ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ნოემბერი » 24 » ჰაერი და ჯანმრთელობა    

19:02:44
ჰაერი და ჯანმრთელობა

ადამიანი დღე-ღამეში 16 კგ ჰაერს ჩაისუნთქავს, რაც მოხმარებულ საკვებზე ხუთჯერ მეტია. საკვების ხარისხს ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ჰაერის ხარისხი კი ნაკლებად გვაღელვებს. არადა ჟანგბადთან ერთად ხომ დაბინძურებული ჰაერის მავნე მინარევებსაც ჩავისუნთქავთ!


ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებებს, თავიანთი ბუნების, ატმოსფეროში კონცენტრაციისა და ორგანიზმზე ზემოქმედების ხანგრძლივობის შესაბამისად, შეუძლიათ, მეტად არასასურველი შედეგები გამოიწვიონ. მედიკოსებმა და ეკოლოგებმა მრავალი დაავადების მატებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას შორის უშუალო კავშირი აღმოაჩინეს.
საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონე მაღალია, რასაც განაპირობებს ქვეყნის რელიეფი, პარალელური სატრანსპორტო მაგისტრალების არსებობა, დასახლებულ ადგილებში ავტოტრანსპორტის მჭიდრო ნაკადები. უკანასკნელ წლებში საწარმოთა უდიდესი ნაწილის გაჩერებამ დაბინძურების საერთო მაჩვენებელში მათი ხვედრითი წილი 3%-მდე შეამცირა. სამაგიეროდ, 97%-მდე გაიზარდა  ავტოტრანსპორტის წილი. საქმე ის არის, რომ ბენზინი, რომელსაც შიდაწვის ძრავა მოქმედებაში მოჰყავს, არ ქრება. ის იშლება უფრო მარტივ ნივთიერებებად. სწორედ დაშლისას გამოყოფილი ენერგია ამუშავებს ძრავას. შიდაწვის ძრავების მიერ გამონაბოლქვი აირი 280-მდე ნივთიერებას შეიცავს, რომელთა უმრავლესობა ტოქსიკურია.


ტოქსიკური კომპონენტი

კანცეროგენული კომპონენტი
გამონაბოლქვში ამა თუ იმ კომპონენტის რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ძრავის კონსტრუქციაზე, ტექნიკურ მდგომარეობასა და მუშაობის რეჟიმზე. ცნობისთვის იმასაც ვიტყვით, რომ ავტომობილი 15 000 კმ-ს გავლისას ატმოსფეროში გამოისვრის 3 ტონა ნახშირბადის დიოქსიდს, 93 კგ ნახშირწყალბადს და დაახლოებით 30 კგ აზოტს.
ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც გამონაბოლქვ აირთან ერთად ხვდება სტმოსფეროში, რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ნახშირბადის ოქსიდი ასუსტებს ჰემოგლობინის ფუნქციას, რაც იწვევს ქსოვილებში ჟანგბადოვან უკმარისობას, ნერვულ და გულ-სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციის მოშლას, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას. აზოტის ოქსიდები ძლიერ აღიზიანებს ფილტვებს, სასუნთქ გზებს და მათში ანთებით პროცესებს უდებს სათავეს. აზოტის ოქსიდების გავლენით წარმოიქმნება მეთჰემოგლობინი, ეცემა სისხლის წნევა, თავს იჩენს თავბრუხვევა, ძილიანობა, ირღვევა სუნთქვა და სისხლის მიმოქცევა. ზოგიერთი ნახშირწყალბადი, განსაკუთრებით ბენზო(ა)პირენი, კანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა. გოგირდოვანი ბენზინის გამოყენებისას გამონაბოლქვ აირში ხვდება გოგირდმჟავა, ეთილირებული ბენზინის გამოყენებისას კი ტყვია, ბრომი, ქლორი და მათი ნაერთები. ტყვიის ტოქსიკური ზემოქმედება ვლინდება მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე, განსაკუთრებით - ნერვულ ქსოვილში. მისი მცირე დოზების ხანგრძლივი ზემოქმედებისას ირღვევა თავის ტვინის ნერვული სტრუქტურების მინერალიზაციის პროცესი, რაც აფერხებს ნერვულ-ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებას. ადამიანი უჩივის თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გადაღლას, გაღიზიანებას, ძილის დარღვევას, მეხსიერების დაქვეითებას. ორგანიზმში ტყვიის სიჭარბე ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევას იწვევს, ხოლო ამ ნივთიერებით ხანგრძლივი ინტოქსიკაცია - ათეროსკლეროზს. აშშ-ში დაადგინეს, რომ ტყვიით ინტოქსიკაცია მოსწავლეთა აგრესიულობის მატებისა და ცუდი აკადემიური მოსწრების მიზეზიც არის.
გამონაბოლქვი აირი კიდევ უფრო მავნებელი ხდება, როდესაც მის კომპონენტებზე (უწინარეს ყოვლისა - ნახშირწყალბადებსა და აზოტის ოქსიდებზე) მზის რადიაციის ზეგავლენით წარმოიქმნება ძალიან აქტიური ნივთიერებების წყება, რომლებიც უკიდურესად მავნეა ადამიანისა და მცენარეებისთვის. დიდი ქალაქების ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების ასეთი ურთიერთქმედების შედეგია ფოტოქიმიური სმოგი. სმოგი უკვე მრავალი მეგაპოლისის პრობლემად იქცა. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც აქვთ გულის ან ფილტვების მანკი, ბრონქიტი, ასთმა, ემფიზემა. სმოგი იწვევს თვალის, ცხვირის და საყლაპავის ლორწოვანი გარსის ანთებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ზოგჯერ - სულხუთვას, თავის ტკივილს, ხველას, სუნთქვის გაძნელებას. სმოგის გავლენით ხშირად მწვავდება ქრონიკული დაავადებები და რესპირატორული ინფექციები. არცთუ იშვიათია გულით დაავადებულთა სიკვდილიც.

 

ატმოსფეროს დამაბინძურებელ ნივთიერებათა გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე

მაგარი ნაწილაკები 
წარმოიშობა საწვავის წვის შედეგად. ძირითად როლს ასრულებს ავტოტრანსპორტი, ცემენტის ქარხნები.
იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქები, ფილტვები) დაზიანებას, აჩენს ავთვისებიან წარმონაქმნებს.
შეწონილი ნივთიერებები
საწვავის არასრული წვა ტრანსპორტში, ნაგვის დასაწვავი ღუმელები, ცემენტის ქარხნები, თბოელექტროსადგურები, ტყის ხანძარი, ნიადაგის ეროზია, ასფალტის საფარის ანაორთქლი.
ამ ნაწილაკებში შემავალი ტოქსიკური კომპონენტები მავნე გავლენას ახდენს ზემო სასუნთქ გზებსა და სხვა ორგანოებზე. აზიანებს სასუნთქ და სისხლის მიმოქცევის სისტემებს.

გოგირდის დიოქსიდი
 ატმოსფეროში ხვდება გოგირდის შემცველი საწვავის წვისას. ძირითადი წყაროა ელექტროსადგურები, საქვაბეები და მეტალურგიული საწარმოები.
აღიზიანებს ზემო სასუნთქ გზებს. აღინიშნება მავნე ზემოქმედება ცხვირ-ხახის, ტრაქეის ლორწოვან გარსზე. იწვევს სუნთქის ფუნქციის დარღვევას.

აზოტის დიოქსიდი და ოქსიდი
წარმოიქმნება ძალიან მაღალ 650 °C-ზე მაღალ) ტემპერატურაზე და ჟანგბადის სიჭარბის პირობებში საწვავის წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტომობილების გამონაბოლქვი, ბუნებრივი აირის ნამწვი, თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, უხეში ნარჩენების წვის დროს წარმოქმნილი კვამლი.
აზოტის დიოქსიდი აღიზიანებს სასუნთქი სისტემის ქვედა ნაწილს, განსაკუთრებით - ფილტვების ქსოვილს. ზრდის მწვავე რესპირაციული დაავადებებისა და პნევმონიისადმი მიდრეკილებას.
ნახშირბადის ოქსიდი
ძირითადი წყაროა მანქანების გამონაბოლქვი (წარმოიქმნება ბენზინის არასრული წვისას, რასაც განაპირობებს არასაკმარისი ტემპერატურა ან შიდაწვის ძრავაში ჰაერის მიმწოდებელი სისტემის მოუწესრიგებლობა), თბოელექტროსადგურების გამონაბოლქვი, სიგარეტი, უხეში ნარჩენების წვის შედეგად წარმოქმნილი კვამლი. 
აქვეითებს სისხლის მიერ ჟანგბადის ქსოვილებში გადატანის უნარს. იწვევს ფსიქომოტორული ფუნქციის დარღვევას, გულის მუშაობისა და სუნთქვის დარღვევას, თავის ტკივილს, ძილიანობას, გულისრევას.
ფენოლი
ატმოსფეროში ხვდება ნახშირწყალბადის არასრული წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტი, თბოელექტროსადგურები, ტყავისა და ავეჯის წარმოება (წებო და  პლასტიკატები). მოასფალტებულ გზებზე ჰაერის ფენოლით დაბინძურების მაჩვენებელი უფრო მაღალია, რადგან ეს ნივთიერება ასფალტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. 
იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქების, ფილტვების) დაზიანებას, ავთვისებიან სიმსივნეებს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევას.
ფორმალდეჰიდი
ატმოსფეროში ხვდება ნახშირწყალბადის არასრული წვის დროს. ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტი, თბოელექტროსადგურები, ქიმიური და ნავთობგადამზიდი საწარმოები, თამბაქოს კვამლი და სხვა.
იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქების, ფილტვების) დაზიანებას, ავთვისებიან სიმსივნეებს, მუტაციას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მოსალოდნელია ღვიძლის, თირკმელების, გულისა და თავის ტვინის ქსოვილების დეგენერაციული თვისებები.  
ოზონი
პირველი წყარო: წარმოიქმნება მზის სხივებზე აზოტის ოქსიდისა და ნახშირწყალბადის რეაქციის შედეგად (ფოტოქიმიური რეაქცია). ასეთი რეაქციის პროდუქტს წარმოადგენს ფოტოქიმიური სმოგი. მეორე წყარო: მაღალი ტემპერეტურის დროს ატმოსფეროს მაღალი ფენებიდან (სტრატოსფეროდან) ოზონის ნაწილი ტროპოსფეროში ხვდება.
იწვევს სასუნთქი გზების (ბრონქები, ფილტვები) დაზიანებას, თვალის, ცხვირის და საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას.
ნახშირწყალბადი
ატმოსფეროში ხვდება ნახშირწყალბადის არასრული წვის დროს). ძირითადი წყაროა ავტოტრანსპორტი, თბოელექტროსადგურები, ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. 
ნახშირწყალბადოვანი ნარევების ტოქსიკურობა მათი ცალკეული კომპონენტებისას აღემატება. მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, სისხლის მაჩვენებლებზე (ქვეითდება ჰემოგლობინის დონე, ერითროციტების რაოდენობა). აზიანებს ღვიძლს, არღვევს ენდოკრინული სისტემის მუშაობას, ახდენს კანცეროგენულ ზემოქმედებას.
გოგირდწყალბადი    
ძირითადი წყაროა ხელოვნური ბოჭკოები, შაქრის დამამზადებელი საწარმოები, ცელულოზა-ქაღალდის საწარმოები, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები და წყლის გამწმენდი სადგურები. ბუნებაში წარმოიქმნება  ცილოვანი ნივთიერებების (ორგანული ნარჩენები) გახრწნისას. აღიზიანებს ლორწოვან გარსებს და სასუნთქ ორგანოებს.
ამიაკი
ატმოსფეროში ხვდება სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებიდან, გამწმენდი მოწყობილობებიდან. ძირითადი წყაროა აზოტური მინერალური სასუქების, აზოტმჟავების, სინთეტიკური ბოჭკოების საწარმოები.
აღიზიანებს თვალის ლორწოვან გარსს და სასუნთქ ორგანოებს.

 

გამონაბოლქვი აირის ოდენობისა და ტოქსიკურობის შესამცირებლად...

გამონაბოლქვის რაოდენობაზე (რომ არაფერი ვთქვათ ბენზინისა და დროის ეკონომიაზე) კოლოსალურ გავლენას ახდენს ქალაქში ავტომობილების მოძრაობის ორგანიზება (მნიშვნელოვანი რაოდენობის გამონაბოლქვი გამოიტყორცნება საცობში და შუქნიშანზე).
გამონაბოლქვ აირში ნახშირწყალბადების რაოდენობის მნიშვნელოვნად (2-ჯერ და მეტად) შემცირება შესაძლებელია საწვავის სახით ნავთობის თანმხლები (პროპანი, ბუტანი) ან ბუნებრივი აირის გამოყენებით. ბუნებრივი აირის მთავარი ნაკლი ის არის, რომ მისი მხოლოდ მცირე მარაგის გაკეთებაა შესაძლებელი.
გარდა საწვავის შემადგენლობისა, გამონაბოლქვი აირის ტოქსიკურობაზე მოქმედებს ძრავების გამართულობა. დიზელის ძრავის გაუმართაობის შემთხვევაში ჭვარტლის წარმოქმნა შეიძლება 20-ჯერ გაიზარდოს. კარბურატორის გაუმართაობის შემთხვევაში 1,5-2-ჯერ იმატებს გამონაბოლქვ აირში აზოტის ოქსიდის ოდენობა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, აუცილებელია საწვავის ხარისხის გაძლიერებული კონტროლი და მანქანების პროფილაქტიკური შემოწმება, რასაც დიდი ყურადღება ექცეოდა წინათ, ავადსახსენებელ საბჭოთა ეპოქაში...




წყაროhttp://www.mkurnali.ge/skhvadaskhva/ekologia/269-2008-12-09-17-39-37.html
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 2009 | დაამატა: avtandil | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика