
- თოხი ნიადაგის კულტივირების საუკეთესო ტექნოლოგიური საშუალებაა, მიწის საუკეთესო სტრუქტურას იძლევა, ამიტომაც არის ისტორიულად შეუცვლელი. ამგვარ მექანიკურ თოხს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. თოხი დარტყმითი მექანიზმია, მექანიზმს კი საერთოდ, დარტყმა არ უყვარს. ამიტომაც მინდოდა ისეთი მექანიზმი შემექმნა, რომელიც დარტყმასაც აიტანდა და მიწასაც დაამუშავებდა. პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა, ნამუშევარი გადავაგდე. მერე მივხვდი, რა უნდა შემეცვალა, გამოგონებამ ასე იცის, უცებ გაგინათდება გონება, რაღაც დაგარტყამს თავში, როგორც ურო. გამოვიდა მშვენიერი მანქანა, რომელიც თან დადიოდა და თან თოხნიდა, აღმართზეც შეეძლო ასვლა.
- როგორ მიხვედით მექანიზმის მუშაობის ამ პრინციპამდე?
- საქმე ის არის, რომ კულისური მექანიზმი