ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 26 » სტერილიზაცია/კასტრაცია თუ ქიმიური კონტრაცეპტივები?!    

23:01:31
სტერილიზაცია/კასტრაცია თუ ქიმიური კონტრაცეპტივები?!
სტერილიზაცია/კასტრაცია თუ ქიმიური კონტრაცეპტივები?!
სტერილიზაცია/კასტრაცია თუ ქიმიური კონტრაცეპტივები?!
ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ოთხფეხა მეგობარი ჰყავს სახლში, ადრე თუ გვიან დგება გადაწყვეტილების მიღების წინაშე - გაუკეთოს სტერილიზაცია/კასტრაცია ცხოველს, თუ არა .

როგორც წესი, ფიქრობენ, რომ ამ ოპერაციის უპირატესობა სრულიად გადაწონის შესაძლო რისკებს. სტერილიზირებული ცხოველი უფრო მშვიდია, კლებულობს აგრესია, მოუსვენარი ქცევა და ქრება გაქცევის სურვილი. ცხოველები უფრო მშვიდები არიან, მათში მცირდება აგრესია, ქრება მოუსვენარი ქცევა და გაქცევის სურვილი. ცხოველები ხდებიან უფრო დამჯერი და მართვადი. მათ უქრებათ ყველა ჰორმონალური დარღვევა, აღარ გააჩნიათ ტერიტორიის მონიშვნის მიდრეკილება, ამის გამო ჩხუბის ასპექტები და ა.შ.

ასევე, მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ადრეულ ასაკში სტერილიზებულ ცხოველს მნიშვნელოვნად უმცირდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკი. სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების უმრავლესობა ჰორმონდამოკიდებულია. რაც შეეხება უკუჩვენებებს, ზოგიერთ ცხოველს სტერილიზაციის შემდეგ ემატება სხეულის მასა. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი უნდა ჩაითვალოს სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგად, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ, აქტიური რაციონით, დაბალანსებული კვებითა და საკვებში ნაკლები კალორიებით, შეიძლება ვაკონტროლოთ ცხოველის სხეულის მასა და ის ნორმაში შევინარჩუნოთ.

არსებობს უამრავი მოსაზრება ცხოველთა კასტრაცია/სტერილიზაციასთან დაკავშირებით. კასტრაციისა და სტერილიზაციის ტერმინის ქვეშ ორგანიზმის რეპროდუქტიული უნარის ხელოვნური დარღვევა იგულისხმება.

უკანასკნელ წლებში აქტუალური გახდა ცხოველების სქესობრივი სტერილიზების საკითხი. ძალიან ბევრ პატრონს უჩნდება კითხვა ვეტერინართან, თუ რატომ უნდა ჩაუტაროს თავის ძაღლს სტერილიზაცია, და რომელ ასაკშია ამის გაკეთება უკეთესი. რა თქმა უნდა, საკითხი ცხოველის პატრონმა უნდა გადაწყვიტოს, ვეტერინარი კი ვალდებულია, მაქსიმალურად გაარკვიოს აღნიშნულთან დაკავშირებით. ძუ ძაღლების შემთხვევაში სტერილიზაციის ჩატარება უნდა მოხდეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ. არ შეიძლება სტანდარტული ოპერაცია უკეთდებოდეს განურჩევლად ყველა პაციენტს.

ერთ-ერთი საუნივერსიტეტო კლინიკის კვლევებში (რომელიც მოცემულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მაგისტრის, ლორა ჯ. სენბორნის ნაშრომში "ძაღლების სტერილიზაცია-კასტრაცია, მასთან დაკავშირებული რისკები და უპირატესობები") ძუ ძაღლების სტერილიზაციისას გართულებების პროცენტული მაჩვენებელი ასეა გადანაწილებული:
ა) ოპერაციის მსვლელობის დროს არსებული გართულებები - 6.3%;
ბ) ოპერაციის დამთავრებისთანავე წარმოქმნილი გართულებები - 14.1%;
გ) ზოგადად გართულებების რაოდენობა - 20.6%;
სხვა წყაროების, მაგ. კანადელი ექიმების შრომების მიხედვით გართულებების პროცენტული მაჩვენებელი ხვადებში შეადგენს 19%-ს, ხოლო ძუებში - 22%-ს.
ისეთი რთული გართულებები კი, როგორიცაა ინფექცია, აბსცესი, ჭრილობის გახსნა და ნაკერების მოცილება გვხვდება მხოლოდ 1-4%-ში, აქედან 90% მოდის ძუებზე და მხოლოდ 10% ხვადებზე.
სტერილიზაცია-კასტრაციის გამო გამოწვეული ლეტალობა გვხვდება ძალიან დაბალ - 0.1%-ში.

ამ საკითხთან დაკავშირებით მუნიციპალური თავშესაფრის ვეტ ექიმს, სოსო ბოჭორიშვილსგავესაუბრეთ.

-სტერილიზაციის გარდა თუ არის სხვა ალტერნატივა, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები?
"არსებობს აგრეთვე კონტრაცეპცია აბებით. ქიმიური კონტრაცეპტივების გამოყენება არღვევს ორგანიზმის ჰორმონულ სტატუსს. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აბები ხშირ შემთხვევაში არ მოქმედებს დიდი ზომის ძაღლებზე.
ქიმიური კონტრაცეპტივების ხშირი გამოყენება მომვაალში სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს.
ნებისმიერი ქირურგიული პროცედურა დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან, შესაძლო გართულებებთან, როგორიცაა არასასურველი რეაქცია ანესთეზიის დროს, ალერგია. სწორედ ამიტომ ცხოველი წინასწარ გადის სამედიცინო შემოწმებას.
დაუშვებელია ცხოველების ნაწილობრივი სტერილიზაცია, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს რქების გადაკეტვა , გადაჭრა, ერთი ან ორივე საკვერცხის დატოვება.ხოლო რაც შეეხება სტერილიზაციის სასურველი ასაკი შესაძლოა განვსაზღვროთ 2-3-5 თვემდე.
როგორც ასეთი დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ რომ აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ სტერილიზაცია ისეთ ცხოველებს, რომლებისგანაც არ იგეგმება შთამომავლობის მიღება.
ასე რომ, სანამ მოვა დრო ჩვენი ცხოველების შეჯვარების, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა დადებითი და უარყოფითი შედეგები. გავესაუბროთ ვეტერინარს, მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომ ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთარ ოთხფეხა მეგობრებზე , მათ ჯანმრთელობასა და მომავალზე".

როგორც ლორა ჯ. სენბორნის ნაშრომშია განმარტებული, ქიმიური კონტრაცეპტივების გამოყენება ისეთი პათოლოგიების განვითარებას იწვევს, როგორიცაა: საკვერცხეების კისტა, საშვილოსნოს ლითონისებური ჰიპერპლაზია, საშვილოსნოს სიმსივნეები; ასევე, ხშირად ვითარდება ჰიდრო და პიომეტრიები. აღნიშნული პათოლოგიები იკურნება მხოლოდ ქირურგიული მეთოდით. გარდა ამისა, თუ არასტერილიზებული ცხოველი სიცოცხლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა მაკედ, მისი ასაკში შესვლისას იზრდება იმის რისკი, რომ განუვითარდეს გამრავლების ორგანოების პათოლოგიები. ასევე, მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ადრეულ ასაკში სტერილიზებულ ცხოველს მნიშვნელოვნად უმცირდება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარების რისკი. სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების უმრავლესობა ჰორმონდამოკიდებულია.

აგრარული უნივერსიტეტის ქირურგის, ვეტერინარი მარიამ ჩხიკვიშვილის თქმით, განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი აბები აკრძალულია, რადგან ცხოველის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და ბევრ პრობლემას უქმნის.

"კონტრაცეფცია აბებით ძაღლზე მეტად კატისთვისაა მავნებელი და 99% სიმსივნეებს, პიომეტრას და სხვა პათოლოგიებს იწვევს. ეს არის ძირითადი მიზეზი. ცხოველი ადამიანი არ არის და მისთვის ჰორმონები ხშირად დამღუპველია მსგავსი ფორმით. ოპერაციასთან შედარებით კონტაცეპციაში ჰუმანურობა არ არის. ზოგი თანხას ზოგავს და ცხოველს ხანმოკლე, პრობლემებიანი ცხოვრებისთვის სწირავენ. საბოლოოდ ოპერაცია მაინც გასაკეთებელია, თუმცა ხშირად უკვე დაგვიანებული და უშედეგოა, ზოგჯერ შეუძლებელიც".


ანი ქარჩავა
სპეციალურად zooclub.ge-სთვის


წყაროhttp://www.zooclub.ge/
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 3186 | დაამატა: Admin | ტეგები: კასტრაცია, კონტრაცეპტივები, ქიმიური, თუ, სტერილიზაცია | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика