ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » დეკემბერი » 17 » "მგელი იდგა და თვალებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა    

00:00:35
"მგელი იდგა და თვალებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა
"მგელი იდგა და თვალებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა
"მგელი იდგა და თვალებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა
გასაოცარი ცხოველია მგელი - მტაცებელი, მოუთვინიერებელი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი... თქვენ გაქვთ მასთან ერთად, ერთი-ერთზე ფოტო გადაღებული? აი, ჟურნალისტ სოფო ჩაკვეტაძეს კი აქვს.

ორი დღის წინ, უეცრად, ტყეში გადაეყარა და მასთან არა მარტო სურათი გადაიღო, მგელთან თამაშით გული კარგად იჯერა. თუმცა, სოფო ამით იმას სულაც არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოა...
Zooclub
- ტყეში, ორი დღის წინ, ერთი-ერთზე პირველად შევხვდი მგელს. იქ დაუგეგმავად, ახლობლებთან ერთად აღმოვჩნდი. მოკლედ, მონასტერში მივედით. მანქანებიდან გადმოვედით, ჩემი ახლობლები მონასტერში ავიდნენ, მე კი მობილურით ფოტოებს ვიღებდი.

მანამდე მქონდა ინფორმაცია, რომ იქ მგელი მოდიოდა ხოლმე და ძაღლთან თამაშობდა. ვიღებ ფოტოებს და მოულოდნელად, გამოჩნდა, იდგა და მიყურებდა. რომ გითხრათ, არ შემეშინდა-მეთქი, - ასე არ ყოფილა. როგორც ჩანს, მანქანების ხმაზე მოვიდა, არადა, ტყეში ცხოვრობს და ნადირობს, ჩვეულებრივი მტაცებელია. როგორც მერე გავიგე, პატარა ლეკვი იყო მამაოსთან რომ მოხვდა, მისი გაზრდილია, ადამიანებს შეჩვეულია. ამიტომ არ ჰქონდა აგრესია ჩემი დანახვისას...

მოკლედ, გაქცევას აზრი არ ჰქონდა, როგორ შეიძლება ტყეში მგელს გაექცე?!
ოჯახში ცხოველები ყველას ძალიან გვიყვარს და ყოველთვის გვყავდა ძაღლი (ბოლოს, ჩემს მშობლებს ძალიან ჭკვიანი გერმანული ნაგაზი ჰყავდათ). მამაჩემი სულ გვეუბნებოდა - ამან რამდენი საუკუნეც არ უნდა იცხოვროს ადამიანებთან, მაინც მგელია, არასდროს დაუყვიროთ და მით უმეტეს, არ დასაჯოთ, არავინ იცის როდის გაახსენდება, რომ მხეცია. ყოველთვის ელაპარაკეთ, ადამიანის ხმა სულ უნდა ესმოდესო (მამა, როგორც ადამიანს ყოველთვის ელაპარაკებოდა ხოლმე და ისიც ყოველთვის თან, დაჰყვებოდა). ჰოდა, ამ უღრან ტყეში მგელთან ერთი-ერთზე რომ აღმოვჩნდი, მაშინვე მამაჩემის სიტყვები გამახსენდა. თან, რომ არ აიბურძგლა და კბილები არ დამანახა, მივხვდი, რომ ჩემთან "ჩხუბს" არ აპირებდა.
Zooclub
ტელეფონი მაშინვე ვიდეოს რეჟიმზე გადავრთე და მშვიდად დავუძახე: მოდი, ნუ გეშინია-თქო. ალბათ მოძღვარიც ასე მიმართავს, შეჩვეულია ამ დაძახებას, თავი დახარა და ჩემკენ წამოვიდა (ეს ვიდეო "ფეისბუქზეც" მაქვს ატვირთული). მოვიდა, დამყნოსა და მონასტრისკენ წავიდა. მერე გაჩერდა, მოტრიალდა და დამელოდა (ალბათ დაუჯერებელია რასაც ვყვები, მაგრამ ამ ვიდეოს ნახვა ყველას შეუძლია ჩემს გვერდზე). უკან გავყევი და მონასტრამდე ერთად მივედით. იქ მამაო გამოგვეგება, მომესალმა და მკითხა, ხომ არ შეგეშინდაო? შემეშინდა კი არა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ნამდვილ მგელთან ერთად ტყეში თავისუფლად დავდიოდი...

ამ მხეცს მამაოს დანახვა ისე გაუხარდა, ერთ რამედ ღირდა ამის ყურება. მოძღვარი მოეფერა, იმან თამაში წამოიწყო, მამაოს ხელებს ულოკავდა, პატარა ლეკვივით უჭერდა კბილებს და ხტოდა. უცებ, მეც ძალიან მომინდა მოვფერებოდი და თავზე ხელი გადავუსვი. სიხარულისგან შემომახტა, მეც ხელებს მილოკავდა, ფეხებთან დაწვა და ზურგზე გადატრიალდა. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი...
ეს ფოტოებიც, სწორედ ამ დროს არის გადაღებული, ერთმა ჩემმა თანმხლებმა პირმა გადაგვიღო.

- ე.ი. გადაგრიათ და ყველა მითი და ლეგენდა იმის შესახებ, რომ მგელი მოუთვინიერებელი ცხოველია, დაამსხვრია?
- არა, ნადვილად არ თვინიერდება. ის ჩვეულებრივი მტაცებელია. მისი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. მჯერა მამაჩემის, არავინ იცის როდის გაახსენდება თავისი სიმხეცე...

- მაგრამ მაინც უშიშარი ყოფილხართ...Zooclub
- ცხოველების მართლა არასდროს მშინებია, მთელი ოჯახი ასე ვართ. რამდენიმე წლის წინ, პირველ "მეცხრე არხზე" მუშაობის პერიოდში რეპორტაჟი გავაკეთე. სპორტის სასახლეში რეპტილიები, ქვეწარმავლები ჰყავდათ ჩამოყვანილი. თეთრი პითონი რომ ვნახე, თვალები გამიფართოვდა, მომვლელმა შემომთავაზა, - შემოიხვიეო, კისერზე შემოვიხვიე და სტენდაფი ისე ჩაწერე. სრულიად უვნებელია, ტერარიუმში ცხოვრობს თბილად, რძეს ასმევენ, მაგრამ ინსტინქტი ხომ იმასაც აქვს? კისერში უკან, კეფაზე თავი შემიყო და დარჩა ამ პოზაში. არც მაშინ შემშინებია. ჩემ გარშემო ხალხი გადაირია, უცხოები ფოტოებს მიღებდნენ.

- ეს ცხოველების განსაკუთრებული სიყვარულია...
- ალბათ, რაც მშობლებისგან მომყვება... მამა 4 წლის წინ გარდაიცვალა და დარდისგან ჩვენი გერმანული ნაგაზიც მოკვდა.

- როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ასე უეცრად სადმე მტაცებელს და მით უფრო, მგელს გადაეყრება?
- ალბათ, ისე, როგორც მე (სიცილით ამბობს). თუ ხროვა შეგხვდათ, როგორც ვიცი, ეს ძალიან საშიშია... თუმცა სურათზე შეიძლება, მომხიბლავი იყოს იმის ყურება, რომ მგელს ეთამაშები, მაგრამ ჩემს შემთხვევაში, სულ სხვა რამეშია საქმე - ეს ადამიანის გაზრდილი მგელია, მოფერებასაა მიჩვეული, ამის მიუხედავად, ის ტყეში ცხოვრობს და ნადირობს, ადამიანთან სიახლოვემ მასში მტაცებელი ვერ გააქრო. მგელი ერთადერთი ცხოველია, რომლის მოთვინიერებაც ადამიანმა დღემდე ვერ შეძლო.
Zooclub
ამიტომ არავის ვურჩევ, ტყეში თავგადასავლები ეძებოს... ზუსტად ამიტომ არ ვამხელ ამ მონასტრის ადგილმდებარეობას - ათასმა ადამიანმა მაინც მომწერა "ფეისბუქზე". შეიძლება შეცდომაც დავუშვი ეს ფოტოები რომ გამოვაქვეყნე, მაგრამ ისეთი ბედნირი ვიყავი, მინდოდა, ყველასთვის გამეზიარებინა რას ვგრძნობდი. მაგრამ მაინც, თუ სადმე სოფელთან ახლოს მგელს გადაეყარეთ, რომ არ უნდა გაიქცეთ, აუცილებლად გამოგეკიდებათ. ცხოველებს ადრენალინის სუნი აღიზიანებთ, რომელსაც ორგანიზმი შიშის დროს გამოყოფს. მოკლედ, ჯობია ტყეში მარტომ არ იაროთ. პრინციპში, მე გამიმართლა.

- სოფო, როგორც ვიცი, ნაკბენზე მეტად მათი დანერწყვაა საშიში, იმიტომ, რომ ცოფი ცხოველიდან ადამიანზე სწორედ ნერწყვის საშუალებით გადადის...
- გავრცელებული აზრი, რომ მგლები ცოფიანები არიან, აბსოლუტური სისულელეა. ხელი გაჭრილი არ მქონია, მერე ეს საპნით კარგად დავიბანე, მორჩა. თან, ის მგელი ცოფიანს სულ არ ჰგავდა, უსაყვარლესი იყო.


წყაროhttp://www.zooclub.ge/zuu/saintereso/1039-qmgeli-idga-da-thvalebshi-miyurebdaq-saocari-ambavi-romelic-qarthvel-zhurnalists-tyeshi-sheemthkhv
კატეგორია: მგლები და ტურები | ნანახია: 2846 | დაამატა: giiiivi | ტეგები: რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შე, მგელი იდგა და თვალებში მიყურებდა - | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика