ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ნოემბერი » 26 » ზოოპარკის განვითარებას 2015 წელს 2 მილიონ 400 ათასი ლარი მოხმარდება    

13:38:32
ზოოპარკის განვითარებას 2015 წელს 2 მილიონ 400 ათასი ლარი მოხმარდება
თბილისის ზოოპარკის  ხელშეწყობის მიზნითდედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი. როგორც  თბილისის2015 წლის ბიუჯეტის პროეტშია ნათქვამი,აღნიშნული პროგრამა მიზნად ზოოპარკის ბინადართა მოვლა-პატრონობასა და განვითარებას; საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის შექმნასა და ვიზიტორების უსაფრთხოებას ისახავს.
 
ასევე პროგრამის მიზანია იშვიათი, ენდემური და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისათვის თავშესაფრის უზრუნველყოფა მათი დაცვის, კონსერვაციისა და რეპროდუქციის მიზნით; განათლების სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამების შემუშავებასა და საზოგადოებაში სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ველური ბუნებისა და გარესამყაროს მიმართ; 
 
ბიუჯეტის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კონტაქტების დამყარება და გაწევრიანებაა, რაც ზოოლოგიურ პარკს უცხოელი კოლეგებისგან ინფორმაციის დროულად მიღების, თანამშრომლების სტაჟირებაზე ცოდნისა და გამოცდილების გასარღმავებლად გაგზავნის, ასევე ცხოველებისა და მცენარეების კოლექციის გამდიდრების შესაძლებლობას მისცემს.
 
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას პარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე აცხადებს, თანხა თანამშრომლების ხელფასებს, კომუნალურ გადასახადებს, ცხოველების კვებასა და მათთვის მედიკამენტების შეძენას, ასევე ტექნიკური საშუალებებისა და აღჭურვილობების შეძენას მოხმარდება.
 
იგი განმარტავს, რომ ცხოველების საკვების შესაძენად ზოოპარკი ყოველი წლის დასაწყისში ტენდერს აცხადებს და საკვებით, ხილით, ბოსტნეულითა და ხორცით ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ამარაგებენ. საკვები დანამატები კი ზოოპარკის წარმომადგენლებს უცხოეთიდან ჩამოაქვთ.
 
ზურაბ გურიელიძე აცხადებს, რომ 2015 წელს ზოოპარკში ახალი ცხოველების ჩამოყვანაც იგეგმება.
 
„ზოოპარკი ცოცხალი ორგანიზმია და მოლაპარაკება რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ცხოველის შემოყვანაზე მიმდინარეობს. ცხოველებს გაზაფხულამდე ვერ შემოვიყვანთ, ტრანსპორტირება დიდ რისკთანაა დაკავშირებული, თვითმფრინავსა და აეროპორტში ზამთრის პერიოდში ძალიან ცივა. ერთი რისი თქმაც დაზუსტებით შემიძლია არის ის, რომ მაიმუნების დამატებასაც ვაპირებთ“ - განუცხადა „კომერსანტს“ გურიელიძემ.
 
თბილისის ზოოპარკის ისტორია 1927 წლის 10 თებერვლიდან იწყება, როდესაც მშრომელთა დეპუტატების თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, აღნიშნული საზოგადოების ბაზაზე დაარსდა იქნა ზოოლოგიური პარკი და მას ვერის ხეობაში 70 ჰა ოდენობის მიწის ფართობი გამოეყო. 
 
1931 წელს ზოოპარკში პარაზიტოლოგიის ლაბორატორია და ზოოლოგიური მუზეუმი დაარსდა. 1935 წელს ი. ჯანდიერის თაოსნობითა და ხელმძღვანელობით ზოოპარკს ბიოლოგიური სადგურიც დაემატა, რომელიც მოგვიანებით (1938 წელს) თსუ-ს გადაეცა.
 
დღეისათვის ზოოპარკში 300-მდე სახეობის ცხოველია წარმოდგენილი. მათ შორის: თეთრი მარტორქა, თეთრი ვეფხვები, თეთრი ლომები, უსურიის ვეფხვი, გარეული აფრიკული ძაღლები და სხვა. 2007 წელს თბილისის ზოოპარკში, კავკასიაში პირველი ზღვის აკვარიუმი გაიხსნა.
 
მარიამ გეგეჭკორი


წყაროhttp://commersant.ge/?menuid=88&id=17365&lang=1
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1515 | დაამატა: giiiivi | ტეგები: ზოოპარკის განვითარებას 2015 წელს 2 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика