ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 12 » როგორ ხუმრობენ ცნობილი და უცნობი ადამიანები    

16:22:27
როგორ ხუმრობენ ცნობილი და უცნობი ადამიანები

1981 წლის 13 მაისს, თასების მფლობელთა თასის აღების შემდეგ თბილისის „დინამო" სამშობლოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა – ცკ–ს დავალებით, სხვადასხვა ქალაქში დადიოდა, ხვდებოდა მშრომელებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, სპორტული ორგანიზაციების წევრებს, იმართებოდა დიალოგები...

 

ერთ დღესაც ნოდარ ახალკაცს დაურეკეს და უთხრეს, რომ „დინამო" ქართველ მწერლებთან შესახვედრად მიეყვანა. ახალკაცი თავისი მკაცრი რეჟიმით იყო ცნობილი. წინ საპასუხისმგებლო მატჩი ელოდა, არადა, „ზემოდან" დავალებაზე უარის თქმაც არ გამოდიოდა. ამიტომ, ახლკაცმა გამოსავალი მოძებნა და ქართველ მწერლებთან შესახვედრად „დინამოს" დუბლები წაიყვანა.

 

როცა მაჩაბლის ქუჩაზე მივიდნენ, ახალკაცსა და ფეხბურთელებს მწერალთა კავშირის მაშინდელი თავმჯდომარე, ნოდარ დუმბაძე გამოეგება. ნოდარ ახალკაცმა მოუბოდიშა – წინ რთული მატჩი მელის და უნდა მაპატიო, დუბლები მოვიყვანეო, რაზეც ნოდარ დუმბაძემ მისთვის ჩვეულ სტილში უპასუხა: „არა უშავს, ჩემო ნოდარ, აქაც დუბლები ვართ, ძირითადი შემადგენლობა, კარგა ხანია, მთაწმინდაზეა..."

 

ცნობილია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ხშირად ამასხარავებდა ირაკლი აბაშიძეს, თუმცა, ისინი მაინც მეგობრებად რჩებოდნენ. ერთხელ, როცა გალაკტიონი ქუჩაში ფეხით მიდიოდა, ირაკლი აბაშიძის სამსახურებრივი „ვოლგა" წამოეწია. მანქანაში ირაკლი აბაშიძე უკანა სავარძელზე იჯდა, კარიდან თავი გამოჰყო და გალაკტიონს სახლში წაყვანა შესთავაზა. გალაკტიონი მძღოლის გვერდით დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და მას საუბარი გაუბა, ისე რომ ირაკლი აბაშიძისკენ არც გაუხედავს: „რა გქვია შენ, ძამიკო?". „თენგიზი მქვია, ბატონო გალაკტიონ!". „კაი სახელია, ძამიკო, ძალიან კაი! ლექსებს თუ წერ, თენგიზ, ძამიკო?". „არა, ბატონო გალაკტიონ, რა ვიცი მე ლექსების წერა...". „მერე რა, რომ არ იცი, ძამიკო! არც შენმა „ხაზეინმა" იცის, მარა კი წერს..."

 

მწერალთა კავშირში ერთ–ერთ, კომუნისტური წყობის მეხოტბე ქართველ პოეტზე მოხსენებას კითხულობენ. დარბაზში ქართული მწერლობის მთელი ელიტა ზის. ამ დროს ორატორი მისი მოხსენების ადრესატი მეხოტბე პოეტის მისამართით ამბობს: „...ის რევოლუციის ცეცხლოვან რაშზეა ამხედრებული!". ბუნებრივია, ენაკვიმატმა მწერლებმა ასეთი ფრაზის გაქილიკების შანსი ხელიდან არ გაუშვეს და დარბაზიდან ვიღაცამ წამოიძახა: „ვაჰ! მერედა, ტ..კი არ ეწვის?". მეორე აჰყვა: „ეწვის, მაგრამ ტ..კს რევოლუციას სწირავს!..". მესამემ კი იკითხა: „კი, მაგრამ, რაღა ტ..კს სწირავს, თავი შესწიროს!..". ამ დროს წინარიგში მჯდომმა გალაკტიონმა წვერზე ხელი ჩამოისვა და ყველა გაისუსა – მიხვდნენ, რომ რაღაც გამანადგურებლად ენაკვიმატი ფრაზის თქმას აპირებდა და გალაკტიონმაც არ დააყოვნა: „მაგას, ირაკლი აბაშიძის არ იყოს, თავი და ტ..კი გაერთიანებული აქვს..."

 

ახლა კი, თვალი გადავავლოთ, როგორ „კენწლავდნენ" ერთმანეთს, როგორ ხუმრობდნენ და ერთობოდნენ მსოფლიოში ცნობილი ადამიანები და სულაც, რიგითი, არაფრით გამორჩეული მოქალაქეები:

 

ერთხელ აინშტაინმა ჩარლი ჩაპლინს წერილი მისწერა: „აღფრთოვანებული ვარ თქვენი ნიჭით, რადგან თქვენი ფილმები გასაგებია ყველასთვის, კრეტინისთვისაც კი". ცოტა ხნის შემდეგ აინშტაინმა მსოფლიოს უდიდესი კომიკოსის პასუხი მიიღო: „მე კი თქვენით უფრო ვარ აღფრთოვანებული, რადგან თქვენი ფარდობითობის თეორია ვერავინ გაიგო..."

 

როდესაც ცნობილი ფრანგი მეკობრე, სიურკუფი დაიჭირეს და ჰკითხეს, სად ინახავდა განძს, მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა: „ხომალდი". ხომალდს ორი დღის განმავლობაში ჩხრეკდნენ, თუმცა ვერაფერი იპოვეს. არადა, მეკობრე მართალს ამბობდა: ხომალდის ღუზა ოქროსგან იყო დამზადებული.

 

საფრანგეთში, ყვავილების მაღაზიის ერთ–ერთმა მეპატრონემ მოიფიქრა რეკლამის ტექსტი, რომელმაც უამრავი კლიენტი მიიზიდა. მაღაზიის აბრაზე ეწერა: „ჩვენთან ყვავილები ისე იაფია, რომ მისი ყიდვა ქმრებსაც კი შეუძლიათ..."

 

საჰარის უდაბნოში, ერთ–ერთი ბენზინგასამართი სადგურის უფროსმა, რომელიც განსაკუთრებული იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა, სადგურის აბრაზე ასეთი წარწერა გააკეთებინა: „ჩაასხით საწვავი მხოლოდ ჩვენთან! ყველა სხვა ბენზინგასამართი სადგური ამ უდაბნოში – მირაჟია!"

 

ბრაზილიელები ასე ხუმრობენ: „ღმერთმა სამყარო ექვს დღეში შექმნა, მეშვიდე დღეს კი მან შექმნა რიო–დე–ჟანეირო".

 

ბრაზილიის ბევრ სადალაქოში გამოკრულია გამაფრთხილებელი წარწერა, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაცია კლიენტების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნის, თუ ისინი დალაქთან საუბარს გააბამენ ნებისმიერ თემაზე ამ სამიდან: ფეხბურთი, პოლიტიკა, ქალები.

 

ერთხელ მარკ ტვენმა წერილი მიიღო, სადაც მხოლოდ ერთი სიტყვა – „ღორი!" ეწერა. მწერალმა ამ ფაქტთან დაკავშირებით თქვა: „როგორც წესი, ჩემთან მოდის წერილები ხელმოწერის გარეშე, დღეს კი, ჩემდა გასაკვირად, მოვიდა წერილი, რომელზეც მხოლოდ ხელმოწერა იყო გაკეთებული".

 

ტელეარხმა „დისქავერიმ" ერთხელ გადასცა ვიდეომასალა, სადაც ნიუ–იორკის ერთ–ერთ ცენტრალურ პარკში მჯდომი, მოწყალების მთხოვნელი მამაკაცი იყო გადაღებული. იგი საშინელი ხმით მღეროდა, გულზე კი აბრა ეკიდა, რომელზეც დიდი ასოებით ეწერა: „მაჩუქეთ 25 ცენტი და გავჩუმდები!.."



წყაროhttp://www.presa.ge/
კატეგორია: სახუმარო ამბები | ნანახია: 2442 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 30
    სტუმარი: 30
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика