ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » თებერვალი » 16 » ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიკური სუნით გამოირჩევიან    

21:32:39
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიკური სუნით გამოირჩევიან
ძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიკური სუნით გამოირჩევიანძაღლის 10 ჯიში, რომლებიც სპეციფიკური სუნით გამოირჩევიან
შინაური ბინადრის მოვლა არც ისე მარტივია, როგორც ეს გამოუცდელ პატრონებს ჰგონიათ. სხვა საჭირო პროცედურებთან ერთად, აუცილებელია ძაღლის სისუფთავეზე ზრუნვაც, რათა სპეციიკურმა სუნმა, რომელსაც ცხოველის კანი გამოყობს არ შეაწუხოს ოჯახის წევრები. ამასთანავე,  სუნი შეიძლება გამოიწვიოს ალერგიამ და ინფექციურმა დაავადებებმა. 

სპეციალისტების თქმით, ათასობით ჯიშს შორის, გამოირჩევიან ძაღლის ჯიშები, რომლებსაც ეს სუნი ორჯერ მეტად აქვთ და იმაზე მეტ მოვლას საჭიროებენ, ვიდრე სხვა სახეობის ძაღლები.

ბასეტ ჰაუნდი

Zooclub

გრძელყურება და მოკლეფეხება ბასეტს დიდი მზრუნველობა სჭირდება, რადგან ცნობილია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო სუნის მატარებელია. მას რეგულარულად სჭირდება ყურების გასუფთავება და ბეწვის წმენდა. ბასეტის ჯიშის ძაღლები მიდრეკილნი არიან ალერგიისკენ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნი.

კოკერ სპანიელი

Zooclub

კოკერ სპანიელი საყვარელი, ნაზი და აქტიური ძაღლია, თუმცა, ამ ჯიშის მოყვარულებმა იციან, რომ თუ მის ჰიგიენაზე სათანადოდ არ იზრუნე, არასასიამოვნო სუნი აქვს. ინგლისური და ამერიკული სახეობები მიდრეკილნი არიან ალერგიისკენ, რომელიც ყურისა და კანის ინფექციით ვლინდება. 

ლაბრადორ რეტრივერი

Zooclub

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიში მსოფლიოში. ლაბრადორის მოვლა განსაკუთრებულად მეტ დროს მოითხოვს. პატრონი ყოველთვის უნდა ზრუნავდეს მის სისუფთავეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი არასასიამოვნო სუნი სახლის ყველა კუთხეში შეგაწუხებთ. ლაბრადორიც ზემოთ ჩამოთვლილი ძაღლებივით, მიდრეკილია ყურისა და კანის ალერგიისკენ.

ინგლისური ბულდოგი

Zooclub

ინგლისური ბულდოგი ცნობილია არასასიამოვნო სუნით. სხვა ჯიშებთან შედარებით, ამ სახეობის ძაღლი უფრო მეტად გამოყოფს დორბლს, რომელიც უგროვდება დრუნჩებში. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ძაღლს სპეციფიური სუნის აქვს. იმ შემთხვევაში, თუ მის სისუფთავეზე ყოველ დღე არ იზრუნებთ, შესაძლოა, ნაკეცებში კანის ინფექციაც განუვითარდეს.

სენბერნარი

Zooclub

მიუხედავად მისი უზარმაზარი ვიზუალისა, სენბერნარი ძალიან ნაზი ძაღლია. სამწუხაროდ, ინგლისური ბულდოგის მსგავსად, ისიც გამოყოფს დიდი რაოდენობით დორბლს, რომელიც დრუნჩებში გროვდება. ყოველდღიური მოვლის შემთხვევაში, მისი კანის 
 
სპეციფიკური სუნი არ შეგაწუხებთ.

ბლადჰაუნდი

Zooclub

ბლადჰაუნდი დიდი ჯიშის ძაღლებს მიეკუთვნება. ის ძალიან კარგად ნადირობს, ასევე მაშველ ჯიშად მოიხსენიება. მასაც სჭირდება განსაკუთრებული მოვლა, რადგან ბლადჰაუნდიც ითვლება სპეციფიკური სუნის მქონე ჯიშად.

შარ პეი

Zooclub

ამ ჩინურ ჯიშს სახის უცხო მოყვანილობითა და ნაოჭებით, იოლად გამოარჩევთ სხვა სახეობებისგან. შარ პეის განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით - ნაკეცებს შორის სისუფთავე, რათა კანის ინფექცია არ განუვითარდეს, რის შედეგადაც მის სხეულზე არასასიამოვნო სუნის გაქრობა რთულია, მაგრამ რეგულარული მოვლის შემთხვევაში სპეციფიკური სუნის თავიდან აცილება მარტივია.

მასტიფი

Zooclub

მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის მასტიფი არსებობს, თუმცა, მათ ერთნაირი კანის სტრუქტურა აქვთ. სენბერნარისა და ბულდოგის მსგავსად, ეს სახეობაც დიდი რაოდენობით დორბლს გამოყოფს. მასტიფი მიდრეკილია კანის ინფექციისკენ, ამიტომ მათ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა.

მოპსი

Zooclub

ეს პატარა ძაღლი არაერთი ცხოველთა მოყვარულის საყვარელი ჯიშია. სამწუხაროდ, ეს სახეობაც მიდრეკილია ყურისა და კანის ინფექციისკენ. ამასთანავე, ამ ჯიშს შესაძლოა განუვითარდეს პირის ღრუს პრობლემებიც ( მაგ: კბილების ცვენა), თუმცა, ყოველდღიური მოვლა და ჰიგიენა ყოველთვის დაიცავს არასასიამოვნო სუნისგან.

იოკშირული ტერიერი

Zooclub

ნუ გგონიათ, რომ მინიატურული ჯიშის ძაღლებს ნაკლები მოვლა და სისუფთავე სჭირდებათ. იოკშირული ტერიერი პატარა, საყვარელი და სასაცილო ძაღლის ჯიშია, მაგრამ მისი ცხიმიანი კანი მიდრეკილია ინფექციური დაავადებებისკენ. ყოველდღიური ჰიგიენისა და კბილის წმენდის გარეშე, ამ პატარა ჯიშს შესაძლოა არასასიამოვნო "არომატი" გაუჩნდეს. 


წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 3137 | დაამატა: Admin | ტეგები: გამოირჩევიან, სუნით, რომლებიც, ჯიში, 10, ძაღლის, სპეციფიკური | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика