ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2018 » აგვისტო » 30 » სიკვდილი და ყინულის ტყვეობა: ინუიტელი მონადირეების ტრაგედია    

10:44:38
სიკვდილი და ყინულის ტყვეობა: ინუიტელი მონადირეების ტრაგედია
   

      კანადაში, სამ მონადირეს ინუიტების დასახლება სოფ. ნაუიაატიდან (Науйаат), კარიბუზე ნადირობისას (ჩრდილოეთის ირემი) არქტიკულ წრესთან, დასახლება ნუნავუტის ტერიტორიაზე თავს დაესხა თეთრი ძუ, ბელიანი დათვი, ერთი მონადირე უცებ დაგლიჯა და მოკლა, ორი კი მცირე ტრამვებით გადარჩნენ. თუმცა მათი ტრაგედია ამით არ დასრულებულა.
     აისბერგებმა დაბლოკა სანაპირო ზოლი, სადაც ნადირობდნენ ინუიტები და მათ ვერ შეძლეს ზღვაში გასვლა, რათა სახლში დაბრუნებულიყვნენ. გარდა ამისა, ნავმა ტექნიკური პრობლემები გამოავლინა.
     მაშველების მოლოდინში, ისინი დაბანაკდნენ და სამი დღის განმავლობაში მორიგეობით ეძინათ, რადგან  მათ დროებით თავშესაფარს სხვა დათვები შემოესიენ. გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი მთელი ეს დრო მათთან ერთად იყო.
     მას შემდეგ, რაც ისინი თავის დროზე არ დაბრუნდნენ  ნადირობიდან, საძიებო-სამაშველო სამსახურმა დაიწყო მათი ძებნა და ისინი აღმოაჩინეს დასახლებული პუნქტიდან 100 კილომეტრში. 
     მონადირეებზე თავდამსხმელი ძუ დათვი, მისი ბელი და ასევე 3 დათვი რომელიც მიუახლოვდა მონადირეების ბანაკს მაშველების მისვლამდე მოკლული იქნა მათ მიერ. 
     ეს უკვე ადამიანების დაღუპვის მეორე შემთხვევაა ამ ზაფხულს თეთრ დათვთან შეხვედრის შემდეგ. ივლისის დასაწყისში 31 წლის აარონ გიბსონი დაიღუპა როდესაც მტაცებლისგან შვილების გადარჩენას ცდილობდა. ოჯახი სათევზაოდ ჩავიდა კუნძულ სენტრიზე (Sentry Island)- ყველაზე პოპულარულ, მეთევზეთა და მონადირეთა ადგილზე ჰუდზონის დასავლეთ სანაპიროზე, როდესაც მათ თავს დაესხათ თეთრი დათვი. გიბსონმა თავის გოგოებს უბრძანა გაქცეულიყვნენ და ჩადგა მათსა და დათვს შორის.. მოგვიანებით ეს დათვი მოკლული იქნა როგორც საზოგადოებისათვის საშიში.
     სოფ. ნაუიაატის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რობერტ ჰედლიმ  BBC-თან მიცემულ ინტერვიუში თქვა რომ პოლარული დათვების შემოჭრა ჩრდილოეთ კანადის დასახლებულ ტერიტორიებზე სულ უფრო დიდი პრობლემა ხდება. მისი სიტყვებით, გარეული ცხოველების დაცვა უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, თუმცა რა ქნან როცა იქმნება  ადამიანების სიცოცხლის რეალური საფრთხე?
     მეცნიერები ამბობენ რომ 2017 წელს  თითქმის ყველა თავდასხმა, კანადაში, გრენლანდიაში, ნორვეგიაში, რუსეთში და ამერიკაში ადამიანებზე განახორციელეს მშიერმა ხვადმა დათვებმა, ძუ დათვები იშვიათად ესხმიან თავს ადამიანებს, ისიც უმეტესად თავიანთი ბელების დაცვის მიზნით.
     ადრე აგრესია თეთრი დათვების მხრიდან, იყო ძალიან იშვიათი გამოვლინება. 1870 წლიდან 2014 წლამდე სულ დაფიქსირებულია მხოლოდ 73 თავდასხმა რასაც ადამიანთა სიკვდილი მოყვა. 
     ყინულოვანი მოედნის შემცირება ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და საგრძნობი საარსებო ტერიტორიის დაკარგვა იძულებულს ხდის თეთრ დათვებს, სულ უფრო მიუახლოვდნენ მოსახლეობას, რის გამოც თეთრი დათვების სასიკვდილო თავდასხმები ადამიანების მიმართ მოხდება სულ უფრო ხშირად-გვაფრთხილებენ მეცნიერები.


 

წყაროhttps://www.bbc.com/russian/news-45351210
კატეგორია: უცხოეთის ამბები | ნანახია: 1700 | დაამატა: Admin | ტეგები: ტრაგედია, და, სიკვდილი, ყინულის, ინუიტელი, ტყვეობა:, მონადირეების | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика