ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 3 » ანტარქტიკის ოკეანეში ნაკრძალების შექმნის ინიციატივებს რუსეთი აფერხებს    

01:29:35
ანტარქტიკის ოკეანეში ნაკრძალების შექმნის ინიციატივებს რუსეთი აფერხებს

ანტარქტიკის ოკეანეში ნაკრძალების შექმნის ინიციატივებს რუსეთი აფერხებს

ანტარქტიკა

ანტარქტიკა

დასავლეთის, აშშ-ისა და ევროპის კავშირის, ასევე სხვა, მიმდებარე ქვეყნების ინიციატივებს, შექმნილიყო ანტარქტიკის გარშემო, სამხრეთის ოკეანესა და მის პირას მობინადრე სახეობების დაცული რაიონები, წინ აღუდგა რუსეთი. გერმანიაში - ბრემერჰაფენში - გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მოეწყო სამთავრობათშორისო ორგანიზაციის, „ანტარქტიკის ოკეანის ცოცხალი რესურსების დაცვის კომისიის" მიერ, ვერავითარ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

15 და 16 ივლისს გერმანიაში მოწყობილი საგანგებო შეხვედრა რუსეთის თხოვნით გაიმართა. ბრემერჰაფენის დისკუსია, რომელშიც 24 სახელმწიფო და ევროკავშირი მონაწილეობდნენ, მიეძღვნა ორ ინიციატივას, ორ დამოუკიდებელ გეგმას, რომლებიც „ოკეანის დაცული არეალების" შექმნას ითვალისწინებს. ამ გზით მოხერხდებოდა თევზჭერისა და სხვა, ბუნებისთვის ზიანის მომტანი, ქმედების გაკონტროლება დაახლოებით სამ-ნახევარ მილიონი კვადრატული კილომეტრის ფართობზე, ანტარქტიკის გარშემო. აქვე გეტყვით, რომ ანტარქტიკის ოკეანე ინდოეთის, ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს ესაზღვრება. მისი პირობითი ზღუდე მე-60 პარალელზე გადის. ანდრეა კავანაღი სამხრეთის ოკეანის დაცვის პროგრამის დირექტორია. ამ პროგრამას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "პიუ ჩერიტაბელ ტრასტი", რომელიც სხვადასხვა სფეროში მუშაობს. ანდრეა კავანაღი ბრემერჰაფენის შეხვედრებში მონაწილეობდა. მან ჩვენს რადიოს უთხრა, რომ რუსეთმა ეჭვქვეშ დააყენა „ანტარქტიკის ოკეანის ცოცხალი რესურსების დაცვის კომისიის" უფლებამოსილება დაეფუძნებინა დაცული რაიონები:

„რუსეთმა შარშან ჰობარტში ითხოვა, გამართულიყო საგანგებო შეხვედრა ბრემერჰაფენში, რათა სამეცნიერო საკითხებზე მოგველაპარაკა. კომისია დათანხმა. ყველა წევრი ქვეყანა, ასევე სამდივნო, დიდი ხარჯის ფასად ჩავიდა გერმანიაში ამ წინადადებების სამეცნიერო მხარეზე სასაუბროდ. სამეცნიერო წრეებში ამ ინიციატივებს აშკარა მხარდაჭერა ჰქონდა. ბრემერჰაფენში რუსეთი გამოდგა და განგვიცხადა, რომ სამართლებრივ საკითხებში არ გვეთანხმება. ამან ყველას შოკი მოჰგვარა. სიმართლე გითხრათ, ეს ბევრისთვის უფრო დროის მოგების ტაქტიკასჰგავდა".
ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ მოიძებნოს რუსების მიმართ მაღალი დონის დიპლომატიური მიდგომა იმ მიზნით, რომ წარმოდგენა, თითქოს კომისიას არ გააჩნდეს კანონიერი მანდატი, გაქარწყლდეს, რისი იმედიც გვაქვს...

ბუნების დამცველი ორგანიზაციები აღშფთოებული იყვნენ რუსეთის ქმედებით. ორგანიზაცია „გრინპისის" წარმომადგენელმა, ირის მანმა, რომელიც ოკეანოლოგიის ექსპერტია და ბრემერჰაფენის შეხვედრაზე მეთვალყურის სტატუსით იმყოფებოდა, განაცხადა, ასეთი იმედგამაცრუებელი შეხვედრა ჯერ არ მინახავსო.

ამ ეტაპზე არ არის ცხადი, როგორ უნდა შეეცადონ „ანტარქტიკის ოკეანის ცოცხალი რესურსების დაცვის კომისიის" წევრებიამ თემაზე შეთავაზებული გეგმების ირგვლივ მსჯელობის გაგრძელებას. კავანაღი ფიქრობს, რომ რუსეთმა უნდა განმარტოს, რატომ არ იყო ის კონსტრუქციული ბრემერჰაფენის შეხვედრაზე:

„ამ პროცესის შემდეგი ეტაპი იქნება ის, რომ მოიძებნოს რუსების მიმართ მაღალი დონის დიპლომატიური მიდგომა იმ მიზნით, რომ წარმოდგენა, თითქოს კომისიას არ გააჩნდეს კანონიერი მანდატი, გაქარწყლდეს, რისი იმედიც გვაქვს. შემდეგ რუსებს უნდა მივცეთ საშუალება, ილაპარაკონ კონკრეტულ მიზნებსა და მოთხოვნებზე, იმისათვის რომ ოკეანის დაცული არეალების საქმე წინ წავიდეს".

ოკეანეთის უხუცესთა დაცვის ჯგუფის სახელით ცნობილმა გაერთიანებამ ღია წერილი მისწერა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ბრიტანელი მეწარმე სირ რიჩარდ ბრენსონი, ცნობილი ფრანგი მოგზაურის ჟაკ-ივ კუსტოს ვაჟი ჟან-მიშელ კუსტო და კანადელი კინემატოგრაფისტი, მოგზაური ჯეიმს კამერონი, ავტორები პუტინს მოუწოდებენ მხარი დაუჭიროს დაცული რაიონების დაფუძნებას ანტარქტიკის ოკეანეში დაგანახორციელოს რუსეთის მნიშვნელოვანი როლი ანტარქტიკის მომავლის განსაზღვრაში.

კომისია მოქმედებს კონსენსუსის პრინციპით და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ერთხმად იღებს. გეგმა, შექმნილიყო დაცული არეალები, ზოგიერთი წევრის ყოყმანის გამო, შარშანაც ჩაიფუშა. საერთაშორისო საზოგადოებრიობამ იკისრა ვალდებულება, რომ 2020 წლისთვისზღვის წყლებისა დასანაპირო ზოლების ათი პროცენტი გამოცხადდეს დაცულ რაიონებად. დღემდე ეს მხოლოდ ორ პროცენტზე მოხერხდა. ახალი ზელანდიისა და აშშ-ის წინადების არსი ის იყო, რომ დაცულ არეალად გამოცხადებულიყო როსის ზღვა, ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობი. მეორე გეგმა გულისხმობდა ანტარქტიკის აღმოსავლეთში მილიონ-ნახევარი კვადრატული კილომეტრის სიდიდის არეალისთვის ნაკრძალის სტატუსის მინიჭებას. ამ წინადადების ავტორები იყვნენ ავსტრალია, საფრანგეთი და ევროპის კავშირი, რომელიც ცალკე მონაწილედ გამოდის. ოკეანეში დაცულ ტერიტორიად რომელიმე რაიონის გამოცხადება ნიშნავს იქ თევზჭერის შეზღუდვას ან საერთოდ აკრძალვას.
ანტარქტიკაანტარქტიკა

ანტარქტიკა სახელმწიფოთაგან თავისუფალი არეალია. ის ექვემდებარება საერთაშორისო სამართალზე დამყარებულ ხელშეკრულებათა სისტემას, რომელიც აწესრიგებს ამ კონტინენტზე საერთაშორისო ურთიერთობებს და მისი რესურსების გამოყენებას. „ანტარქტიკის ოკეანის ცოცხალი რესურსების დაცვის კომისია"ამ სისტემის ნაწილია. ეს კომისია დაარსდა1982 წელს იმის საპასუხოდ, რომ გაჩნდა ანტარქტიკის კრილის, მცირე ზომის კიბოს მიმართ მზარდი სამრეწველო ინტერესი. ეს პატარა მანათობელი კიბო ანტარქტიკის ეკოლოგიური სისტემის საფუძველია. მას იყენებენ ბევრნაირად, არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ამ მცირე არსებებს მოიხმარს წამლებისა და კოსმეტიკური მრეწველობა ისევე, როგორც თევზსაშენები - საკვებად. იყო დრო, როცა ფიქრობდნენ, რომ ზღვის ამ ბინადრის მეშვეობით მსოფლიოში სურსათის ნაკლებობის პრობლემა მოგვარდებოდა. ეს არეალები, სადაც აშშ-ს, ევროკავშირს, ასევე ახალ ზელანდიასა და საფრანგეთს სურთ დაცული ზონები შეიქმნას, როსის ზღვა და აღმოსავლეთი ანტარქტიკა საგანგებო ინტერესის ობიექტებად იქცნენ, რადგან, ადამიანის არასწორი მოქმედების შედეგად, იქ ბუნება განსაკუთრებით დაზარალდა. ამ არეალში ბინადრობენ და თავის საკვებს პოულობენ ვეშაპები, სელაპები, ზღვის ფრინველი, პინგვინები. საყურადღებოა ისიც, რომ ამ არეალებში ათი ათასამდე ისეთი სახეობა ცხოვრობს, რომლებსაც სხვა საარსებო გარემო, გარდა ანტარქტიკისა, არ გააჩნიათ. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია ჰობარტში, ავსტრიაში, სადაც კომისია კვლავ შეკრებს თავის წევრებს ოქტომბერში. მანამდე უნდა მოგვარდეს ის სამეცნიერო თუ სხვა ხასიათის პრობლემები, რამაც ამჯერად ხელი შეუშალა რუსეთს, შეთავაზებულ გეგმებს დასთანხმებოდა.


წყაროhttp://www.radiotavisupleba.ge
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 2485 | დაამატა: Admin | ტეგები: რუსეთი, აფერხებს, ინიციატივებს, ოკეანეში, ანტარქტიკის, ნაკრძალების, შექმნის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Admin, Levani14

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика