ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივლისი » 10 » "ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ" - უბედური შემთხვევა ფოთში    

14:43:03
"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ" - უბედური შემთხვევა ფოთში
"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ" - უბედური შემთხვევა ფოთში
"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ" - უბედური შემთხვევა ფოთში
09-07-2016
ფოთში, ზღვისა და მდინარე რიონის შესართავთან, 14 წლის გიორგი გოგუა დაიხრჩო. შემთხვევა დილით ადრე მოხდა. წყალში შესული ორი მეგობრიდან ერთ-ერთის გადარჩენა იქვე არსებული ნიჩბოსნობის სკოლის სპორტსმენებმა შეძლეს, მეორეს კი ვერ უშველეს...

"ვვარჯიშობდით და ყვირილი შემოგვესმა... სამწუხაროდ, მხოლოდ ერთის გადარჩენა მოვახერხეთ", - განაცხადა ნიჩბოსნობის სკოლის მწვრთნელმა. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ბანაობისას ორივე ტალღამ გაიტაცა... 

მარი, გიორგი გოგუას ოჯახის ახლობელი: გული გვეწვის ამ ოჯახის საცოდაობით. გიორგი დილით ადრე ამდგარა და დედისთვის უთქვამს, - ფეხბურთის სათამაშოდ უნდა წავიდეო. ფოთის "კოლხეთში" თამაშობდა. გულით და სულით სავსე ბავშვი იყო. კარგად აღზრდილი... საშინელებაა, მასზე წარსულში რომ მიწევს საუბარი. არ იცით, მის ოჯახში რა საცოდაობა ტრიალებს. დედისერთა იყო და მთელი ოჯახი მას შესცქეროდა თვალებში. დედამისი გიორგის შემდეგ ორჯერ იყო ფეხმძიმედ, ერთხელ 8 თვის ბავშვი გააჩინა მკვდარი, მეორედ 9-ის... ახლა ისეთი საცოდავია დედამისი, თვალებიდან არ ამომდის მისი სახე. ფოთში, ბაზარში მუშაობს, წვრილმანებით ვაჭრობდა და შვილს არაფერს აკლებდა. კარგად აღზრდილი შვილი ჰყავდათ. 
 
 
- გასულ წელს ფოთში სამაშველო სამსახურის არარსებობის შესახებ ჩიოდა მოსახლეობა. ეს პრობლემა მოგვარდა?
- სამწუხაროდ, არა... ქალაქს სამაშველო სამსახური ჰყავს, მაგრამ ჩვენ სანაპიროს სამაშველო სამსახურს ვითხოვდით. მერიასაც მივმართეთ, მაგრამ... ზაფხულის სეზონთან ერთად, უბედური ფაქტები ხშირია. სანაპიროზე კი არ არის მაშველი.იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა რიგით ადამიანს ბავშვი გადაურჩენია და თვითონ დამხრჩვალა. ამიტომ ვითხოვდით და ვითხოვთ სამაშველო სამსახურს. რა გახდა რამდენიმე გამოცდილი ადამიანი? თუ მერია ამ პრობლემას ყურადღებით არ მოეკიდა, კიდევ ბევრი ოჯახი გაუბედურდება. ჩვენმა ხელმღვანელობამ იცის, რომ ყოველ ზაფხულს ასეთი ტრაგედიები გარდაუვალია და მაინც დუმს, ამდენი წელია შველას ვითხოვთ, მაგრამ პატრონი არ ჩანს. 

- რა პასუხი მიიღეთ მერიისგან?
- როგორც გვითხრეს, განიხილეს, მაგრამ პროექტი არ დაამტკიცეს... იქნებ წინასაარჩევნოდ მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/30553-qvvarjishobdith-da-yvirili-shemogvesma-samtsukharod-mkholod-erthis-gadarchena-movakherkhethq-ubedur
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1679 | დაამატა: 24 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика