

KvirisPalitra.Geთანამედროვე კვლევების შედეგად ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მეცნიერების  პროგნოზით, კლიმატური ცვლილებების ფონზე გაიზრდება ბუნებრივი კატასტროფების რაოდენობაც. საშუალო ტემპერატურის ზრდის შედეგად შემცირდება ტროპიკული ზონების რაოდენობა, რაც, თავის მხრივ, მცენარეული საფრის ცვლილებასაც გამოიწვევს. ზღვის დონის მატების გამო საფრთხე პირველ რიგში ექმნებათ კუნძულოვან სახელმწიფოებს. გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების პოპულაციის ზრდა გამოიწვიოს, ამ ორი ფენომენის კომბინაცია კი ინფექციათა მატებას გამოიწვევს.

კლიმატის ცვლილების  ექსპერტთა ჯგუფის (Ipcc) მონაცემებით, სითბური გაზების მზარდი კონცენტრაციის გამო 21-ე საუკუნის განმავლობაში ტემპერატურის ცვლილება 1,100C-დან 6,400ჩ-მდეა მოსალოდნელი. ამასთან, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მსოფლიოში ბუნებრივი კატასტროფების სიხშირე გასამმაგებულია, რაც უმთავრესად კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული. 

კლიმატის ცვლილება საგრძნობლად ცვლის ჩვენს ცხოვრებას. გამოთვლების თანახმად, საუკუნის ბოლოსათვის საქართველოში ნავარაუდევია წლიური საშუალო ტემპერატურის მაქსიმუმ 50.20 ჩ-მდე მატება (მთელი პლანეტისათვის კი - მაქსიმუმ 60.40ჩ-მდე. აღნიშნულ სხვაობას განაპირობებს ის ტყის მასივები, რომლებიც ჯერჯერობით კიდევ არის საქართველოში და  მოფრთხილება სჭირდება).

გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე ის არის, რომ კლიმატის ცვლა ზრდის ისეთი სტიქიური მოვლენების რაოდენობას, როგორიცაა გვალვა და წყალდიდობა. ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რაც შიმშილობის საშიშროებას ქმნის. Global Humanitarian Forum-ის  მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. 

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თუ დინამიკა არ შეიცვალა, 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, თუ გლობალური დათბობის ტემპი უცვლელი დარჩება, 2300 წლისათვის ტემპერატურა 120 ც-ით გაიზრდება, ახლანდელი ხმელეთის 40% -ს წყალი დაფარავს და დარჩენილი ხმელეთის რესურსები მალე ამოიწურება. 

წამმზომი ჩართულია და გლობალური დათბობის პროცესის შენელება თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული". 

როგორ ვებრძოლოთ გლობალურ დათბობას 

1997 წლის დეკემბერში იაპონიაში 180-ზე მეტი სახელმწიფოს ხელმძღვანელი შეიკრიბა და მიიღეს კონვენცია, რომლის თანახმადაც ნახშირორჟანგით ატმოსფეროს დაბინძურება უნდა შეამცირონ: იაპონიამ - 8%-ით, ამერიკამ - 7%-ით და ევროპის სახელმწიფოებმა - 6%-ით.

წყარო: www.kvirispalitra.ge
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 204 | დაამატა: Gia | რეიტინგი: 0.0/0 სტატიის წყაროს სილკა:
სულ კომენტარები: 4
0  
4 berZul   (19.12.2011 16:33:11)
SNAIPER ჯობს მაგაზე ნუ ვიფიქრებთ თორემ იმაზე ადრე მოვკვდებით ვიდრე ეგ სხივი მოგვკლავს 069 069 069

0  
3 SNAIPER   (19.12.2011 15:12:06)
berZul გლობალურ დათბობას თუ გადავურჩით კოსმოსური სხივი არ აგვცდება ხოოო 069 იქნებ დააზუსტო მაგ სხივის დედამიწაზე დაცემის დრო გილზებს ვტენი და ვიმარაგებ ამ სეზონისთვის და ტყუილად ხოარ ვწვალობ ნეტააააა 069 069 167

+1  
2 ENUQICHI   (19.12.2011 12:31:53)
ადმინ კიდე ეს გვინდოდა 069

0  
1 berZul   (18.12.2011 21:36:46)
აქ ერთი რაღაც დამაბნეველია: როდესაც წყალი 100 გრასუს ცელსიუსზე იწყებს აორთქლებას 120 გრადუსზე თამამად შეიძლება ითქვას რომ დედამიწის ზედაპირზე წყალი აღარ იქნება.
მეცნიერების ერთი ნაწილი ამტკიცებს რომ გლობალური დათბობაგამყინვარება დედამიწის გაჩენის დღიდან მიმდინარეობს და ადამიანებმა რამდენადაცარ უნდა ვეცადოთ მის შეჩერებას ის მაინც მოხდება. რაც შეეხება ნახშირბადის გამოყოფას მართლაც დიდი რაოდენობით გამოიყოფა ატმოსფეროში სხვადასხვა ტექნიკის საშვალებით მაგრამ მისი პროცენტული მასება არ ხდება რადგან მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ დედამიწის სიღრმულ ქანებსი არის დიდი რაოდენობით ჟანგბადი რომელიც გამოიყოფა(ამოდის დედამიწის ზედაპირზე) ატმოსფეროში და აბალანსებს ნახშიბადისა და ჟანგბადის შემცველობას ჰაერში.
ნასას მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ დედამიწას უახლოვდება კოსმოსური სხივი რომელიც ოზონის შრეს დაშლის და (ოზონის შრე რამდენადას არ უნდა გაგიკვირდეთ 5 მილიმეტრია) ადამიანების მაშტაბურ სიკვდილიანობას გამოიწვევს.სხივის დედამიწაზე მოხწევის დრო არ არის გამიზნულად გახმაურებული.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
translate

ძებნა საიტზე

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

შესვლის ფორმა
Login:
პაროლი:

ონლაინში
საიტზე სულ: 13
სტუმარი: 6
მონადირე: 7
lasha78 , Gia , diasamidze , giiiivi , sdika , valerika , ENUQICHI

დღეს საიტზე იყვნენ
Gia, -BERG-, SNAIPER, giiiivi, nugomonadire, monadire11, ლაშა86, @axalkaci@, ზალი82, shalva_1107, wvera, diasamidze, xarata, fshavelo, zrichila

დაბადების დღეს
გილოცავთ!!!
vampira(31) , artemka(24) , qetaqeta58(20) , nukri619(18) , sTeeLo(18) , levanii1995(17) , giorgi96(16) , zaza-rok(41) , achikogabunia(25) , logini(55) , luka123(8)

facebook

ჩვენი გამოკითხვა
თქვენი ასაკი
1. 18-25 წლამდე
2. 25-30 წლამდე
3. 14-18 წლამდე
4. 30-35 წლამდე
5. 35-40 წლამდე
6. 14 წლამდე
7. 45-50 წლამდე
8. 50 წლის და ზევით
სულ პასუხი: 549

საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    www.wsa.ge