ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » მაისი » 19 » საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრები    

10:40:39
საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრები
საქართველოს ყველა კუთხე თავისებურად ლამაზია. აღტაცებაში მოვყავართ ულამაზეს ბუნებას, ალპურ ზონას, ნაკრძალებს, ტბებს. გასაკვირი არაა, რომ ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია. მაინც რისი ნახვა სურთ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს დედაქალაქში სამების ტაძრის, ნარიყალას, მეტეხისა და აბანოთუბნის დათვალიერების შემდეგ? საქართველოს ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრების რეიტინგი რამდენიმე ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს შევადგენინეთ.

1. მესტია - "სვანეთზე დიდი მოთხოვნაა. უცხოელი ტურისტების უმრავლესობას სურს დაათვალიეროს სვანეთი. აღფრთოვანებული შესცქერიან სვანეთის ულამაზეს ხედებს. იმისთვის, რომ მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება, უარს არ ამბობენ ცხენებით გასეირნებაზე. ძალიან საინტერესოა კალა-უშგული, მესტია-ლენჯერი-ლატალი. აღფრთოვანებული არიან სვანური კოშკებით, ტრადიციებით, სტუმართმოყვარეობით. ძალიან მოსწონთ სვანური სამზარეულო, განსაკუთრებით - კუბდარი, მიუხედავად იმისა, რომ ხინკალი სვანური არაა, მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. სიამოვნებით სვამენ რახს, ჭაჭის არაყი კი არ მოსწონთ. სვანეთის პოპულარობას კარგი რეკლამა განაპირობებს".





2. შატილი, მუცო - "ტურისტები ფშავ-ხევსურეთით მოხიბლული რჩებიან. ზღვის დონიდან 2000-2300 მეტრის სიმაღლეზე კავკასიონის ულამაზესი ხედები იშლება. როცა ხედავ აგვისტოში მთებზე თოვლის ნარჩენებს, წარმოუდგენელია, არ აღფრთოვანდე. უცხოელებს შატილი, მუცო, ეს უნიკალური ადგილები და ისტორიული ციხე-კოშკები, ეგზოტიკა იზიდავთ. ხალხის დამოკიდებულება, ადამიანური ურთიერთობები მათზე დადებითად მოქმედებს, მთაში სტუმარი განსაკუთრებით უყვართ და პატივისცემით ეკიდებიან".



3. ბათუმი - "საქართველოს წინა ხელისუფლება ბათუმს გამორჩეულად აპიარებდა, ამიტომ არცაა გასაკვირი ბათუმით ტურისტების დაინტერესება. მათ განსაკუთრებით ღამის ბათუმი მოსწონთ. თუმცა ზოგი უფრო მეტს მოელოდა და იმედგაცრუებული კითხულობს, სულ ეს იყოო? ბათუმის ტურში ქალაქისა და გონიოს ციხის დათვალიერება შედის. იმედი გვაქვს, მომავალში ტურისტებს შევთავაზებთ ტურებს აჭარის მაღალმთიან რაიონებში, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც აჭარის მაღალმთიან მხარეს სტუმრობენ. თუმცა ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით ამის საშუალებას არ იძლევა," - ამბობენ სააგენტოში.



4. თუშეთი - "ტურისტებს საშუალება აქვთ თუშეთის უნიკალური სათემო კოშკები დაათვალიერონ. გაეცნონ ადგილობრივი მოსახლეობის ადათ-წესებს, დატკბნენ ალპური ზონის სილამაზით. შესაძლებელია ტური როგორც ტრანსპორტით, ასევე ცხენებით. ამ კუთხისადმი ინტერესს განაპირობებს ისიც, რომ არის საოჯახო სასტუმროები, სადაც ტურისტებისთვის კომფორტული გარემოა. თუ ტური თუშეთში რაიმე დღესასწაულს დაემთხვა, უცხოელი სტუმრები ისეთი კმაყოფილი რჩებიან, რომ წასვლა აღარ სურთ... აინტერესებთ მწყემსების ცხოვრებაც."


5. სიღნაღი, ლაგოდეხის ნაკრძალი - "კახეთზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ტურისტებს საშუალება აქვთ ნახონ ბოდბეს მონასტერი, სიღნაღი, დაათვალიერონ მუზეუმი, გაეცნონ ფოლკლორულ ანსამბლებს, მოინახულონ ვაშლოვანისა და ლაგოდეხის ნაკრძალები. ლაგოდეხის ნაკრძალი არაჩვეულებრივი ადგილია ულამაზესი ჩანჩქერებით. ზაფხულში აქ ბანაობაც შეიძლება. როდესაც ნაკრძალის დასათვალიერებლად სამდღიანი ტურია დაგეგმილი, შესაძლებელია ალპური ზონის ნახვა, სადაც ძალიან ლამაზი ტბებია. ასევე მოთხოვნაა შატოებზეც. ვისაც უყვარს ღვინო, ვაზის კულტურა, მათთვის იდეალურია ტური კახეთში, შესაძლებელია ღვინის დეგუსტაციაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის განვითარება ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ინფრასტრუქტურა, გზა, კომფორტული სასტუმროები და ა.შ. საქართველოში ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია".



6. ყაზბეგი - "ყაზბეგი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილია. ჩვენ ვთავაზობთ შემდეგ სანახაობებს: გერგეთის სამებას, რომელიც 2200 მ-ზე მდებარეობს. ის ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია. სამების ტაძარი მე-15 საუკუნეშია აშენებული და ხევის მნიშვნელოვან სალოცავს წარმოადგენს. ტაძრიდან ყაზბეგის მთების შესანიშნავი ხედი იშლება. ვათვალიერებინებთ "ხევის სიონს", დარიალის ხეობას, სნოს, ჯუთას... ყაზბეგში სანახავი ძალიან ბევრია და უკმაყოფილოც არავინ წასულა. ჩვენ მხოლოდ უცხოელებს როდი ვემსახურებით, ბევრ ქართველს არ უნახავს ყაზბეგი, სვანეთი, ხევსურეთი. ძალიან გვიხარია, რომ ტურისტების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება".




7. ქუთაისი - "საქართველოს ამ ძირძველ ქალაქში ტურისტებს ძალიან საინტერესო ტური ელოდებათ. მათ შეუძლიათ ნახონ ბაგრატის ტაძარი, გელათი, მოწამეთა, სათაფლია. ტურისტები ძალიან კმაყოფილი რჩებიან".


8. მცხეთა
- "მცხეთა, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოველი, შატო-მუხრანი - ეს ერთდღიანი ტურია, რომელიც მაქსიმალურად დატვირთულია. მცხეთის დათვალიერების სურვილი ყოველთვის დიდია. ძირითადად უცხოელ სტუმრებს აინტერესებთ საქართველოს ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა, ფოლკლორი, ღვინო, სამზარეულო. განსაკუთრებით მოსწონთ შავი მშრალი ღვინო".



9. ბორჯომი, ბაკურიანი - ტურისტულ სააგენტოებში აცხადებენ, რომ ბორჯომი, ბაკურიანი და წყალტუბო, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს ხიბლავთ. "ამ კურორტებს ისინი სტუმრობენ, ვისაც ენატრება საქართველო, ქართული ღვინო, მინერალური წყალი."



10. მარტვილის კანიონი - "მარტვილის კანიონი ულამაზესი ადგილია. ხეობის სრულყოფილად დათვალიერებისთვის საჭიროა 3-4 დღიანი ტური. აქ იყო დადიანების საზაფხულო რეზიდენცია. ზაფხულში შესაძლებელია ღამის გათევა კარვებში, ბანაობა. ნავით სეირნობისას თვალწინ იშლება ულამაზესი ხედები. ყველას, ვისაც კი მარტვილის კანიონი უნახავს, დაუვიწყარი შთაბეჭდილება რჩება".

ტურისტული კომპანიების მონაცემებით, დიდი მოთხოვნაა კულტურულ ტურებზე. კვლევის მიხედვით, ტურისტების 60% საქართველოს ქართული ღვინისა და სამზარეულოს დასაგემოვნებლად სტუმრობს.



წყაროhttp://www.ambebi.ge/sazogadoeba/78087-saqarthvelos-yvelaze-popularuli-turistuli-centrebi.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 4699 | დაამატა: avtandil | ტეგები: საქართველოს ყველაზე პოპულარული ტური | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика