ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მაისი » 19 » თბილისს გაველურებული ძაღლების შემოსევა ემუქრება    

00:22:43
თბილისს გაველურებული ძაღლების შემოსევა ემუქრება

"ისინი ჟღალი ფერისანი და ძალიან აგრესიულები არიან, მგლებს ჰგვანან, მაგრამ მგლები არ არიან"

     
ტყეში ხროვებად გასული გაველურებული ძაღლების რაოდენობის სწრაფი ზრდა სოფლების გარდა დედაქალაქის შემოგარენშიც შეინიშნება. როგორც "რეზონანსთან" საუბრისას ეკოლოგი ნინო ჩხობაძე ამბობს, გაველურებული ძაღლი მოსახლეობას ხშირად მგელი ჰგონია, თუმცა მისი თქმით, გარეული ძაღლები მგლებზე არანაკლებ საშიშები არიან.

"ეს არის მაწანწალა ძაღლების ტყეში გასვლა და ხროვებად ჩამოყალიბება. ფიზიოლოგიურად ისინი არიან ჟღალი ფერისანი და ძალიან აგრესიულები, მგლებს ჰგვანან, მაგრამ მგლები არ არიან. თუ სადმე მგელი შენიშნეს, ჯერ უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ნამდვილად მგელი და ხომ არ იყო მაწანწალა, გარეული ძაღლი, რომელიც ასევე საშიშია.

"მაგალითად, მარნეულში როდესაც ეგონათ, რომ მგელი მოკლეს, მას ჰქონდა ნიშანი, რომელიც აქვს ძაღლს და არა მგელს. შეიძლება ცხოველი ფიზიოლოგიურად მგელს ჰგავდეს, მაგრამ იყოს ძაღლი.

"მაწანწალა ძაღლები თბილისის გარშემოც ძალიან მომრავლებულია, ხალხს ისინი მგელი ჰგონია, თუმცა ეს არის ჩვეულებრივი ძაღლი, ოღონდ გაველურებული და ძალიან საშიში. ბუნებაში ეკოლოგიური ბალანსია დარღვეული, საკვები შემოაკლდათ და სოფლებში შემოდიან, თუმცა მგელს ადამიანის ეშინია, ძაღლს კი არა", - ამბობს ნინო ჩხობაძე.

ეკოლოგის თქმით, გაველურებული ძაღლების გარდა, სოფლებში მგლების რაოდენობაც იზრდება, რაც ტყეში საკვების შემცირებამ გამოიწვია.ორი დღის წინ, ქარელის რაიონის სოფლებში მგელმა ერთ-ერთ მოსახლეს ხუთი ცხვარი, მეორე სოფელში კი დაბმული ვირი შეუჭამა. გასულ კვირას გორში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მგელი იპოვეს. ადგილობრივების თქმით, გარეული ცხოველი ერთ-ერთი ბინის კარის გაღებას ბრჭყალებით ცდილობდა, პოლიციამ ცხოველი ხუთი გასროლის შემდეგ მოკლა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, ნონა ხელაიას თქმით, გარეული ცხოველის მხრიდან მოსახლეობასა და მათ ქონებაზე თავდასხმა - იქნება ეს შინაური ცხოველი თუ სხვა სახის ქონება, კანონმდებლობით რეგულირდება.

"ასეთ დროს მოქმედებს "ცხოველთა სამყაროს შესახებ" კანონი და მისგან გამომდინარე, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული "გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ" დებულება. როდესაც ცხოველი ადამიანს ან მის ქონებას თავს ესხმის, უნდა მოხდეს მისი გარემოდან ამოღება, ანუ მოკვლა. თავდასხმის მომენტში სამინისტროს ნებართვა საჭირო არ არის და არც მოქალაქე ჯარიმდება.

"უბრალოდ ასეთ შემთხვევაში მოკლული ცხოველის შესახებ სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ეცნობოს. მოკლული ცხოველი უნდა განადგურდეს დადგენილი წესის შესაბამისად, რომლის მიხედვით, დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები, უნდა მოხდეს ცხოველის დამარხვა ან დაწვა", - ამბობს ნონა ხელაია.

მისი თქმით, თუ თავდასხმის მომენტში მოსახლეობა ცხოველს ვერ კლავს, კანონმდებლობით გათვალისწინებულია, გარეული ცხოველის გარემოდან ამოღების უფლების ადგილობრივ ორგანოზე დელეგირება: "ანუ გამგეობამ ამის შესახებ სამინისტროს უნდა მიმართოს, შემდეგ დგება ხელშეკრულების პროექტი და სამინისტროსა და გამგეობას შორის ხდება შეთანხმება.

"საკითხი მთავრობის სხდომაზე გადის და დელეგირებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა ღებულობს, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გამგეობას უფლება აქვს, ცხოველს ჩაუსაფრდეს, გააჩნია, ხელშეკრულებით განსაზღვრული როგორ იქნება და ისე მოიქცეს", - ამბობს ხელაია.

მისივე თქმით, კანონმდებლობაში ცვლილება შევა, რომელიც აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების პროცესს გაამარტივებს და დროში არ გაწელავს.

"მნიშვნელოვანია, რომ გარეული ცხოველის გარემოდან ამოღება საჭირო არ გახდეს და პრევენციული ქმედებები გატარდეს. სპეციალისტების აზრით, საჭიროა გარეულ ცხოველთან, ამ შემთხვევაში მგელთან დაკავშირებული წესების ცოდნა. ეს იმას გულისხმობს, რომ შინაური ცხოველები საძოვარზე მწყემსებისა და ძაღლების გარეშე არ გაუშვან.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც საქონელი საძოვარზეა და არც ძაღლი ახლავს თან და არც მწყემსი, ამ დროს, რასაკვირველია, გარეული ცხოველისთვის ნადავლი ადვილი მოსანადირებელია. იმის გარდა, რომ მათ თავს დაესხმება, ის შეეჩვევა ასე შემოსვლას და ხალხთან ახლოს უფრო ადვილად იპოვის საკვებს, შესაბამისად, თავდასხმებიც გაგრძელდება.

"მეორეა უნებართვო ნაგავსაყრელების პრობლემა. ხევები, სადაც ცხოველურ ნარჩენებს ყრიან. გარეულ ცხოველს ძალიან კარგი ყნოსვა აქვს და ამით ადამიანთან უფრო ახლოს იქნება. ჩვენ მოსახლეობას ხშირად ვაძლევთ რეკომენდაციებს, რომ არც ნარჩენები დაყარონ ხევებში და მითუმეტეს, საქონელი უპატრონოდ არ გაუშვან. ამას გარდა, კარგი იქნება თუ შინაური ცხოველები შემოღობილ ადგილას ეყოლებათ, რომ მტაცებელი მათთან ვერ შევიდეს", - ამბობს ნონა ხელაია.



წყაროhttp://newpost.ge/
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2573 | დაამატა: Admin | ტეგები: ძაღლების, ემუქრება, შემოსევა, გაველურებული, თბილისს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
4 civilioni   (21.05.2015 07:05:30) [მასალა]
069 069

+1   Spam
3 datobasilashvili   (20.05.2015 21:23:01) [მასალა]
მგონი ეს განცხადება მაწანწალა ზაგლების სრული განადგურებისტვის არის დაწერილი რომ ვიტომ არ გაგარეულდეს არადა მგლებმა და ტურებმა აიკლეს ქვეყანა 01b 166bfnime

+1  
2 akson777   (20.05.2015 18:25:45) [მასალა]
avtandil , მე ვფიქრობ ამას იმის გამო წერენ, რომ მგლების ჩადენილი რამეები და მიყენებული ზიანი ველურ ძაღლებს გადააბრალონ რომ მგელის მოკვლის განკარგულებები არ გასცენ 069 069 069

ესეიგი რას ამბობენ რომ მგლის , ტურის მელიას რაოდენობა ნორმალურადაა თურმე სულ არ არიან ბევრნი და საშიშნი და აი ველური ძაღლებით კიდევ თურმე გადაჭედილია ტყეები 069 069 თურმე უბრალოდ ჩვენ ვერ ვასხვავებთ ველურ ძაღლებს და მგლებს ერთმანეთისგან და ეგაა 069 069 მართლა ვაი შენს ბედს ჩემო ქვეყანავ

+4  
1 avtandil   (20.05.2015 16:39:29) [მასალა]
ქალბატონი ხელაია ან ტყეში როდის იყო ბოლოს ან სოფელი თუ აქვს საერთოდ მაინტერესებს რა ტერიტორია ან სად უნდა შემოღობოს გლეხმა სოფლად, რომ საშუალოდ 2 სული ძროხა გამოკვებოს. რა გარეული ძაღლები და ავატარები ელანდება ამ ხალხს ტყეებში? ნეტავ ამ ზამთარში თოვლის კაციც ხომ არ ნახეს ან სავსე მთვარეზე გადაქცეული ადამიანი მაქცია? ან ჯეიკობი ხომ არ მოკლა ვინმემ იმ გარეული ძაღლის მაგივრად და ძაღლის ნიშანი ჯეიკობის საყურეში ხომ არ აერიათ? ჩემი დიდი თხოვნა იქნება საქართველოს კანონმდებლობით პირველ რიგში აიკრძალოს ფილმები და სერიალები სადაც ვამპირებზე, მგლებზე, მაქციებზე და ეშვიან არსებებზეა ძირითადი სიუჟეტი და გვაყურებინონ (ჩემი ცოლის დაქალებს) (მედროგე პავლეს) და შოთა კალანდაძის უკვდავ ბესთსელერ დრამა რომანტიკებს. ვაი შენს ბედს ჩემო ქვეყანავ

0   Spam
5 don_33   (21.05.2015 10:12:48) [მასალა]
100%

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика