ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მაისი » 22 » ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე    

17:04:34
ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართება ფრინველებზე დაკვირვების  საგანმანათლებლო კამპანია  "ბაღის ფრინველთა საათი". ღონისძიება 08:30-ზე დაიწყება.

 

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები, თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. ღონისძიება ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით.

 

საქართველოში 22 მაისი ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიებით. კამპანია  "ბაღის ფრინველთა საათი", რომლის დროსაც  სკოლის მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით, აკვირდებიან და აღრიცხავენ ფრინველებს, უკვე მეხუთე წელია, ტარდება და ხელს უწყობს ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებას და მათი ცნობიერების ამაღლებას ბიომრავალფეროვნების საკითხებზე.

 

შეგახსენებთ, რომ 2000 წლის დეკემბერში გაეროს გაერთიანებულმა ასამბლეამ 22 მაისი ბიოლოგიური მრავალფეროვნების   საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ეს თარიღი იმ მიზეზით შეირჩა, რომ 1992 წელს სწორედ ამ დღეს მოხდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის მიღება.

 

საქართველოს ბიომრავალფეროვნება მდიდარია და მნიშვნელოვანია როგორც ეროვნული, ასევე რეგიონული და გლობალური  თვალსაზრისით - სახეობრივი მრავალფეროვნების, ენდემიზმის დონისა თუ  ფლორისა და ფაუნის ისტორიული განვითარების თავისებურებების მხრივ. მას დაცვა და გაფრთხილება სჭირდება.

 

ყოველწლიურად ბიომრავალფეროვნების დაცვის საერთაშორისო დღე ერთ კონკრეტულ გარემოსდაცვით თემას ეძღვნება. 2013 წლის 22 მაისის თემაა "წყალი და ბიომრავალფეროვნება".

 

ტერმინი "ბიომრავალფეროვნება" აღნიშნავს დედამიწაზე არსებული ცოცხალი ორგანიზმებისა და ბუნებრივი პროცესების ერთობლიობას, რაც მოიცავს ეკოსისტემებს, გენეტიკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და კავშირებს ყველა არსებულ სახეობას შორის.

 



წყაროhttp://epn.ge/?p=12544
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1556 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика